საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


მისია და სტრატეგია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მისიაა უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობას მიაწოდოს ისეთი ხარისხის მომსახურება, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხოების მაღალი განცდა, საკუთარი ღირსებისა და ძირითადი უფლებების მაქსიმალური დაცულობის პირობები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ათას ცამეტი წლის განვითარების სტრატეგია

1.მინისტრის წინასიტყვაობა

ნებისმიერ სფეროში საჭიროებების დადგენა, მიზნების განსაზღვრა და შედეგის ეფექტიანი მიღწევის ოპტიმალური საშუალებების შემუშავება, წარმატების საუკეთესო წინაპირობაა. სამწუხაროდ, დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და საბოლოო შედეგზე.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, ვაცნობიერებთ რა სისტემაში სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით, როდესაც ჩამოვაყალიბეთ რეფორმებისა და განვითარების სააგენტო. სააგენტოს მთავარი ფუნქცია არის უწყების მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება. აღნიშნული სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების აქტიურ მონაწილეობასთან ერთად, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა სამინისტროს სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ მხარდაჭერისთვის.

წარმოდგენილი სტრატეგია არის იმის გათვითცნობიერება, თუ სად გვაქვს სისტემის ფარგლებში ნაკლოვანებები და რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ინსტიტუციური ცვლილება გარკვეულ დროს მოითხოვს და საზოგადოების საჭიროებების პარალელურად ვითარდება. წინამდებარე სტრატეგია წარმოადგენს პირველ ნაბიჯს სრულყოფისკენ სწრაფვის ხანგრძლივ და უწყვეტ პროცესში. ამ დოკუმენტის ძირითადი დანიშნულებაა, შეიმუშავოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ისეთი გეგმა, რომლის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისი დაცვა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მისია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მისიაა უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობას მიაწოდოს ისეთი ხარისხის მომსახურება, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხოების მაღალი განცდა, საკუთარი ღირსებისა და ძირითადი უფლებების მაქსიმალური დაცულობის პირობები.

3.შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრინციპები

3.1. კანონიერება

კანონის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპია. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, პოლიციელი უპირველესად კანონიერების პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. სამინისტროს ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობა განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში. არცერთი ადამიანი ან ორგანო არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ნებისმიერი პოლიციელი და მაღალჩინოსანი პასუხისმგებელი იქნება სასამართლოს წინაშე, თუკი რომელიმე მათგანი დაარღვევს კანონით დადგენილ წესებს.

3.2. ჰუმანურობა

თანამედროვე სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის უმთავრეს პრინციპს ჰუმანურობა წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა სწორედ ადამიანის წამების, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული. პოლიცია საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის დამსახურებას მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მოპყრობით შეძლებს.

3.3. სამართლიანობა

კანონის აღსრულების დროს, პოლიცია ნებისმიერ პირს უნდა მოექცეს მიუკერძოებლად და ობიექტურად. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად პოლიციელი ვალდებულია შეარჩიოს ისეთი ღონისძიება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ამით პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპს იცავს. მკაცრ ზომებს პოლიციელი იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. პოლიციელის მიერ თანაზომიერების პრინციპის მკაცრი დაცვით კანონის აღსრულება სამართლიანობის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

3.4. გამჭვირვალობა

პოლიციის საქმიანობა უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე. ყველა პირს უნდა მიეცეს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელების საშუალება – გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ საჯარო ინფორმაციას. დახურული სისტემა საზოგადოებაში ძალადობისა და უკანონობის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ინფორმირების, ჩართვისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

4.შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმა

4.1.1. სამინისტროს დეპოლიტიზება

ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. შესაბამისად, საზოგადოებას გარკვეული ნდობაც გაუჩნდა პოლიციის მიმართ. მიუხედავად ამისა, მთავარ პრობლემად პოლიციისა და უშიშროების სამსახურების პოლიტიზება რჩებოდა. ძალოვანი სტრუქტურები ერთპიროვნულ მმართველობას წარმოადგენდნენ. ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეეძლო მათი გამოყენება, ძალაუფლების გახანგრძლივების, მოქალაქეებზე და სასამართლო სისტემაზე ზეწოლის, აგრეთვე პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის უმთავრეს ამოცანას სამინისტროს დეპოლიტიზება წარმოადგენს, რაც დემოკრატიული სისტემის საფუძველია და პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების ნაცვლად, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდება საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად, რომლის ძირითადი მიზანი იქნება მოქალაქის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. პოლიცია თავის საქმიანობას განახორციელებს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით. ყოველივე ამის მიღწევა მხოლოდ დეპოლიტიზების პირობებშია შესაძლებელი.

4.1.2. სამინისტროს რესტრუქტურიზაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზებისა და გაუმჯობესებული ფუნქციონირებისათვის, ორი ათას თორმეტი წლის ნოემბრიდან უწყებაში მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი). სწორედ კუდ–ი წარმოადგენდა მმართველი გუნდის მიერ ოპონენტების მიზანმიმართული შევიწროების და დევნის მთავარ საშუალებას. მასში აღრეული იყო პოლიციისა და უშიშროების ფუნქციები, მას არ გააჩნდა საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები (შესაბამისი დებულება) და წარმოადგენდა სრულიად უკონტროლო სტრუქტურას. მის ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები. 18 ანტიკორუფციული სააგენტო ახორციელებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენას, სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო უზრუნველყოფს ქვეყნის საფრთხეების პროგნოზირებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოვლენასა და აღკვეთას, კონსტიტუციური სისტემის და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვას.

სოდ–ი ახდენდა კრიმინალური პოლიციის ფუნქციების დუბლირებას. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, ამ ფუნქციებს შეასრულებს ახლადშექმნილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას.

4.1.3. რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს შექმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, პოლიტიკისა და დაგეგმვის პროცესების ინსტიტუციონალიზაციის, რეფორმების განხორციელებისა და მათზე მონიტორინგის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების სააგენტო.

სააგენტო, შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციის გზით, განახორციელებს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების, განვითარების პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებას; რეფორმის პროცესის დაგეგმვასა და მონიტორინგის კოორდინაციას; სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციისა და საზოგადოების თანამონაწილეობის მექანიზმების შემუშავებას. იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. მიმდინარე წელს, სააგენტო შეიმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას.

4.1.4. გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება

დღემდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების განვითარება, ხშირ შემთხვევაში, განპირობებული იყო ცალკეული პიროვნებების დაუგეგმავი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით. წლების განმავლობაში არ არსებობდა სამინისტროს განვითარების სტრატეგია, არ განხორციელებულა არსებული შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება, რაც უწყებას ნაკლოვანებებისა და საჭიროებების გამოვლენის, აგრეთვე რესურსების რაციონალურად გადანაწილების საშუალებას მისცემდა.

სამინისტროში, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს მიერ, არსებული შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე, შემუშავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მომავალი წლების განმავლობაში უწყების საქმიანობის პრინციპებს, მიზნებს, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

4.1.5. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება. სიმშვიდის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, პოლიციამ თავისი საქმიანობა საზოგადოებასთან პარტნიორობის გზით უნდა განახორციელოს. მართალია, იგი პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციასა და მისი რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. თანამედროვე პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაზე და მის საჭიროებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. სასურველია, პოლიციის მთელი საქმიანობა განიხილებოდეს როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. პოლიციისა და საზოგადოების სწორედ ამგვარი ურთიერთობა იძლევა იმ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას, რომელიც საზოგადოებას აღელვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ძვრების მიუხედავად, წლების მანძილზე პოლიცია დაშორებული იყო საზოგადოებას. რეფორმის მიზანია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ამ დისტანციის შემცირება და თანამშრომლობის გაღრმავება. ურთიერთობის ეს ახალი ფორმა ურთიერთნდობას და პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. აუცილებელია ყოველი პოლიციელის საქმიანობა საზოგადოებაზე ორიენტირებული იყოს, რათა პოლიცია თავად გახდეს ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელი. ამ მიზნით, პოლიციას მუდმივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან, რათა განისაზღვოს ამ უკანასკნელისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემათა და საჭიროებათა წრე, გამოიკვეთოს პრიორიტეტები და გატარდეს მათი გადაჭრის გონივრული ღონისძიებები.

საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პოლიციის საქმიანობაში, რათა შემცირდეს სამართალდარღვევათა რაოდენობა, განხორციელდეს დანაშაულის პრევენცია და გაიზარდოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები. სწორედ ასეთი პარტნიორული დამოკიდებულება უზრუნველყოფს პოლიციის მიერ საზოგადოებისთვის მაღალი დონის მომსახურებას. მხოლოდ ასეთი რეალური თანამშრომლობის გზით დამკვიდრდება მოქალაქეებში რწმენა და ნდობა პოლიციის მიმართ.

4.1.6. ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დანერგვა;

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა რეფორმის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დანერგვა. პოლიციის გამჭვირვალე შენობების აშენების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიქმებოდა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე დახურული საჯარო უწყება. სამინისტროს მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალზედ მინიმალური იყო, ხოლო საზოგადოების ინფორმირებულობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ – არადამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, არ არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები. სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვაა, შეიქმნას საზოგადოებაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც მოემსახურება საზოგადოებას მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უფლებამოსილია მუდმივად აკონტროლოს სამინისტროს საქმიანობა და ამ უკანასკნელის შესაბამისობაში ყოფნა საზოგადოებრივ ინტერესებთან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეფორმებისა და განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შემუშავებაზე. რეფორმა ითვალისწინებს სამინისტროს ანგარიშების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპებზე. სამოქალაქო საზოგადოებასა და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. აღნიშნული ხელს შეუწყობს უწყების გამჭვირვალობას, აამაღლებს მის მიმართ ნდობის ხარისხს და გააძლიერებს მასზე საზოგადოებრივ კონტროლს.

4.1.7. წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება პირადი შემადგენლობის საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაციას. ეს განაპირობებს უწყების თანამშრომელთა საქმიანობის სტანდარტიზაციას. აქამდე, აღნიშნულ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო ყურადღებას არ უთმობდა. ერთი მხრივ, დაუხვეწავი იყო წესები და პროცედურები. მეორე მხრივ, არ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ამიტომ, იდენტური სიტუაციების განმუხტვის დროს პოლიციელები განსხვავებული წესებით მოქმედებდნენ. ეს ინსტრუქტირების სისტემის არაეფექტურობაზეც მიუთითებდა, რაც ნეგატიურად ისახებოდა შედეგზე. პოლიციელის საქმიანობა რისკის შემცველია. სხვებისა და საკუთარი თავის დასაცავად, მას დამოუკიდებლად სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაც უნდა შეეძლოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია უკლებლივ ყველა პოლიციელმა კარგად იცოდეს შესაბამისი წესები და პროცედურები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტროლის განხორციელება მათ შესრულებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმა ითვალისწინებს უწყებაში პერსონალის საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების განახლება/შემუშავებას და მათ ინსტიტუციონალიზაციას, როგორც ეს მოწინავე ქვეყნებშია მიღებული. დიდი ყურადღება დაეთმობა მათი თითოეულ პოლიციელამდე დაყვანისა და შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების შემუშავებას. დასაწყისისთვის მიზანშეწონილია, დარეგულირდეს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა, პოლიციელთა ზოგადი ქცევის წესები, დაკავება და ჩხრეკა, ძალისა და იარაღის გამოყენება, პოლიციის ავტომობილების მართვა და სხვა. აღნიშნული ღონისძიებები აამაღლებს პოლიციის მიერ საზოგადოების მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის დახვეწას.

4.1.8. ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება

სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვასა და საკადრო პოლიტიკაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის არარსებობა. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება. აღნიშნული პროცესი მოიცავს ისეთი საკითხების დახვეწას და ინსტიტუციონალიზაციას, როგორებიცაა სამსახურში მიღება, შეფასება, წახალისება, დაწინაურება, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული ეთიკის გაძლიერება და სხვა სტანდარტული ოპერატიული პროცედურები. მოხდება სამოქალაქო პერსონალის როლის და მონაწილეობის მასშტაბების განსაზღვრა, პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის შემუშავება.

დიდი ყურადღება დაეთმობა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვაში ჩართული სპეციალისტების კომპეტენციისა და უნარების გაღრმავებას და მათ შემდგომ განვითარებას. ამ მხრივ, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რეგულარულად განხორციელდება სპეციალური ტრენინგები, კურსები და სემინარები.

4.1.9. სამინისტროს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

4.1.9.1. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა

საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ყოველთვის ხასიათდებოდა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია უმცირესობების წამრომადგენელთა აქტიური მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მათი დასაქმება წარმოადგენს. სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამართალდამცავ საქმიანობაში მათი წარმომადგენლების ჩართულობას. ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივ ტრადიციებსა და საჭიროებებს და შესაბამისად, სამინისტროსთვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენენ. აღნიშნული მიდგომის შედეგად, სამინისტროში იზრდება ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა რიცხვი. ორი ათას შვიდი წლის მონაცემებით, ეთნიკური აზერბაიჯანელი პოლიციელების რაოდენობა შეადგენდა 152-ს, ხოლო ორი ათას თორმეტი წელს მათი რიცხვი 300-ს აღწევს, ხოლო იმავე პერიოდში ეთნიკურად სომეხ პოლიციელთა რაოდენობრივი მაჩვენებელი გაზრდილია 323-დან 500-მდე. ეს მონაცემები ემყარება თავად უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

სამინისტროს სისტემაში სწრაფი ადაპტაციისათვის, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ეუფლებიან ქართულ ენას.

4.1.9.2. გენდერული თანასწორობა სამინისტროს სისტემაში

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. სამინისტრო აცნობიერებს, რომ მოქნილი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დაცვით. მათ თანაბრად ძალუძთ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. რიგ შემთხვევებში, როგორებიცაა კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა, ოჯახური ძალადობის პრევენცია და მისი დროული გამოვლენა, მდედრობითი სქესის პოლიციელთა მონაწილეობა გაცილებით ეფექტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და წინადადებებს გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში გაეროს მხარდაჭერით შექმნილია პოლიციელ ქალთა ასოციაცია, რომელიც 90–მდე პოლიციის ოფიცერს აერთიანებს. სამინისტრო ჩართულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ „გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების (ათას სამას ოცდახუთი , ათას რვაას ოცი , ათას რვაას ოთხმოცდარვა , ათას რვაას ოთხმოცდაცხრა , ათას ცხრაას სამოცი ) ორი ათას თორმეტი –ორი ათას თხუთმეტი წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულებაში.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის საკმარისი ცოდნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ასევე, არაპროპორციულია ქალთა დასაქმების მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ და ქვედა რგოლებში. ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა სამინისტროს სრული შემადგენლობის 12.5პროცენტი შეადგენს. აქედან, ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულია 35, საშუალო რგოლში 126, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ქვედა რგოლებში.

აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შესაბამისი ტრენინგებისა და სემინარების მოწყობის მიზნით, კიდევ უფრო გააქტიურდება თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია სამინისტროში ქალთა როლისა და წარმომადგენლობის გაზრდაც. ეს ჩამოაყალიბებს ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას პოლიციასა და საზოგადოებას შორის. შესაბამისად, სამინისტრო უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის.

4.1.10. ადამიანის უფლებების დაცვა

4.1.10.1. პოლიციის საქმიანობა და ადამიანის უფლებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას, დანაშაულის აღკვეთასა და პრევენციას. მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის პოლიცია უფლებამოსილია მიმართოს იძულების ღონისძიებებსაც, მათ შორის, დაკავებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონდამრღვევი ადამიანი უნდა იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. ნებისმიერ პიროვნებას, მათ შორის, კანონდამრღვევსაც გააჩნია კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამიტომ, პოლიცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე ვალდებულია პატივი სცეს ბრალდებულის პიროვნებასა და ღირსებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მისი საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ადამიანის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება უნდა ემყარებოდეს კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების, ჰუმანურობისა და საჯაროობის დაცვის პრინციპებს. ამოსავალ წერტილს სწორედ ღირსებადაცული მოქალაქის არსებობა წარმოადგენს.

პოლიციის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროპორციულობის პრინციპის დაცვას. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად პოლიციელს მრავალი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, მათ შორის, ძალის გამოყენების. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი განურჩეველი გამოყენება დასაშვებია. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად პოლიციელი ვალდებულია შეარჩიოს ისეთი ღონისძიება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების ინტერესს. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება დასაშვებია, როცა სხვაგვარად შეუძლებელია მიზნის მიღწევა. ამასთან აღსანიშნავია, რომ პოლიციას ძალის გამოყენება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული ღონისძიების სახით, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც გონივრულ ფარგლებში. თუმცა, ადრე არაერთხელ მომხდარა ძალის გადამეტება და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ხშირ შემთხვევაში, გამოყენებული ძალა დანაშაულის სიმძიმის ხარისხთან და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო იყო. დიდი ყურადღება დაეთმობა პოლიციის მიერ თანაზომიერების პრინციპის დაცვას.

4.1.10.2. ადამიანის უფლებათა დაცვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში (დმი)

ადამიანის უფლებათა დაცვა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დაკავების მომენტიდან სახელმწიფო იღებს დაკავებული პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას. განხორციელდა დროებითი მოთავსების იზოლატორების სისტემის, თავად დაკავებულებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების მოთხოვნილებათა შეფასება; დაიწყო ვიდეოკონტროლის სისტემების მონტაჟი; მხედველობაში იქნა მიღებული არსებული პრაქტიკა და სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორებიცაა: წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპის საბჭოს კომიტეტი, გაერო-ს სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაკავებების საკითხებზე, საქართველოს სახალხო დამცველი, Human Rights Watch, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა. შედეგად, დაგეგმილია ცვლილებები ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და საკანონმდებლო სფეროებში. რეფორმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, არაადამიანური მოპყრობის აღკვეთა და დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რეფორმის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში განხორციელდება შემდეგი ცვლილებები:

4.1.10.2.1. მონიტორინგის გაძლიერება

სტრუქტურული გაძლიერება. არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრისა და დაკავებულთა, ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა სათანადო პირობებით უზრუნველყოფის კონტროლის მიზნით, გაიზარდა მონიტორინგის სამმართველოს შტატი და მისი ფუნქციონალური შესაძლებლობები;

ვიდეოკონტროლი. დაკავებულთა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგრძელდება ვიდეოკამერების დამონტაჟება;

ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა. იგეგმება სისტემაში ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა, რათა მონიტორინგის სამმართველომ უკეთ განახორციელოს დმი–ზე ზედამხედველობა ვიდეოჩანაწერის პირდაპირი გადაცემის საშუალებით.

4.1.10.2.2. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

საქართველოს მასშტაბით დმი–ში ჩატარდება სარემონტო სამუშაოები, საჭიროებისამებრ გაუმჯობესდება გათბობის სისტემა და სანიტარული პირობები, ასევე დაკავებულები და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ახალი საწოლებით.

4.1.10.2.3. ადამიანური რესურსები

პერსონალის რიცხოვნობის, მათ შორის, ქალთა კონტინგენტის გაზრდა. დაკავებულ და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალის საშტატო ერთეულების დამატება. გენდერული ბალანსის აღდგენისა და დაკავებულ ქალთა მიმართ პროცესუალური ნორმების სათანადოდ განხორციელების მიზნით, იგეგმება ინსპექტორ ქალთა რიცხოვნობის გაზრდა;

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. დაკავებულისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად განხორციელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების მომსახურე პერსონალის რელევანტური ტრენინგი, მათ შორის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ;

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მოხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სამედიცინო უზრუნველყოფის გაძლიერება.

4.1.10.2.4. ნორმატიული ბაზის დახვეწა

დაგეგმილია ცვლილებების შეტანა სამართლებრივ ბაზაში, რათა მოხდეს მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მიმდინარეობს ვიდეოკონტროლისა და მონიტორინგის რეგულაციების შემუშავება საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით. ასევე, განიხილება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

4.1.10.2.5. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება

იგეგმება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და დმი-ის სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის, უფლებადამცველთა მონიტორინგში ჩართულობის უზრუნველყოფა.

4.1.11. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება

საქართველოში დღემდე მოქმედებს ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წელს მიღებული კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელიც საბჭოთა პერიოდის მილიციის შესახებ კანონის გადმონაშთია. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ახალ კანონპროექტზე მუშაობა.

4.2. საზოგადოებრივი მართლწესრიგი და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება. ეს მოქალაქეთა თავისუფლების, განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია. დანაშაულებრივ ქმედებებზე მუდმივი მზადყოფნის, ადეკვატური ზომების გატარების და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების მოთხოვნებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, საჭიროა ძლიერი და ეფექტური სამართალდამცავი სისტემა. არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საზოგადოებისა და პოლიციის მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

4.2.1. გამოწვევები

4.2.1.1. არასრულწლოვანთა ჩართულობა დანაშაულებრივ საქმიანობაში

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები მონაწილეობას იღებენ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა ხულიგნობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, განზრახ მკვლელობა და სხვა. ამ მიზნით, სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის შემცირებაზე. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია. დანაშაულის პრევენციის და სკოლების ჩართულობის პროგრამები თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაწყვეტას.

4.2.1.2. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გახსნის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ეკონომიკური დანაშაულის ყველაზე გავრცელებული სახეა და იგი იწვევს მატერიალურ–ქონებრივი სახის ზიანს. საქართველოში ამ ტიპის დანაშაულის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ქურდობა, რომლის გაუხსნელი საქმეების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია.

4.2.1.3. ოჯახური, მათ შორის, ქალისა და არასრულწლოვან პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობა

ოჯახური ძალადობა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და სხვადასხვა რელევანტური ფაქტორით. იგი გამოიხატება მეტწილად ქალისა და არასრულწლოვან პირთა მიმართ სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელ ქმედებებში. აღნიშნულ დანაშაულს უფრო ხშირად ადგილი აქვს ისეთ პრივატულ, დახურულ სივრცეში, სადაც მისი იდენტიფიცირება და მასზე შემდგომი რეაგირება დაზარალებულის განცხადების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ კუთხით აუცილებელია პოლიციისა და საზოგადოების ნდობაზე აგებული თანამშრომლობა.

4.2.1.4. ნარკოტიკული დანაშაული

აღნიშნულ დანაშაულში ჩართულობა განპირობებულია, როგორც მატერიალური სარგებლის მიღების, ასევე პირადი მოხმარების სურვილითა და სხვა ფაქტორებით. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი წარმოადგენს პოტენციურ სამართალდამრღვევს, რადგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის სახსრების უქონლობის შემთხვევაში, დამოკიდებულის მიერ ფულადი გამორჩენის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკი საკმაოდ მაღალია. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტორი, რომ წამალდამოკიდებულები ხშირად ცდილობენ სხვა პიროვნებების ჩაბმას ნარკოტიკების მოხმარებაში. აღნიშნული ქმედება განპირობებულია მათგან მატერიალური სარგებლის ან ნარკოტიკული საშუალებების მიღებით. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. აღნიშნული დაწვრილებით არის განხილული 4.7. თავში.

4.2.1.5. საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა

დანაშაულის ეფექტური პრევენცია და აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოების ინფორმირებულობისა და მართლშეგნების დაბალი ხარისხი. ხშირია დანაშაულის ფაქტების მიმართ საზოგადოების გულგრილობაც. აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც მიიღწევა მათი თვითშეგნების ამაღლების გზით.

4.2.1.6. შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა

სამართალდამცავთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, გარკვეულ შემთხვევებში გვევლინება დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრის შემაფერხებელ ფაქტორად. 30 სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლაში აუცილებელია შესაბამისი უნარ– ჩვევების ქონა, ისევე, როგორც მუდმივი გადამზადება დანაშაულთან ბრძოლის ახალი მეთოდების ასათვისებლად.

4.2.1.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ–ტექნიკური საშუალებების განახლების აუცილებლობა

დანაშაულის პრევენციის, ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის, აუცილებელია სამინისტროს მატერიალურ– ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათ შორის, უსაფრთხოების თანამედროვე ელექტრონული საშუალებების დანერგვა. გარდა ამისა, საექსპერტო– კრიმინალისტიკური სამსახურების თანამედროვე ხელსაწყოებით არასაკმარისი აღჭურვა აფერხებს ზოგიერთი ტიპის დანაშაულის გახსნას და შესაბამისად მის აღმოფხვრას.

4.2.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდეს ყურადღებას უთმობს დანაშაულის პრევენციას. სამინისტრო აცნობიერებს, რომ დანაშაულის გამომწვევ რისკ–ფაქტორებზე კონცენტრაცია, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დანაშაულზე რეაგირების სტანდარტული მეთოდები. მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს არა მოკლევადიან ეფექტზე, არამედ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სიმშვიდის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფაზე. პრევენციის მიზნით, საჭიროა ინტენსიური მუშაობა საზოგადოებასთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მოხდეს დანაშაულის უარყოფითი მხარეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. პრევენციისა და რეაგირების კუთხით აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, როგორც პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაციის მხრივ. პრიორიტეტებს განეკუთვნება:

4.2.2.1. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერაქტიული დისკუსიებისა და სემინარების ჩატარებას, დანაშაულის გამომწვევი მიზეზების, საფრთხეებისა და შედეგების შესახებ. არასრულწლოვანთა მიერ რეციდივისა და შესაბამისად მოზარდების კრიმინალური კარიერის თავიდან აცილებისთვის, გატარდება31 შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მიზნით.

4.2.2.2. დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ პროცესებში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ჩართულია საზოგადოება. ამ მხრივ უდიდესი როლი ენიჭება მოქალაქეთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს საინფორმაციო კამპანიებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებისა და ჩართულობისთვის.

4.2.2.3. საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობების მექანიზმების შემუშავება

დიდი ყურადღება დაეთმობა საზოგადოებასთან სისტემატური ურთიერთობების მექანიზმის ჩამოყალიბებას. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ეფექტური საქმიანობისთვის აუცილებელია უბნის ინსპექტორს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამ გზით მოხდება არსებული საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი შემდგომი გადაჭრის მიზნით.

4.2.2.4. საზოგადოებაში საპატრულო პოლიციის ხილვადობის გაზრდა

დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „წინა ხაზზე მდგომი“ პოლიციელების რიცხვის გაზრდა. ეს ასევე უზრუნველყოფს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მასზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.

4.2.2.5. პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანურობის პრინციპების დამკვიდრება

სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მეტი ყურადღება დაეთმობა როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის უფლებების დაცვას. პოლიციელებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დაზარალებულთა და ბრალდებულთა მიმართ სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, გაღრმავდება თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან.

4.2.2.6. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

პოლიციის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა იქნება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ძალადობისა და დანაშაულის პრევენცია და მათზე მყისიერი რეაგირება. დიდი ყურადღება დაეთმობა ძალადობის მსხვერპლთან ნდობაზე აგებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ეს შესაძლებელს გახდის სამართალდამცველმა მოიძიოს ინფორმაცია გაუცხადებელი დანაშაულის და იმ შემთხვევების შესახებ, რომელიც მსხვერპლში შიშს იწვევს. ამ კუთხით, ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია პოლიციის რიგებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მოსახლეობასთან ჩატარდება გასაუბრებები და შეხვედრები. არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს შესაბამის საინფორმაციო კამპანიებს.

4.2.2.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე და უნარ– ჩვევებზე. კონკრეტული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას დაუთმობს სამინისტროს პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლებას. მათ ჩაუტარდებათ სისტემატური ტრენინგები შესაბამის სფეროებში.

4.2.2.8. პოლიციის ქვედანაყოფების მატერიალურ–ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაცია

დანაშაულის პრევენციის, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის და გამოძიების ეფექტურად წარმართვისათვის, შესაძლებლობების ფარგლებში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების რიცხვის გაზრდა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნას და მასზე სათანადო რეაგირებას.

4.3. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია საგზაო უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. საბჭოური ტიპის კორუმპირებული საგზაო პოლიციის ნაცვლად, შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც მალევე მოიპოვა საზოგადოების მაღალი ნდობა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციასა და კანონდარღვევებზე რეაგირებაში.

ქვეყანაში საავტომობილო გზების ნაწილობრივმა მოდერნიზაციამ დღის წესრიგში დააყენა საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება. საქართველოში საკმაოდ მაღალია გადაჭარბებული სიჩქარის, ალკოჰოლური ზემოქმედების, უყურადღებობის და სხვა ფაქტორების შედეგად გამოწვეული ავტოკატასტროფების რიცხვი. შესაბამისად, კვლავაც დიდია სიკვდილიანობის, სხეულის დაზიანებისა და მატერიალური ზარალის მაჩვენებელი.

4.3.1. გამოწვევები

4.3.1.1. საზოგადოების მიერ ავტოსაგზაო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა

საგზაო მონაკვეთებზე სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების მაღალი მაჩვენებელი მეტწილად განპირობებულია სიჩქარის გადაჭარბებით, ალკოჰოლური თრობით, გადაღლილობით, უყურადღებობით და სხვა ფაქტორებით.

4.3.1.2. გზის სახიფათო მონაკვეთებზე უსაფრთხოების არასაკმარისი ზომები

ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რისკის ზონები არ არის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, რაც ხელს უშლის ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას.

4.3.1.3. საპატრულო ეკიპაჟებისა და თანამედროვე აღჭურვილობის ნაკლებობა

საპატრულო ეკიპაჟების ნაკლებობა განაპირობებს საავტომობილო გზებისა და დასახლებული პუნქტების არასრულ დაფარვას და პოლიციის არასაკმარის ხილვადობას. ეს ნეგატიურად ისახება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციასა და ავტოკატასტროფებზე დროულ რეაგირებაზე. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ნაკლებობა აბრკოლებს ავტოკატასტროფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, კერძოდ, შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და გამომწვევი მიზეზების დადგენას. ყოველივე ეს ართულებს სტატისტიკის წარმოებას და შესაბამისად, გზის განსაკუთრებით საშიში მონაკვეთების იდენტიფიცირებას.

4.3.1.4. საგზაო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემების ნაკლებობა

აღნიშნული პრობლემა, სხვა ფაქტორებთან ერთად, გარკვეულ როლს თამაშობს საცობების წარმოქმნაში. მოქმედი შუქნიშნებიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ჩართული ერთიან ავტომატიზებულ სისტემაში. დასაჩქარებელია მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვის პროცესი.

4.3.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ავტოკატასტროფების რიცხვის და ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული შედეგების სიმძიმის შემცირება. ამ თვალსაზრისით, ორი ათას ცამეტი წლისთვის სამინისტროს პრიორიტეტებს განეკუთვნება:

4.3.2.1. საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება

ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით, გაიმართება საინფორმაციო კამპანიები საზოგადოების მიერ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის, მათი დარღვევით გამოწვეული საფრთხეების და შედეგების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა ცნობიერების ამაღლებას.

4.3.2.2. საგზაო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/მოდერნიზაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საავტომობილო გზებზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებაში, მონაკვეთების მონიშვნასა და მარკირებაში, მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემების განვითარებაში. შესაძლებლობის ფარგლებში დაინერგება საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ელექტრონული საშუალებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალი რისკის მონაკვეთებზე, მათ შორის, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის35 ადგილებსა და სარკინიგზო გადასასვლელებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.

4.3.2.3. საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესება

განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და გაიზრდება კვალიფიციური პერსონალის რიცხვი. ეს გაზრდის საპატრულო ეკიპაჟების მოქმედების არეალს და მათ ხილვადობას, რაც ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და მომხდარ ავტოკატასტროფებზე დროულ რეაგირებას. საპატრულო ეკიპაჟების ზრდასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების შეძენა შესაძლებელს გახდის ავტოკატასტროფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, როგორიცაა შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და გამომწვევი მიზეზების დადგენა.

4.3.2.4. ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის წარმოება

საპატრულო პოლიცია ქვეყნის მასშტაბით დიდ ყურადღებას დაუთმობს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, განისაზღვრება კრიტიკული საგზაო მონაკვეთები, რის შედეგადაც გატარდება შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები.

4.4. სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ქვეყანაში სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება საზღვრის ინტეგრირებული მართვის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპები საქართველოში, საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, ორი ათას რვა წლის დასაწყისში დაინერგა. შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და საერთაშორისო მასშტაბით. საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიდგომების ეფექტიანი უტილიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არა მხოლოდ უწყებათშორის, აგრეთვე შიდაუწყებრივ დონეზეც. სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვარზე ორი სამინისტროს სამი სტრუქტურული ერთეულია წარმოდგენილი: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ქვედანაყოფი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია.

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საზღვრის მართვის შესაძლებლობების განვითარება ბავრა–ნინოწმინდას სასაზღვრო გამტარ პუნქტზე (სგპ)“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს: სგპ–ს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტექნიკური აღჭურვა, სგპ–ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება ბავრა– ნინოწმინდას სგპ–ზე უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, დონორებისათვის და შესაბამისი უწყებებისთვის საზღვრის ინტეგრირებული მართვის თემაზე საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა. საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები სრულად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, დაპროექტებულია ერთგვაროვანი მიდგომით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახელმწიფო საზღვარზე ტვირთებისა და მგზავრთა უსაფრთხო და ორგანიზებულ გადაადგილებას. ყველა გამტარი პუნქტი აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის შესაძლებლობას. პუნქტები აგრეთვე აღჭურვილია სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისა და რეგისტრაციის თანამედროვე აპარატურით, ისევე როგორც შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით, რომელთა გამოყენებაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური მონაცემთა ბაზის მეშვეობით დროის რეალურ რეჟიმში, ფიზიკური პირების მყისიერ ვერიფიკაციას უზრუნველყოფს. ორი ათას თერთმეტი წლიდან, ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში დამონტაჟდა ე.წ. სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ლაბორატორიები, რაც დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, გაყალბებული დოკუმენტების სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გასული წლების განმავლობაში, სახმელეთო საზღვრის კუთხით, ძირითადი ყურადღება და ფინანსები მიმართული იყო სასაზღვრო გამტარი პუნქტების განვითარებისა და მოდერნიზაციისკენ. შესაბამისად, სახმელეთო საზღვრის (ე.წ. „მწვანე საზღვარი“) დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობებიც შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა. სახმელეთო საზღვრის მართვის სფეროში ოპერირებს სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, ისევე როგორც რისკების შეფასების სისტემა, მაქსიმალურად დეცენტრალიზებულია რეგიონული ქვედანაყოფების მართვის სქემა. განხორციელდა საზღვრის დაცვის რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურის და შენობების სრული მოდერნიზაცია.

სანაპირო დაცვის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გატარებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა. ორი ათას რვა წლის ბოლოს, სახელმწიფო რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციის მიზნითა და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტთა რჩევით, სამხედრო ფლოტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შერწყმა განხორციელდა. სანაპირო დაცვა ჩამოყალიბდა ერთადერთ საზღვაო ძალოვან უწყებად. სანაპირო დაცვის უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ზონაში სამართალდაცვითი ღონისძიებების გატარება. იგი პასუხისმგებელია საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციებზე, ხოლო ომის შემთხვევაში ახორციელებს სამხედრო ფლოტის ფუნქციებს. ორი ათას რვა წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, მოხერხდა სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა მცურავი საშუალებების მოდერნიზაცია და ექსპლუატაციაში შეყვანა. ფუნქციონირებს თანამედროვე სარადარო სადგურები, რომელთა დაფარვის რადიუსიც ვრცელდება საქართველოს მთელ სანაპირო ზოლზე, ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში.

4.4.1. გამოწვევები

4.4.1.1. დაუდგენელი საზღვრები

საქართველოსთვის მეზობელ სახელმწიფოებთან (რუსეთის ფედერაციასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან) დაუდგენელი საზღვრები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და მესაზღვრეთა ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია.

4.4.1.2. სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა

სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის გამართულობა უმნიშვნელოვანესია პირადი შემადგენლობისათვის სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად, რითაც ზოგადად გაუმჯობესდება საზღვრის დაცვისა და კონტროლის ხარისხი.

4.4.1.3. საზღვრის დაცვის საინჟინრო–ტექნიკური მოწყობა

საზღვრის პერიმეტრის უკეთ გასაკონტროლებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა, სათვალთვალო კოშკურებისა და სასაზღვრო ღობურების დამონტაჟება.

4.4.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია

საფრთხედ რჩება ოკუპირებული რეგიონების შესაძლო გამოყენება, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელებისა და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მიზნით.

4.4.1.5. მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა

კვლავ დღის წესრიგში დგას კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინების, ლტოლვილთა ნაკადების და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება.

4.4.1.6. საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეები

საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს აფხაზეთის აკვატორიის ისეთი უკანონო საქმიანობისათვის გამოყენება, როგორიცაა: ტერორიზმი, იარაღის, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა მასალების უკანონო გადატანა, მეკობრეობა, უკანონო თევზჭერა, ზღვის გარემოს დაბინძურება და სხვა.

4.4.1.7. ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის უკანონო გადატანის რისკი

არსებობს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, მასობრივი განადგურების იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის, ადამიანებით ვაჭრობის ალბათობა.

4.4.1.8. სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების რთული რელიეფი

მთიანი რელიეფის გამო, სამართალდამცავი ორგანოებისათვის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რთულად ხელმისაწვდომია, რაც ართულებს პირადი შემადგენლობის როტაციას და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის საკითხს.

4.4.1.9. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფები

სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლზე განვითარებული ბუნებრივი თუ ტექნოგენური ხასიათის კატასტროფები განსაკუთრებულ რეაგირებას მოითხოვს. ამ მხრივ, აუცილებელია მეზობელი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან პრევენციული ღონისძიებების კოორდინირება.

4.4.1.10. სატრანსპორტო და მგზავრთა ნაკადის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა სატრანზიტო ნაკადი. სხვადასხვა სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებამ ვიზიტორების რაოდენობის მატება გამოიწვია. შესაბამისად, გაიზარდა დატვირთვა გამტარ პუნქტებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირად შემადგენლობაზე.

4.4.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.4.2.1. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფუნქციონირების გაუმჯობესება

სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემაში სასაზღვრო გამტარი პუნქტების დანიშნულებაა მგზავრთა, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა საზღვარზე. მომსახურების შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით სასურველია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სამოქმედო პროცედურების განახლება და კონტროლის სისტემის ელექტრონიზაცია.

4.4.2.2. სტანდარტული სამოქმედო პროცედურების განახლება

სასაზღვრო გამტარი პუნქტების სტანდარტული სამოქმედო პროცედურები განსაზღვრავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების მუშაობის წესებს. თითოეული სასაზღვრო გამტარი პუნქტისთვის დოკუმენტი ინდივიდუალურია. მასში დეტალურადაა აღწერილი სასაზღვრო გამტარ პუნქტზე წარმოებული პროცედურა და მისი ჩატარების წესი.40 ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 16 საერთაშორისო და 3 სახელმწიფოთშორისი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, დღეს სტანდარტული სამოქმედო პროცედურები დადგენილი აქვს მხოლოდ სამ პუნქტს. ესენია „წითელი ხიდი“, „სადახლო“ და „თბილისის აეროპორტი“. აღნიშნული პროცედურები საჭიროებს განახლებას. დაგეგმილია დანარჩენი პუნქტებისათვის ანალოგიური სამოქმედო პროცედურების შემუშავება და დანერგვა.

4.4.2.3. კონტროლის სისტემის ელექტრონიზაცია

მგზავრთა მომატებული ნაკადის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთისთვის აუცილებელი პროცედურების გამარტივება. აღნიშნულის მისაღწევად ერთ–ერთ გზას გამტარ პუნქტებში ე.წ. „ი–გეითების“ (e-gates) დამონტაჟება წარმოადგენს. ამის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იძლევა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საპასპორტო კონტროლის ელექტრონიზაცია ამცირებს პოლიციის თანამშრომელთა დატვირთვას და შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლოდინის დროს.

4.4.2.4. სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესება

სახმელეთო საზღვრის ეფექტიანი მართვის განსახორციელებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს. სასაზღვრო ქვედანაყოფების (სექტორები, სასაზღვრო პოსტები) უმრავლესობის ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას. გასაუმჯობესებელია სასაზღვრო თვალთვალის, ელექტრონული დაკვირვების და კავშირგაბმულობის სისტემები.

სახელმწიფო საზღვრის რთული რელიეფიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა სასაზღვრო ავიაციას ენიჭება. ავიაციის გამოყენება აუცილებელია ძნელად მისადგომი სასაზღვრო პოსტების მომარაგებისა და პერსონალის როტაციის მიზნით. გარდა ამისა, ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძებნა–გადარჩენის ოპერაციებისა და საჰაერო პატრულირებისას.

4.4.2.5. დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა

საჭიროა საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მუშაობის გააქტიურება.

4.4.2.6. სექტორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი სივრცის მონიტორინგის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, იგეგმება სასაზღვრო სექტორებზე ახალი ადმინისტრაციული შენობების და სათვალთვალო კოშკურების მშენებლობა, აგრეთვე არსებულის რეაბილიტაცია. ეს ასევე გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს სასაზღვრო პოლიციის გარკვეულ ქვედანაყოფებში. ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის მონაკვეთზე დაგეგმილია გაუმჯობესებული საზღვრის ინტეგრირებული მართვის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელება. პროექტის მიხედვით, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხარეს აშენდება და აღიჭურვება 3 სასაზღვრო სექტორი. იქ მომუშავე მესაზღვრე პოლიციელები გაივლიან შესაბამის სწავლებებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების დაწყება იგეგმება ორი ათას ცამეტი წელს.

4.4.2.7. რადიოკავშირის სისტემის მოდერნიზაცია

პრიორიტეტულია კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზაცია და სახელმწიფო საზღვრის სრული პერიმეტრის დაფარვა სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო ქსელის განვითარებას, სასაზღვრო სექტორებს შორის დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციის და მონაცემების გაცვლას.

4.4.2.8. სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება

მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, აუცილებელია სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, ახალი, უფრო ეფექტური მცურავი საშუალებებით უზრუნველყოფა და პირადი შემადგენლობის მუდმივი გადამზადება.

4.4.2.9. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შექმნის

მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების ხელშეწყობით, დაგეგმილია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბება. ერთობლივი მართვის ცენტრი, როგორც შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმი, ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ცენტრის მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს საზღვაო სივრცეში იმ არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ცენტრი, როგორც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანო, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდება. იგი აღიჭურვება ერთობლივი მართვისა და კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.

4.4.2.10. სარემონტო შესაძლებლობების განვითარება

დონორი ქვეყნების დახმარებით, იგეგმება სანაპირო დაცვის ფოთის სარემონტო სახელოსნოსთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა. აღნიშნული აღჭურვილობის დამონტაჟებისა და შესაბამისი პერსონალის მომზადების შემდეგ, სანაპირო დაცვას შესაძლებლობა ექნება საკუთარი ძალებით განახორციელოს მცურავი საშუალებების მცირე და მიმდინარე შეკეთება. ასევე, შესაძლებელი გახდება საზღვაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტექნიკური მხარდაჭერა და ოპერაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება.

4.4.2.11. პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადება

სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადება მუდმივი პროცესია. ბათუმისა და ფოთის ინგლისური ენის ლაბორატორიებში საკუთარი ძალებით ხორციელდება პერსონალის მომზადება სანავიგაციო/საზღვაო სპეციფიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის მომზადების გაგრძელება პოლიციის აკადემიასა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით.

4.5. საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ეფექტიანი მართვა

4.5.1. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო

სიტუაციების პრევენცია და ეფექტიანი მართვა საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განაგრძობს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. „ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმა“ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის კოორდინაციისათვის. ის უზრუნველყოფს მათი შესაბამისი როლების განსაზღვრას მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციების რისკების გამოვლენის, შეფასების, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროცესში.

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და რეაგირების კოორდინაციაზე ისევე, როგორც ომის შემთხვევაში სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტია პასუხისმგებელი. ის ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მობილიზაციის ფუნქციებს და პასუხისმგებელია კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ფუნქციების ამოქმედებასა და საერთო კოორდინაციაზე. დეპარტამენტის შემადგენლობაში მორეაგირეთა ქვედანაყოფიც შედის. აღნიშნული ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებულ მორეაგირეთა ჯგუფებია გაერთიანებული: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ჯგუფი, მეხანძრე–მაშველთა, სამთო–სამაშველო, საძიებო–სამაშველო, საწყლოსნო, სამედიცინო და კინოლოგიური ჯგუფები. ყველა მათგანი აღჭურვილია საჭირო, სტანდარტიზებული ხელსაწყოებითა და ტრანსპორტით.

დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს სპეციალიზებულ მომზადება/გადამზადების კურსს მორეაგირეთათვის. გარდა ამისა, დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებელ პირთა პერიოდულ გადამზადებას საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში. დეცენტრალიზაციის გზით გაუმჯობესდა რეგიონული და ადგილობრივი დონის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ევროკავშირის მხარდაჭერით, ორი ათას თორმეტი წლის აგვისტოდან, ხორციელდება ,,საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს44 საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისთვის“ (TWINNING). პროექტი ითვალისწინებს, ეროვნულ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ზრდას, რისკების გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

4.5.1.1. გამოწვევები

4.5.1.1.1.ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესება

ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკოსისტემას, მის ბიომრავალფეროვნებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. საქართველოს სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობა პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ საფრთხეებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, ტყის ხანძრები, გვალვა, სეტყვა და ეროზიული პროცესები.

4.5.1.1.2. ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება

ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ქარხნების, ენერგომაგისტრალების, საკომუნიკაციო ხაზებისა და ა.შ. ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მაღალი რისკის შემცველია ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა, ჰიდროდინამიკური ავარიები და ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე.

4.5.1.1.3. ადილობრივ დონეზე რეაგირების შესაძლებლობების არასათანადო

განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი პირველადი რეაგირების შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლად რეგიონებში, არსებული რისკების შესახებ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა მაქსიმალურად მოხდეს საგანგებო სიტუაციებისას შედეგების მინიმიზაცია.

4.5.1.1.4. მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების აუცილებლობა

შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობების არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს დატვირთვას პირად შემადგენლობაზე. ასევე მცირდება რეაგირებისათვის საჭირო დრო და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მსხვერპლთა სიცოცხლის შენარჩუნება.

4.5.1.1.5. შესაბამისი ნორმატიული აქტების დახვეწის აუცილებლობა

აუცილებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტების არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს ხელს შეუწყობს მზადყოფნის, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.

4.5.1.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.5.1.2.1. რისკის რუკების განვითარება

წინმსწრები საფრთხეებისა და მოწყვლადობის (მოსახლეობის სიმჭიდროვე, არსებული რესურსები, რეაგირების ძალები) მიხედვით, მომზადებული რისკის რუკების სრულყოფა და განვითარება უწყვეტად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მიზნად ისახავს ზემოხსენებული საფრთხეების რუკების საფუძველზე გეოინფორმაციული (GIS) ტექნოლოგიების გამოყენებით რისკის რუკების შემდგომ დახვეწას.

4.5.1.2.2. პრევენციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება

სამაშველო–სახანძრო საბაზისო მომზადება რეაგირების პროცესის სწორად წარმართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რეგიონული მაშველებისა და მუნიციპალური მეხანძრე–მაშველების საბაზისო მომზადების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია უფრო მაღალი დონის სპეციალური პროფესიული მომზადება/გადამზადების შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე არსებული შესაძლებლობის მიმართულების უფრო აქტიური გამოყენება და შემდგომი დახვეწა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სახანძრო–სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელთა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებელ პირთა პერიოდული ტრენინგი. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაგრძელდება მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება. ამ მიზნით, ჩატარდება სპეციალური სასწავლო კურსები ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის გეგმების მომზადებისა46 და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის საკითხებზე. შესაბამისი გეგმების გამოცდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში დეპარტამენტის მიერ სამაგიდო ვარჯიშების რეგულარული განხორციელება. ამ მიმართულების გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისათვის მიზანშეწონილია, საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების უფლებამოსილი პირების მომზადება და გადამზადება.

4.5.1.2.3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არსებული რისკების, პრევენციისა და რეაგირების შესახებ

რეგიონული და მუნიციპალური სახანძრო–სამაშველო სამსახურების წარმატებით შექმნის შემდეგ მიზანშეწონილია, მეტი ყურადღება დაეთმოს მოხალისე–მაშველთა ჯგუფების ჩამოყალიბებას. ამით ისინი შეძლებენ დაზიანების კერაში პირველად რეაგირებას და აუცილებლობიდან გამომდინარე, პროფესიონალი მაშველებისათვის დახმარების აღმოჩენას.

საგანგებო სიტუაციებისას, უსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრობლობით, დაგეგმილია მოსახლეობის სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი პროგრამების განხორციელება და მხარდაჭერა. მოსახლეობის გათვითცნობიერების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისათვის რეკომენდაციებისა და სასწავლო მასალების შემუშავება და მათი დანერგვის პროცესის მხარდაჭერა.

4.5.1.2.4. სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის სფეროში კანონმდებლობის დახვეწა

აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტებს შორის კომპეტენციების გადანაწილების შედეგად, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და პრევენციის კომპონენტის გაძლიერებისთვის, საჭიროა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების ადეკვატური კორექტირება და შემდგომი სრულყოფა. ეს გულისხმობს ეროვნული რეაგირების გეგმაში პრევენციისა და მზადყოფნის კომპონენტების გააქტიურებასა და საგანგებო დახმარების ფუნქციების ოპტიმიზაციას. ეს ასევე ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების დაზუსტებასა და ამოქმედებას.

4.5.2. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება

,,საქართველოს ორი ათას ათი –ორი ათას ცამეტი წლებში საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ შემდეგი რედაქციით განსაზღვრავს საქართველოს წინაშე მდგარ ბუნებრივ და ტექნოგენური ხასიათის საფრთხეებს: „გარდა ბუნებრივი კატასტროფებისა, ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწარმოების, ქარხნების, ენერგომაგისტრალების და საკომუნიკაციო ხაზების ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ტექნოგენური კატასტროფებიდან რისკის შემცველია ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა, ჰიდროდინამიკური ავარიები და ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე“.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული საფრთხეების კუთხით საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონი საკმაოდ არასტაბილურია. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განთავსებულია რამოდენიმე მაღალი რისკის შემცველი ობიექტი, რაც ფართომასშტაბიანი კატასტროფის შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რადიოაქტიური საფრთხის შემცველი ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის მცდელობების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას. დღესდღეობით, საქართველოში დაფიქსირებულია რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის მცდელობის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნული ფაქტები გამოვლენილ იქნა, როგორც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით.

ბიოუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში აშენდა ბიოუსაფრთხოების ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია – „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“, რომელიც მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომსახურებაზეა გათვლილი და საკმაოდ სერიოზულ რესურსს წარმოადგენს სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის კუთხით. ქბრბ თემას დიდ ყურადღებას უთმობს აშშ, ნატო და ევროკავშირი. სხვადასხვა ფორმატებში არაერთხელ იქნა გაჟღერებული აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობა. ორი ათას თორმეტი წლის სექტემბერში ალიანსის ეგიდით გამართულ კატასტროფებზე რეაგირების საერთაშორისო სწავლების ფარგლებში, პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ ქიმიურ და რადიაციულ ინცინდენტებზე რეაგირებას.

4.5.2.1. გამოწვევები

4.5.2.1.1. რეგიონში არსებული მაღალი საფრთხის შემცველი ობიექტები

მეზობელ სომხეთში მდებარე ატომური ელექტროსადგური, მოძველებული ტექნოლოგიებისა და სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო, საქართველოსთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განთავსებულია მრავალი მიტოვებული შესუსტებული კონტროლის ქვეშ მყოფი ობიექტი, სადაც დღესაც შესაძლებელია მოიპოვებოდეს გარკვეული რადიოაქტიური თუ ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებები.

4.5.2.1.2. რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტი

საქართველოს სტარტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალია იმ რისკის ფაქტორი, რომელიც უკავშირდება რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტს. მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტების ადრეული გამოვლენა და ოპერატიული ღონისძიებების გატარება პრევენციის მიზნით.

4.5.2.1.3. ბიოუსაფრთხოება

ბიოლოგიური საფრთხის კუთხით, კავკასიის რეგიონი წარმოადგენს ენდემურ არეალს გარკვეული ტიპის განსაკუთრებით საშიში პათოგენებისათვის, მაგალითად როგორებიცაა ჯილეხი და ცოფი. შესაბამისად, ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანია ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ბიოუსაფრთხოების თემატიკაზე.

4.5.2.1.4. ქბრბ სფეროში ერთიანი მიდგომის არარსებობა

მიზეზთა გამო, საქართველოს მასშტაბით არ არსებობს ერთიანი მიდგომა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების საკითხებთან მიმართებაში – არ არსებობს სტრატეგია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთიანი ხედვის შემუშავება, რათა მოხდეს სახელმწიფოს ძალისხმევის კონსოლიდაცია შესაბამისი საფრთხეებისა თუ გამოწვევების მიმართ.

4.5.2.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.5.2.2.1. უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება

აუცილებელია ჩამოყალიბდეს უწყებათშორისი ჯგუფი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტების რეკომენდაციებისა და49 რჩევების გათვალისწინებით შეძლებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული შესაძლებლობების შესწავლა/შეფასებას. აღნიშნული შეფასების საფუძველზე მოხდება ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

4.5.2.2.2. ქბრბ სტრატეგიის შემუშავება

მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინსტიტუციონალური მიდგომის შემუშავება. ეს ხელს შეუწყობს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის პოლიტიკის, პროგრამების, აღჭურვილობისა და წვრთნის საკითხებში მდგრადი შესაძლებლობებისა და ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეგობარი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, ორი ათას ცამეტი წლიდან სათავეში ჩაუდგება ქბრბ სტრატეგიის შემუშავების პროცესს.

4.5.2.2.3. ქბრბ სამდივნოს დაფუძნება

ევროკავშირის ინიციატივის „ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხთა სამდივნო“ (CBRN Centers of Exellence) ფარგლებში საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხთა სამდივნო განთავსდება. აღნიშნული ცენტრი ერთადერთი იქნება არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში. სამდივნოში მოხდება ქბრბ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე პროექტების თავმოყრა, განხილვა და შემდგომ ევროკავშირის დაფინანსებისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა და დაფინანსება ეკუთვნის ევროკომისიას. პროექტის იმპლემენტატორია გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტი (UNICRI) და ევროკომისიის ერთიანი კვლევების ცენტრი (EC JRC). სამდივნო ასევე ორგანიზებას გაუწევს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ თემაზე სხვადასხვა კურსებისა თუ სემინარების ჩატარებას. ეს საუკეთესო პირობას ქმნის იმ სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან რისკის შემცირების, პრევენციული ზომების გატარების და ამ ტიპის კატასტროფებზე რეაგირების პროცესში.

4.5.2.2.4. პასუხისმგებელ უწყებებთან ურთიერთქმედების მექანიზმების გაუმჯობესება

დღეისათვის არსებული კანონმდებლობის გარდა, საქართველოში მოქმედებს ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმა, რომელიც50 სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას შესაბამისი უწყებების კონკრეტულ ფუნქციებს განსაზღვრავს. მიზანშეწონილია სათანადო ანალიზის საფუძველზე აღნიშნული გეგმის მიხედვით ფართომასშტაბიან ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა და ამგვარ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით მაკოორდინირებელი უფლებების ისეთ უწყებაზე დელეგირება, რომელსაც ამ სფეროში ყველაზე მეტი კომპეტენცია და შესაძლებლობები გააჩნია.

4.5.2.2.5. სამართლებრივი ბაზის დახვეწა

მიზანშეწონილია უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა მოახდინოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან მიმართებაში ეროვნული კანონმდებლობის კუთხით ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. ეს მიზნად ისახავს ნორმატიული აქტების დახვეწას და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

4.6. მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა

ქვეყანაში, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, სულ უფრო მატულობს მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობა. კონტროლირებადი მიგრაციული პროცესები ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოში მიგრაციის მართვის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია განვიხილოთ სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგია ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია. მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის სამთავრობო კომისიაში ერთ– ერთ წამყვან უწყებას წარმოადგენს. იგი აქტიურადაა ჩართული მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფებში. სამინისტროს მხრიდან მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვაში ჩართულნი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მოქმედი უფლებამოსილი ორგანოა. იგი აწარმოებს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლს, ადგილზე გასცემს ვიზებს და ახორციელებს სასაზღვრო რეჟიმის დაცვას. საპატრულო პოლიცია პასუხისმგებელია რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ორგანიზაციულ საქმიანობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია პასუხისმგებელია აწარმოოს როგორც სახმელეთო, აგრეთვე საზღვაო საზღვრის კონტროლი. ეს გულისხმობს საზღვრის ფიზიკურ და ტექნიკურ დაცვას და საზღვრის პერიმეტრის პატრულირებას. ორი ათას ექვსი წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებამ მიგრაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. საქართველოს მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობისგან შედგება.

ამჟამად, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერითა და დაფინანსებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შემდეგი პროექტები: 1). „მიგრაციის სფეროში ტრენინგებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების ზრდა საქართველოსა და მოლდოვაში“ და 2). „საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში“.

4.6.1. გამოწვევები

წლების განმავლობაში ქვეყანა ლიბერალურ სამიგრაციო პოლიტიკას ატარებს. საქართველოში შემოსვლის უვიზო რეჟიმით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სარგებლობს. იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ჩვენთან შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, პროცედურები მაქსიმალურადაა გამარტივებული. აღნიშნული პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებებით არის განპირობებული. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმართულებითაც. მიგრაციის მართვის სფეროში არსებული გამოწვევებია:

4.6.1.1. მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა

ხშირ შემთხვევაში, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე ინფორმაციის ნაკლებობის, ან მისი არქონის გამო, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ებმება ან/და თვითონ ხდება ასეთი ქმედების მსხვერპლი.

4.6.1.2. მიგრაციის ნაკადების მონიტორინგის უწყებათშორისი ერთიანი სისტემის არარსებობა

საქართველოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების შესახებ ინფორმაციის ფრაგმენტულობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამჟამად, არ არსებობს მიგრაციის ნაკადების მონიტორინგის უწყებათშორისი ერთიანი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის მართვაში ჩართული ცალკეული უწყებები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიგრაციის მონიტორინგს ახორციელებენ, მათ არ გააჩნიათ მიგრაციასთან დაკავშირებული ერთიანი დამუშავებული ინფორმაცია.

4.6.1.3. არალეგალური მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის ქმედითი მექანიზმების არარსებობა

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სირთულეები ექმნება ქვეყანაში მყოფი არალეგალური მიგრანტების დაკავებისა და მათი ქვეყნიდან გაძევების ქმედითი მექანიზმის არარსებობის გამო.

4.6.1.4. რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა განთავსების ცენტრის არარსებობა

ამ საკითხის მოუგვარებლობა სირთულეებს უქმნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა საქართველოში დაბრუნების საკითხებში პასუხისმგებელ ორგანოს.

4.6.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ქვეყნის სამიგრაციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ათას ცამეტი წლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზემოთ აღნიშნული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პრევენციულ და აღმკვეთ ღონისძიებებს განახორციელებენ.

4.6.2.1. არალეგალური მიგრაციის პრევენცია

არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის დონორთა მხარდაჭერით, განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

4.6.2.1.1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

აუცილებელია არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეების, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის შესახებ ინფორმაციული მასალების მომზადება და მათი სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გავრცელება.

4.6.2.1.2. მიგრაციის მართვის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება

დიდი ყურადღება დაეთმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. უმაღლეს სასწავლებლებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ჩატარდება მიგრაციასთან დაკავშირებული ტრენინგები.

4.6.2.2. არალეგალური მიგრაციის აღკვეთა

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

4.6.2.2.1. არალეგალ მიგრანტთა გამოვლენისა და დაბრუნების მექნიზმის შემუშავება და შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბება

ამჟამად არ არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების გამოვლენა და მათი ქვეყნიდან დეპორტაცია იქნება დარეგულირებული. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს მათი დროებითი განთავსებისთვის საჭირო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას დაუთმობს აღნიშნული საკითხის დროულ გადაწყვეტას.

4.6.2.2.2. მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა შესაძლებელს გახდის სტატისტიკის წარმოებას და ხელს შეუწყობს მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის საჭიროებისამებრ განახლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული ბაზის შექმნის პროცესს.

4.6.2.2.3. ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგისა და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საზღვრის ინტეგრირებული მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური საშუალებების გაზრდაში.

4.6.2.2.4. რეადმისიის შეთანხმებებისა და მათი საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება

რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ღირსეულად დაბრუნების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმებისა და სხვა სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმებების ეტაპობრივ გაფორმებას.

4.7. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება და მოხმარებით გამოწვეული ზიანი, აგრეთვე წამალდამოკიდებულება, დღესდღეობით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე.

ბოლო წლებში, სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შედეგად, სიტუაცია ნარკომანიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად დადებითი კუთხით შეიცვალა. შემცირდა ნარკოტრაფიკის გზით შემოსული ოპიოიდური ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმი, ჰეროინი, სუბუტექსი) შავ ბაზარზე ბრუნვა. თუმცა, გაზრდილია ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული ნარკოტრაფიკზე (მარიხუანა, კოდეინის შემცველი პრეპარატები, ამფეტამინის და მეტამფეტამინის შემცველი წამლები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები). ორი ათას თორმეტი წლის მონაცემებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ყველაზე ხშირად 25–44 წლის მამაკაცები მოიხმარენ. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა: პიროვნების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, პიროვნების უსაფრთხოების დაცვა, ადამიანის ღირსების პატივისცემა და უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებების დაცვა.

4.7.1. გამოწვევები

მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული ანტინარკოტიკული პოლიტიკისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:

4.7.1.1. საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა

საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და საფრთხეებზე ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას მოზარდებში, ახალგაზრდებსა და ზოგადად მოსახლეობაში.

4.7.1.2. ნარკოტიკების უკანონო შემოტანაზე კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება

სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე კონტროლის შესუსტებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნარკოტიკების უკანონო შემოტანას, გავრცელებასა და ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე.

4.7.1.3. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირთა შესახებ მონაცემთა დაუხვეწავი ბაზა

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირთა შესახებ მონაცემთა დაუხვეწავი ბაზა არ იძლევა ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის საშუალებას.

4.7.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ორი ათას ცამეტი წელს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებაა. პრევენციულ ქმედებებში იგულისხმება ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება. პრევენციული პოლიტიკის სამიზნეებია ბავშვები/მოზარდები, ახალგაზრდობა და საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სისტემაში არსებული პროგრამები. ნარკომანიის უკანონო გავრცელებისა და ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებია:

4.7.2.1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის გაიმართება აქტიური ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიები, რაც ხელს შეუწყობს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილებას, ასევე, პოტენციურ ნარკომომხმარებელთა კონტინგენტის შემცირებას. ყურადღება უნდა გამახვილდეს რისკ ჯგუფებზე, კერძოდ მოზარდებზე და ბავშვებზე რომლებსაც გარემო ფაქტორები (სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა) უბიძგებენ გახდნენ ნარკომომხმარებლები.

4.7.2.2. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის დახვეწა

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირთა შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის დახვეწა შესაძლებელს გახდის ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილ შეგროვებასა და ანალიზს.

4.7.2.3. ნარკოტიკული ნივთიერებების არალეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის ეფექტური გამოვლენა და აღკვეთა

ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდისათვის აუცილებელია სამართალდამცავ ორგანოთა ინსტიტუციონალური გაძლიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

4.7.2.4. ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვის შემცირება

აუცილებელია კონტროლის გაძლიერება ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო მოძრაობის შესაძლო მარშრუტებზე: აეროპორტებზე, პორტებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე. იმპორტსა და ექსპორტზე სათანადო კონტროლის გაუმჯობესება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვის პრევენციასა და აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

კინოლოგთა სამსახურის ჩართულობა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გააადვილებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებადი, მათ შორის ტრანზიტული, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს.

4.7.2.5. სამთავრობო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაცია და თანამშრომლობა

კოორდინაცია აუცილებელია მრავალმხრივი მიდგომის განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ნარკომანიის წინააღმდეგ შედეგზე ორიენტირებული ბრძოლის წინაპირობას. ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი ჩართულობის გაზრდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

4.7.2.6. ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელება და გაღრმავება

გაგრძელდება თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაერო–სთან და ევროპის საბჭოსთან. გამოცდილების გაზიარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ორმხრივ და 58 მრავალმხრივ თანამშრომლობას მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და შეიქმნას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე დაკვირვების ერთიანი მექანიზმი.

4.7.2.7. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა შესაბამის პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია ავღანური ოპიატების ვაჭრობის პროექტი, რომლის მიზანია ოპიატების უკანონო ბრუნვის თაობაზე სისტემატური, თანმიმდევრული და ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და საერთაშორისო რეაგირების გაძლიერება. ეს ხელს შეუწყობს სუამ–ის წევრ ქვეყნებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

4.8. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. მსოფლიოს მასშტაბით ის ერთ–ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მის დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის კუთხით, საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა. შექმნილია ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ემსახურება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და დაცვას. ფონდის ფუნქციებში ასევე შედის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ქვეყანაში მოქმედებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან. საბჭომ, სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის კუთხით, დაამტკიცა „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“.

ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ტრეფიკინგთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, მოქმედებს ორი ათას თერთმეტი –ორი ათას თორმეტი წლების სამოქმედო გეგმა.

აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროსა და ევროპის საბჭოს კონვენციები. ქვეყანაში მოქმედებს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) და ერთიანი საინფორმაციო ბანკი. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ადამიანებით მოვაჭრეთა იდენტიფიკაციის დადგენასა და მათ შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. კონკრეტულად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან.

,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ათას თერთმეტი –ორი ათას თორმეტი წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბეჭდვითი საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას; ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა მონაცემების განზოგადებულ ანალიზს; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშების მომზადებას; სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

4.8.1. გამოწვევები

4.8.1.1. ტრეფიკინგის მსხვერპლთა ადგილმდებარეობის დადგენის მექანიზმების არასრულფასოვნება

ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ოქმების არარსებობა ართულებს მსხვერპლთა ადგილმდებარეობის დროულ დადგენას.

4.8.1.2. ტრეფიკინგის მსხვერპლთა სათანადო ინფორმირებულობის აუცილებლობა

დანაშაულის გამოძიების პროცესში სათანადოდ არ ხდება მსხვერპლთა ინფორმირება. ეს უარყოფითად ისახება მსგავსი ტიპის დანაშაულის რეციდივის პრევენციაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გამომძიებელმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ტრეფიკინგის მსხვერპლს და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სწორად განუმარტოს საფრთხეები და შესაძლო შედეგები.

4.8.1.3. ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის გამოძიების მექანიზმის დახვეწის საჭიროება

ტრეფიკინგის დანაშაულის გამოძიების ხელშეწყობისთვის აუცილებელია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების დახვეწა. გარდა ამისა, გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია დაზარალებულებისთვის თანამშრომლობის სათანადო პირობების შექმნა.

4.8.1.4. საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა

საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ, რაც პრობლემურ საკითხს წარმოადგენს და აფერხებს, როგორც მის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, აგრეთვე აღნიშნული დანაშაულის პრევენციას.

4.8.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.8.2.1. პრევენციული ზომების გაუმჯობესება

ადამიანებით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) დაკავშირებული პრევენციული ზომების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორებიცაა: არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეების, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი სასაზღვრო–გამტარ პუნქტებზე გავრცელება. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჭიროა მასმედიაში საინფორმაციო კამპანიების წარმოება. ასევე, აუცილებელია ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინფორმირებულობის გაზრდა, როგორც თავიანთი უფლებებისა და თავისუფლების, ისე თავშესაფრებისა და მომსახურების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებით.

4.8.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება

არსებითი მნიშვნელობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას. აუცილებელია სასწავლო ვიზიტების განხორციელება.

4.8.2.3. გამოძიების მექანიზმების დახვეწა დანაშაულის თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ

სასურველია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შემთხვევების კონფიდენციალურობის დაცვით, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების დახვეწა. ამ მიზნის მისაღწევად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია მსგავსი დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდაზე.

4.8.2.4. ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება

არსებითი მნიშვნელობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოლაპარაკებების დაწყებას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტი, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

4.9. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

კორუფცია სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მავნე ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე, ამცირებს ნაყოფიერი ინვესტიციების შესაძლებლობებს, ართულებს სიღარიბესთან ბრძოლასა და სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე იწვევს საზოგადოების იმედგაცრუებასა და საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვას. საჯარო სექტორში გატარებულმა რეფორმებმა მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა ქვედა დონეზე, თუმცა საჯარო სამსახური კვლავ კორუფციული გარიგებების მაღალი რისკის ზონად რჩება და „ელიტური კორუფცია“ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ორი ათას ხუთი წელს, მიღებულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც განახლდა ორი ათას ათი წელს. ორი ათას რვა წლიდან, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში მოქმედებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭოს შემადგენლობაში შედიან, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები. საბჭო პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, მასში ცვლილებების შეტანასა და შესრულების მონიტორინგზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ანტიკორუფციული სააგენტო. მის ფუნქციას სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. სააგენტოს ასევე ევალება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებების გატარება.

აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი ,,აღმოსავლეთის პარტნიორობა – ეფექტური მმართველობა და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“. პროექტის მიზანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-სახელმწიფოებში მმართველობის ეფექტურობის ზრდა, საჯარო ადმინისტრაციისა და სისხლის სამართლის სექტორების გაძლიერება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

4.9.1. გამოწვევები

4.9.1.1. „ელიტური კორუფცია“

„ელიტურ კორუფციაში“ საჯარო სექტორის თანამდებობის პირთა ჩართულობის რისკი მუდამ მაღალია. მაღალჩინოსანთა კორუფციულ გარიგებებში ჩართვა ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბებას და დიდი ზიანი მოაქვს სახელმწიფოსთვის.

„ელიტური კორუფციის“ გამომწვევი მიზეზებია: სახელმწიფო შესყიდვების არატრანსპარენტულობა, დაურეგულირებელი პრივატიზაციის პროცესი და მონოპოლიზირებული კერძო სექტორი.

4.9.1.2. საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის არასაკმარისი კვალიფიკაცია

არაეფექტური და ნაკლებად გამჭვირვალე საჯარო სექტორი ხელს უწყობს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობების ზრდას. საჯარო სამსახურში კადრების გამჭვირვალედ და სამართლიანად შერჩევისათვის, ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, დახვეწას საჭიროებს, როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ასევე მთლიანად საჯარო სექტორის პოლიტიკა.

4.9.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი აკისრია შინაგან საქმეთა სამინისტროს. კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის მიზნით, აუცილებელია კოორდინირებული და მჭიდრო თანამშრომლობა პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან. კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებს წარმოადგენს:

4.9.2.1. კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობა

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკისა და სპეციალიზებული ინსტიტუტების, პირველ რიგში, OECD ACN-ის (The Anti-Corruption Network for Eastern Europe and Central Asia) და65 GRECO-ს (ევროსაბჭოსთან არსებული სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ, რომელშიც შედიან ევროპის 48 ქვეყანა) რეკომენდაციების გამოყენებას.

4.9.2.2. კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებაში მონაწილეობა

ელიტური კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით, საჭიროა, კომპეტენციის ფარგლებში კორუფციის მაღალი რისკის მქონე საჯარო თანამდებობებზე შერჩევის ადეკვატური პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

4.9.2.3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების პროფესიული მომზადება– გადამზადების მიზნით, ჩატარდება სასწავლო კურსები, რაც გაზრდის თანამშრომელთა შესაძლებლობებს კორუფციული ტიპის დანაშაულთა გამოძიების და მასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

4.9.2.4. პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, გაგრძელდება სპეციალიზებული საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებისა და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება.

4.9.2.5. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული საქმიანობის გამჭვირვალობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებას ექნება ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და ელექტრონული მასალების საშუალებით საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა.

4.10. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ორი ათას ერთი წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად შეცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება ტერორიზმთან და მასთან ბრძოლაში იგი მეტად აქტიური გახადა.

საქართველო გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ანტიტერორისტულ, სამშვიდობო, სამძებრო-სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში.

ორი ათას თერთმეტი წელს საქართველოში შეიქმნა უწყებათშორისი კომისია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე, რომლის ერთ-ერთი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კომისია პასუხისმგებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციაზე (სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა #ათას ორას სამოცდაშვიდი და #ათას სამას სამოცდაცამეტი რეზოლუციებს) და მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსური აქტივების დაყადაღება, ფიზიკური პირებისთვის მგზავრობის აკრძალვა და იარაღზე ემბარგო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კონტრტერორისტული ცენტრი ახორციელებს ტერორისტული საფრთხეების გამოვლენის, აქტების პრევენციისა და მათ აღმკვეთ კონტრტერორისტულ ღონისძიებებს.

ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველო არის გაერო-ს 13 კონვენციის, ასევე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების წევრი და უზრუნველყოფს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას მათ მოთხოვნებთან. უახლოეს პერიოდში იგეგმება გაერო-ს ფარგლებში მიღებული ახალი ანტიტერორისტული კონვენციების სავალდებულოდ აღიარების შესაძლებლობის განხილვა. ასევე, საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ორგანოებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველო „ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მჭიდრო თანამშრომლობა ხორციელდება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც საქართველოს შემდეგი სახის შეთანხმებები აქვს გაფორმებული: განზრახულებათა მემორანდუმი „საქართველოსა და აშშ-ს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ“, შეთანხმება „საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის ტერორიზმის შეჩერების პროგრამის უზრუნველყოფის შესახებ“, ასევე, საიმპლემენტაციო შეთანხმება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს ენერგეტიკის67 დეპარტამენტს შორის ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის შესახებ“.

4.10.1. გამოწვევები

4.10.1.1. ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ტერორიზმისთვის. კერძოდ, მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხე მომდინარეობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. არსებობს ქვეყანაში სხვადასახვა ტერორისტული დაჯგუფებების ჩრდილო კავკასიიდან შემოღწევის საფრთხეც.

4.10.1.2. იარაღის უკანონო შემოდინების, გავრცელებისა და ტრანზიტის საშიშროება

მაღალია საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებების გავრცელების საფრთხე, როგორც საქართველოში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. რეგიონული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, არსებობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშიშროებაც.

4.10.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

საქართველოს კონტრტერორისტული პოლიტიკის მიზანია, სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ორი ათას ცამეტი წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებია:

4.10.2.1. საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცება

ტერორისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საზღვრის დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

4.10.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაძლიერება

პერმანენტულ ხასიათს მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარება. ასევე, გაიზრდება კონტრტერორისტული შესაძლებლობები ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი ან/და დაგეგმილი დივერსიული ან/და ტერორისტული აქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმების გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა. ამავდროულად, ყურადღება დაეთმობა არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას.

4.10.2.3. თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონულ, ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. აუცილებელია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მონაცემთა მუდმივი და ოპერატიული გაცვლა.

4.10.2.4. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობა

გაგრძელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დამზადებისა და ტრანზიტისთვის.

4.11. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მისი მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ეს თავის მხრივ სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რაც საგრძნობლად შეამცირებს კიბერდანაშაულით გამოწვეულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალური ხასიათის საფრთხეებს და შექმნის მეტად უსაფრთხო გარემოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარებისათვის. ორი ათას რვა წელს რუსეთის მიერ ქვეყნის საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყოს კიბერთავდასხმა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს.

ორი ათას რვა წლიდან მოყოლებული ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. შემუშავდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და თანხვედრაში მოვიდა „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ ნორმებთან. ორი ათას ათი წელს შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის საკითხების კოორდინირება. ასევე ამოქმედდა კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT), რომელიც ახორციელებს საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მონიტორინგს. ორი ათას თორმეტი წლიდან მოქმედებს ,,საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია „კიბერდანაშაულის შესახებ“. აღნიშნულ სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ესტონურ მხარესთან. თანამშრომლობის მიზანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. კიბერდანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტთან, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დანაყოფის ტექნიკურ დახმარებას.

4.11.1. გამოწვევები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, შეიქმნას ინფორმაციული უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც ნებისმიერი კიბერთავდასხმის საზიანო შედეგებს მინიმუმამდე შეამცირებს და უმოკლეს დროში შესაძლებელს გახდის ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების სრულ აღდგენას.

მიუხედავად გატარებული პოლიტიკისა, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება სახელმწიფო უწყებებს შორის კვლავაც პრობლემატურია. გამოწვევად რჩება ამ დარგში მომუშავე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება. პარალელურად, აუცილებელია, მოხდეს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. გამოწვევებს ასევე განეკუთვნება:

4.11.1.1. საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი კიბერდამნაშავეები აზიანებენ არა მარტო კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემებს, აგრეთვე იყენებენ კიბერსივრცეს სხვადასხვა დანაშაულის ჩასადენად. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის მიზნით, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება კიბერსაფრთხეებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შესახებ.

4.11.1.2. ინფორმაციული სისტემების დაუცველობა საქართველოს პოტენციური მოწინააღმდეგეები ფლობენ კიბერსივრცეში ახალი ომის წარმოების დიდ შესაძლებლობებს. ამასთან, საქართველო კვლავ დგას მასიური კიბერშეტევის რისკის წინაშე. როგორც სახელმწიფო, აგრეთვე კერძო სექტორში, ინფორმაციულ სისტემებზე მზარდი დამოკიდებულების პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება კიბერტერორიზმის საფრთხეც. კრიტიკული ინფორმაციული სისტემებზე განხორციელებულმა კიბერშეტევებმა შეიძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.

4.11.1.3. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომ დახვეწაზე, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას და ჩადენილ დანაშაულზე დროულ რეაგირებას.

4.11.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.11.2.1. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესება

კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო უწყებების ფუნქციების მკაფიო განსაზღვრა, მთავრობის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებისთვის უწყებათშორისი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა და სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული დანაყოფი ასევე მოიცავს ევროპის საბჭოს „კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტს 24/7.

4.11.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან ნაწილს ამ სფეროში შესაბამისი სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესწავლისათვის, გადამზადდება კიბერდანაშაულის გამოვლენა- აღკვეთაზე მომუშავე კადრები და ტექნიკური პერსონალი. ასევე, მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულის ექსპერტების სპეციალიზებული ტრენინგები ელექტრონული მტკიცებულებების (კიბერ-კრიმინალისტიკის) დარგში.

4.11.2.3. ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო კვლევის განმახორციელებელი დანაყოფის შექმნა

აღნიშნული დანაყოფი უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო კვლევას და უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებების დროს აღმოჩენილ ციფრული მტკიცებულებების ამოღების პროცესში.

4.11.2.4. კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაგრძელდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური72 მონაწილეობის მიღება. მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ამ გზით, კიბერდანაშაულის შემთხვევების გამოძიება და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ესტონელი პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს პროექტი „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“. ასევე, დაგეგმილია სხვა ღონისძიებები პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.

4.11.2.5. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

აუცილებელია კიბერდანაშაულის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწის პროცესში, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება, ასევე 24/7 საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტის ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული ბაზის საფუძველზე, უშუალოდ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, რითაც განისაზღვრება ის ორგანიზაციული და ტექნიკური ხასიათის ღონისძიებები, რომელთა გატარებაც აუცილებელია ინფორმაციული სისტემების დაცვის ხარისხის ამაღლებისა და შემდგომი განვითარებისათვის.

4.12. ხარისხიანი მომსახურების გაწევა

4.12.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა მომსახურების სააგენტო. სააგენტოს შექმნა მიზნად ისახავდა თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებითა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ყველა მომსახურების ერთ სივრცეში გაერთიანებას. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო პროცედურების განხორციელება, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, მართვის უფლების მინიჭება და მართვის მოწმობის გაცემა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. სააგენტოში დანერგილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა. შექმნილია ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შესაბამისი პროგრამების მეშვეობით მომსახურების სააგენტოს ყველა დანაყოფს დროის რეალურ რეჟიმში ერთმანეთთან ეფექტური თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში არ არსებობს მომსახურების გაწევის ტერიტორიული პრინციპი. მოქალაქეს მომსახურების მისაღებად უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ დანაყოფს, თავისი საცხოვრებელი ან რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა პარალელურად დანერგილია ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომლის ინფორმაციამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, შექმნილი ელექტრონული სერვერების მეშვეობით ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების სისტემაში შემავალ სტრუქტურებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.

4.12.1.1. გამოწვევა: მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

გაუმჯობესებული მომსახურების მზარდი მოთხოვნის პირობებში, აუცილებელია ხარისხის არსებული სტანდარტის მუდმივი დახვეწა. მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ბარიერების შემდგომი შესუსტების პროცესის გაგრძელება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს არსებული შესაძლებლობების ანალიზი, რაზე74 დაყრდნობითაც მოხდება სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია დაიხვეწოს არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სააგენტოს მომსახურების სფეროს განვითარებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

4.12.1.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.12.1.2.1. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საზოგადოებრივი მოთხოვნილებების საპასუხოდ, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მომსახურების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და დივერსიფიკაცია, ასევე ტექნოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობების განვითარება.

4.12.1.2.2. ეროვნული მართვის მოწმობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება

მიმდინარეობს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა, ქართული მართვის მოწმობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საეთაშორისო დონეზე მოწმობის აღიარების მაჩვენებელს.

4.12.1.2.3. ეროვნული რეგისტრაციის მოწმობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება

ორი ათას ცამეტი წელს დაგეგმილია ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობის ნიმუშის შეცვლა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და თანამედროვე დიზაინის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის შემოღებას, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით უპასუხებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ახალი ნიმუშის მოწმობის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების, ასევე საქართველოში პრაქტიკული გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილება.

4.12.1.2.4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურება

ორი ათას ცამეტი წელს დაგემილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის უფლების მინიჭების პროცედურის დახვეწა და მისი ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან, რაც მიზნად ისახავს75 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.

4.12.2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ ორი ათას თერთმეტი წლიდან ფუნქციონირებს და მისი ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ სატელეფონო შეტყობინებების, ერთიანი საგანგებო ნომერით „112“ მიღება. „112“-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა სამი დამოუკიდებელი გადაუდებელი დახმარების ნომრის (სამაშველო, საპატრულო და სამედიცინო) გაერთიანება. აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბებისას, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის გამოცდილებაზე, რომელიც ითვალისწინებს გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი დახმარების აღმოჩენას.

სისტემის დანერგვას წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი ორგანიზაციულ– ტექნიკური ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებების ერთიან სისტემაში ეტაპობრივი გადმორთვა. შესაბამისად, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის „112“–ის მეშვეობით მთელი საქართველოდან შესაძლებელია ზარების მიღება საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სამაშველო სამსახურების დახმარების საჭიროების შესახებ.

4.12.2.1. გამოწვევები

იმის გათვალისწინებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ახლად ჩამოყალიბებული სისტემაა, იგი გარკვეული სახის გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა აღმოფხვრა კიდევ უფრო გაზრდის მის ეფექტურობის ხარისხს.

4.12.2.1.1. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მდგრადი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა

სისტემის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია სარეზერვო რეგიონული ოფისის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ, მოემსახურება საქართველოს განსაზღვრულ ტერიტორიას, ხოლო მეორე მხრივ, ცენტრალური ოფისის ავარიული გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფს ზარების სრულად მიღებას.

, მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და კონტროლის ინიციატორის ადგილსამყოფელის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როცა ინიციატორმა არ იცის თავისი ადგილსამყოფელი ან სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ინფორმაციის ამოღება შეუძლებელია მისგან.

4.12.2.1.3. სისტემის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

არსებული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა (სმენადაქვეითებული და მეტყველების პრობლემების მქონე პირები) საგანგებო ნომრით დაუბრკოლებლად ისარგებლონ.

4.12.2.1.4. ერთიანი საგანგებო ნომრის „112“–ის არასაკმარისი ცნობადობა

დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ერთიანი საგანგებო ნომრის „112“–ის არსებობის შესახებ.

4.12.2.1.5. არასაგანგებო ხასიათის ზარების დიდი რაოდენობა

მოსახლეობის მიერ ხშირად ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ნომერის არამიზნობრივი გამოყენება („112“–ზე შემოდის დიდი რაოდენობის არასაგანგებო ხასიათის შეტყობინებები). არასაგანგებო ხასიათის ზარები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემაში ჩართული სამსახურების ეფექტურ ფუნქციონირებას.

4.12.2.1.6. კვალიფიციური კადრების შენარჩუნება

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეფექტური სისტემის აუცილებელი კომპონენტია კვალიფიციური კადრების არსებობა. მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთი მხრივ თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივ განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

4.12.2.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“–თვის განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

4.12.2.2.1. სისტემის მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება

სხვადასხვა კრიტიკული ხასიათის პრობლემების დროს, „112“–ის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ზარების მიღების სარეზერვო გეგმის განვითარება და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„112“-ის საინფორმაციო სისტემის განტვირთვისა და წარმადობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა შეტყობინებების მიღების პროცესში. ეს აგრეთვე გაამარტივებს „112“–ის სერვისთან სხვადასხვა ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონების მფლობელების დაკავშირებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „112“–ის სერვისით სარგებლობის გამარტივებისათვის მნიშვნელოვანია შეტყობინებების მიღების სისტემის ადაპტაცია.

აუცილებელია ზარის ინიციატორის ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემის შექმნაზე მუშაობის დაწყება.

4.12.2.2.2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასაგანგებო ხასიათის ზარების რაოდენობის შემცირება

მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა „112“-ის, როგორც ერთიანი საგანგებო სიტუაციების ნომრის, ცნობადობის შესახებ. სარეკლამო კამპანიებისა და სოციალური მედიის გამოყენებით, ყურადღება უნდა დაეთმოს მიზანშეწონილი ბავშვების ცნობიერების გაზრდას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის შესახებ. აღნიშნული ღონისძიებით შემცირდება არასაგანგებო ზარების განმახორციელებელთა რაოდენობა და შესაბამისად, გაიზრდება კომუნიკაციის ხარისხი და მასშტაბი.

აუცილებელია, სასკოლო ასაკის ბავშვებში საგანგებო სიტუაციების ერთიანი სისტემის შესახებ ცნობიერების გაზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების ცენტრებთან საერთაშორისო თანამშრომლობა.

4.12.2.2.3. მომსახურების ხარისხის გაზრდა

მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ეტაპობრივი ზრდა მათი განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოში.

მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და კონტროლის სისტემის შემდგომი განვითარება. ეს ასევე უზრუნველყოფს სამუშაო სტანდარტებისა და პროცედურების ანალიტიკურ და სტატისტიკურ მონაცემებზე დამყარებას.

4.12.3. დაცვის პოლიცია

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. მისი მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის მშვიდი და ჯანსაღი გარემოს შექმნა. ეს ხორციელდება მომსახურების ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეტაპობრივი დანერგვითა და მუდმივი განვითარებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისტემატურად ხორციელდება ქვეყნის დაცული ობიექტების სტატისტიკის მონიტორინგი. არსებული შესაძლებლობების ანალიზის შედეგად, განისაზღვრება სამომავლო პრიორიტეტები.

4.12.3.1. გამოწვევები

4.12.3.1.1. გაზრდილი მოთხოვნა მომსახურებაზე

ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა დაცული ობიექტების რაოდენობა, რაც მიუთითებს აღნიშნული მიმართულებით დაცვის პოლიციის მომსახურების გაუმჯობესებისა და გამარტივების აუცილებლობაზე.

4.12.3.1.2. შესაძლებლობების გაუმჯობესება

მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, აუცილებელია დაცვის პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და შესაძლებლობების მუდმივი განვითარება.

4.12.3.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.12.3.2.1. კვლევების ჩატარება საზოგადოების საჭიროებების განსაზღვრისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია ორიენტირებულია საზოგადოებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდების მექანიზმების გაუმჯობესებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზების განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ორი ათას ცამეტი წლიდან განხორციელდება შესაძლებლობების ანალიზი, რომელიც გამოავლენს79 დაცვის პოლიციის სუსტ და ძლიერ მხარეებს და დაცვითი მომსახურების ბაზარზე არსებულ ზოგად მდგომარეობას. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.

4.12.3.2.2. მომსახურების დივერსიფიკაცია და ხარისხის გაუმჯობესება

დაგეგმილია არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია და განახლება. განხორციელდება ერთობლივი პროექტები სადაზღვევო კომპანიებთან და მოხდება არსებული მომსახურების სფეროების დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს გაზის დეტექტორების პროექტის განხორციელებას, GPS-ის სისტემის განვითარებასა და სათვალთვალო კამერების პროექტის შემუშავებას. ამავდროულად, შეიქმნება ერთიანი CRM ბაზა და მოხდება არსებული ელექტრონული ბაზის ახალი სრულყოფილი ელექტრონული ბაზით ჩანაცვლება. გამარტივდება ,,დამკვეთის’’ მიერ ხელშეკრულებებზე ხელმოწერის პროცედურები.

4.12.3.2.3. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

კვალიფიკაციის და ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია სპეციალური სასწავლო პროგრამის მომზადება, რომელსაც ტექნიკური სამსახურის ყველა სპეციალისტი გაივლის. ასევე, დაგეგმილია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლების ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციების, ეფექტური გაყიდვებისა და “სერვის+”, PR კომუნიკაციების, პროექტების მართვისა და ენის კურსების განხრით.

4.12.3.2.4. დაცვის პოლიციის ცნობადობის გაზრდა

დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რაც მიმართულია საზოგადოებაში დაცვის პოლიციის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე.
ახალი ლოგოსა და კორპორაციული სტილის შემუშავება;
დპდ-ს ოფისების და სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალიზაცია და ერთიან კორპორაციულ სტილზე მორგება;
ახალი ვებგვერდის შექმნა.

4.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს უწყების საგანმანათლებლო პროცესს. იგი აწყობს და წარმართავს სპეციალიზებულ კურსებს სხვადასხვა დანაყოფებისთვის, რეგულარულ შიდასამსახურებრივ სწავლებას პოლიციის ოფიცრებისთვის.

აკადემიის სასწავლო პროგრამაში შემავალი საბაზისო კურსებია:

 პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
 უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
 დეტექტივ-გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებელთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა;

 მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
აგრეთვე, აკადემიას შემუშავებული აქვს შემდეგი სპეცკურსები:
 იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესების სპეციალური კურსი;

 უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი კურსი;

 სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
საკონტრაქტო სამსახურის მესაზღვრეთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
 წვევამდელის სპეციალური მომზადების კურსი;
 ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ტერიტორიული

ორგანოების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფებში თანამშრომელთა დაწინაურების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
 შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერთა გადამზადების კურსი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აკადემია ასევე უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/დაწესებულებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას:

 შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი;
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურთა გადამზადების კურსი;
 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სპეციალური გადამზადების კურსი და სხვა.
აკადემიაში გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა და განახლდა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, განხორციელდა არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, დაინერგა თანამედროვე, ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგია. აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის, მუდმივად მიმდინარეობს აკადემიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. დღეისათვის, აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას.

4.13.1. გამოწვევები

4.13.1.1. პროფესიული პროგრამების შესაბამისობა და ხანგრძლივობა

პროფესიული პროგრამები არ არის შედეგზე ორიენტირებული. მათში ვერ ხერხდება საბოლოო შედეგების განსაზღვრა. არ არსებობს პროგრამების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მექანიზმები. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ნაკლოვანი და სუსტი მხარეების გამოვლენასა და მათ გათვალისწინებას სასწავლო პროცესში. გარდა ამისა, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მოკლევადიანია და ორიენტირებულია კადრების სწრაფ მომზადება-გადამზადებაზე, რაც ნეგატიურად ისახება თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

4.13.1.2. აკადემიის სწავლების შეზღუდული შესაძლებლობები

აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბი სრულად ვერ აკმაყოფილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალრიცხოვანი კონტინგენტის მომზადება-გადამზადებას. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ქვედანაყოფთა პირადი შემადგენლობის ადგილზე გადამზადების აუცილებლობა.

4.13.1.3. არსებული შეფასების სისტემის არაადეკვატურობა

არსებული შეფასების სისტემა არ იძლევა ცოდნის თანმიმდევრული და ობიექტური შეფასების შესაძლებლობას. ასევე, მსმენელთა საწარმოო პრაქტიკის შეფასების ფარგლებში, ვერ ხერხდება სამუშაო ადგილზე მათი უნარ-ჩვევების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გამოვლენა.

4.13.1.4. დასახვეწი ერთიანი მონაცემთა ბაზა

მსმენელთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა არ იძლევა სრულ ინფორმაციას აკადემიის კურსდამთავრებულთა შესახებ. არ არსებობს მონაცემთა ფილტრაციის შესაძლებლობა.

4.13.1.5. საკადრო საკითხები

პედაგოგთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მხოლოდ სალექციო სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აკადემიაში არსებულ მეხანძრე- მაშველთა სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გათვალისწინებული არ არის შესაბამისი საშტატო ერთეული.

4.13.1.6. გასაუმჯობესებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სასწავლო მომზადების პრაქტიკული ნაწილი არასრულად არის უზრუნველყოფილი სათანადო ინვენტარით. აკადემიის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ განახლებას საჭიროებს.

4.13.2. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

4.13.2.1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გადამუშავება

გაიზრდება პროგრამების ხანგრძლივობა, სასწავლო კურსების მოცულობისა და პრაქტიკული კომპონენტის გაზრდის ხარჯზე. დაინერგება პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმები, რაც შესაძლებელს გახდის ნაკლოვანებების გამოვლენასა და შესაბამისი ცვლილებების ასახვას სასწავლო პროცესში.

4.13.2.2. შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავება

ეს სისტემა დაეფუძნება მსმენელის, როგორც თეორიული, აგრეთვე პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების ობიექტურ კრიტერიუმებს. შეფასების განსხვავებული კრიტერიუმის გამოყენება დასაშვები იქნება წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე.

4.13.2.3. მსმენელთა აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება

აღნიშნული ბაზა გათვლილი იქნება მრავალ მომხმარებელზე (ლექტორებსა და მსმენელებზე). ბაზის სათანადო მონაცემებით აღჭურვა გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მსმენელთა შეფასებას.

4.13.2.4. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება

აკადემიის პერსონალისთვის იგეგმება მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების მიზნით, მათი ეტაპობრივი მივლინება ადგილებზე. ასევე, შემუშავდება პროექტი პედაგოგთა როტაციული სისტემით ჩანაცვლების შესახებ.

4.13.2.5. მობილური ტრენინგ ჯგუფების ჩამოყალიბება

აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდება მობილური ტრენინგ ჯგუფები. აღნიშნული ჯგუფები, საჭიროების მიხედვით, ადგილზე განახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

4.13.2.6. მეხანძრე-მაშველ სპეციალისტთა მოზიდვა

აკადემიაში იგეგმება მეხანძრე-მაშველთა კურსის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება.

4.13.2.7. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

სასწავლო პროგრამების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით დაგეგმილია ახალი ინვენტარის, მათ შორის, ტაქტიკური მომზადებისათვის საჭირო პოლიციის აღჭურვილობის შეძენა. ასევე, განახლდება და აღიჭურვება კრიმინალისტიკური ლაბორატორია. გაიზრდება წიგნების ფონდი ბიბლიოთეკაში და დაიწყება ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე მუშაობა.

4.13.2.8. პოლიციის მოდელირებული განყოფილების შექმნა

რეფორმის ფარგლებში, პოლიციის საქმიანობის შემდგომი დახვეწა- გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნება პოლიციის მოდელირებული განყოფილება. ამ წამოწყების მიზანია ახალი წესებისა და პროცედურების რეალურ სიტუაციაში გამოცდა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აკადემიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამყარებას.

4.14. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო თანამშრომლობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. იგი პირდაპირ კავშირშია რეფორმების პროცესების მხარდაჭერასთან და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობების განვითარებასთან.

სამინისტრო საერთაშორისო თანამშრომლობას ახორციელებს ოპერატიული და არაოპერატიული მიმართულებით.

ოპერატიული თანამშრომლობა მოიცავს: საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას და სხვა მსგავს საკითხებს, რომლებიც ხორციელდება პოლიციის ატაშეების, ორმხრივი ხელშეკრულებების, ნაცვალგების პრინციპის და საერთაშორისო, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით. არაოპერატიული თანამშრომლობა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება, ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები, გამოცდილების გაზიარება, დონორთა კოორდინაცია, ტრენინგები, ერთობლივი სამოქმედო გეგმების განხორციელება, შესრულების ანგარიშების მომზადება და სხვა. საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესრულებისას, აგრეთვე რეფორმების პროცესების მხარდაჭერისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობების განვითარებისას, სამინისტროს აქტიურ დახმარებას უწევენ შემდეგი სტრატეგიული პარტნიორები/დონორები: ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თურქეთის რესპუბლიკა. სამინისტრო თანამშრომლობს აშშ-სთან სამართალდამცავ სფეროში არსებული შეთანხმებების, მათზე დაფუძნებული პროექტების და ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ინსტრუმენტების მეშვეობით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მარეგულირებელი ჩარჩო-შეთანხმება არის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ (PCA), რომელსაც მოლაპარაკებების დასრულებისა და ძალაში შესვლის შემდეგ ჩაანაცვლებს ასოცირების შესახებ შეთანხმება. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო პროგრამების, „პარტნიორობა მობილურობისათვის“ პროგრამისა და რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში, რომელიც ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს და განსაზღვრავს მასში მონაწილე უწყებების განვითარების მიმართულებებს. სამინისტრო ასევე ჩართულია დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP), რომელიც წარმოადგენს ნატო–სთან თავსებადობის ამაღლებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში ძირითადად სანაპირო დაცვის საკითხებით არის წარმოდგენილი.

ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა. ამ მიმართულებით, სამინისტრო ახორციელებს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მომზადებასა და დადებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. მის კომპეტენციაში შედის მათ შესრულებაზე მონიტორინგიც. საქართველო გაწევრიანებულია ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (GUAM). საქართველო დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამართალდამცავ ცენტრთან (SELEC). ამასთანავე, არსებობს გარკვეული სახის ურთიერთობები ევროკავშირის სპეციალიზებულ დაწესებულებასთან Europol–თან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საშუალებითაც, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ხდება ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნებთან, პოლიციის ატაშეების თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება და მათი საქმიანობის მონიტორინგი.

4.14.1. ორი ათას ცამეტი წლის პრიორიტეტები

საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან შედეგზე ორიენტირებულ მჭიდრო თანამშრომლობას უდიდეს ყურადღებას უთმობს.

4.14.1.1. ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება

ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი და მასთან ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღნიშნული პროცესის დაჩქარების მიზნით, მიმდინარე ვალდებულების87 ეფექტურად შესრულება და თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მთავარი ორგანოს, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით დაგეგმილია:

4.14.1.1.1. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების შესრულება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურად გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ურთიერთობის გაღრმავებას;

4.14.1.1.2. ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებისა და მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. აგრეთვე, კოორდინაციას გაუწევს II სამუშაო ჯგუფის „სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება“ საქმიანობას. ორი ათას ცამეტი წელს იგეგმება „ასოცირების დღის წესრიგის“ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ჩაანაცვლებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. იგი განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს და მომავალ სამოქმედო გეგმას ქვეყნისთვის;

4.14.1.1.3. ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციასა და მონიტორინგს; გაგრძელდება ევროკავშირის წევრ- სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია, საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება და მესამე სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმების დადება; გაგრძელდება ინტეგრირებული საზღვრის მართვის საფლაგმანო ინიციატივაში მონაწილეობა;

4.14.1.1.4. აღმოსავლეთ პარტნიორობის „საგზაო რუკებით“ აღებული ვალდებულებების შესრულება

გაგრძელდება ორმხრივი და მრავალმხრივი „საგზაო რუკებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის;

4.14.1.1.5. ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება

ორი ათას ცამეტი წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს EUROPOL–თან თანამშრომლობის განვითარება, CEPOL და FRONTEX–თან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.

4.14.1.2. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს წლიური სამოქმედო პროგრამის (ANP) და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ეს ვალდებულებები მოიცავს: 1) ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობას, სხვადასხვა სპეციალურ პროგრამებში მონაწილეობას, ინფორმაციის გაცვლასა და მეკავშირე ოფიცრის მივლინებას; 2) საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, ეროვნული რეაგირების გეგმისა და სექტორული რეაგირების გეგმების დახვეწასა და განახლებას, რისკების მართვისა და კატასტროფების პრევენციის მექანიზმების დანერგვას; 3) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას; 4) სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

4.14.1.3. თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებთან

აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამართალდამცავ სფეროში რეფორმების ხელშეწყობასა და განხორციელებაში. შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, აშშ-სთან თანამშრომლობა (ოპერატიულ და არაოპერატიულ დონეებზე) შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თანამშრომლობა ეფუძნება სამართალდამცავ სფეროში არსებულ შეთანხმებებსა და მათგან გამომდინარე პროექტებს. ამ მხრივ, ორი ათას ცამეტი წელს მნიშვნელოვანია:

4.14.1.3.1. აშშ-სთან სამართალდამცავ სფეროში დადებული შეთანხმებების იმპლემენტაცია

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვას და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას; აგრეთვე, აღსანიშნავია „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ნარკოტიკების89 კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ და მისი შესწორებების ყოველწლიური იმპლემენტაცია.

4.14.1.3.2. თანამშრომლობის გაგრძელება სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკული პროექტების მხარდაჭერით უწყების შესაძლებლობების განვითარებას. ამ პროექტების მხარდაჭერით მოხდება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბების დაწყება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით დაიწყებს უწყებაში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და სტანდარტული წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაციას.

4.14.1.4. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება ხორციელდება სამი მნიშვნელოვანი კუთხით: 1) საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება; 2) რეგიონული თანამშრომლობა; 3) ორმხრივი თანამშრომლობა. საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალმხრივ/ორმხრივ ფორმატში ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირი-საქართველოს რეადმისიის შეთანხმების განხორციელება, მისი საიმპლემენტაციო ოქმების ხელმოწერა და სხვა ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმებების გაფორმება.

4.14.1.4.1. საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება

საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისათვის გაგრძელდება ორმხრივი/მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა, საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება, ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე, პრიორიტეტული საკითხია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაცია და სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი შიდა90 სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანამშრომლობის დებულებების ქვეყნის კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, აგრეთვე, პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის, მზადდება შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი. ის ეროვნულ დონეზე დაარეგულირებს სამართალდამცავ სფეროში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის წესებსა და პროცედურებს. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი შექმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებისთვის და უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

4.14.1.4.2. რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება

გაგრძელდება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება ორგანიზებულ დანაშაულთან, კერძოდ, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებული ფორმატების (GUAM, BSEC, SELEC და Europol) გამოყენება, მათი შემდგომი განვითარება და გაღრმავება. აღსანიშნავია, რომ ორი ათას ცამეტი წელს საქართველო GUAM-ის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ვექტორია თანამშრომლობა სამართალდაცვითი, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის კუთხით მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს. GUAM-ის ფორმატში გაგრძელდება ყოველწლიური ერთობლივი ოპერაციები ნარკოტიკებისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ.

4.14.1.4.3. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის დამყარება, განვითარება და გაღრმავება. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით: შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, თანამშრომლობის პროგრამების მომზადება და განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციით ახალი ხელშეკრულებების დადების ინიცირება; ორმხრივ ფორმატში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ჩატარების უზრუნველყოფა და მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია.

4.14.1.5. გამოცდილების გაზიარება

საქართველოს პოლიციის რეფორმამ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეულმა შედეგებმა, სხვა ქვეყნებიც დააინტერესა საკუთარი სისტემების განახლებაში. ამის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა სხვებსაც ასწავლოს და გაუზიაროს პოლიციის რეფორმის განხორციელების გამოცდილება. ორი ათას ცამეტი წელს ეს აქტივობა განხორციელდება სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა მისიების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით, ორმხრივად დაინტერესებულ ქვეყნებთან, თუ დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

4.14.1.6. დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან კოორდინაციის გაგრძელება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობს თავისი ქვედანაყოფების საქმიანობის უკეთ განხორციელებას, რაც მიიღწევა დონორთა კოორდინაციით. ამ მიზნით გაგრძელდება:
 საჭიროებების წარდგენა ყოველწლიურ დონორთა კონფერენციაზე, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით;
 საპროექტო წინადადების მომზადება;
 ევროკავშირის პროექტების/პროგრამების (TAIEX, TWINNING, SIGMA) გამოყენება;
 პროექტის შედეგების და პროექტის ფარგლებში გადამზადებული კადრების შესახებ საინფორმაციო ბაზის წარმოება.

5. დასკვნითი დებულებები
ორი ათას თორმეტი წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის დეპოლიტიზების მიზნით, სამინისტროში მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული (სოდ-ი) დეპარტამენტები, რომლებიც პოლიციური სახელმწიფოს საფუძვლებს წარმოადგენდნენ. კუდ-ში აღრეული იყო პოლიციური და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები, არ არსებობდა მათი სამართლებრივი რეგულირების რაიმე მექანიზმი. კუდ-ის ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები. სოდ-ი ახდენდა კრიმინალური პოლიციის ფუნქციების დუბლირებას. რეორგანიზაციის შედეგად ამ ფუნქციებს მხოლოდ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია განახორციელებს.

სამინისტროს სისტემაში რეფორმების გატარების მიზნით, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების სააგენტო. რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება. ეს პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის ახლებურ ხედვას წარმოადგენს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პასუხისმგებლობის გადანაწილებას და მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა გახდება უფრო გამჭვირვალე და მის საქმიანობაში გაიზრდება საზოგადოების ჩართულობაც. რეფორმის ფარგლებში, მოხდება პირადი შემადგენლობის საქმიანობის წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაცია. დიდი ყურადღება დაეთმობა უწყებაში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც დახვეწს თანამშრომლების სამსახურში მიღების, წახალისებისა და დაწინაურების პროცედურებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარი პირობების ხელმისაწვდომობას განურჩევლად სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მისი საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ადამიანის უფლებები. ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება უნდა ემყარებოდეს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, ჰუმანურობისა და საჯაროობის დაცვის პრინციპებს. რეფორმის შედეგად სამინისტრო უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი. ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტებიც, ნარკოტიკული და93 საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პრიორიტეტს ანიჭებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. პრევენციის წარმატებით განხორციელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისა და პოლიციის ერთობლივ ძალისხმევას. მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებს განეკუთვნება: საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება და მასთან ურთიერთობების გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებაში პოლიციის ხილვადობის გაზრდა და სხვა.

საგზაო უსაფრთხოება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქვეყანაში საკმაოდ მაღალია გადაჭარბებული სიჩქარის, ალკოჰოლური ზემოქმედების, დაუდევრობისა და სხვა ფაქტორების შედეგად გამოწვეული ავტოკატასტროფების რიცხვი. აქედან გამომდინარე, კვლავაც დიდია სიკვდილიანობის, სხეულის დაზიანებისა და მატერიალური ზარალის მაჩვენებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ავტოკატასტროფების რიცხვის და ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული შედეგების სიმძიმის შემცირება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას დაუთმობს საინფორმაციო კამპანიების წარმოებას საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა-მოდერნიზაცია და საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით, სამინისტროს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან საყურადღებოა მოძველებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და საზღვრის დაცვის საინჟინრო-ტექნიკური მოწყობა. გასათვალისწინებელია სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე მიგრაციული ნაკადების ზრდის ტენდენცია. საზღვაო მიმართულებით აღსანიშნავია მცურავი საშუალებების შემდგომი მოდერნიზაცია და თანამშრომელთა პერმანენტული მომზადება/გადამზადება. ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რადიოკავშირის სისტემის განახლებასა და სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მზარდი სამიგრაციო ნაკადების მართვის და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება რამდენიმე სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ე.წ. „ი-გეითების“ (ელექტრონული კარიბჭე) დამონტაჟება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური94 შედეგების თავიდან აცილებას. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე არსებული რისკების, პრევენციისა და რეაგირების კუთხით. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების შედეგების მინიმიზაციისთვის, იკვეთება შესაბამისი ნორმატიული აქტების დახვეწის აუცილებლობა. ეს გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და პრევენციის კომპონენტებს. ამისთვის იგეგმება რისკის რუკების განვითარება და დახვეწა. ასევე, მოხდება ნორმატიული აქტების შესაბამისი კორექტირება. რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელდება შესაბამისი სასწავლო კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან აღსანიშნავია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის არარსებობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქბრბ პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნდება ქბრბ საფრთხეებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი და სამდივნო. ასევე, გაუმჯობესდება შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედების მექანიზმები.

მიგრაციული პროცესების მართვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული პროცესების უკონტროლობა ნეგატიურად ისახება ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისა და არალეგალურ მიგრაციასთან, მათ შორის ტრეფიკინგთან ბრძოლას. იგი ასევე პასუხისმგებელია რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მიგრაციული პროცესების მართვას აბრკოლებს არალეგალური მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის ქმედითი მექანიზმების არარსებობა. არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებზე არასაკმარისადაა ინფორმირებული მოსახლეობაც. ქვეყანაში არ არსებობს მიგრაციის ნაკადების მონიტორინგის ერთიანი სისტემა და რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა განთავსების ცენტრი. მიგრაციის მართვის გაუმჯობესების კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს ასევე წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას და ნარკომანიას დიდი ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის. იგი პირდაპირ კავშირშია დანაშაულის ზრდასთან. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ წამალდამოკიდებულების მიერ ხშირ95 შემთხვევებში ხდება ნარკოტიკების მოხმარებაში სხვა პირების ჩათრევა. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. ამ მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებს განეკუთვნება საინფორმაციო კამპანიების წარმოება. მეტი ყურადღება დაეთმობა სამთავრობო უწყებებს შორის ეფექტურ კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ხელს შეუწყობს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა. ადამიანებით უკანონო ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს. დანაშაულის სერიოზულობიდან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საქართველოში გამოწვევად რჩება ტრეფიკინგის მსხვერპლთა ადგილმდებარეობის დადგენის მექანიზმების არასრულფასოვნება. გარდა ამისა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე მნიშვნელოვნად აბრკოლებს ტრეფიკინგის პრევენციას. პრევენციული ზომების გაუმჯობესებისთვის, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიების წარმოება. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია გამოძიების მექანიზმების დახვეწა. ასევე, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავება.

ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად, მკვეთრად შემცირდა კორუფციის დონე საჯარო სექტორის ქვედა დონეზე. მიუხედავად ამისა, ე.წ. ელიტური კორუფცია სახელმწიფოსთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებია: კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობა; საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება; შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში შეიქმნა ანტიკორუფციული სააგენტო. აღნიშნულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ევალება სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის გამოვლენა და აღმოფხვრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოსთვის ტერორიზმის საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების96 არსებობას. იქ მიმდინარე პროცესები სამართალდამცავი ორგანოების რეგულირების მიღმა რჩება. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე დიდია ასაფეთქებელი და რადიოაქტიული ნივთიერებების ტრანზიტის ალბათობაც. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აუცილებელია საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცება. კონტრტერორისტული პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროში პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით ახალი საფრთხეები წარმოშვა. ინფორმაციულ სისტემებზე მზარდი დამოკიდებულების პირობებში იზრდება კიბერდანაშაულის სფერო და მისგან გამოწვეული ზიანი. კიბერდამნაშავეები აზიანებენ არა მარტო ინფორმაციულ სისტემებს, არამედ იყენებენ კიბერსივრცეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩასადენად. შეტევის ობიექტი შეიძლება გახდეს სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები. კიბერსაფრთხეები მომდინარეობს ცალკეული პირების, დესტრუქციული ჯგუფებისა და სახელმწიფოებისგან. ორი ათას რვა წელს საქართველოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულმა კიბერშეტევების სერიამ ნათლად დაგვანახა ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს კიბერთავდასხმით გამოწვეულ ზიანს. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის მიზნით, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო კვლევის განმახორციელებელი დანაყოფის შექმნა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ორი ათას ცამეტი წელს დიდი ყურადღება დაეთმობა. მომსახურების სააგენტო, საზოგადოებაში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, გააგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურების პროცედურების გამარტივებასა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. მიმდინარე წელს პრიორიტეტულია მართვისა და რეგისტრაციის ეროვნული მოწმობების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ასევე, მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწა.

საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მომსახურების გაწევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა გადაუდებელ მოთხოვნებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. ამ მიმართულებით დაბრკოლებას წარმოადგენს საგანგებო97 სიტუაციებზე რეაგირების სარეზერვო სისტემის არარსებობა და განხორციელებული ზარების ლოკაციის დაუდგენლობა. ასევე, დაბალია ერთიანი საგანგებო ნომრის „112“ არსებობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. მოქალაქეთა მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, პრიორიტეტულია სისტემის მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება. დიდი ყურადღება დაეთმობა საზოგადოების ცნობიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც.

პიროვნებისა და საკუთრების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტი და მომსახურების ერთ-ერთი სახეობაა. ამ საქმიანობას ახორციელებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნის პირობებში, საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია მომსახურების დივერსიფიკაცია და ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, აუცილებელია დაცვის პოლიციის ცნობადობის გაზრდა და პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარება.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია პროფესიონალ კადრებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას ახორციელებს სამინისტროს აკადემია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აკადემიაში განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. არსებული მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა. არ არსებობს პროფესიული პროგრამების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მექანიზმი. მოკლეა კურსების ხანგრძლივობაც. ეს ნეგატიურად ისახება მსმენელთა უნარ-ჩვევების განვითარებაზე. დასახვეწია აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებიც. ამასთან ერთად, შესაქმნელია ერთიანი მონაცემთა ბაზა. ასევე, შესამუშავებელია მიღებული ცოდნის თანმიმდევრული და ობიექტური შეფასების სისტემაც. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი აქვს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის გაზრდა. ასევე, გაიზრდება პრაქტიკული კომპონენტის მოცულობა თეორიულ ნაწილთან მიმართებაში. შეფასების ახალი ერთიანი სისტემის შემოღებით, დაინერგება მსმენელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასების ობიექტური კრიტერიუმები. ამასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა მატერიალურ- ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. საერთაშორისო თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზზე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ და არაოპერატიულ თანამშრომლობას. ეს მოიცავს ოპერატიულ–სამძებრო ინფორმაციის გაცვლას, 98 ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობასა და თავსებადობის მიღწევის უზრუნველყოფას. გამოცდილების გაზიარებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე, კვლავ ძირითად პრიორიტეტად რჩება ევროკავშირთან და ნატო–სთან თანამშრომლობის გაღრმავება. მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის ისეთ ფორმატებში აქტიური მონაწილეობა როგორებიცაა: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, „პარტნიორობა მობილურობისთვის“, ნატო–საქართველოს კომისია, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების განხორციელების პროცესში უმსხვილესი დონორია აშშ. მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის კიდევ უფრო გარღმავება საქართველოს მიერ აღებული ძირითადი ვალდებულებების შესრულების კუთხით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ნარკოტიკებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და სხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. მიზანშეწონილია, კიდევ უფრო გააქტიურდეს ისეთი საერთაშორისო ფორმატების გამოყენება, როგორებიცაა GUAM, BSEC, SELEC და Europol. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებების გაფორმების გაგრძელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ათას თოთხმეტი წლის განვითარების სტრატეგია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრინციპები

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული პრინციპების განმტკიცება საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა „პოლიციის შესახებ“ ახალ კანონში.

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი

პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

კანონიერების პრინციპი

პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი

პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

თანაზომიერების პრინციპი

საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი

პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება.

პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი

პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.

გამჭვირვალობის პრინციპი

პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმა დეპოლიტიზების კურსის გაგრძელება

მიუკერძოებელი და ნეიტრალური პოლიციის სისტემა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი და კანონის უზენაესობის გარანტიაა. ორი ათას თორმეტი წლის ნოემბრიდან სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

პოლიციის ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის საფუძვლები, პირველ რიგში, მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც კრძალავს პოლიციის თანამშრომელთა პოლიტიკური პარტიის წევრობას, პოლიტიკურ საქმიანობას, აგიტაციას, პროპაგანდასა თუ სხვაგვარ მხარდაჭერას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. არც ერთმა პოლიციელმა არ უნდა აღასრულოს თავისი საქმიანობა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საზიანოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თითოეულ თანამშრომლამდე ამ შეზღუდვებისა და აკრძალვების დაყვანის მიზნით, გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 12 სექტემბრის №713 ბრძანება „არჩევნების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“. ბრძანების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დაცული იქნას საქართველოს კანონმდებლობით პოლიციის ორგანოებისადმი წაყენებული ნეიტრალობის დაცვის ვალდებულება. ინსტრუქცია სისტემის თანამშრომლებს განუმარტავს საარჩევნო პროცესში თანამშრომელთათვის დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, ასევე პასუხისმგებლობის იმ ზომებს, რომლებიც აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაშია კანონით გათვალისწინებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზებისა და გაუმჯობესებული ფუნქციონირებისთვის, ორი ათას თორმეტი წლის ნოემბრიდან უწყებაში მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი). სწორედ კუდ-ი წარმოადგენდა მმართველი გუნდის მიერ ოპონენტების მიზანმიმართული შევიწროვებისა და დევნის მთავარ საშუალებას. მასში აღრეული იყო პოლიციისა და უშიშროების ფუნქციები, მას არ გააჩნდა საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები და წარმოადგენდა სრულიად უკონტროლო სტრუქტურულ ერთეულს. შინაგან საქმეთა სამინისტრო-ში გაგრძელდება დეპოლიტიზების აღებული კურსი. უცვლელი დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ორი ათას ცამეტი წელს დამკვიდრებული მიუკერძოებლობისა და ნეიტრალობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. პოლიცია მხოლოდ საზოგადოებასა და მის საჭიროებებზე იქნება ორინტირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა 16მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების, თითოეული ადამიანის ღირსებისა და უფლებების მაქსიმალური დაცულობის უზუნველყოფა.

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია ემსახუროს საზოგადოებას, უზრუნველყოს ქვეყანაში მართლწესრიგი და მოქალაქეთა უსაფრთხოება. შესაბამისად, საზოგადოებაც უფლებამოსილია მუდმივად აკონტროლოს სამინისტროს საქმიანობა და ამ უკანასკნელის საზოგადოებრივ ინტერესებთან შესაბამისობა. ორი ათას ცამეტი წელს სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები.

განახლდა სამინისტროს ვებგვერდი www.police.ge. მოქალაქეს მისი მეშვეობით შეუძლია იხილოს სამინისტროს სტრუქტურა, მიიღოს ინფორმაცია სამსახურებისა და დეპარტამენტების შესახებ. გაეცნოს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებს. ვებგვერდი საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა გამოთქვან რეკომენდაციები პოლიციის მუშაობის შესახებ. ასევე, მათ საშუალება აქვთ საინტერესო თემებზე პირადად მიწერონ მინისტრს.

ორი ათას ცამეტი წლის მაისში, შეიქმნა მობილური აპლიკაციის სერვისი. აღნიშნულის საშუალებით დაინტერესებული პირები მობილური ტელეფონით ეცნობიან ახალ ამბებს სამართალდამცავ სფეროში, საგზაო მოძრაობის წესებსა და სხვა მონაცემებს, იხდიან ჯარიმებს, სავიზო განაცხადის საფასურს და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, სამინისტროში შემოსული არცერთი განცხადება რეაგირების გარეშე არ რჩება. აღნიშნულის შედეგად, ორი ათას ცამეტი წელს განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ორი ათას თოთხმეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, იგეგმება ნდობის საბჭოს შექმნა, რომლის მოვალეობა იქნება სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება და ექსპერტული დასკვნის მომზადება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მოქალაქეების უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, მასმედიასთან ურთიერთობის ინტენსიურობა, სამინისტროს საქმიანობის გამჭირვალობა და სხვა.

ელექტრონული კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ონლაინ კონსულტაციის დანერგვა. ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ყველაზე მოთხოვნადი სამსახურების - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს – ოპერატორების ჩართვა შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში.

რეგიონული მედიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წვდომის გაადვილების მიზნით, იგეგმება ონლაინ კონფერენციების დანერგვა. ასევე, ვებგვერდზე ყოველდღიური სიახლეების გამოწერის პარალელურად, იგეგმება ყოველკვირეული მულტიმედიური საინფორმაციო ბიულეტენების დამატება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უზრუნველყოფილ იქნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, იგეგმება ვებგვერდის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (ახალი ამბების აუდიოვერსიების მომზადება, გამადიდებლის ფუნქციის დამატება და ა.შ). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროაქტიური საჯარო ინფორმაციის რესურსის დახვეწასა და განვითარებას. ასევე შეიქმნება საჯაროობის სტანდარტის მონიტორინგის მექანიზმი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს. აღნიშნული მოიცავს უწყების საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობასა და სამინისტროს მიმართ ნდობის გაღრმავებას.

ორი ათას ცამეტი წელს აღნიშნულ სფეროში გადადგმული ნაბიჯებით უზრუნველყოფილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ღია და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულარულად იმართება პრესკონფერენციები და ბრიფინგები, რაც უზრუნველყოფს დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების დროულად აღკვეთასა და ხელს უწყობს საზოგადოების სრულად ინფორმირებას. საქართველოს ყველა რეგიონში დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, რომელიც სამინისტროს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ორი ათას ცამეტი წლიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს მოქალაქეთა საინფორმაციო მოთხოვნების ოპერატიულად დაკმაყოფილებას. კერძოდ, ახდენს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებზე რეაგირებას, მათ სისტემატიზაციას, აღრიცხვასა და კატეგორიზაციას. ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ოპერატიულობისთვის და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის, შემუშავდა ხშირად დასმული 200-მდე კითხვა-პასუხი (FAQ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში მოქალაქეთა ელექტრონული საშუალებებით ჩართულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სამმართველომ, ვებგვერდის პარალელურად, აპლიკაცია ,,გვითხარით, როგორ გემსახუროთ უკეთ“ განათავსა ინტერაქტიულ პლატფორმაზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სახელწოდებით ,,განსაზღვრე პრიორიტეტი“. მოქალაქეთა ინიციატივები წერილის სახით შემოდის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. იურიდიულ სამმართველოში ჩამოყალიბდა სპეციალური დარბაზი, სადაც ტარდება ადმინისტრაციული საქმისწარმოებები, რაც ხელს უწყობს აღნიშნული საქმიანობის თანამედროვე ფორმით ჩატარებას. შესაბამისად, შეიქმნა კომფორტული 18გარემო არა მარტო თანამშრომლებისთვის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ამა თუ იმ საკითხის განსახილველად მოსული მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროსთან, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას.

„საქარათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ორი ათას ცამეტი წლის დეკემბრის დადგენილების მიხედვით, განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მისი ძირითადი ამოცანებია როგორც საზოგადოების ინფორმირება საინფორმაციო არხების მეშვეობით, ასევე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი/ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და სხვა.

ორი ათას თოთხმეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გეგმავს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მოქალაქეთა საინფორმაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ამოქმედდება სამინისტროს ცხელი ხაზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან მოქალაქეთა მცირე ტიპის გამოკითხვების დამოუკიდებლად წარმოებას ან/და საჭიროებიდან გამომდინარე მათ ინფორმირებას.

სამინისტრო, ასევე განახორციელებს მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევასა და ხარისხის მართვას. აქედან გამომდინარე, გაადვილდება მოწოდებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და შესაძლებელი გახდება მოქალაქის შეფასებაზე დაყრდნობით შემდგომში ამავე ინფორმაციისა და უკუკავშირის გაუმჯობესება. იგეგმება გამოკითხვის წარმოება ონლაინ მომსახურების გაწევის შემთხვევაშიც, კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ოპერატიულობის, კომუნიკაბელობის, თავაზიანობის, კომპეტენციისა და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ხარისხის დადგენის მიზნით.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მუშაობის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება მასმედიის წარმომადგენლების (ჟურნალისტებისა და რედაქტორების) გამოკითხვა. ჟურნალისტებთან და რედაქტორებთან ეფექტიანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხების დასადგენად, ასევე ჩატარდება შესაბამისი გამოკითხვა.

ორი ათას თოთხმეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე თანამშრომელთა პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე, მნიშვნელოვანია მედიასთან ურთიერთობების გამყარება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში მისი ჩართულობის გაზრდა. ამ მიზნით, ჩატარდება მედიატრენინგები თემაზე - „მოქალაქეთა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“. თემის აქტუალიზაციისთვის, იგეგმება მედიაკონკურსების ჩატარება შემდეგ თემებზე: ოჯახური ძალადობა, ტრეფიკინგი და სხვა.

დეპარტამენტის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება ექსპორტირების კომპიუტერული პროგრამა და განხორციელდება მისი სამუშაო პროცესში ინტეგრირება. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით, ორჯერ შემცირდება პრესის დაიჯესტის მომზადებაზე გამოყოფილი დრო.

იგეგმება მობილური აპლიკაცია MIA Georgia-ს მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდაც. ამ მიზნით, განხორციელდება აღნიშნული აპლიკაციის პოპულარიზაცია იმ სეგმენტში, რომელიც ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონებს ინტერნეტში შესასვლელად და ელექტრონული გადახდების განსახორციელებლად. მოქალაქეთა დამოკიდებულებისა და მოლოდინის შესწავლის მიზნით, ვებგვერდზე იგეგმება გამოკითხვის წარმოება. აღნიშნულის მიზანია მწვავე თემებზე მოქალაქეთა სავარაუდო რეაქციის პროგნოზირება ან გამოვლენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ან/და ხარვეზების შეფასება, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აქტივობის ქმედების მიზანშეწონილობის დადგენა და სხვა. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჟურნალისტიკის ჩართვა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში. ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ბლოგერებთან ურთიერთობის გამყარებას, სამინისტროს საქმიანობაში მათი ჩართულობითა და თემატური კონკურსების გამართვით.

ადამიანის უფლებების დაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას. მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის პოლიცია უფლებამოსილია მიმართოს იძულების ღონისძიებებსაც, მათ შორის, დაკავებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამართალდამრღვევ ადამიანს კანონი არ იცავს. ნებისმიერ პიროვნებას, მათ შორის, სამართალდამრღვევს გააჩნია კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამიტომ, პოლიცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე ვალდებულია პატივი სცეს ბრალდებულის პიროვნებასა და ღირსებას.

ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს განმტკიცებული სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ მხრივ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის რედაქცია „მილიციის შესახებ“ საბჭოთა კანონის გადმონაშთს წარმოადგენდა. კანონის ეს რედაქცია პოლიციის პრევენციულ ფუნქციებს ყურადღებას ნაკლებად უთმობდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის პროცესში პოლიციას უმეტეს შემთხვევაში უწევს ისეთი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ზღუდავს პირთა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპების თანახმად, ადამიანის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენდა პოლიციის 20პრევენციული ღონისძიებების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ორი ათას ცამეტი წლის მარტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციის ჩამოყალიბებაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა ორი ათას ცამეტი წლის საშემოდგომო სესიაზე. პარლამენტმა კანონი 3 მოსმენით მიიღო და მისი ამოქმედების თარიღად ორი ათას თოთხმეტი წლის 1 იანვარი განსაზღვრა. „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რადგან იგი ითვალისწინებს იმგვარი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი სტანდარტები ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში. კანონი მიზნად ისახავს პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, თანასწორობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპების განმტკიცებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თანაზომიერების პრინციპი, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა პოლიციელის ვალდებულება, გამოიყენოს მიზნის მისაღწევად ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება. ადამიანის უფლებების შეზღუდვა აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს სხვათა უფლებების, საჯარო წესრიგისა და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლის არსებობაც უზრუნველყოფილია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კანონის ძველი რედაქციისგან განსხვავებით, დეტალურადაა განსაზღვრული ყველა ბუნდოვანი ტერმინის შინაარსი, რომელიც განმარტების გარეშე მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ტერმინთა განმარტება უზრუნველყოფს განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების დაცვას. შედეგად, ერთი მხრივ, მოქალაქე უფრო მეტად იქნება დაცული კონკრეტული პოლიციელის თვითნებობისა თუ სუბიექტური შეხედულებებისგან, მეორე მხრივ, კანონმდებელი ზრუნავს პოლიციელის დაცულობაზე. პოლიციელმა წინასწარ უნდა იცოდეს, კანონიერია თუ არა მისი კონკრეტული ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში და რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება მას.

კანონში ექსპლიციტურად და ამომწურავად გაიწერა პოლიციის პრევენციული ღონისძიებები, როგორებიცაა: პირის გამოკითხვა; პირის იდენტიფიკაცია; პირის მოწვევა; ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; სპეციალური შემოწმება; სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება. პრევენციული ღონისძიებების ამომწურავი ჩამონათვალი იცავს მოქალაქეს პოლიციის მხრიდან კანონით გაუთვალისწინებელი ღონისძიებების განხორციელებისგან.

აუცილებლობას წარმოადგენს საკითხის არა მხოლოდ ნორმატიულ დონეზე მოწესრიგება, აგრეთვე მისი თითოეულ პოლიციელამდე დაყვანა და სწავლება. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები. ორი ათას თოთხმეტი წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციელთა გადამზადებას ახალი ნორმატიული ბაზის შესაბამისად. აღსანიშნავია, 21რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების სწავლება წარმოადგენს.

ორი ათას თოთხმეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს არაერთ პროექტში. მათგან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აღსანიშნავია „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებში და სხვა დახურულ დაწესებულებებში“. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და ჯანდაცვის გაუმჯობესება ციხეებში, დაკავების ადგილებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მონაწილეობას მიიღებს პროექტში „Collaboration towards combating Child Sexual Abuse” (ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა). პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იმ სისტემებისა და მომსახურების განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გამოძიებას და სხვა. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი დეტექტივ-გამომძიებლებისთვის თემაზე „სტრუქტურირებული დაკითხვის მეთოდის მნიშვნელობა მსხვერპლი ან მოწმე ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად.“ გარდა სწავლებისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკითხვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ფსიქოლოგების მონაწილეობა, რათა სრულად იქნას დაცული ბავშვთა უფლებები. დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესების მოსაწესრიგებლად ორი ათას ცამეტი წლის თებერვლიდან დაიწყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაზე მუშაობა. კანონის ახალი რედაქციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციად ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენა და მათი გაძევების პროცედურების განხორციელება განისაზღვრა. აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო რეგლამენტაციის დროს მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები.

ზემოაღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება ორი ათას თოთხმეტი წლის განმავლობაში შექმნას არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კანონში განისაზღვრა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომებიც. სასამართლოს მიერ ამ ალტერნატიული ზომების შეფარდებისას, პირს არ შეეზღუდება გადაადგილების თავისუფლება, არამედ დაეკისრება ვალდებულება გარკვეული პერიოდულობით აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ. არასრულწლოვანთა და ოჯახების განთავსება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ განთავსება დასაშვებია არაუმეტეს 3 თვისა. ცენტრი აშენდება და იფუნქციონირებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. კერძოდ, ცენტრში უცხოელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, განთავსების აუცილებლობის შემთხვევაში, მოთავსებულ იქნებიან მათი შესაძლებლობების შესაბამისად ადაპტირებულ ოთახებში. გათვალისწინებული იქნება ბავშვთა საუკეთესო ინტერესები, მათ შორის, 22განათლების უფლება და თავისუფალი დროის გატარებისთვის საჭირო პირობები. ცენტრში უზრუნველყოფილი იქნება სამლოცველო ოთახების არსებობა. ცენტრში მოთავსებულ პირებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ უფასო იურიდიული კონსულტაცია, შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. უცხოელებისთვის დაკავების საფუძვლები განმარტებული იქნება მათთვის გასაგებ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ისარგებლებენ თარჯიმნის მომსახურებით. უცხოელები აგრეთვე გაეცნობიან თავიანთ ქვეყნებში ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალებებსა და პირობებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება

პერსონალურ მონაცემთა დაცვა ინდივიდის პირადი ავტონომიის უმნიშვნელოვანესი სფეროა. პიროვნება დაცული უნდა იყოს მონაცემთა არამართლზომიერი მოპოვების, დამახსოვრების, დამუშავების, გამოყენებისა და გადაცემისგან. არაერთ საერთაშორისო აქტში იმპერატიულად არის მითითებული, რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობაში ან კორესპონდენციის საიდუმლოებაში თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას. მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული გარანტიებისა, საქართველოს წინა ხელისუფლება უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას საზოგადოებაზე მანიპულაციის ქმედით საშუალებად იყენებდა. აღნიშნულის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევამ მასობივი ხასიათი მიიღო.

ახალი ხელისუფლების პირობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ორი ათას ცამეტი წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს შს მინისტრი. კომისიას დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული მასალის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი, განადგურების ან/და დაარქივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით, ორი ათას ცამეტი წლის სექტემბერში განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის ნაწილი.

ამასთან, მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ წარსულში მოპოვებული უკანონო მონაცემების განადგურება, აგრეთვე აუცილებლობას წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესზე კონტროლის ქმედითი გარანტიების ჩამოყალიბება. არ არსებობდა სამართლებრივი აქტი, რომელიც პოლიციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხს სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევდა. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 23პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ პროექტი, რომელიც ორი ათას ცამეტი წლის 19 დეკემბერს შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ინსტრუქცია, ერთი მხრივ, ეყრდნობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და მეორე მხრივ, ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით დადგენილ სტანდარტებს. ინსტრუქციის პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზაში ჩართული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომლის შენიშვნები და წინადადებები აისახა ინსტრუქციის ტექსტში. ინსტრუქცია ვრცელდება როგორც ავტომატური ან ნახევრადავტომატური, ასევე არაავტომატური საშუალებებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, საპოლიციო და არასაპოლიციო მიზნებისთვის. ინსტრუქცია ადგენს მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზნებს, ძირითად პრინციპებს, მცდარი და არასრული მონაცემების გასწორების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების საფუძვლებს, მონაცემთა გადაცემის წესს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაცემთა სუბიექტის უფლებები, როგორებიცაა, უშუალოდ სუბიექტისგან მონაცემთა შეგროვების შემთხვევაში მონაცემთა შეგროვების მიზნებისა და სამართლებრივი შედეგების, მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე არსებული ინფორმაციის გადაცემა, ასევე მოცემულია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები. პერსონალური ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით და უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის თარიღად ორი ათას თოთხმეტი წლის 1 მარტი განისაზღვრა. 1 მარტამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას დაევალა სასწავლო პროგრამების შემუშავება, რათა მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს სამინისტროს მოსამსახურეების სათანადო მომზადება/გადამზადება. გადამზადების კურსებს/ტრენინგებს გაივლის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სათანადო კომპეტენციით აღჭურვა ინსტრუქციის ეფექტიანი ამოქმედების გარანტია იქნება.

ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანური რესურსების მართვის და საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხს. ამ მიმართულებით, სამინისტროს სისტემის რეფორმის ფარგლებში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.

ორი ათას ცამეტი წელს გაუმჯობესდა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა. კერძოდ, გადაიხედა და დაიხვეწა სამსახურში მიღების, შეფასების, წახალისების, დაწინაურების, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული ეთიკის გაძლიერების მექანიზმები.

ორი ათას თოთხმეტი წლიდან, ,,პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ პირთა მიმართ მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა. აღნიშნული გულისხმობს, პოლიციაში დასაქმების მსურველთათვის ზედა ასაკობრივი ზღვარის (35 წელი) მოხსნას. გარდა ამისა, ორი ათას თოთხმეტი წლიდან პოლიციაში პირის მიღება განხორციელდება სპეციალური კონკურსის/ეტაპების გავლის შედეგად. კერძოდ, მოხდება კონკურსის გამოცხადება სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას. აღნიშნული გამომდინარეობს ,,პოლიციის შესახებ“ ახალი კანონისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლები, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით, მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო ვიზიტში. ორი ათას ცამეტი წლიდან პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის შესაბამის ტრენინგებს ეტაპობრივად გადიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოსა და სხვა სტრუქტურული ერთეულების საკადრო დანაყოფების თანამშრომლები. ორი ათას თოთხმეტი წელს აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ორი ათას ცამეტი წლის 29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში (სამოქალაქო მისიებში) საქართველოს, როგორც არაწევრი მესამე ქვეყნის, მონაწილეობისთვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე. აღნიშნული მოიცავს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მისიების მიერ დანიშნულების ქვეყნებში საჯარო სექტორის კონკრეტული სფეროს რეფორმას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ფარგლებში კანდიდატების შერჩევის პროცესის გამარტივების მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილია კვალიფიციურ ექსპერტთა ბაზის შექმნა. აღნიშნული ბაზა დაკომპლექტდება შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილების მქონე და ინგლისური/ფრანგული ენების მცოდნე პირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სამინისტროს სისტემაში უმაღლესი სასწავლებლებიდან წარჩინებული და პერსპექტიული სტუდენტების მოზიდვა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირება გაიარა 119 სტუდენტმა, მათგან სამინისტროს სისტემაში დასაქმდა რამდენიმე პირი. ორი ათას თოთხმეტი წელსაც იგეგმება მსგავსი აქტივობების განხორციელება. სტუდენტებს მიეცემათ შესარჩევ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. შედეგად, საუკეთესო კანდიდატები გაივლიან სასწავლო პრაქტიკას/სტაჟირებას, სამინისტროში მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

სამინისტროს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ყოველთვის ხასიათდებოდა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია უმცირესობების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მათი დასაქმება წარმოადგენს. სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამართალდამცავ საქმიანობაში მათი წარმომადგენლების ჩართულობას. ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივ ტრადიციებსა და საჭიროებებს და შესაბამისად, სამინისტროსთვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენენ.

სამინისტროს სისტემაში სწრაფი ადაპტაციისთვის, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ეუფლებიან ქართულ ენას.

გენდერული თანასწორობა სამინისტროს სისტემაში

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. სამინისტრო აცნობიერებს, რომ მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დაცვით. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, როგორებიცაა კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა, ოჯახური ძალადობის პრევენცია და მისი დროული გამოვლენა, მდედრობითი სქესის პოლიციელთა მონაწილეობა ხშირად უფრო ეფექტიანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს №ათას სამას ოცდახუთი , ათას რვაას ოცი , ათას რვაას ოთხმოცდარვა , ათას რვაას ოთხმოცდაცხრა და ათას ცხრაას სამოცი რეზოლუციების განსახორციელებელი ორი ათას თორმეტი –ორი ათას თხუთმეტი წლების ეროვნული სამოქმედო გეგმისა“ და „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ორი ათას თერთმეტი -ორი ათას ცამეტი წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულებაში. სამინისტრო ასევე აქტიურად მონაწილეობს „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ორი ათას თოთხმეტი -ორი ათას თექვსმეტი წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავების პროცესში.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ორი ათას ცამეტი წელს პირველად აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი. ამ თარიღის აღსანიშნავად, შს მინისტრმა 47 თანამშრომელ ქალბატონს პირადად გადასცა მედალი - „ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

ორი ათას ცამეტი წელს გაერო-ს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, პოლიციელებმა გაიარეს ტრენინგები გენდერული ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის, გამოძიებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების კუთხით.

თბილისში უკვე ორი წელია იმართება პოლიციელ ქალთა რეგიონული კონფერენცია აშშ–ის საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მხარდაჭერით. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი ქალები. ამ კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქალი მმართველ პოზიციაზე, მენტორული უნარ-ჩვევები, წარმატების სტრატეგია და სხვ.

გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისა და დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ორი ათას თორმეტი წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად იზრდება თანამშრომელ ქალთა რაოდენობა.

მიუხედავად განხორციელებული საქმიანობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ არასაკმარისია ცოდნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ასევე, არაპროპორციულია ქალთა დასაქმების მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ და ქვედა რგოლებში.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, მომდევნო წლების განმავლობაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე ქალთა რაოდენობა 12-დან 20 პროცენტამდე გაიზრდება. ამ კუთხით სამინისტრო გეგმავს საინფორმაციო კამპანიების წარმოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ქალთა დასაქმების გაზრდის მიზნით. ორი ათას თოთხმეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდება შესაბამისი ტრენინგები და სემინარები. სამინისტრო უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმა

ორი ათას ოთხი წლის 29 დეკემბერს, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცა ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების ფუნქცია, შესაბამისად გადასცა მის დაქვემდებარებაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით შექმნილი შენობა-ნაგებობები, სახანძრო ტექნიკა და სხვა ქონებაც. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვა გახდა ქვეყანაში სახანძრო დაცვის ძირითადი სახეობა. პრაქტიკამ ცხადყო, რომ აღნიშნულმა მოდელმა ვერ გაამართლა. ადგილობრივი თვითმმართველობები სათანადოდ ვერ ახორციელებენ არსებული საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ოპერირებას. აღნიშნული ვითარების მოწესრიგების მიზნით, ევროპელი ექსპერტების დახმარებით იგეგმება სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, რაც ასევე მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული ფუნქციების უწყებებს შორის ხელახალ გადანაწილებას.

საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და ერთიანი ორგანიზების მიზნით, დაგეგმილია ყველა დონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გაერთიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში. საგანგებო სიტუაციების მართვის ან/და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, რომლებიც შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გაუქმდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში კი შეიქმნება სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, დასახელებულმა ორგანოებმა დარჩენილი ქონება უნდა გადასცენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. ადგილობრივ დონეზე სააგენტო თავის საქმიანობას მისდამი დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მეშვეობით განახორციელებს. ზემოაღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ერთიანი მართვისა და მიზანმიმართული სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას.

შიდა აუდიტის სისტემის დანერგვა

დემოკრატიულ სისტემაში საჯარო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს გენერალური ინსპექცია, რომელიც თვალყურს ადევნებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. თუმცა, საქართველოს კანონმდებელობა მართვის ხარისხის, ხარჯვის ფინანსური მიზანშეწონილობისა და სხვა რისკების იდენტიფიცირებისთვის დაწესებულებათა კონტროლის დამატებითი მექანიზმის - შიდა აუდიტის შექმნას ითვალისწინებს. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა შიდა აუდიტის მთავარი სამმართველო. შესაბამისად, ორი ათას თოთხმეტი წლიდან სამინისტროს სისტემაში ამოქმედდება შიდა აუდიტის მექანიზმი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის საქმიანობის კონტროლის მექანიზმების დახვეწის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება. ეს ხელს შეუწყობს სამინისტროს მიზნების კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად მიღწევასა და საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები იქნება: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა; სახელმწიფო სახსრების გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა; ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის უსაფრთხოების შემოწმება; ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობისა და ეფექტიანობის ანალიზი; 28აუდიტორული შემოწმების შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების გაცემა; ასევე სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან. ნორმატიული ბაზის დახვეწა

ორი ათას თოთხმეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ფართო სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას. კანონმდებლობის დახვეწისა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირების მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წლისთვის დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მათ შორისაა:

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც მიზნად ისახავს კოდეინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას;

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიზანია განისაზღვროს ის კონკრეტული შემთხვევები და საფუძვლები, როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას საქართველოდან გასვლაზე;

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა, რითაც მასში ტერორისტული დანაშაულის დეტალური გაწერა განხორციელდება; სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა ფარული მიყურადებისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით; „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის შემუშავება საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის რეფორმის მიზნით, რომელშიც გაერთიანდება ორი კანონი - „ხანძრის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების შესახებ“. აღნიშნულში ასევე აისახება სამოქალაქო თავდაცვის ელემენტებიც;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა, რითაც იგეგმება საურავების სისტემის დახვეწა;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა. აღნიშნულის მიზანია, ხელი შეუწყოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების პროცესში ერთიანი ტექნიკური სტანდარტის დამკვიდრებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს არაუფლებამოსილი პირების მიერ სატელეკომუნიკაციო შეტყობინებებზე არაავტორიზებულ წვდომას და უზრუნველყოფს მართლზომიერი გადაჭერის განხორციელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შემუშავების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით. ამის მიზანია „სახელმწიფო 29საიდუმლოების შესახებ“ კანონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მოითხოვს კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობაში მოყვანას. ამ მხრივ, ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილია, როგორც ორი ათას ცამეტი წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ასევე ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილი კანონპროექტებიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მათი ზემდგომ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მათგან აღსანიშნავია, „უცხოელთა გაძევების წესის“, „მიგრაციის ცენტრის დებულების“, „სამოქალაქო ან სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“, „სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“, „საექსპერტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის წესის“ შემუშავება.

საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება. ეს მოქალაქეთა თავისუფლების, განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია. მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია საგზაო უსაფრთხოება. საავტომობილო გზების მოდერნიზაციამ თავის მხრივ დღის წესრიგში დააყენა საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება. დანაშაულებრივ ქმედებებზე მუდმივი მზადყოფნის, ადეკვატური ზომების გატარების და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების მოთხოვნებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, საჭიროა ძლიერი და ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემა.

ორი ათას თორმეტი წლის შემოდგომიდან, სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილებისთანავე შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მდგომარეობა, გამოვლინდა ნაკლოვანებები და განისაზღვრა საჭიროებები. შესაბამისად, ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

ორი ათას ცამეტი წელს განხორციელდა 100-მდე სამშენებლო/სარემონტო პროექტი, მათ შორის ფოთსა და ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები. განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ავტოპარკი.

განხორციელდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია. ქვეყნის მასშტაბით 30პროცენტი-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა. შესაბამისად გაიზარდა საპატრულო პოლიციის მოქმედების 30არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი მიმართულებები და რეგიონები. განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი. განხორციელდა საპატრულო პოლიციის რებრენდინგი. შეიცვალა ავტომობილების შეფერილობა აღქმადობის და ვიზუალური გარჩევადობის გაზრდის მიზნით. ავტომანქანები აღიჭურვა თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, ბორტკომპიუტერებითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით. დაიხვეწა და მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციის უნიფორმა. საპატრულო პოლიციის ოფიცრები აღიჭურვნენ სამხრე ვიდეოკამერებითა და ახალი, პრომილეს მზომი ალკოტესტებით. საქართველოს ძირითად საავტომობილო გზებზე და ქალაქების ქუჩებში დამონტაჟდა სიჩქარის მზომი რადარები. საპატრულო პოლიციის დაკვეთით განხორციელდა შუქნიშნების, საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი. პრევენციული ღონისძიებების გატარებით, გასულ წელს ორი ათას თორმეტი წელთან შედარებით, რადარების მონტაჟის შედეგად, მათი დაფარვის ზონაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 85პროცენტი-ით შემცირდა. ასევე, საპატრულო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60პროცენტი-ით შემცირდა.

სოციალური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გაძლიერების, სამართლებრივ უფლებებსა და მოვალეობებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში, უბნის ინსპექტორები სკოლის პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა ქალაქების სკოლების მოსწავლეებს უტარებენ გაკვეთილებს შემდეგ თემებზე: ოჯახური ძალადობა, ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია, ტრეფიკინგი, აზარტული თამაშები და სხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ორი ათას ცამეტი წელს განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსა (INL) და ესტონეთის ეროვნული პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს ერთობლივი პროექტი, „საქართველოს სამართალდამცავთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ასევე ჩატარდა ტრენინგები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ მოქმედ სამართლებრივ და სოციალურ მექანიზმებზე. აღსანიშნავია, რომ ორი ათას ცამეტი წელს „გაერო“-ს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, განხორციელდა საპილოტე პროექტი. საპილოტე პროექტის ფარგლებში პოლიციელებმა გაიარეს ტრენინგები გენდერული, სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის, გამოძიების, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების, შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესრულების მონიტორინგის კუთხით.

კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და დაზიანებული რაიონების გამოსავლენად, შემუშავდა დანაშაულის აღრიცხვის ახალი ფორმები. ორი ათას ცამეტი წლის იანვრიდან საქართველოში უკვე სრულფასოვნად ფუნქციონირებს სისხლის სამართალწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემა (CRIMCASE), რომლის მეშვეობით ცენტრალიზებული მონაცემების საფუძველზე ხორციელდება 31რეგისტრირებული დანაშაულის სააღრიცხვო-საანგარიშო ფორმების გენერაცია. თვისობრივად თავიდან გადამუშავდა მეთოდოლოგია და ანგარიშგების ძირითადი პრინციპები. ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სათავეში უდგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს. საქართველოს მთავრობამ, ორი ათას ცამეტი წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა საბჭოს მიერ შემუშავებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, ხოლო ორი ათას ცამეტი წლის 4 ნოემბერს უწყებათშორისმა საბჭომ დაამტკიცა სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნით, ორი ათას ცამეტი წელს არაერთი ტრენინგი და სასწავლო ვიზიტი განხორციელდა. საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასმედიის საშუალებებით გაატარა საინფორმაციო კამპანიები.

გამოწვევები

არასრულწლოვანთა ჩართულობა დანაშაულებრივ საქმიანობაში

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები მონაწილეობას იღებენ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა ხულიგნობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, განზრახ მკვლელობა და სხვა. ამ მიზნით, სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირებაზე. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია.

ოჯახური, მათ შორის, ქალისა და არასრულწლოვან პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობა

ოჯახური ძალადობა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და სხვადასხვა რელევანტური ფაქტორით. იგი გამოიხატება მეტწილად ქალისა და არასრულწლოვან პირთა მიმართ სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელ ქმედებებში. აღნიშნულ დანაშაულს უფრო ხშირად ადგილი აქვს ისეთ პრივატულ, დახურულ სივრცეში, სადაც მისი იდენტიფიცირება და მასზე შემდგომი რეაგირება დაზარალებულის განცხადების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ კუთხით, აუცილებელია პოლიციისა და საზოგადოების ნდობაზე აგებული თანამშრომლობა. 32შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გაუმჯობესების საჭიროება

დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის, ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისათვის, აუცილებელია გაგრძელდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა

დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობისა და მართლშეგნების დაბალი ხარისხი შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ხშირია დანაშაულის ფაქტების მიმართ საზოგადოების გულგრილობაც. აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რაც მიიღწევა მისი თვითშეგნების ამაღლების გზით.

საგზაო უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობა

ორი ათას ცამეტი წელს საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიუხედავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გაგრძელება (სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟება, საპატრულო პოლიციის აღჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, და სხვა).

საზოგადოების მიერ ავტოსაგზაო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა

ავტოსაგზაო შემთხვევები, შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა და სხეულის დაზიანება მეტწილად განპირობებულია სიჩქარის გადაჭარბებით, ალკოჰოლური თრობით, გადაღლილობით, უყურადღებობითა და სხვა ფაქტორებით.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

საზოგადოებასთან თანამშრომლობა

პოლიციის საქმიანობა განიხილება როგორც საზოგადოებრივი მომსახურების განხორციელება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. თანამედროვე პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაზე და მის საჭიროებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. სიმშვიდის, 33წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, პოლიციამ თავისი საქმიანობა საზოგადოებასთან პარტნიორობის გზით უნდა განახორციელოს. საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პოლიციის საქმიანობაში, რათა შემცირდეს სამართალდარღვევათა რაოდენობა, განხორციელდეს დანაშაულის პრევენცია და გაიზარდოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. პოლიციისა და საზოგადოების სწორედ ამგვარი ურთიერთობა იძლევა იმ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს.

ამ მიზნით, პოლიციას მუდმივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან, რათა განისაზღვოს ამ უკანასკნელისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემათა და საჭიროებათა წრე და გატარდეს მათი გადაჭრის გონივრული ღონისძიებები.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებში დანაშაულზე, სამართალდარღვევებზე და მართლწესრიგზე ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით ჩატარდება ინტერაქტიული დისკუსიები და სემინარები დანაშაულის გამომწვევი მიზეზების, საფრთხეებისა და შედეგების შესახებ.

დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ პროცესებში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ჩართულია საზოგადოებაც. ამ მხრივ უდიდესი როლი ენიჭება მოქალაქეთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს საინფორმაციო კამპანიებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებისა და ჩართულობისთვის.

პოლიციის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება

განხორციელდება პოლიციის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ექსპლოატაციაში შევა პოლიციის ახალი შენობები. დანაშაულის პრევენციის, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების ეფექტიანად წარმართვისათვის, გაგრძელდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების გაზრდა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნას და მასზე სათანადო რეაგირებას.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ძალადობისა და დანაშაულის პრევენცია და მასზე რეაგირება პოლიციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. აღნიშნული 34მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის მსხვერპლთან ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას. ეს შესაძლებელს გახდის სამართალდამცველმა მოიძიოს ინფორმაცია გაუცხადებელი დანაშაულისა და იმ შემთხვევების შესახებ, რომლის გამხელისგან მსხვერპლი სხვადასხვა ფაქტორის გამო თავს იკავებს. დანაშაულზე დროული რეაგირება და მსხვერპლისთვის თანამშრომლობის სათანადო პირობების შექმნა შეამცირებს აღნიშნული დანაშაულის რიცხვს.

ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია პოლიციის რიგებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, სამართალდამცავთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ორი ათას თოთხმეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის „ქურდული სამყაროსა“ და სხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დამატებით დამონტაჟდება სიჩქარის მზომი რადარები. საპატრულო პოლიცია დამატებით აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. მოხდება საავტომობილო გზების მაღალი რისკის მონაკვეთებზე ე.წ. „შავი წერტილების“ დადგენა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით.

ორი ათას თოთხმეტი წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ ექსპლოატაციის წესების დაცვაზე კონტროლს. „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) შესაბამისად, განხორციელდა სათანადო ცვლილებები. ცვლილებების თანახმად საპატრულო პოლიცია რეაგირებას მოახდენს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის წესების დარღვევებზე, როგორებიცაა: მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფები) გარეშე ან გამორთული/გაუმართავი ტაქოგრაფებით მოძრაობა, მძღოლების მიერ შრომისა და დასვენების ხანგრძლივობის ნორმატივების დარღვევა და სხვა. ამ მიზნით, საპატრულო პოლიცია აღიჭურვება ტაქოგრაფის წამკითხველი მოწყობილობებით.

საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქმედების არეალის გაზრდა

იგეგმება საპატრულო მარშრუტების დამატება იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი. განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი, მოხდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ექსპლოატაციაში შევა საპატრულო პოლიციის ახალი შენობები (საჩხერე და ჭიათურა). საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნება გურიის მთავარი სამმართველო. საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, გაიმართება საინფორმაციო კამპანიები საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის, მათი დარღვევით გამოწვეული საფრთხეებისა და შედეგების შესახებ. აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა რადიოგადაცემების მეშვეობით.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სახდელების სისტემის დახვეწა

განისაზღვრა ახალი სახდელები საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მათი სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით.

მსუბუქდება ადმინისტაციული სახდელები უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის, აგრეთვე ჯარიმისა და საურავების გადაუხდელობის გამო მართვის უფლების ჩამორთმევის პირობები. პარალელურად მკაცრდება სახდელები უწყვეტი ღერძულა ხაზის განმეორებით გადაკვეთისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინებითა და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობების გაუმჯობესება

იგეგმება საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსთვის სხვადასხვა სახის ელექტრონული ხელსაწყოების, საექსპერტო კვლევისთვის საჭირო მასალისა და აღჭურვილობის, მოძრავი ლაბორატორიის შეძენა და ავტოპარკის განახლება. მოხდება მთავარი სამმართველოს რეგიონული ოფისების შენობებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება

დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა მეტწილად დამოკიდებულია სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე და უნარ– ჩვევებზე. კონკრეტული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას. აუცილებელია მუდმივი გადამზადება დანაშაულთან ბრძოლის ახალი მეთოდების ასათვისებლად. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას.

დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირების გაუმჯობესება

ორი ათას ცამეტი წლის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარმა სამმართველომ, დაკავებულთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ცვლილება განახორციელა. საგრძნობლად გაიზარდა მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და შემადგენლობა. დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) საქმიანობა გახდა ტრანსპარენტული. ორი ათას ცამეტი წლის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით, დმი-ებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 90-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

ორი ათას თორმეტი წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული ინოვაცია დროებითი მოთავსების იზოლატორის ფუნქციონირებაზე დროის რეალურ რეჟიმში 24 საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

დმი-ში არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, შემუშავდა დაკავებულთა საჩივრებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. დაკავებულის პრეტენზიის საფუძველზე ხდება მონიტორინგის საამმართველოსა და პროკურატურის ინფორმირება.

ორი ათას ცამეტი წელს გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები ფოთსა და ზესტაფონში. განხორციელდა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული იზოლატორები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს. შესაბამისად, შეიქმნა დაკავებულთათვის გაუმჯობესებული სანიტარულ-ჰიგიენური და ღირსეული ყოფისთვის საჭირო პირობები.

გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისა და დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ორი ათას თორმეტი წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად იზრდება თანამშრომელ ქალთა რაოდენობა.

პერმანენტულად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგები, პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის, პირველი ღამის სინდრომის გადალახვის, სპეციალური საჭიროებების მქონე პირების დახმარების, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების, ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი შემდგომი დახმარების გაწევის კუთხით. ორი ათას ცამეტი წელს გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნულმა ბრძანებამ განსაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტატუსი, ძირითადი ამოცანები, ანგარიშვალდებულება და საქმიანობის საფუძვლები. ასევე ცვლილებები შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესისა და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, სადაც განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოების წესი. გარდა ამისა, ორი ათას ცამეტი წელს შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ქცევის ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქცია შეიცავს კონკრეტულ აკრძალვებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, დისკრიმინაციის დაუშვებლობას, იზოლატორში მოთავსებული პირის წამების, მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის ნებისმიერი ფორმის გამოყენების აკრძალვას და სხვა.

ორი ათას თორმეტი წლის ნოემბრიდან, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთა უფლებების ხელყოფის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გამოწვევები

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ზოგიერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი განთავსებულია მოძველებულ, ამორტიზებულ შენობებში, რის გამოც შეუძლებელია საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შენარჩუნება. დროებითი მოთავსების იზოლატორები განიცდიან კომპიუტერული ტექნიკისა და ფოტოაპარატურის ნაკლებობას, რაც დაბრკოლებას უქმნის იზოლატორების გამართულად 38ფუნქციონირებას. გარდა ამისა, წინასწარი დაკავების საკნების უმრავლესობა საჭიროებს ინვენტარის განახლებას.

ქალ თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ქალ თანამშრომელთა რაოდენობის სიმცირე. ეს ართულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორთა საქმიანობის ინსტრუქციების მოთხოვნათა დაცვას. ქალ თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას აფერხებს ქალთა მხრიდან ამ პოზიციებზე დასაქმების სურვილის ნაკლებობა.

დროებითი მოთავსების იზოლატორთა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა

დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები დამატებით საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისა და დაკავებულთათვის შესაბამისი დახმარების გაწევის კუთხით.

ნორმატიული ბაზის დახვეწის აუცილებლობა

დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული შეუთავსებლობა პრაქტიკულ საქმიანობასა და საკანონმდებლო ბაზას შორის. საჭირო გახდა ზოგიერთი არაფუნქციური ნორმის შეცვლა ან ამოღება დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებიდან.

დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში დასაქმებულია 3 (სამი) ექიმი–თანამშრომელი. ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში (გარდა ქ.თბილისის №1 და ქ.თბილისისა და მცხეთა- მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებისა) დაკავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რაც გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის, როგორც პიროვნების პირველადი რეგისტრაციისას, ასევე მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

დაკავებულთა უფლებების დაცვა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულთა უფლებების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ექვს რეგიონულ დმი-ში (ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, თელავის და გორის) 18 ექიმი-თანამშრომლის დასაქმება და მედიკამენტების მარაგის შექმნა. აღნიშნული ცვლილების საშუალებით შესაძლებელი გახდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების 50პროცენტი-ით შემცირება. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც იზოლატორთა საქმიანობის ეფექტიანობაზე, ასევე დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო ორი ათას თოთხმეტი წელს გეგმავს თანამედროვე სტანდარტების ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორების გახსნას თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. აღნიშნული იზოლატორები ჩაანაცვლებენ ამჟამად მოქმედ დროებითი მოთავსების იზოლატორებს. ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება დროებით მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. იზოლატორებს აგრეთვე გადაეცემათ თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა და პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტები.

თანამშრომელ ქალთა რაოდენობის გაზრდა

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, იზოლატორის გამართულად ფუნქციონირებისა და გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო ორი ათას თოთხმეტი წელს განაგრძობს ქალ თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორიგნის მთავარი სამმართველო ორი ათას თოთხმეტი წელს გეგმავს იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგს დაკავებულთათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის, მათი ფსიქოლოგიური პრობლემების განსაზღვრის და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის კუთხით. დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს ასევე ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგები დაკავებულთა ჯანმრთელობის დაცვის (ხელშეწყობა და პრევენცია) და დაკავებულთა მხრიდან თვითმკვლელობის, თვითდაზიანების პრევენციისა და ფსიქოზის ადრეული ნიშნების იდენტიფიკაციის შესახებ. დაგეგმილია ექიმ–თანამშრომელთა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელთა გადამზადება.

ორი ათას თოთხმეტი წელს იგეგმება სპეციალური კურსის შემუშავება, რომლის ფარგლებში დმი-ს თანამშრომლები შეისწავლიან იზოლატორის ფუნქციონირების პრინციპებს, თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს და დაკავებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს. აღნიშნული კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

ნორმატიული ბაზის დახვეწა

უცხოელი ექსპერტის დახმარებით, იზოლატორების თანამშრომელთათვის შემუშავდება სტანდარტული სამოქმედო პროცედურები (SOP). ასევე დაგეგმილია ცვლილებების შეტანა დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებში.

სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ქვეყანაში სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება საზღვრის ინტეგრირებული მართვის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან სახელმწიფო საზღვარზე ორის ნაცვლად სამი ქვეუწყებაა წარმოდგენილი: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი დანაყოფი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია.

საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები სრულად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, დაპროექტებულია ერთგვაროვანი მიდგომით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახელმწიფო საზღვარზე ტვირთებისა და მგზავრთა უსაფრთხო და ორგანიზებულ გადაადგილებას. ყველა გამტარი პუნქტი აღჭურვილია რადიაციის დეტექტორით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის შესაძლებლობას. პუნქტები აგრეთვე აღჭურვილია სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისა და რეგისტრაციის თანამედროვე აპარატურით, ისევე როგორც შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით, რომელთა გამოყენებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური მონაცემთა ბაზის მეშვეობით ე.წ. „ონლაინ რეჟიმში“ ფიზიკური პირების მყისიერ ვერიფიკაციას უზრუნველყოფს. ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში დამონტაჟებულია სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ლაბორატორიები, რაც დამატებითი ექსპერტიზის გარეშე პირდაპირ სახელმწიფო საზღვარზე გაყალბებული დოკუმენტების გამოვლენის საუკეთესო პირობას ქმნის.

გასული წლების განმავლობაში სახმელეთო საზღვრის კუთხით, ძირითადი ყურადღება მიმართული იყო სასაზღვრო გამტარი პუნქტების განვითარებისა და მოდერნიზაციისკენ. შესაბამისად, სახმელეთო საზღვრის (ე.წ. „მწვანე საზღვარი“) დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობებიც შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა. ორი ათას ცამეტი წელს სასაზღვრო ინფრასტრუქტურაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები აღინიშნა. კაპიტალურად რეაბილიტირდა სასაზღვრო სექტორების შენობები. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე სასაზღვრო ბლოკ–პოსტებისა და სექტორების შენობების მოსაწყობად განთავსდა საცხოვრებელი კონტეინერები, ხოლო სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, 41მოეწყო საგუშაგო ჯიხურები და სათვალთვალო კოშკურები. აღსანიშნავია სექტორებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ჰიდროლოგიური ჭაბურღილების მოწყობა, მაღალი გამავლობის სპეცტექნიკითა და საავიაციო საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მესაზღვრეთა სამსახურის გავლის პირობებსა და შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლის ხარისხს. აქვე აღსანიშნავია, რომ ორი ათას ცამეტი წელს სასაზღვრო მდინარეებზე განხორციელდა დამბების მშენებლობა, ნაპირის ეროზიისა და საქართველოს მიწების მდინარის გაღმა დარჩენის თავიდან აცილების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ერთადერთ საზღვაო ძალოვანი უწყებაა. სანაპირო დაცვის უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ზონაში სამართალდაცვითი ღონისძიებების გატარება. იგი პასუხისმგებელია საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციებზე, ხოლო ომის შემთხვევაში ახორციელებს სამხედრო ფლოტის ფუნქციებს. ინფრასტრუქტურა მოდერნიზებული და გამართულია, სანაპირო დაცვას გააჩნია მცურავი საშუალებების მიმდინარე მომსახურების საკუთარი ძალებით განხორციელების შესაძლებლობა. ფუნქციონირებს თანამედროვე სარადარო სადგურები, რომელთა დაფარვის რადიუსიც ვრცელდება საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე, ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. აღსანიშნავია, რომ სარადარო სადგურების მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუდმივად ხორციელდება. ორი ათას ცამეტი წლის აპრილიდან სუფსაში მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობა.

გამოწვევები

დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრები

საქართველოსთვის მეზობელ სახელმწიფოებთან (რუსეთის ფედერაციასთან, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან) დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს მესაზღვრეთა ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია.

სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა

სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის გამართულობა

უმნიშვნელოვანესია პირადი შემადგენლობისათვის სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად, ინფრასტრუქტურის მოწყობით გაუმჯობესდება სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და კონტროლის ხარისხი.

სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის რთული რელიეფი

მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რთულად მისადგომია, რაც ართულებს პირადი შემადგენლობის როტაციასა და ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.

ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები

სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში განვითარებული ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების დროს, აუცილებელი ხდება განსაკუთრებული რეაგირება. ამ მხრივ, აუცილებელია მეზობელ სახელმწიფოთა სასაზღვრო სამსახურებთან პრევენციული ღონისძიებების კოორდინირება.

საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეები

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის აკვატორიის ისეთი უკანონო საქმიანობის გამოყენებისათვის, როგორიცაა: ტერორიზმი, ნარკობიზნესი, არალეგალური მიგრაცია, იარაღის, საბრძოლო მასალების, რადიოაქტიური, მომწამვლელი და ფსიქოტროპული ნივთიერებების, სხვა აკრძალული საგნებისა და ტვირთების შეტანა-გადატანა, მეკობრეობა, უკანონო თევზჭერა, ზღვის გარემოს დაბინძურება და სხვა.

მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა

კვლავაც დღის წესრიგშია მეზობელი ქვეყნების კონფლიქტური კერებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა ნაკადებისა და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესება

სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის ეფექტიანი მართვის განსახორციელებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეზობელ სახელმწიფოებთან (რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით აუცილებელია დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მუშაობის გააქტიურება. სასაზღვრო ქვედანაყოფების (სექტორები, სასაზღვრო პოსტები) უმრავლესობის ინფრასტრუქტურა საჭიროებს ახალი შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფას, ხოლო არსებული - რეაბილიტაციას. სახელმწიფო საზღვრის მთელს პერიმეტრზე, საზღვრის დაცვის ხასიათიდან გამომდინარე, ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მოსაწყობია სასაზღვრო თვალთვალის, ელექტრონული დაკვირვებისა და კავშირგაბმულობის სისტემები.

სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სამსახურის, სასაზღვრო ოპერაციის, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ძებნისა და დევნის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, აუცილებელია კინოლოგიური სამსახურის ჩამოყალიბება და მისი განვითარება.

სახელმწიფო საზღვრის რთული რელიეფიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო ავიაციას. ავიაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია ძნელად მისადგომი სასაზღვრო პოსტების მომარაგება და პერსონალის როტაცია. გარდა ამისა, ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძებნა–გადარჩენის ოპერაციებისა და საჰაერო პატრულირების განსახორციელებლად.

სექტორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი სივრცის მონიტორინგის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, იგეგმება სასაზღვრო სექტორებისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, დასაცავი მონაკვეთებისათვის სათვალთვალო კოშკურების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია, აგრეთვე საგუშაგოებისა და პოსტების ელექტრიფიკაციის მიზნით, ჯამში 120 კმ-დე სიგრძის ელექტრო სადენების დამონტაჟება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს სასაზღვრო პოლიციის გარკვეულ ქვედანაყოფებში.

რადიოკავშირის სისტემის მოდერნიზაცია

პრიორიტეტულია კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზაცია და სახელმწიფო საზღვრის სრული პერიმეტრის დაფარვა სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო ქსელის განვითარებას, სასაზღვრო სექტორებს შორის დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას.

სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება

აუცილებელია სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, ახალი, უფრო ეფექტური მცურავი საშუალებებით აღჭურვა და პირადი შემადგენლობის მუდმივი გადამზადება. საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების ხელშეწყობით, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე იქმნება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რომლის ინფრასტრუქტურაც მშენებლობის პროცესშია. ცენტრი იქნება საქართველოს საზღვაო სივრცეში ერთობლივი საზღვაო ოპერაციების საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანო. იგი აღიჭურვება მართვის, კონტროლის, კომუნიკაციის, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით და უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან 44ბრძოლას, როგორც შიდაუწყებრივ, ასევე უწყებათშორის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ერთობლივი მართვის ცენტრის ძირითადი მიზნებია: საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის ერთობლივი კონტროლი, ვითარების ასახვისა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა და მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივ საზღვაო ოპერაციებსა და კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვა, განხორციელება, გადაწყვეტილების მიღება და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბება.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სანაპირო დაცვის ბაზაზე საგრძნობლად განვითარდა მცურავი საშუალებების სარემონტო შესაძლებლობები. ორი ათას თოთხმეტი წელს დასრულდება გემსარემონტო სახელოსნოს აღჭურვა და შესაბამისი პერსონალის გადამზადება, აგრეთვე დაიწყება ზღვიდან მცურავი საშუალებების ამოსაღები ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. ორი ათას თოთხმეტი წელსვე დაიწყება ანაკლიაში გემსაყუდელისა და ბათუმში სანაპირო დაცვის ახალი სადგურის მშენებლობა, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ოპერატიულობის ხარისხს.

პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადება

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება/გადამზადების უწყვეტი პროცესის განსახორციელებლად აუცილებელია კარიერული ზრდის თანამედროვე მოდელის დანერგვა/განვითარება.

სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადება მუდმივი პროცესია. ბათუმისა და ფოთის ინგლისური ენის ლაბორატორიებში საკუთარი ძალებით ხორციელდება პერსონალის მომზადება სანავიგაციო/საზღვაო სპეციფიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის მომზადების გაგრძელება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და საერთაშორისო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სასაზღვრო პოლიციის მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა FRONTEX-თან (ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ორგანიზაცია) და მისი აქტიური მონაწილეობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სასაზღვრო/სანაპირო დაცვის სამსახურების თანამშრომლობაში ხელს შეუწყობს სახელმწიფო საზღვარზე არსებული პრობლემების თავიდან აცილებას. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად, სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად და სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად, საზღვრის გარკვეულ უბნებზე მნიშვნელოვანია სასაზღვრო წარმომადგენლების ინსტიტუტის შექმნა. მისი მიზანი იქნება მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით 45განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში კონტროლის განხორციელება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა შესრულებაზე.

სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლის მექანიზმების დახვეწა

სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლის გაუმჯობესებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე ,,სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების წესი“. მნიშვნელოვანია ამგვარი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა, თითოეული სასაზღვრო გამტარი პუნქტისთვის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავების პარალელურად.

საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ეფექტიანი მართვა

საქართველო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განაგრძობს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. „ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმა“ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის კოორდინაციისათვის. ის უზრუნველყოფს მათი შესაბამისი როლების განსაზღვრას მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციების რისკების გამოვლენის, შეფასების, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროცესში.
ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და რეაგირების კოორდინაციაზე და ომის შემთხვევაში სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტია პასუხისმგებელი. ის აგრეთვე პასუხისმგებელია კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ფუნქციების ამოქმედებასა და საერთო კოორდინაციაზე.

დეპარტამენტის შემადგენლობაში მორეაგირეთა ქვედანაყოფიც შედის. აღნიშნული ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ მორეაგირეთა ჯგუფებია გაერთიანებული: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ჯგუფი, მეხანძრე–მაშველთა, სამთო–სამაშველო, საძიებო– სამაშველო, საწყლოსნო, სამედიცინო და კინოლოგიური ჯგუფები. თითოეული მათგანი აღჭურვილია საჭირო, სტანდარტიზებული ხელსაწყოებითა და ტრანსპორტით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთიან რეგიონებში ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ტურისტულად აქტიურ ზონებში, აუცილებლობას წარმოადგენდა კვალიფიციური და სათანადოდ აღჭურვილი სამთო–სამაშველო დანაყოფების ჩამოყალიბება. წლების განმავლობაში ეს პრობლემა გადაუჭრელი 46რჩებოდა. შესაბამისად, საგრძნობლად დიდი იყო შემთხვევებზე რეაგირების დრო და ხდებოდა ტექნიკური საშუალებების რესურსის ფუჭი ხარჯვა. აღნიშნული პრობლემა ორი ათას ცამეტი წელს გადაწყდა. დღეისათვის, მესტიასა და სტეფანწმინდაში უკვე ფუნქციონირებს სამაშველო ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფილია სათანადო სამუშაო პირობებით, აღჭურვილობითა და ტექნიკით. დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მორეაგირეთათვის უზრუნველყოფს სპეციალიზებულ მომზადება/გადამზადების კურსს. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებში, სწავლება– ვარჯიშებსა თუ სასწავლო ვიზიტებში. ამასთან, დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებელ პირთა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და სკოლის მოსწავლეთა პერიოდულ მომზადება/გადამზადებას საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში. შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 12 ივლისის №479 ბრძანებით, შეიქმნა საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისა და შესაძლო ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ტიპის ზემოქმედებისგან დაცვისათვის რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავებაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორი ათას თორმეტი წლის აგვისტოდან ორი ათას ცამეტი წლის ივლისის პერიოდში განხორციელდა ,,საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისთვის“ (TWINNING) პროექტი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული ხელს უწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ზრდას რისკების გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. ევროკავშირის მხარდაჭერით, ორი ათას თერთმეტი წლის ივნისიდან ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივის პროგრამა „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნა და პრევენცია“ (PPRD East). ამგვარი პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით.

გამოწვევები

ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესება

ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკოსისტემას, მის ბიომრავალფეროვნებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. საქართველოს სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობა პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ საფრთხეებთან. განსაკუთრებულ 47ყურადღებას იმსახურებს ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, ტყის ხანძრები, გვალვა, სეტყვა და ეროზიული პროცესები.

ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება

ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ქარხნების, ენერგომაგისტრალების, საკომუნიკაციო ხაზებისა და ა.შ. ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მაღალი რისკის შემცველია ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა, ჰიდროდინამიკური ავარიები, ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე და სარკინიგზო მაგისტრალებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი

პირველადი რეაგირების შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლად რეგიონებში, არსებული რისკების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა მაქსიმალურად მოხდეს საგანგებო სიტუაციებისას შედეგების მინიმიზაცია.

ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ხარვეზები

დღეისათვის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა სახანძრო დაცვა და საგანგებო სიტუაციების მართვა, ძირითადად ფუნქციონირებს ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ფაქტობრივად მოშლილია ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან არის გამოსული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, არ არსებობს ერთიანი მართვის სისტემები და აუცილებელი სამოქმედო გეგმები.

მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების აუცილებლობა

შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობების არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს დატვირთვას პირად შემადგენლობაზე. ასევე, მცირდება რეაგირებისათვის საჭირო დრო და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მსხვერპლთა სიცოცხლის შენარჩუნება. ამ კუთხით აღსანიშნავია შესაბამისი საწვრთნელი პირობების შექმნის აუცილებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მორეაგირეთა პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისი ნორმატიული აქტების დახვეწის აუცილებლობა აუცილებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა. ეს ხელს შეუწყობს მზადყოფნის, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

რისკის რუკების განვითარება

წინმსწრები საფრთხეებისა და მოწყვლადობის (მოსახლეობის სიმჭიდროვე, არსებული რესურსები, რეაგირების ძალები) მიხედვით, უწყვეტად მიმდინარეობს მომზადებული რისკის რუკების სრულყოფა და განვითარება. მნიშვნელოვანია, ზემოხსენებული საფრთხეების საფუძველზე, გეოინფორმაციული (GIS) ტექნოლოგიების გამოყენებითა და რეგიონული მასშტაბის გათვალისწინებით, რისკის რუკების შემდგომი დახვეწა. ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით უზრუნველყოფა.

პრევენციისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება

სამაშველო–სახანძრო საბაზისო მომზადება რეაგირების პროცესის სწორად წარმართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რეგიონული მაშველებისა და მუნიციპალური მეხანძრე–მაშველების საბაზისო მომზადების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია უფრო მაღალი დონის სპეციალური პროფესიული მომზადება/გადამზადების შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე არსებული შესაძლებლობის უფრო აქტიური გამოყენება და შემდგომი დახვეწა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სახანძრო– სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელთა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებელ პირთა პერიოდული ტრენინგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების შექმნა პროფესიული მომზადება/გადამზადების კუთხით. ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, ორი ათას თოთხმეტი წელს განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამაშველო ბაზის ტერიტორიაზე სასწავლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობები მეხანძრე–მაშველების მომზადება/გადამზადების კუთხით.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება. ამ მიზნით, ჩატარდება სპეციალური სასწავლო კურსები ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის გეგმების მომზადებისა და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის საკითხებზე. შესაბამისი გეგმების გამოცდის 49თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში დეპარტამენტის მიერ სამაგიდო ვარჯიშების რეგულარული განხორციელება.

ამ მიმართულების გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისათვის, მიზანშეწონილია სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების უფლებამოსილი პირების მომზადება და გადამზადება. ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ერთობლივი/საერთაშორისო სამაგიდო ვარჯიშების განხორციელება წარმოადგენს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არსებული რისკების, პრევენციისა და რეაგირების კუთხით

რეგიონული და მუნიციპალური სახანძრო–სამაშველო სამსახურების წარმატებით შექმნის შემდეგ, მიზანშეწონილია მეტი ყურადღება დაეთმოს მოხალისე– მაშველთა ჯგუფების ჩამოყალიბებას. ამით ისინი შეძლებენ დაზიანების კერაში პირველად რეაგირებას და აუცილებლობიდან გამომდინარე პროფესიონალი მაშველებისათვის დახმარების აღმოჩენას.

საგანგებო სიტუაციებისას უსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრობლობით, დაგეგმილია მოსახლეობის სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი პროგრამების განხორციელება და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით დაგეგმილია ოჯახების მიერ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესახებ ბროშურისა და სოციალური ხასიათის მოკლე ვიდეორგოლების შექმნა, რომლებშიც ასახული იქნება საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი თავიდან აცილებისა და რეაგირების საკითხები. მოსახლეობის გათვითცნობიერებისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისათვის რეკომენდაციებისა და სასწავლო მასალების შემუშავება და მათი დანერგვის პროცესის მხარდაჭერა.

სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის კუთხით კანონმდებლობის დახვეწა

აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტებს შორის კომპეტენციების გადანაწილების შედეგად, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და პრევენციის კომპონენტის გაძლიერებისთვის, საჭიროა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების ადეკვატური კორექტირება და შემდგომი დახვეწა. ეს გულისხმობს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული კანონების სრულყოფას, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტის შემუშავებას, ასევე, არსებულ ეროვნული რეაგირების გეგმაში პრევენციისა და მზადყოფნის კომპონენტების გააქტიურებასა და საგანგებო დახმარების ფუნქციების ოპტიმიზაციას და სხვა. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების შექმნასა და ამოქმედებას. 50ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებასა და განხორციელების წესის შესრულების, აგრეთვე ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფაზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილება-დამატების განხორციელება და ზოგადად, ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმა

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შექმნილი მდგომარეობა ცალსახად მიუთითებს მისი რეფორმის აუცილებლობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, შეიმუშავა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს სისტემის მდგრად მუშაობასა და განვითარებას. პროექტი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს შექმნას, რომელიც იმავდროულად იქნება ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების განმახორციელებელი ძირითადი დანაყოფი. პროექტის ძირითადი მიზნებია საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, სახანძრო დაცვის დანაყოფების შექმნა, საგანგებო სიტუაციების პრევენციის მექანიზმების შემუშავება, შედეგების ლიკვიდაცია და სხვა.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება ქბრბ საფრთხეების კუთხით, საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი საკმაოდ არასტაბილურია. ამასთან, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, ქვეყანაში მატულობს მგზავრთა ნაკადი და ტვირთბრუნვა, რაც, თავის მხრივ, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფების დაინტერესების საფუძველს წარმოადგენს. რეგიონსა და ქვეყანაში განთავსებულია მრავალი მაღალი რისკის მქონე ობიექტი, რომელიც სათანადო მიდგომებსა და კონტროლს საჭიროებს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაფიქსირებულ იქნა ქბრბ საფრთხეების მიმართ განსაკუთრებული მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობა. აღნიშნული აგრეთვე განხილულ იქნა აშშ– საქართველოს სტრატეგიული ქარტიის მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან არსებულ სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ორი ათას ცამეტი წლის 1 მარტის №220 განკარგულების საფუძველზე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ჩამოყალიბდა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მიერ 51უკვე შემუშავებული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოში ქბრბ საფრთხეებთან მიმართებაში ერთიანი პოლიტიკა ჩამოყალიბდება.

სტრატეგიის პროექტი ეხება აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებს, პრიორიტეტებსა და იმ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელთა გატარებაც საჭიროა არსებული პრობლემატური საკითხების მოწესრიგებისთვის. დოკუმენტის უმთავრესი მიზანია სტრატეგიულ დონეზე საქართველოს წინაშე მდგარი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირება და გამოწვეული ზიანის შემსუბუქება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტერიტორიაზე გაიხსნა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრი“-ს თბილისის რეგიონული სამდივნო. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) და გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ერთობლივი ძალისხმევით. არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული სამდივნოს თბილისში განთავსება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ქბრბ პოლიტიკის მიმართ ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, საერთაშორისო დონეზე გადაწყდა ორი ათას თოთხმეტი წლის ივნისში, თბილისში, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესის“ ჩატარება. აღნიშნული ღონისძიების შინაგან საქმეთა სამინისტროს მასპინძლობით ჩატარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობისა და კერძოდ სამინისტროს მიერ ქბრბ უსაფრთხოების კუთხით არჩეული კურსის სწორ მიმართულებას.

გამოწვევები

რეგიონსა და ქვეყანაში არსებული მაღალი საფრთხის შემცველი ობიექტები

მეზობელ სომხეთში მდებარე ატომური ელექტროსადგური, მოძველებული ტექნოლოგიებისა და სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო, საქართველოსთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განთავსებულია მრავალი მიტოვებული, შესუსტებულ კონტროლქვეშ მყოფი ობიექტი, სადაც დღესაც შესაძლებელია მოიპოვებოდეს გარკვეული რადიოაქტიური თუ ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებები.

ქბრბ ნივთიერებების უკანონო ტრანზიტი

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია იმ რისკის ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ქბრბ ნივთიერებების უკანონო ტრანზიტს. მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტების ადრეული გამოვლენა და ოპერატიული ღონისძიებების გატარება პრევენციის მიზნით.

ბიოლოგიური საფრთხეები

ბიოლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონი წარმოადგენს ენდემურ არეალს გარკვეული ტიპის განსაკუთრებით საშიში პათოგენებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, ჯილეხი და ცოფი. შესაბამისად, ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანია ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ბიოუსაფრთხოების თემატიკაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში განთავსებულია ბიოუსაფრთხოების მე–3 დონის ლაბორატორია, რომლის არსებობაც სათანადო ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფისა და ინციდენტის შემთხვევაში რეაგირების განსაკუთრებული რეჟიმის აუცილებლობას ქმნის.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

ქბრბ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება

ქბრბ სტრატეგიის განხორციელებაზე ზედამხედველობისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მთავრობის განკარგულებით ჩამოყალიბდება უწყებათშორისი საბჭო, რომელიც ქბრბ სტრატეგიის შემუშავებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფს ჩაანაცვლებს. საბჭოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს და იგი დაკომპლექტდება ყველა კომპეტენტური უწყებისა თუ ქბრბ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება

ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ აუცილებელია შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, არსებული შესაძლებლობების განვითარება და, საჭიროების შემთხვევაში, ახლის ჩამოყალიბება, მატერიალური და ფინანსური რესურსების სწორი გადანაწილება და ა.შ.

ბიოუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების დახვეწა

უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმა–დანართის“ პროექტის დამტკიცება. დოკუმენტში აღწერილია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების რეაგირების ღონისძიებები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებების გავრცელების შემთხვევაში.

ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის გადამზადება და შესაბამისი აღჭურვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ, აშშ–ის ძალისხმევა, რათა ქვეყანაში მოხდეს არსებული ბიოლოგიური პროფილის ობიექტების შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებისა და ინციდენტებზე რეაგირების სტანდარტების სრულყოფილი დანერგვა/განხორციელება, როგორც მატერიალურ–ტექნიკური, აგრეთვე ინტელექტუალური კუთხით.

„ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესის“ ჩატარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქბრბ პოლიტიკისადმი ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, საერთაშორისო დონეზე გადაწყდა ორი ათას თოთხმეტი წლის ივნისში, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესის“ თბილისში ჩატარება. აღნიშნული საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ძირითადად ხორვატიაში იმართება. ორი ათას თოთხმეტი წელს, ამ ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს.

სამართლებრივი ბაზის დახვეწა

მიზანშეწონილია უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა მოახდინოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. ეს მიზნად ისახავს ნორმატიული აქტების დახვეწასა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია „საქართველოში შეზღუდულად ბრუნვადი მასალებისა და ორმაგი დანიშნულების ნივთიერებების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება. ქბრბ უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილების გაზიარება

მრავალ საერთაშორისო შეხვედრაზე არაერთგზის იქნა აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არჩეული ქბრბ უსაფრთხოების კურსის სწორი მიმართულება. კერძოდ, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების გადაწყვეტილება და პროცესი. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრესის შენარჩუნება და საქართველოს მიერ დადებითი გამოცდილების გაზიარება არამარტო რეგიონის ქვეყნებში, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა თუ ფორმატში.

მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა არაკონტროლირებადი მიგრაციული პროცესები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას. შესაბამისად, მიგრაციული პროცესების მართვა ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესებისთვის, ორი ათას ათი წელს, მიგრაციის სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც კოორდინაციას უწევს სამიგრაციო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას. სამთავრობო კომისიას თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარე უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა.

სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა მიგრაციის ორი ათას ცამეტი -ორი ათას თხუთმეტი წლების სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სტრატეგია ორი ათას ცამეტი წლის 15 მარტს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, ხოლო სამოქმედო გეგმა ორი ათას ცამეტი წლის 14 ივნისს მიგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო.

ორი ათას ცამეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის წამყვან სახელმწიფო უწყებად. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტრომ მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, მიგრაციული პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, მიგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეიმუშავა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტი.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა: საქართველოს ვიზის კატეგორიები, მისი გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესი; სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირება; გადამყვანი კომპანიების ვალდებულებები; ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები; საქართველოდან გასვლის მექანიზმები; უცხოელთა საქართველოდან გაძევების საფუძვლები და პროცედურები; გაძევების გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება; საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გადავადება; გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადები; უცხოელთა გაძევების მიზნით დაკავების საფუძვლები, პირობები და პროცედურები; დაკავების ალტერნატიული ზომები. აღნიშნული ცვლილებების შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ევროპელი ექსპერტები.

ორი ათას ცამეტი წლის მარტში, სამინისტრომ შეიმუშავა მიგრაციის სამსახურის კონცეფცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის შიგნით არალეგალი მიგრანტების აღმოჩენაზე, დაკავებასა და გაძევებაზე. სამინისტრომ შეიმუშავა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის დებულება, სადაც მოხდება სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უცხოელთა განთავსება მათ იდენტიფიცირებამდე ან/და ქვეყნიდან გაძევებამდე. ცენტრის შექმნა 55გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ორი ათას ცამეტი წლის დეკემბერში დაიწყო ცენტრის მშენებლობა.

მიგრაციული პროცესების მართვის, მათ შორის, არალეგალთა დაკავებისა და განთავსების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ეცნობოდნენ მოლდოვის, პოლონეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის გამოცდილებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის ელექტრონული პროგრამა, რომელიც ორი ათას ცამეტი წლის მარტიდან ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში. აღნიშნული პროგრამა შეაგროვებს უცხოელთა შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებულ ინფორმაციას, დაამუშავებს მას და გამოავლენს იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის საშუალებით შესაძლებელი გახდება უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის მონიტორინგი. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია რეადმისიის ხელშეკრულებებისა და საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმებაზე. საქართველოს გაფორმებული აქვს რეადმისიის შეთანხმება ევროკავშირთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და უკრაინასთან. რეადმისიის ხელშეკრულების საიმპლემენტაციო პროტოკოლები ხელმოწერილია ბულგარეთთან, ესტონეთთან, უნგრეთთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან, ჰოლანდიასთან და ლუქსემბურგთან. სლოვაკეთთან ოქმი მზად არის ხელმოსაწერად. დანიასთან და მოლდოვასთან რეადმისიის ხელშეკრულების პროექტი მზად არის ხელმოსაწერად. რეადმისიის ხელშეკრულების პროექტი მოლაპარაკებების პროცესშია ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და სერბეთთან. საქართველომ ასევე მოახდინა რეადმისიის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების ინიცირება შემდეგ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბელარუსი, შრი ლანკა, ინდოეთი და პაკისტანი. „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაეკისრა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება.

გამოწვევები

არალეგალ მიგრანტთა მიერ ქვეყნის დატოვების მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა

ქვეყანაში არ არსებობს არალეგალ მიგრანტთა აღმოჩენის, დაკავებისა და გაძევების სისტემა და მათი დროებითი განთავსების პირობები. ეს, თავის მხრივ, სირთულეებს უქმნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. ასევე, გამოწვევად რჩება ამ სისტემის მარეგულირებელი შიდაუწყებრივი ნორმატიული ბაზის დახვეწის აუცილებლობა.

მიგრაციის ნაკადების მონიტორინგისა და სტატისტიკის წარმოების სისტემის დახვეწის აუცილებლობა

მიგრაციული პროცესების მართვაში ჩართული უწყებები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მიგრაციის ნაკადების მონიტორინგს. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის პროგრამა მუშაობს სატესტო რეჟიმში და არ მოიცავს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტს. შესაბამისად, ვერ ხერხდება სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სრულად შეგროვება და დამუშავება. გარდა ამისა, საჭიროა პროგრამაში არსებული ინფორმაციის დამუშავებისთვის სათანადო მეთოდოლოგიის დახვეწა.

უცხოელთა არასათანადო ინფორმირებულობა

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ლეგალური მიგრაციის შესახებ უცხოელების არასაკმარისი ინფორმირებულობა. ისინი არ არიან ინფორმირებული ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული ახალი სამიგრაციო პროცედურების შესახებ.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

არალეგალ მიგრანტთა მიერ ქვეყნის დატოვების მექანიზმების ჩამოყალიბება

მიგრაციის სამსახურის კონცეფციის შესაბამისად, ორი ათას თოთხმეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნება მიგრაციის სამსახური, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი იქნება მიგრაციული პროცესების მართვაზე, მათ შორის, ქვეყნის შიგნით არალეგალი მიგრანტების გამოვლენაზე, დაკავებასა და მათი ქვეყნიდან გაძევებაზე. ამისათვის შემუშავდება მიგრაციის სამსახურის სტრუქტურა, დებულება და მოხდება შესაბამისი კადრების მოძიება.

ორი ათას თოთხმეტი წელს, აშენდება და ექსპლოატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი. ცენტრი აშენდება და იფუნქციონირებს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მასში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი პირობები სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისა და ხანდაზმულებისთვის.

მიგრაციის სამსახურისა და დროებითი განთავსების ცენტრის პერსონალისთვის შემუშავდება შესაბამისი სტანდარტული სამოქმედო პროცედურები. დაგეგმილია არალეგალ მიგრანტთა ნებაყოფლობით დაბრუნების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

დაურეგულირებელი მიგრაციული პროცესების მოწესრიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, სხვა უწყებებთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული მოიცავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტსა და მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებსა და დამატებებს.

შემუშავებული ცვლილებები საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით ახლებურად არეგულირებს საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლებს, პროცედურებს (ვიზა, ბინადრობის ნებართვა), საქართველოდან გასვლის ზოგად მოთხოვნებსა და გაძევების პროცედურებს;

მიმდინარეობს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.

მიგრაციის მართვაში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიგრაციის პროცესების მართვაში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების გზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაბამის სასწავლო პროგრამებში მოხდება მიგრაციის მოდულის ინტეგრირება.

სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და მიგრაციული ნაკადების მონიტორინგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის პროგრამა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს. სამინისტროს მიერ იგეგმება პროგრამის სრულად ამოქმედება და ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის დაფარვა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ზუსტი სტატისტიკის წარმოებასა და არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზს.

მიგრაციის მართვის სფეროში შიდაუწყებრივი კოორდინაციის გაუმჯობესება

მიგრაციის სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ, ყურადღება დაეთმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის მიგრაციული პროცესების მართვის სფეროში კოორდინაციის დახვეწისა და გაღრმავების საკითხებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სამინისტროს კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

ლეგალური მიგრაციის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

სამინისტრო გეგმავს პრეზენტაციების ჩატარებას იმ ორგანიზაციების ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ უცხოეთში როგორც გაცვლითი სასწავლო კურსები, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი დასაქმების პროგრამები. ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით, შემუშავდება საინფორმაციო ბროშურები პოტენციური საფრთხეების, ტრეფიკინგის წინაპირობებისა და მისი ინდიკატორების შესახებ (გავრცელების ძირითადი არეალი - სოციალურად დაუცველი ოჯახები). გარდა ამისა, სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს უცხოელებისთვის ახალი სამიგრაციო რეგულაციების შესახებ საინფორმაციო კამპანიების წარმოებაში.

რეადმისიის ხელშეკრულებებისა და საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება

სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება. ასევე, ეტაპობრივად, სხვა სახელმწიფოებთან რეადმისიის ხელშეკრულებების გაფორმება, საიმპლემენტაციო ოქმების მომზადება და ხელმოწერა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება და მოხმარებით გამოწვეული ზიანი, აგრეთვე წამალდამოკიდებულება, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. ორი ათას ცამეტი წლის დეკემბერში, საბჭომ დაამტკიცა ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და ორი ათას თოთხმეტი -ორი ათას თხუთმეტი წლების სამოქმედო გეგმა.

ორი ათას ათი -ორი ათას თორმეტი წლებში, შავ ბაზარზე „ტრადიციული“ ოპიოიდების მკვეთრად შემცირების ფონზე, ნარკოტიკების ინექციურმა მომხმარებლებმა გადაინაცვლეს აფთიაქებსა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში და მოიხმარენ ადვილად 59ხელმისაწვდომი პრეკურსორებიდან კუსტარულად დამზადებულ კოდეინის შემცველ ოპიოიდებს. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ორი ათას ცამეტი წლის 9 აგვისტოს გაფორმდა „ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მიზნად ისახავს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის კონტროლსა და ზედამხედველობას, ლეგალური ბრუნვიდან უკანონო არხებში გადინებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციასა და გამოვლენას.

ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ორი ათას თორმეტი წლის დეკემბერში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის ონლაინ რეჟიმი. აღნიშნულის საშუალებით, ყველა იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აღრიცხულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ნაცვლად წერილობითი რეჟიმისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალურ დროში მიეწოდება. ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების, ასევე პოტენციურ ნარკომომხმარებელთა კონტინგენტის შემცირების მიზნით, პროექტის „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში, უბნის ინსპექტორები სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს უტარებენ გაკვეთილებს ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვის თემაზე.

ორი ათას ცამეტი წლის ივლისში, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა შექმნა სააღრიცხვო მოდული, რომელიც წარმოადგენს სააღრიცხვო მონაცემთა ერთობლიობას, სადაც ცენტრალიზებული და სისტემატიზებულია „ბიო“ ნარკოტიკის მოხმარებაში გამოვლენილ პირთა შესახებ დეტალური ინფორმაცია.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკურმა მთავარმა სამმართველომ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისთვის საჭირო ეტალონური ნიმუშები, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების საშუალებას იძლევა.

ორი ათას ცამეტი წლის 22 მაისს, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის გამოვლენის მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება კინოლოგიური სამსახურის განვითარება, რომელსაც ორი ათას ცამეტი წლის მაისიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს 60აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL). ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების გზით. ორი ათას ცამეტი წელს, DEA-სა (აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია) და INL-ის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

ორი ათას ცამეტი წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 116.5 კგ ჰეროინი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსგავსი მასშტაბის ოპერაციას მანამდე ადგილი არ ჰქონდა.

ორი ათას თორმეტი წლიდან ხორციელდება კონტეინერების კონტროლის პროგრამა. ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისს (UNODC) შორის.

გამოწვევები

საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და საფრთხეებზე საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას მოზარდებში, ახალგაზრდებსა და ზოგადად მოსახლეობაში, ხოლო საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების ხელშეწყობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელების აუცილებლობა წინა წლებში ჩატარებულმა შემოწმებამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში ოფიციალური გზით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „კოდეინის“ შემცველი კომბინირებული პრეპარატების 80პროცენტი აფთიაქებიდან ურეცეპტოდ იყო რეალიზებული. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა ორი ათას ცამეტი წელს.

შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების გატარება დაიწყო. 23 ავტორიზებული აფთიაქის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფორმა №2 რეცეპტის გარეშე, კანონის დარღვევით, ამ აფთიაქებიდან გაცემულია 3 272 654 ერთეული "კოდეინის" შემცველი კომბინირებული პრეპარატი. ეს აღნიშნული აფთიაქების მიერ სრულად გაცემული "კოდეინის" შემცველი კომბინირებული პრეპარატების რაოდენობის 99,992პროცენტი–ს შეადგენს.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანება

პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე რეალიზაციისას გამოვლენილმა სამართალდარღვევებმა ცხადყო ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანება. ორი ათას ცამეტი წელს, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად გამკაცრების მიუხედავად, გატარებულ ცვლილებებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება. ასევე, დაუდგენელია კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტის კვოტები. სახელმწიფო კვოტების განსაზღვრა ხდება იმპორტით დაინტერესებული პირის და არა პაციენტების რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების საშუალებებით უზრუნველყოფის აუცილებლობა

ამ ეტაპზე, არ არსებობს სრულყოფილი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების საშუალებებით უზრუნველყოფა.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს განეკუთვნება ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარების საკითხზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების, ასევე პოტენციურ ნარკომომხმარებელთა კონტინგენტის შემცირების მიზნით, პროექტ „სამართლებრივი კულტურის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორები სკოლის პედაგოგებთან ერთად, გააგრძელებენ გაკვეთილების ჩატარებას ნარკოტიკების ავადმოხმარების თემატიკაზე.

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის მონიტორინგი

აუცილებელია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის უფლების მქონე იურიდიულ პირთა საქმიანობის კონტროლი, არალეგალური 62ქმედებების პრევენცია და გამოვლენა. აღნიშნული ხელს შეუწყობს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების (დეზომორფინისა და ამფეტამინების) მოხმარების აღმოფხვრასა და სააფთიაქო დაწესებულებებიდან მათი მომზადებისთვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტების უკანონო არხებში გადინების პრევენციას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფების მიერ გაგრძელდება ავტორიზებული აფთიაქების შემოწმება, გამოვლენილი დარღვევების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ, აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული ვითარება კომპლექსურ მიდგომასა და მის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას მოითხოვს. აუცილებელია გაუქმდეს კოდეინის, აცეტილდიჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, ნიკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების დოზის გრადაციები, რითაც კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები ავტომატურად გადავა ნარკოტიკული საშუალებების II სიაში. შედეგად, ამ პრეპარატების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, როგორც აფთიაქისთვის, ისე აფთიაქში დასაქმებული პერსონალისთვის. ასევე, აუცილებელია გამკაცრდეს პასუხისმგებლობა საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (გარდა 260-ე და 261-ე მუხლებისა), პირს საექიმო საქმიანობასთან ერთად, უნდა ჩამოერთვას სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. ასევე, აუცილებელია საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, განისაზღვროს კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტის კვოტები. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ამ პრეპარატების ლეგალურ ბრუნვას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხვედრილ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელ პირთა სამედიცინო დახმარების მექანიზმების დანერგვა

აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის საფუძველზეც მოხდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხვედრილ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა გადაუდებელი დახმარება და ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პირთა მკურნალობის უზრუნველყოფა.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება

ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კინოლოგიური სამსახურის განვითარება. დაგეგმილია სამძებრო ძაღლების შესყიდვა და კინოლოგების გადამზადება.

ნარკოტიკების უკანონო მოძრაობის შესაძლო მარშრუტებზე კონტროლის შენარჩუნება/გაძლიერება

აუცილებელია კონტროლის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში მისი გაძლიერება აეროპორტებზე, პორტებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რისკის შემცველი მარშრუტებისა და ქვეყნების განსაზღვრას. ამ მიმართულებით, აუცილებელია ანგარიშების მომზადება ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან უკანონო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ.

ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელება და გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის განხორციელება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები როგორც სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამართალდამცავი უწყებების დონეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანით ვაჭრობის ფაქტების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. პრევენციული ზომების გაუმჯობესების მიზნით, ორი ათას ცამეტი წლის განმავლობაში, აღნიშნულ სამმართველოში ჩამოყალიბდა შემოწმების 3 (სამი) 64მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ორ-ორი დეტექტივ- გამომძიებლით. სამმართველომ შეიმუშავა და დაამტკიცა მობილური ჯგუფების მიერ გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული ჯგუფების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკის შემცველი დაწესებულებების/ადგილების გამოვლენა და რისკჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა გამოკითხვა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვა, მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით. მობილური ჯგუფების მიერ ასევე ხორციელდება გასვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. ორი ათას ცამეტი წლის ნოემბრიდან დღემდე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგსა და შეხვედრაში.
ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო ბუკლეტების შემუშავებასა და გავრცელებაში როგორც საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭომ, სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის კუთხით, დაამტკიცა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ათას ცამეტი -ორი ათას თოთხმეტი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. სამოქმედო გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღებული აქვს შემდეგი ვალდებულებები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სადაც ყურადღება დაეთმობა მაღალი რისკის შემცველი ადგილებისა და მიუსაფარი ე.წ. ,,ქუჩის ბავშვების“ იდენტიფიცირების, ინფორმირებისა და მათი უფლებების სათანადოდ დაცვის საკითხს; უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა მუდმივ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით დაბრუნების უზრუნველყოფა და დაბრუნებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოძიებისთვის პროაქტიური მიდგომებისა და სხვა უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; ტრეფიკინგის შემთხვევების პროაქტიური გამოვლენა, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შემოწმების მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას; ტრეფიკინგის საქმეების გამოძიების დახვეწის მიზნით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების 65პროფესიული განვითარება; ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

ქვეყანაში ფუნქციონირებს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ემსახურება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და დაცვას. ფონდის ფუნქციებში, ასევე შედის მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფა. ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო ფონდთან.

რაც შეეხება სამართლებრივ ბაზას, ამ მხრივ აღსანიშნავია ,,საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. აღნიშნული კანონი წარმოადგენს ტრეფიკინგის, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს კონვენციები. საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. კონკრეტულად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან.

გამოწვევები

ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა

პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით, საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან არასათანადო თანამშრომლობა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ოქმების არარსებობა ართულებს მსხვერპლთა ადგილმდებარეობის დროულ დადგენასა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების გატარებას.

ტრეფიკინგის მსხვერპლთან /პოტენციურ მსხვერპლთან მოპყრობის სტანდარტების დახვეწის საჭიროება

ტრეფიკინგის მსხვერპლთა/პოტენციურ მსხვერპლთა დაკითხვის სპეციალური მეთოდი არ არის სათანადოდ დახვეწილი, რაც ართულებს გამოძიების პროცესის ეფექტიან წარმართვას, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას მსხვერპლთან მოპყრობის სტანდარტების გაუმჯობესების საჭიროება, მათი ინფორმირებულობის გაზრდისა და თანამშრომლობის სათანადო პირობების შექმნის კუთხით.

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება

ტრეფიკინგის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობისთვის აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

საკანონმდებლო ბაზის შეუსაბამობა თანამედროვე გამოწვევებთან

მოქმედი საკანონმდებლო ბაზა, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის ათას ოთხას ოცდათერთმეტი მუხლი (ადამიანით ვაჭრობა /ტრეფიკინგი) აღარ შეესაბამება არსებულ ტენდენციებს. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ დამნაშავეების (ტრეფიკიორების) მხრიდან შეიცვალა დანაშაულის ჩადენის ხერხები და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ექსპლოატაციის მეთოდები. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დგას სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა, ანალიზი და სრულყოფა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

მიუსაფარი ე.წ. ,,ქუჩის ბავშვების“ იდენტიფიცირების, ინფორმირებისა და დახმარების ხელშეწყობის მექანიზმის დახვეწის აუცილებლობა

მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით არ არსებობს ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მოხდება მათი სრულყოფილი იდენტიფიცირება, ინფორმირებულობის გაზრდა იძულებით შრომასა და სექსუალურ ექსპლოატაციაზე და დახმარების ხელშეწყობის გაუმჯობესება.

საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა

საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ, რაც აფერხებს როგორც აღნიშნული დანაშაულის პრევენციას, ასევე მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

პრევენციული ზომების გაუმჯობესება

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებსა და ტრეფიკინგის შესაძლო მხვერპლად გახდომის თავიდან ასარიდებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს საინფორმაციო ბროშურების მომზადებაში, სასაზღვრო გამტარ პუნქტებსა და რისკის შემცველ ადგილებში მათ გავრცელებაში. მნიშვნელოვანია მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა და კამპანიების წარმოება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში შექმნილი შემოწმების მობილური ჯგუფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა უფრო სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მათი საშუალებით განხორციელდება ტრეფიკინგის რისკის შემცველ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის იდენტიფიცირება, შესწავლა და აღრიცხვა. განხორციელდება საზღვარგარეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების გამოკითხვა, 67მათ მიმართ შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის მიზნით. მობილური ჯგუფები შეისწავლიან იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად გეგმავს პროაქტიური ღონისძიებების გატარებას მიუსაფარ ე.წ. ,,ქუჩის ბავშვებთან“ დაკავშირებით. კერძოდ, სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება ამ ბავშვების იდენტიფიცირებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ მათი ინფორმირებულობისა და დახმარების შესაბამის ღონისძიებებში. სამართლებრივი ბაზის დახვეწა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა. ამ მხრივ აღსანიშნავია უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი კანონმდებლობის ხარვეზებსა და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მუშაობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ათას ოთხას ოცდათერთმეტი -ე მუხლის (ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი) შენიშვნის ნაწილის დახვეწაზე და აქედან გამომდინარე, ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან შესაბამის ცვლილებებზე.

ტრეფიკინგის (პოტენციურ) მსხვერპლთან მოპყრობის სტანდარტების შემუშავება/დახვეწა

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის მიზნით, აუცილებელია დაკითხვის სპეციალური მეთოდოლოგიის დახვეწა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ასევე, მნიშვნელოვანია გამომძიებელმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ტრეფიკინგის (პოტენციურ) მსხვერპლს და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მკაფიოდ განუმარტოს როგორც საკუთარი უფლებები, ასევე არსებული საფრთხეები და შესაძლო შედეგები. სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას, ინფორმაციის მიღების დასახვეწად საჭიროა სამართალდამცავებისთვის შემუშავდეს ერთიანი კითხვარი როგორც არასრულწლოვანი, ასევე ზრდასრული (პოტენციური) მსხვერპლის დასაკითხად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გაღრმავებას შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით.

ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება

აუცილებელია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის დროულად მოწოდებას გამოვლენილი შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ამ მხრივ, აღსანიშნავია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროექტი ,,შესაძლებლობების ზრდა აჭარასა და ქვემო ქართლში ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროაქტიური გამოვლენისათვის“. პროექტის მიზანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქართველი სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება. იგეგმება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესებას. აღნიშნულ პროექტებს კოორდინაციას გაუწევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ორი ათას თორმეტი წლის ნოემბერში, სამინისტროში შეიქმნა ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც ახორციელებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენას, სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ორი ათას ცამეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილი ანტიკორუფციული სააგენტოს აქტიური ქმედებების შედეგად, გამოვლინდა და აღიკვეთა კორუფციისა და სხვა სამოხელეო დანაშაულის მრავალი შემთხვევა. პასუხისგებაში მიეცა 40–ზე მეტი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. ორი ათას ცამეტი წლის 5 ივლისის სხდომაზე, საბჭომ დაამტკიცა კორუფციასთან ბრძოლის ორი ათას თოთხმეტი –ორი ათას თექვსმეტი წლების ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები. იმავე სხდომაზე, ორი ათას თოთხმეტი –ორი ათას თექვსმეტი წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნა შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფები. აღნიშნული ჯგუფების აქტივობა მოიცავს ანტიკორუფციული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ფარავს აღნიშნული კუთხით სახელმწიფოსთვის აქტუალურ პრობლემატიკას. ორი ათას ცამეტი წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობით დაკომპლექტდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები.

კორუფციული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აღნიშნული დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით არ არსებობდა მკაფიო რეგულაციები შესაბამის სფეროში საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 7 ივლისის №34 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ხსენებული ბრძანება სხვაგვარ რეგულირებას არ ითვალისწინებს. ბრძანების დანართში განსაზღვრულია სამოხელეო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები და პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს შორის შესაბამისი კომპეტენციის გადანაწილების საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 335–ე (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება), 337–ე (სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა) და 342–ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებთან მიმართებით მოცემულია რეგულირება, რომელიც პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთქმედებას ეხება. აღნიშნული რეგულირების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მიერ ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, გამოძიების წარმოება, ყველა საგამოძიებო მოქმედების დაგეგმვა და განხორციელება ანტიკორუფციული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში, OECD-ის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერო-ს კონვენციის, „კორუფციაზე სისხლის სამართლის“ ევროპის საბჭოს კონვენციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით, შემუშავდა საბაზისო ტრენინგ მოდულები კორუფციაზე, რომლებიც გაერთიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო პროგრამაში. ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოეწერა თერთმეტ ორმხრივ საერთაშორისო შეთანხმებას. აქედან ორი შეთანხმება (ლიტვასთან და ისრაელთან) ეხება დანაშაულის, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი ათას ცამეტი წლის 4 ოქტომბერს მიიღო, ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს დანაშაულის, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის განსახორციელებლად.

გამოწვევები

კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების საჭიროება

კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს შესაბამისი პერსონალის მაღალ კვალიფიკაციასა და განვითარებულ უნარ–ჩვევებს. ასევე, აუცილებელია გამოწვევების შესაბამისად, უმჯობესდებოდეს სათანადო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. ამ თვალსაზრისით, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს შესაძლებლობების გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ბაზის გადახედვისა და დახვეწის საჭიროება კორუფციასთან ბრძოლის სფეროში

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, სახელმწიფო დგას საკუთარი კანონმდებლობის სრულყოფის საჭიროების წინაშე. აღნიშნული ეხება როგორც სისხლისსამართლებრივ სფეროს, ასევე კანონმდებლობის სხვა ასპექტებს. კორუფციასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა

კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა დიდწილად არის დამოკიდებული უწყებათშორისი თანამშრომლობის ეფექტიანობაზე. მნიშვნელოვანია იმ პრობლემური საკითხების გადაჭრა, რომლებიც გამოიხატება ეფექტიანი უწყებათშორისი კოორდინაციის ნაკლებობაში.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს შესაძლებლობების შემდგომი განვითარება

ორი ათას თოთხმეტი წელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას შესაბამის სფეროში სხვადასხვა ტრენინგისა და სასწავლო ვიზიტის განხორციელების გზით. აღნიშნულის მიზანია კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა და ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, აუცილებელია ანტიკორუფციული სააგენტოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შემდგომი გაუმჯობესება.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების გამოცდილების შესწავლას. აღნიშნულის მიზანია სხვადასხვა სახის რეკომენდაციების, პროექტების, ინიციატივების შემუშავება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და საჭიროებისამებრ, ცვლილებების ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზს. აღნიშნულის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყებათშორისი კოორდინაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სტრუქტურული დანაყოფების ჩართულობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ათას თოთხმეტი –ორი ათას თექვსმეტი წლების ახალი სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფების საქმიანობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საჯარო სამსახურის რეფორმა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში და მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის პრევენცია.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ორი ათას ერთი წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად შეცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება ტერორიზმის მიმართ. საქართველო გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და მონაწილეობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ, სამშვიდობო, სამძებრო- სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში.

ორი ათას თერთმეტი წელს საქართველოში შეიქმნა უწყებათშორისი კომისია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე, რომლის ერთ-ერთი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კომისია პასუხისმგებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციაზე (სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა №ათას ორას სამოცდაშვიდი და №ათას სამას სამოცდაცამეტი რეზოლუციებს) და მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსური აქტივების დაყადაღება, ფიზიკური პირებისთვის მგზავრობის აკრძალვა და იარაღზე ემბარგო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კონტრტერორისტული ცენტრი ახორციელებს ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და მათ აღმკვეთ კონტრტერორისტულ ღონისძიებებს.

ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველო არის გაერო-ს 13 კონვენციის, ასევე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების წევრი და უზრუნველყოფს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას მათ მოთხოვნებთან. უახლოეს პერიოდში იგეგმება გაერო-ს ფარგლებში მიღებული ახალი ანტიტერორისტული კონვენციების სავალდებულოდ აღიარების შესაძლებლობის განხილვა. ასევე, საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ორგანოებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველო „ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევს.

მჭიდრო თანამშრომლობა ხორციელდება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც საქართველოს შემდეგი სახის შეთანხმებები აქვს გაფორმებული: განზრახულებათა მემორანდუმი „საქართველოსა და აშშ-ის შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ“, შეთანხმება „საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ტერორიზმის შეჩერების პროგრამის უზრუნველყოფის შესახებ“, ასევე, საიმპლემენტაციო შეთანხმება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის შესახებ“.

ორი ათას ცამეტი წელს განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის რეორგანიზაცია. შეიქმნა რეგიონული სამსახურები, რაც რეგიონებში არსებული ოპერატიული ვითარების სრულყოფილი კონტროლის საშუალებას იძლევა. ჩამოყალიბდა ცენტრის კომპეტენციაში შემავალი განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები. ინერგება ოპერატიული შემადგენლობის მეთოდური უზრუნველყოფის პრაქტიკა (მომზადებულია ტერორისტული აქტის მზადების სავარაუდო ნიშნების გამოვლენის მეთოდოლოგია).

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით, კონტრტერორისტული ცენტრისთვის შეძენილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკა, ასევე სპეცტექნიკა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

ორი ათას ცამეტი წლის ივნისში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე დააკავა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე. ასევე, ორი ათას ცამეტი წლის 13 სექტემბერს, ქ.ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის ფედერაციის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე.

გამოწვევები

ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ტერორიზმისთვის. კერძოდ, მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხე მომდინარეობს აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. არსებობს ქვეყანაში სხვადასახვა ტერორისტული დაჯგუფებების ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოღწევის საფრთხეც. საფრთხე ასევე გამოიხატება აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აფხაზურ და ოსურ მოსახლეობაში ქართველი ხალხისადმი სიძულვილის გრძნობის დანერგვაში.

იარაღის უკანონო შემოდინების, გავრცელებისა და ტრანზიტის საშიშროება

მაღალია საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებების გავრცელების საფრთხე, როგორც საქართველოში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. რეგიონული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, არსებობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშიშროებაც (აღსანიშნავია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები). საქართველოში არსებობს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღის და მისი აქსესუარების ლეგალური შეძენის საშუალება, რომელიც თავისი ეფექტურობისა და გამოყენების სპეციფიკის გამო შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის (მაღალი კლასის პისტოლეტები, შაშხანები, ოპტიკური სამიზნეები, ღამის ხედვის მოწყობილობები, რადიოკავშირის საშუალებები, ამუნიცია და სხვა აღჭურვილობა).

რადიკალური ისლამის (ვაჰაბიზმის) გავრცელება

ქვეყანაში არსებობს ვაჰაბიზმის გავრცელების საფრთხე. მას მძლავრი გარე ფინანსური წყაროები და სოციალურ-ეკონომიკური ნიადაგი გააჩნია. აღნიშნულმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს მუსლიმ მოსახლეობაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) რადიკალური რელიგიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.

საერთაშორისო ტერორიზმი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, საშუალებას აძლევს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს გამოიყენონ ქვეყნის ტერიტორია, როგორც თავისი საქმიანობის დასაყრდენი პლაცდარმი. ვითარების განსაკუთრებულად გართულება მოსალოდნელია სირიაში მიმდინარე მოვლენების გადამწყვეტ ფაზაში შესვლისა და ავღანეთიდან ორი ათას თოთხმეტი წელს ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების გაყვანის შემდეგ.

ქართული კანონმდებლობის ნაკლოვანებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავში მოცემული ნორმების გარკვეული კატეგორია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებითაც თანამედროვე ტერორიზმი ემუქრება სახელმწიფოებს. არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც მოახდენდა იმ ტერორისტული საქმიანობის კრიმინალიზაციას, რომელიც არ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში და ვრცელდება მის ფარგლებს მიღმა, ანუ ჩადენილია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე პირის მიერ. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავის ის მუხლები, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის ფარგლებში პირის მოქმედებას ეხება, ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურულ წყობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

არადამაკმაყოფილებელია ტერორისტული მიზნით წვრთნის არსებული რეგულირება, რომელიც არ არის მოცულობითი და ვერ ფარავს იმ საშუალებებისა თუ მეთოდების მრავალფეროვან სპექტრს, რომელთა გამოყენებაც თანამედროვე ტერორიზმის კონტექსტში ხდება. დახვეწას საჭიროებს ასევე ტერორიზმის დაფინანსების მუხლი. თანამედროვე პირობებში, ტერორიზმის დაფინანსებასთან ერთად, ვიწრო გაგებით, ხორციელდება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა მრავალფეროვანი საშუალებებით, რასაც ვერ ფარავს არსებული ნორმის ვიწრო რეგულირების სფერო.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცება

ტერორისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საზღვრის დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ: საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან და სხვა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის შემუშავება; საქართველოსთვის არასასურველ პირთა არდაშვების, ინტერნირების და დეპორტაციის მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება; ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა (მათ შორის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ვიდეო- ონლაინ კავშირის დამყარება, კონტრაბანდის სამალავების აღმოჩენის ტექნიკური საშუალებების შექმნა, ადგილზე პირველადი ქიმიური, რადიოლოგიური და ფარმაცევტული ექსპერტიზის ჩატარება); აუდიო, ვიდეომასალების და ბეჭდვითი მასალების, ციფრულ საშუალებებზე გადატანილი ინფორმაციის ექსპერტული შეფასების მექანიზმების შექმნა შესაძლო ექსტრემისტული იდეოლოგიის ექსპორტის აღკვეთის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, განსაკუთრებით, ტერორიზმის დაფინანსების მექანიზმების გამოვლენის, შესწავლის და აღკვეთის კუთხით. მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი ან/და დაგეგმილი დივერსიული ან/და ტერორისტული აქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესება და მასშტაბური ანტიტერორისტული სწავლების ჩატარება (ან ამ სწავლებისათვის შესაბამისი საორგანიზაციო ღონისძიებების დაგეგმვა და დაფინანსება). ამავდროულად, ყურადღება უნდა დაეთმოს არსებული მატერიალურ– ტექნიკური ბაზის განახლებას, კონტრტერორისტული ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციონალური შესაძლებლობების დასახულ ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.

საქართველოში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური მოწყობილობებისა და ტექნიკის კონტროლი

ლეგალურად შეძენილი და რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური მოწყობილობების და სპეცტექნიკის შესაძლო ტერორისტულ აქტებში გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ გაძლიერდეს კონტროლი მაღალი საბრძოლო მახასიათებლების მქონე კატეგორიის იარაღის მფლობელებზე, გამკაცრდეს მისი აღრიცხვაზე აყვანის წესები და შენახვის პირობების მოთხოვნები.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონების ოპერატიული კონტროლის გაძლიერება

შესაძლო ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, უნდა გაძლიერდეს კოორდინირებული მუშაობა ,,რისკის ზონებში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივლინებულ და ადგილობრივ რეგიონულ დანაყოფებს შორის. აუცილებელია შემუშავდეს შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რეგიონებში მოქმედი დამკვირვებელთა მისიების) სწრაფი ინფორმირების მექანიზმი. თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონულ, ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. აუცილებელია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მონაცემთა მუდმივი და ოპერატიული გაცვლა. აუცილებელია მუდმივად განხორციელდეს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, დანადგარების და ნივთიერებების შესაძლო ტრანზიტის ან ექსპორტის მონიტორინგი.

ტერორისტული დარტყმის პოტენციური სამიზნეების გამოვლენა და პასპორტიზაცია

უნდა განხორციელდეს ტერორისტული დარტყმის პოტენციური სამიზნეების გამოვლენა და მათი პასპორტიზაცია, რათა სპეციალური ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით წინასწარ მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული, თავის მხრივ, პირად შემადგენლობას გაუადვილებს დასახული ამოცანის შესრულებას.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა

ორი ათას ცამეტი წლის აგვისტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე. აღნიშნული ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. სახელმძღვანელო პრინციპად აღებულ იქნა თანამედროვე ტერორიზმის პრობლემატიკა, თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურა და დამახასიათებელი ნიშნები. სწორედ მათთან დაკავშირებული გამოწვევებისადმი გარკვეული „ადაპტაციის“ მიზნით იქნა შემუშავებული აღნიშნული პროექტი.

კოდექსს ემატება ახალი 3232 მუხლი, რომელიც ეხება საერთაშორისო ტერორიზმს, რაც არეგულირებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე პირის მონაწილეობას ტერორისტულ საქმიანობაში. შემოდის ტერორისტული ორგანიზაციის „წევრობის“ და „წევრობისთვის გადაბირების“ კომპონენტები. ხორციელდება ორგანიზაციის საქმიანობაში „აქტიური მონაწილეობის“ კრიმინალიზაცია. ამასთანავე, კანონმდებლობაში შემოდის სამხედრო წვრთნა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ. ტერორიზმის დაფინანსებასთან ერთად, შესაბამისი მუხლით მოხდება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის კრიმინალიზაცია. კანონმდებლობაში შემოდის ტერორისტული საქმიანობის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობის მუხლი.

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მისი მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ეს, თავის მხრივ, სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რაც შეამცირებს კიბერდანაშაულით გამოწვეულ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის საფრთხეებს და შექმნის მეტად უსაფრთხო გარემოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარებისათვის.
ორი ათას რვა წლიდან დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორი ათას თორმეტი წლიდან მოქმედებს საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია „კიბერდანაშაულის შესახებ“. სრულად განახლდა სისხლის სამართლის კოდექსის ХХХV თავი. ცვლილებები შეეხო საპროცესო კანონმდებლობასაც. შემოღებულ იქნა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კიბერდანაშაულის ჩადენისათვის. დაიხვეწა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მუხლი (საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა). დაიხვეწა ბავშვთა პორნოგრაფიის მუხლი. ასევე, ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაა კომპიუტერული და ელექტრონული დანაშაულის გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული დანაყოფებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა კიბერდანაშაულის სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას. აღნიშნული სამმართველო მოიცავს 24/7 საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტს, რომელიც კონვენციის 35–ე მუხლის თანახმად ახორციელებს ევროპის საბჭოს კონვენციის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან კიბერდანაშაულის სფეროში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. ორი ათას ცამეტი წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში შეიქმნა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება. შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის მოწყობილობები კომპიუტერის მყარი დისკიდან, მობილური ტელეფონებიდან და სხვა ელექტრონული მოწყობილობებიდან ციფრული მტკიცებულებების სახეცვლილებისა და დაზიანების გარეშე ამოღებისთვის და მათი შემდგომი საექსპერტო დამუშავებისთვის. ორი ათას ცამეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის განხორციელდა არაერთი ტრენინგი და სასწავლო ვიზიტი.

საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას კიბერდანაშაულთან ბრძოლაში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. ორი ათას თორმეტი წლის სექტემბრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების განხორციელება, ასევე ქართულ ენაზე კიბერდანაშაულის სასწავლო მოდულების შემუშავება, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც სასწავლო მასალა.

გამოწვევები

საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, იზრდება კიბერსაფრთხეები და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები. კიბერკრიმინალები სწრაფად პოულობენ ახალი ტექნოლოგიების ნაკლოვანებებს და ახდენენ მათ უკანონო ექსპლოატაციას.

დამნაშავეები დანაშაულებრივ საქმიანობაში ხშირად მიმართავენ კიბერდანაშაულის ისეთ სახეებს, როგორებიცაა: კომპიუტერულ სისტემაზე უნებართვო წვდომა, მონაცემთა ხელში ჩაგდება, მონაცემთა ხელყოფა, სისტემაში ჩარევა, მოწყობილობათა ბოროტად გამოყენება, კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა, საბანკო თაღლითობა, ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაული, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაული, არაფინანსური დანაშაულის ისეთი სახეები, როგორებიცაა მუქარა, შეურაცხყოფა და სხვა. დამნაშავეების სამიზნეა ადამიანთა პირადი ცხოვრებაც. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერ საფრთხეებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შესახებ.

საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობა

კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საკანონმდებლო ბაზის გადახედვისა და განახლების აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეუქცევადად მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროგრესი. ეს უკანასკნელი ზრდის კიბერსივრცის გამოყენებით უპრეცედენტო მასშტაბის დანაშაულების ჩადენის საშიშროებას. საჭიროა ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად იხვეწებოდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა სამართლებრივად შესაძლებელი გახდეს კიბერსივრცეში ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება. სხვაგვარად, შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, რომ საკანონმდებლო ხარვეზის გამო კონკრეტული კიბერდანაშაული სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სტრუქტურული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების საჭიროება გამოწვევად რჩება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სტრუქტურული დანაყოფების პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, კიბერდანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების საკითხებზე მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი კადრების მოძიება.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

კიბერდამნაშავეები არა მარტო აზიანებენ კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემებს, აგრეთვე იყენებენ კიბერსივრცეს სხვადასხვა დანაშაულის ჩასადენად. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის მიზნით, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების წარმოება კიბერდანაშაულისა და მისგან გამოწვეული ზიანის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას თავი კიბერდანაშაულისგან, უნდა გააჩნდეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების, მათი იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საკანონმდებლო ბაზის პერიოდული გადახედვა და საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა

აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა შემდგომი კლასიფიკაცია, ასევე მოხდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით რამდენიმე საპროცესო ღონისძიების ინკორპორირება. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს შიდაუწყებრივი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ციფრული მტკიცებულებების ამოღების, პირველადი მოპყრობისა და მისი შემდგომი ექსპერტიზის საკითხებს. აღნიშნული შესაძლებელს გახდის სამართლებრივ დონეზე განისაზღვროს ციფრული მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი შემდგომი დამუშავების წესები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მტკიცებულებათა დაზიანების ან ფალსიფიკაციის საფრთხეს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერნეტის პროვაიდერების ვალდებულებების გადახედვა საკანონმდებლო დონეზე, ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რაც უფრო გააღრმავებს პროვაიდერებსა და სახელმწიფოს შორის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას.

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სტრუქტურული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება

აუცილებელია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების განხორციელება. საჭიროა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება. მნიშვნელოვანია საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარება ციფრულ მტკიცებულებებთან (კიბერკრიმინალისტიკა) მუშაობის მიმართულებით.

კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად აუცილებელია ბიზნესის მონაწილეობაც. დასაცავი ინფრასტრუქტურის უდიდეს ნაწილს ფლობს და ოპერირებს სწორედ კერძო სექტორი. აუცილებელია კომპანიების ინფორმირება, თუ როგორ დაიცვან კომერციულად სენსიტიური ინფორმაცია, ინტელექტუალური საკუთრება, მომხმარებელთა მონაცემები და როგორ მოახდინონ რეაგირება მსგავსი ტიპის დანაშაულზე. ამ კუთხით აუცილებელია ბიზნესზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანიების წარმოება. ასევე აუცილებელია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საჭიროებისამებრ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

კიბერუსაფრთხოების სფეროში, საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ინიცირება, ასევე აღნიშნულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, ეუთო, ნატო, გაერო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი, ევროსაბჭო) და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

24/7 საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის. ყველა სხვა პროცედურა დროშია გაწელილი და ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია ციფრული მტკიცებულებების განადგურება. შესაბამისად, კიბერდანაშაულის კონვენციით გათვალისწინებული 24/7 საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით შესაძლებელია კიბერსივრცეში ჩადენილი დანაშაულების ცხელ კვალზე გამოძიება.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების სააგენტო მიზნად ისახავს თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას მომსახურების ყველა სფეროში.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო პროცედურების განხორციელება, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, მართვის უფლების მინიჭება და მართვის მოწმობის გაცემა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 81სააგენტოში დანერგილია დოკუმენტბრუნვისა და საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა. შექმნილია ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შესაბამისი პროგრამების მეშვეობით მომსახურების სააგენტოს ყველა დანაყოფს დროის რეალურ რეჟიმში ერთმანეთთან ეფექტური თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში არ არსებობს მომსახურების გაწევის ტერიტორიული პრინციპი. მოქალაქეს მომსახურების მისაღებად უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ დანაყოფს, თავისი საცხოვრებელი ან რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა პარალელურად დანერგილია ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომლის ინფორმაციამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, შექმნილი ელექტრონული სერვერების მეშვეობით ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების სისტემაში შემავალ სტრუქტურებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან. ორი ათას ცამეტი წელს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების სააგენტოში (თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ) აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა „E” ბლოკის შენობა. შენობაში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნების, რეგისტრაციის მოწმობებისა და მართვის მოწმობების დამზადება და გაცემა. ამავე შენობაში ხორციელდება საბანკო მომსახურებაც. აღნიშნული სერვისების ერთ სივრცეში განთავსებით დაინერგა „ერთი სარკმლის“ პრინციპი.
მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით შეძენილ იქნა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელები. ქ. რუსთავში მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მოედანს დაემატა „უკუსვლით პარკირების“ ორი და „პარალელური პარკირების“ ერთი საგამოცდო ელემენტი, რაც პრაქტიკულ გამოცდაზე უფრო მეტი გამოსაცდელის მიღების საშუალებას იძლევა.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეძენილ იქნა და მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ სტრუქტურულ ერთეულში დამონტაჟდა ავტომობილების დასათვალიერებელი ამწე მოწყობილობები.
იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეძენილ იქნა და მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ სტრუქტურულ ერთეულს გადაეცა პნევმატური იარაღის ტყვიის სიჩქარის მზომი ქრონოგრაფები. მომზადდა შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, რომელიც უცხო სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული სახის დოკუმენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე წარმოდგენის (ატვირთვის) საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემის (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) საშუალებას იძლევა.
დაიხვეწა გირავნობის რეგისტრაციის პროგრამა. აღნიშნული ავტორიზებულ მოგირავნეებს საშუალებას აძლევს სააგენტოს, მატერიალური დოკუმენტაციის 82წარდგენის გარეშე, ელექტრონულად მიაწოდონ ინფორმაცია გირავნობის რეგისტრაციაზე, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებაზე ან რეგისტრაციის გაუქმებაზე.
ორი ათას ცამეტი წელს მიმოქცევაში შევიდა ახალი, ,,TT“ სერიის შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი, რაც განპირობებული იყო აღნიშნული ტიპის დროებით სანომრე ნიშანზე მოთხოვნის გაზრდით. დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის ათას ცხრაას სამოცდარვა წლის 8 ნოემბრის კონვენციისა და ევროკავშირის მოთხოვნებს. დაწყებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათი, როგორც საგზაო მოძრაობის სრულფასოვანი მონაწილეების უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო სისტემის შექმნა.

გამოწვევა

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი სერვისების დანერგვის საჭიროება

გაუმჯობესებული მომსახურების და ახალი სერვისების მზარდი მოთხოვნის პირობებში, აუცილებელია ხარისხის არსებული სტანდარტის მუდმივი დახვეწა. მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს არსებული შესაძლებლობების ანალიზი, რაზე დაყრდნობითაც მოხდება სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია დაიხვეწოს არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სააგენტოს მომსახურების სფეროს განვითარებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საზოგადოებრივი მოთხოვნილებების საპასუხოდ, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მომსახურების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და დივერსიფიკაცია, ასევე ტექნოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობების განვითარება.
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. მოხდება სარეგისტრაციო დარბაზის მოდერნიზაცია. ასევე, დაგეგმილია მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის რეფორმა.

მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა

ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წელს უკვე შესაძლებელია ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. ეს კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო დონეზე მართვის მოწმობის აღიარების მაჩვენებელს. გარდა ამისა, პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება ქალაქში, რეალურ მოძრაობაში, რის ფარგლებშიც მოხდება გამომცდელების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პერიოდული ტექნიკური დათვალიერების შემოღებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების პირობებით დადგენილი აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, საქართველო იღებს ვალდებულებას დანერგოს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მომსახურების სააგენტო ეცნობა ევროპის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორი ათას თოთხმეტი წელს აღნიშნული პროცესი გადავა განხორციელების აქტიურ ფაზაში.

ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება

ორი ათას თოთხმეტი წელს იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ახალი ნიმუშის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება.

ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვა

იქმნება ელექტრონული არქივი, სადაც განთავსდება მომსახურების სააგენტოში არსებული მატერიალური მასალა, რაც ხელს შეუწყობს მონაცემთა სწრაფ დამუშავებას. აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში გაეცნონ შესაბამის დოკუმენტაციას.

ავტოსკოლების რეფორმა, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა

ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა ქვეყანაში მოქმედ ყველა ავტოსკოლასთან, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების დახვეწისა და საერთო დონის ამაღლების მიზნით.
ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილია საქართველოში მოქმედ სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დანერგვა.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება

ორი ათას თოთხმეტი წელს დაგეგმილია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, როგორებიცაა ევროპის სატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლების სარეგისტრაციო უწყებების ასოციაცია და პრაქტიკული გამოცდის გამომცდელების საერთაშორისო კომისია. აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით მოხდება შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების ორმხრივი გაცვლა, წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტა და იმ დირექტივების სტანდარტების გაზიარება, რომლებიც ინერგება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში როგორც სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის უფლების მინიჭების, აგრეთვე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების პროცესის ფარგლებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“

ორი ათას თორმეტი წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“. მისი ძირითადი ფუნქციაა სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის „112“-ის საშუალებით. ზარების ეფექტიანი მართვის მიზნით, დაწყებულია სარეზერვო რეგიონული ოფისის მშენებლობა.
,,112“-ში პროგრამული შეფერხების თავიდან აცილებისთვის, ორი ათას ცამეტი წლის აგვისტოში, ჩამოყალიბდა პროგრამისტთა ჯგუფი, რომელიც „112“-ის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის უზრუნველყოფს პროგრამული სისტემის სარეზერვო გეგმის შექმნას და ქსელის უსაფრთხოებას. მოქალაქეებისგან შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა.

ორი ათას ცამეტი წელს დაიწყო „112“-ის რებრენდინგის პროცესი და განისაზღვრა ბრენდის პლატფორმა. რებრენდინგის მიზანია, „112“-ის ლოგო გახდეს მოსახლეობისთვის მარტივად დამახსოვრებადი და ცნობადი. ცნობადობის გაზრდისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით, პერმანენტულად შუქდება „112“-თან დაკავშირებული სიახლეები და მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ცენტრის მუშაობის სპეციფიკის და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
„112“-ში შემუშავდა პერსონალზე მორგებული სამუშაო სტანდარტები, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა სამუშაო გრაფიკი. ღამის ცვლის ოპერატორებისა და დისპეტჩერებისათვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახები. მოგვარდა „112“-ში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური პრობლემები. „112“-ში პერმანენტულად ხორციელდება თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება. აღნიშნულის მიზანია გადაუდებელი შემთხვევების შეფასება და მართვის ხარისხის გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ოპერატორებისა და დისპეტჩერებისათვის სისტემატურად ტარდება ტრენინგები საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო დახმარების თემატიკაზე, საბაზისო განათლების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
ცრუ გამოძახებების რაოდენობის შემცირების მიზნით, ორი ათას ცამეტი წელს ჩატარდა მრავალი სარეკლამო კამპანია და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. არამიზნობრივი ზარების პრევენციის მიზნით განხორციელებული კამპანიების დაგეგმვისას, გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების რეკომენდაციები. „112“-ის მუშაობას ადგილზე ეცნობოდნენ და აკვირდებოდნენ მოწვეული სკოლის მოსწავლეები.

ორი ათას ცამეტი წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები „112“-ის საგანგებო ნომრის არამიზნობრივი გამოყენებისა და ცრუ შეტყობინებების განხორციელებისთვის.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის „112“-თან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ „911“-თან. ორი ათას ცამეტი წელს „112“ „ევროპის ერთიანი საგანგებო ნომრის ასოციაციის“ (EENA) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება იძლევა მომსახურების ეფექტიანობის გაზრდისა და სამუშაო სტანდარტების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას.

გამოწვევები

სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის აუცილებლობა

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის უწყვეტი და გამართული ფუნქციონირებისათვის, ზარების დაუბრკოლებლად მიღებისა და ინფორმაციის დროული გადაცემის მიზნით, აუცილებელია სისტემის მდგრადობის შენარჩუნება და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „112“-ის სისტემის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ოპერაციული სისტემების დანერგვა.
ზარის ინიციატორის ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობა ინიციატორის ადგილსამყოფელის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როცა ინიციატორმა არ იცის თავისი ადგილსამყოფელი, ან სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია მისგან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სისტემის ადაპტაციის საჭიროება
არსებული სისტემა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა (სმენადაქვეითებული და მეტყველების პრობლემის მქონე პირები) „112“-ით დაუბრკოლებლად ისარგებლონ. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა მომსახურების ხარისხის მუდმივი ზრდა და მონიტორინგი „112“-ის ეფექტიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ოპერაციული სისტემების განვითარებით და მუდმივი სისტემური სტანდარტიზაციით.

არამიზნობრივი ზარები

მოსახლეობის მიერ ხშირად ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ნომრის არამიზნობრივი გამოყენება. არასაგანგებო ხასიათის ზარები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემაში ჩართული სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას. სტატისტიკის მიხედვით, არამიზნობრივად განხორციელებული ზარების ინიციატორთა უმეტესობას მოზარდები წარმოადგენენ.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

არსებული პროგრამის გაუმჯობესება

პროგრამული ხარვეზების პრევენციის, სამუშაო პროცესის შემსუბუქებისა და საკომუნიკაციო ქსელის განტვირთვის მიზნით, იგეგმება არსებული პროგრამის გამარტივება, რაც მონაცემთა ორი ბაზის - საოპერაციო და საარქივო - ფორმირებას გულისხმობს. მონაცემთა საოპერაციო ბაზაში დარეგისტრირებული საქმეები, ინფორმაციის დარეგისტრირებიდან 2 კვირის შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში გადავა საარქივო მონაცემთა ბაზაში, სადაც დარეგისტრირებული საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია უვადოდ იქნება შენახული.

„112“-ის ალტერნატიული ცენტრის შექმნა

ორი ათას თოთხმეტი წელს ექსპლოატაციაში შევა „112“-ის ალტერნატიული ცენტრი. შემოსული ზარების გადანაწილება მოხდება ორ ცენტრს შორის, რაც უზრუნველყოფს ზარების ეფექტიან მართვას, მოახდენს სისტემის გადატვირთვის პრევენციას და ცენტრალური ოფისის ავარიული გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფს ზარების შეუფერხებლად 87მიღებას. ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, აგრეთვე თანამედროვე სტანდარტიზებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას.

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ წარმოადგენს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური ტემპის შენარჩუნებისთვის. ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირება და ინფორმაციული აქტივების მთლიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, „112“ შეიმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის პოლიტიკის დოკუმენტს. ასევე, შიდა და გარე საფრთხეების ინფორმაციის და რეპუტაციის დასაცავად უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შექმნა.

სტატისტიკის პროგრამის შექმნა

იგეგმება დამოუკიდებელი, სტატისტიკური მონაცემების აღმრიცხველი პროგრამის შემუშავება. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ისეთი სტატისტიკური რუკის შექმნას, რომელიც დეტალურად აღრიცხავს საქართველოს თითოეული რეგიონიდან შემოსული ზარების რაოდენობას და დეტალურად გამიჯნავს საქმეთა კატეგორიებს. შესაძლებელი გახდება სტატისტიკური ანგარიშების წარმოება, სხვადასხვა სახის ანალიზის განხორციელება და სრულყოფილი საინფორმაციო ბაზების ფორმირება.

ზარის ინიციატორის ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება

ზარის ინიციატორის ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემის დანერგვის მიზნით, ორი ათას ცამეტი წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ტექნიკურ პროვაიდერებთან და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მობილურ ოპერატორებთან. ამ მიმართულებით, ორი ათას თოთხმეტი წელს შემუშავდება შესაბამისი პროექტი, განისაზღვრება მისი განხორციელების ეტაპები და დაფინანსების წყარო. სისტემის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ორი ათას თოთხმეტი წლიდან ამოქმედდება „112“-თან მოკლეტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირების სერვისი. ვიდეოზარი საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (ასევე ზარის ნებისმიერ ინიციატორს) გადაუდებელი შემთხვევებისას გადმოსცენ ადგილზე არსებული ვითარება, რათა ოპერატორმა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. SMS შეტყობინების მომსახურების 88დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მუდმივი წვდომა ჰქონდეთ „112“- ის ცენტრთან.

ოპერატიული და სადისპეტჩერო სამუშაო პროცესის ტექნოლოგიური გაუმჯობესება

საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, „112“ მუშაობს სადისპეტჩერო პროტოკოლების პრიორიტეტების (AMPDS) სისტემის დანერგვაზე. ეს გულისხმობს, საქმეთა პრიორიტეტების ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრას. ამ მიზნით სამედიცინო, საპატრულო-კრიმინალური და სახანძრო სამაშველო შინაარსის შეტყობინებების მიღებისას, ოპერატორის მიერ მოხდება ინტერვიუს წარმოება სადისპეტჩერო სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების მიხედვით. ასევე, აღნიშნული ითვალისწინებს მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევას და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდებას, საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე მორეაგირე სუბიექტების დანიშნულების ადგილზე მისვლამდე.

ამ კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომიჯნავე სამსახურებთან და ტექნიკურ პროვაიდერებთან. ორი ათას თოთხმეტი წლისთვის განისაზღვრება პროექტის დაფინანსების წყარო, მომიჯნავე სამსახურების ზუსტი როლი და პასუხისმგებლობა.

„112“-ის მომსახურების პაკეტის დივერსიფიკაცია - უსაფრთხოების სერვისების დანერგვა

მოსახლეობისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და მოქნილი სისტემის უზრუნველყოფის მიზნით, „112“ გეგმავს უსაფრთხოების სხვადასხვა სერვისის დანერგვას.
ორი ათას თოთხმეტი წლიდან „112“ მოსახლეობას შესთავაზებს ევაკუატორებით დახმარების სერვისს, რომელიც მაქსიმალურად მოქნილია და მორგებულია საზოგადოების ინტერესებზე. აღნიშნული სერვისის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ პირს გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე „112“ დარეკვით შეეძლება ევაკუატორებით სარგებლობა.
ორი ათას თოთხმეტი წლისათვის „112“ ტურისტებს შესთავაზებს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ პერსონალურ აღჭურვილობას (ე.წ. „GPS ტრეკერები“), რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტურისტებისათვის. სერვისი უზრუნველყოფს ტურისტების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას სატელიტური სისტემის მეშვეობით.
ორი ათას თოთხმეტი წლიდან იგეგმება განგაშის (SOS) ღილაკების განთავსება სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილზე, როგორებიცაა გვირაბები, ხიდები, გზაჯვარედინები, სხვადასხვა დაწესებულებები და ობიექტები. აღნიშნული უზრუნველყოფს გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. იგეგმება ახალი პროექტის შემუშავება, რომელიც გულისხმობს ავტომანქანებში განგაშის ღილაკების განთავსებას. აღნიშნული ღილაკი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 89ავტომატურად გააგზავნის „112“-ში განგაშის სიგნალს და ინფორმაციას ინციდენტის ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნული სერვისის საქართველოში დანერგვა ხელს შეუწყობს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროულ დაფიქსირებასა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას.
დაგეგმილია სახანძრო უსაფრთხოების სერვისის (ხანძარსაწინააღმდეგო და მხუთავი აირის (CO) დეტექტორები) განვითარება.

„112“-ის ცნობადობის გაზრდა და არამიზნობრივი ხასიათის ზარების რაოდენობის შემცირება

„112“-ის ცნობადობის გაზრდისა და ცრუ გამოძახებების რაოდენობის შემცირების მიზნით, „112“ განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. აღნიშნული განკუთვნილი იქნება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან კომუნიკაციისათვის, ტელევიზიის, რადიოს, პრესისა და სოციალური მედიის საშუალებით. დაგეგმილია სარეკლამო კლიპების განთავსება სხვადასხვა ტელევიზიაში. აგრეთვე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირ კომუნიკაციას. კერძოდ, გამოკითხვები ქუჩაში და გარე რეკლამების განთავსება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში „112“ - ის ცნობადობის გაზრდას.
„112“-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს გადაუდებელ შემთხვევებში ბავშვების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათთვის მართვის ცენტრის სამუშაო სპეციფიკის გაცნობა. განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავების პროცესშია პროექტი სკოლებისათვის, რომლის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, „112“-ის ცნობადობის გაზრდა, მისი პოპულარიზაცია და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბება, რაც განაპირობებს მოზარდების მხრიდან არამიზნობრივი ზარების შემცირებას.

სამუშაო პროცედურებისა და შინაგანაწესის მოდიფიცირება და დახვეწა

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, „112“ გეგმავს არსებული სამუშაო პროცედურებისა და შინაგანაწესის დახვეწას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება, რომლის თანახმად „112“-ის ოპერატორებისა და დისპეტჩერებისთვის დეტალურად გაიწერება ქცევის შიდა წესები და განისაზღვრება ზარის მიღებისა და საქმის მართვის ახალი პროცედურები.

მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი

მომსახურების პერმანენტულად გაუმჯობესების მიზნით, „112“ მუდმივად ითვალისწინებს აღნიშნულ დარგში ევროპისა და ამერიკის მასშტაბით არსებულ სიახლეებს და საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისთვის მისაღები ინოვაციების დანერგვას. ამ მხრივ, აღსანიშნავია მონიტორინგი შემომავალ ზარებზე, რათა გამოაშკარავდეს და აღმოიფხვრას ოპერატორთა თუ დისპეტჩერთა მხრიდან დაშვებული შეცდომები. აღნიშნული უზრუნველყოფს სამუშაო სტანდარტებისა და 90პროცედურების შესაბამისობას ანალიტიკურ და სტატისტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით.

აუცილებელია თანამშრომელთა სამუშაო პირობების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით ოპერატორთა/დისპეტჩერთა სტრესული სამუშაო გარემოს გაჯანსაღება, მათი რელაქსაციისათვის და ფსიქოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია მათი მუდმივი გადამზადება.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

„112“-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. მომსახურების ეფექტიანობის გაზრდისა და სამუშაო სტანდარტების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წლიდან „112“ დაიწყებს გაწევრიანების პროცესს სხვადასხვა ასოციაციაში/ორგანიზაციაში, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნიან (PSCE – ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომუნიკაციის ფორუმი; IAEM - საგანგებო სიტუაციების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაცია; TIEMS - საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო საზოგადოება).

„112“ აღჭურვილია ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ერთიანი ელექტრონული სისტემით - ERC, რომელიც დაწერილია ქართველი პროგრამისტების მიერ. პროგრამის ფუნქციონალური უნიკალურობიდან გამომდინარე, „112“ გეგმავს ERC პროგრამის შეთავაზებას იმ ქვეყნებისათვის, სადაც იგეგმება გადაუდებელი დახმარების ცენტრის შექმნა და ერთიანი ნომრის - „112“-ის ამოქმედება. დაცვის პოლიცია დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფია. მისი მთავარი ამოცანაა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის მშვიდი და ჯანსაღი გარემოს შექმნა. ეს ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების ეტაპობრივი დანერგვითა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით.

დაცვის პოლიცია წარმოადგენს გამოცდილი პოლიციელებით დაკომპლექტებულ, თანამედროვე აპარატურითა და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილ დაცვის სამსახურს. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს სამი მთავარი სამმართველოს, თბილისში დისლოცირებული ოთხი სამმართველოსა და რვა რეგიონული სამმართველოს მეშვეობით.
მუდმივად მიმდინარეობს GPS სისტემის განვითარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ავტოპარკში შემავალი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის დადგენა, მარშრუტის ზუსტი განსაზღვრა, გავლილი მანძილის კონტროლი, ობიექტის რუკაზე დატანა, სამუშაო პროცესზე ონლაინ რეჟიმში 91დაკვირვება, თანამშრომლების სამუშაო დროის განსაზღვრა. GPS მოწყობილობით აღჭურვილია ათას ხუთასი -მდე დაცვის პოლიციის და დამკვეთის სატრანსპორტო საშუალება. განხორციელდა დაცვის პოლიციის მომსახურების გადახდის სისტემის ბანკებთან ინტეგრირება. სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა დაცვის პოლიციის მომსახურების საფასურის გადახდა. ავტოპარკის განახლების მიზნით, დაცვის სამსახურისთვის ორი ათას ცამეტი წელს შეძენილ იქნა ახალი საინკასაციო ავტომობილები.
ორი ათას ცამეტი წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დაცვის პოლიციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. ქ. გორში დაცვის პოლიციას გადაეცა შესაბამისი სტანდარტების ახალი შენობა. შიდა ქართლში, ზესტაფონსა და სამცხე-ჯავახეთში გარემონტდა ძველი შენობები.
ორი ათას ცამეტი წლის თებერვლიდან, დაცვის პოლიციაში ინერგება მოქნილი ტარიფების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს დაცვის პოლიციის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს ოპერატიული რეაგირების ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლებები დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.
ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცვის პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ტელე–რადიო სადგურებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისტემატურად ხორციელდება ქვეყნის დაცული ობიექტების სტატისტიკის მონიტორინგი. არსებული შესაძლებლობების ანალიზის შედეგად, განისაზღვრება სამომავლო პრიორიტეტები.

გამოწვევები

ობიექტების დაცვის ორგანიზების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა

აუცილებელია ხარისხის არსებული სტანდარტის მუდმივი დახვეწა, რაც გულისხმობს საპოლიციო ძალებით მომსახურების დონის მკვეთრ ამაღლებას და თანამედროვე დაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის ტემპების დაჩქარებას. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობა დაცვის პოლიციის მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, აუცილებელია ამ უკანასკნელის შესაძლებლობების გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და არსებულის რეაბილიტაციას. დეპარტამენტის მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, აუცილებელია საფინანსო სექტორში მართვის თანამედროვე კომპიუტერული სისტემების დანერგვა.

ნორმატიული აქტების დახვეწის საჭიროება

სამეწარმეო სუბიექტების ხელშეწყობისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარების მიზნით, აუცილებელია რიგი ცვლილებების შეტანა სამართლებრივ ბაზაში, რათა მოხდეს დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.

სოციოლოგიურ-მარკეტინგული კვლევების წარმართვისა და სარეკლამო საქმიანობის განხორციელების აუცილებლობა

სამომხმარებლო სეგმენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების სრულყოფილი განსაზღვრა დადებით ზეგავლენას ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სარეკლამო სტრატეგიის განსაზღვრის პოცესებზე.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

დაცვითი-საგანგაშო ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა

დაცვითი-საგანგაშო ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცვის პოლიციის ცენტრალური დაკვირვების პულტზე შემოსული განგაშის სიგნალების დაბრკოლების გარეშე მიღებას და მკვეთრად აამაღლებს მათზე რეაგირების ხარისხს. აეროპორტის უსაფრთხოების სისტემების განვითარების მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წელს იგეგმება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ციფრული ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის მონტაჟი.

GPS და ნავიგაციის სისტემების დანერგვის არეალის გაფართოება

GPS მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და დაცული ობიექტების ლოკაციის პროცესის გამარტივების მიზნით, შეიქმნება ობიექტების GPS კოორდინატების ელექტრონული რუკა. აღნიშნული შესაძლებელს გახდის მყისიერად განისაზღვროს პრობლემური ობიექტის ადგილმდებარეობა. ზემოაღნიშნული პროექტის პარალელურად, იგეგმება ოპერატიული რეაგირების ჯგუფების ნავიგაციის სისტემებით აღჭურვა, რაც GPS კოორდინატების ელექტრონული რუკის მსგავსად, შეძლებს საძიებელი ობიექტის ადგილმდებარეობის სწრაფ იდენტიფიცირებას. შიდა კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების განვითარება კავშირის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორი ათას თოთხმეტი წლისთვის იგეგმება არსებული რადიოკავშირგაბმულობის ქსელის ჩანაცვლება თანამედროვე ციფრული ქსელით. აღნიშნული შესაძლებელს გახდის სრულად დაიფაროს საქართველოს ტერიტორია. განსახორციელებელი პროექტების რიცხვს, რომელიც ითვალისწინებს შიდა პორტალში ახალი სერვისების დანერგვას, განეკუთვნება შიდა კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს პროცესი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქსელის მუშაობის ხარისხს და საგრძნობლად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს დეპარტამენტის თანამშრომლებს.

საფინანსო-სამეურნეო სექტორის თანამედროვე კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა

ორი ათას თოთხმეტი წლისთვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური სასაწყობო მეურნეობის მარაგების ბრუნვის აღრიცხვის მიზნით, ინერგება უნივერსალური სააღრიცხვო პროგრამა „FMG”. პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ პროდუქციას მიენიჭება შტრიხკოდი, რაც გაამარტივებს გაცემული პროდუქციის ადგილმდებარეობის დადგენისა და იდენტიფიცირების პროცესებს. ორი ათას თოთხმეტი წელს დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სექტორში ამოქმედდება ახალი საბუღალტრო პროგრამა „ინფოსაწარმო“, რომელიც ყველა საბალანსო ანგარიშის ანალიტიკური დამუშავების საშუალებას იძლევა.

დაცვის პოლიციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

ორი ათას თოთხმეტი წელს განხორციელდება დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები. დაბა ურეკსა და დაბა ბაკურიანში დაცვის პოლიციის რეგიონული სამმართველოს დანაყოფებისთვის აშენდება ვიტრაჟული ტიპის შენობები. განხორციელდება დაცვის პოლიციის იმერეთი-გურიის რეგიონული სამმართველოს თერჯოლის განყოფილებისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარდაბნის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. მოეწყობა ინკასაციის ოფისი და დაჯავშნული ავტომობილების ავტოსადგომი.

ნორმატიული ბაზის დახვეწა

ორი ათას თოთხმეტი წლისთვის დაგეგმილია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კერძო დაცვითი ორგანიზაციებისთვის კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების შემცირებას. ამასთანავე, ცვლილებებით გათვალისწინებულია მათ საქმიანობაზე კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება. ორი ათას თოთხმეტი წელს დამტკიცდება ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის ინკასირების, საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილების, საბანკო დაწესებულებების დაცვის ინსტრუქციები და დეპარტამენტის ახალი შინაგანაწესი. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის გაუმჯობესება ორი ათას თოთხმეტი წლისთვის იგეგმება კერძო დაცვითი მომსახურების ბაზრის კვლევა. განხორციელდება ბაზრის დინამიკაზე რეგულარული დაკვირვება და ტენდენციების ანალიზი. მოხდება ბაზრის სეგმენტაცია პროდუქციის, ფასისა და მარკეტინგული აქტივობების მიხედვით. საზოგადოებაში სასურველი იმიჯის დამკვიდრების მიზნით, შემუშავდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ამაღლების მეთოდოლოგია. იგეგმება ახალი ვებგვერდის შექმნა და მასმედიის საშუალებებში სარეკლამო კამპანიების წარმოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს უწყების საგანმანათლებლო პროცესს. იგი აწყობს და წარმართავს სპეციალიზებულ კურსებს სხვადასხვა დანაყოფებისთვის და რეგულარულ შიდასამსახურებრივ სწავლებას ახორციელებს პოლიციის ოფიცრებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგება როგორც საბაზისო, ასევე სპეცკურსებისგან. გარდა ამისა, აკადემია უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/დაწესებულებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის, მიმდინარეობს აკადემიის პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ორი ათას ცამეტი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ფარგლებში, შემუშავდა ახალი პროგრამები, არსებითად გადამუშავდა და გაიზარდა როგორც სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე მოქმედი თანამშრომლების გადამზადების პროგრამების ხანგრძლივობა. მოხდა ახალი საგნებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების დამატება. სასწავლო პროგრამებში დეტალურად გაიწერა თითოეული ლექციის სწავლის შედეგები. ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დამტკიცდა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, რომელიც ეხება სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს შეფასების სისტემას, სასწავლო პროცესის (მათ შორის, გამოცდების) მიმდინარეობას. შეიქმნა მსმენელთა ცოდნისა და უნარების შეფასების უნივერსალური, 100 ქულიანი, ობიექტური და გამჭვირვალე სისტემა, დეტალურად გაიწერა შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები, მათ შორის, მსმენელის შეფასება პრაქტიკული საქმიანობისას.
გასულ წელს აკადემიამ დიდი ყურადღება დაუთმო აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა მიზნობრივი ტრენინგისა თუ სასწავლო ვიზიტის ორგანიზებით. შემუშავდა პროექტი პედაგოგთა როტაციული სისტემით ჩანაცვლების შესახებ. ასევე, შემუშავდა და დამტკიცდა მსმენელთა და მსმენელად მისაღებ კანდიდატთა ქცევის კოდექსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომელთა შინაგანაწესი, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატთა ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესი და ა.შ. მოქალაქეებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, ორი ათას ცამეტი წლიდან აკადემიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზის სამსახური.
გაუმჯობესდა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების პირადი შემადგენლობის 95რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში სწავლების მიზნით, ორი ათას ცამეტი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გაიხსნა. ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მეშვეობით განხორციელდა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გადახალისდა საბიბლიოთეკო ფონდი, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი. სასწავლო პროცესის პრაქტიკულ გარემოსთან დაახლოების მიზნით, სპეციალური პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელები აღიჭურვნენ საჭირო სიმულაციური ტექნიკით. პროგრამებში საცეცხლე მომზადების კომპონენტის არსებითად გაზრდის გამო, დამატებით გაიხსნა ახალი სიმულაციური ტირი. პარლამენტმა მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის აკადემიის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბებას. აკადემიაში დაწყებულია „საპოლიციო რეგულირების სამაგისტრო პროგრამის“ შემუშავება. აღნიშნულის შედეგად, უმაღლესი საპოლიციო სასწავლებელი გამოუშვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო რგოლის ხელმძღვანელ მუშაკებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სისტემის კიდევ უფრო მეტ გაჯანსაღებას და სამინისტროს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის ფარგლებში, განახორციელა მათი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის შესარჩევი კონკურსებისთვის საჭირო ტესტების შემუშავება და ტესტირების ორგანიზება.

ორი ათას ცამეტი წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მასშტაბით, პირველად გაიმართა მთელი ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება, რომლის მიზანი იყო არსებული ნაკლოვანებების დადგენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გამოწვევები

უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვების აუცილებლობა

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში პოლიციელთა სწავლება მოიცავს უმაღლეს აკადემიურ განათლებას. აღნიშნულ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს უმაღლესი აკადემიური განათლება, რადგან ის წარმოადგენს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისი სტატუსის არქონა შეუძლებელს ხდის პოლიციელთათვის აკადემიური განათლების მიწოდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო რგოლის საპოლიციო მენეჯერულ პოზიციებზე შესაბამისი აკადემიური განათლების მქონე კადრების ნაკლებობა

აკადემიური პროგრამის არარსებობა განაპირობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის საპოლიციო მენეჯერულ პოზიციებზე შესაბამისი აკადემიური განათლების მქონე კადრების ნაკლებობას. საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უმაღლეს განათლებაზე გადასვლა ხელს შეუწყობს აკადემიაში შესაბამისი განათლებისა და უნარების მქონე კადრების მოძიება/მომზადებას, რაც განაპირობებს საპოლიციო დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას. სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზებული სისტემის არარსებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლო პროცესის ადმინისტრირება (მსმენელთა და სტუდენტთა მონაცემები და სწავლის შედეგები, ელექტრონული რეგისტრაცია) საჭიროებს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას, მეტი ოპერატიულობისა და გამჭვირვალობისათვის.

პოლიციელთა მომზადების პროფესიულ პროგრამებში რიგი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა

არსებული პროგრამები მოითხოვს განახლებას რიგ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების შესაბამისად (მათ შორის, ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“). შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პოლიციელთა მომზადების პროფესიული პროგრამები არ მოიცავს რიგი პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის აუცილებელ სასწავლო კურსებს (მაგ.: ავტომობილისა და მოტოციკლის ტარების კურსი, სხვადასხვა კონსტრუქციის შენობა-ნაგებობებში ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეცსაშუალებების ექსტრემალურ პირობებში გამოყენება), რაც გამოწვეულია სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების თანამშრომლები საჭიროებენ კვალიფიკაციის პერიოდულ ამაღლებას. მათთვის აუცილებელია განგრძობადი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, ასევე არსებული სასწავლო კურსების განახლება.

სერტიფიცირებულ მეხანძრე-მაშველების ნაკლებობა

საკანონმდებლო რეგულაციით აუცილებელია, რომ მეხანძრე-მაშველი იყოს მომზადებული ხანძრის ქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, რაც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით. ამისათვის აუცილებელია როგორც მოქმედი, ასევე დამწყებ მეხანძრე-მაშველთა სერტიფიცირება შესაბამისი პროფესიული პროგრამის გავლის საფუძველზე.

სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

სასწავლო პროცესის პრაქტიკული ნაწილი არასრულად არის უზრუნველყოფილი სათანადო ინვენტარით. აკადემიის ტერიტორიაზე არსებული 97შენობა-ნაგებობების ნაწილი საჭიროებს განახლებას. პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებისათვის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს (დაბრკოლებათა ზოლი, სარბენი ბილიკი და სხვა). შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეინიშნება საერთო საცხოვრებლის საჭირო სივრცის ნაკლებობა, რაც შეიძლება სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი გახდეს. დღეისათვის, მეხანძრე-მაშველთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კრიმინალისტიკური ლაბორატორიის არარსებობა აფერხებს მსმენელთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც აუცილებელს ხდის არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახალი ინვენტარის შეძენას.

აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი განაპირობებს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვასა და არსებული ცოდნის გაღრმავებას, რაც ზოგადად სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელი უწყვეტი პროცესია. ყოველივე ეს საჭიროს ხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას.

საარქივო ინფრასტრუქტურის არარსებობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უნიკალური დოკუმენტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუმუშავებელია და იმავდროულად საჭიროებს შესაბამისი სტანდარტების საცავში განთავსებას.

საარქივო მასალების რეაბილიტაციის აუცილებლობა

იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემონახული უნიკალური მნიშვნელობის მქონე ისტორიული დოკუმენტები არ განადგურდეს და მოხდეს მათი სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენება, საჭიროა მათი დაუყოვნებლივი და სათანადო დამუშავება, რესტავრაცია და პოპულარიზაცია.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება წარმოადგენს, რათა შესაძლებელი გახდეს მოქმედი და მომავალი პოლიციელებისთვის აკადემიური განათლების მიცემა. ეს პოლიციის პროაქტიური აზროვნების განვითარების საფუძველია. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელი პირობაა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება, რაც გულისხმობს ავტორიზაციის პროცესის გავლას, შესაბამისი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევას, 98სხვადასხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, საბიბლიოთეკო ფონდის შევსება-განახლებას, საბიბლიოთეკო ელექტრონული კატალოგის და ელექტრონული საძიებო სისტემის ამოქმედებას და სხვა.

საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის განხორციელება

„საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და დანერგვა აუცილებელი პირობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და მომავალი საშუალო რგოლის მენეჯერთა მომზადებისათვის. სტუდენტებს, გარდა კომპლექსური თეორიული ცოდნის შეძენისა, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ- ჩვევები, რომელიც აუცილებელია როგორც პოლიციური საქმიანობის განხორციელებისათვის, ასევე ხელმძღვანელობისთვის. მიზნის მისაღწევად აუცილებელია აკრედიტაციის გავლა, სტუდენტების მიღება და სასწავლო პროცესის ორგანიზება.

სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზებული სისტემის შემუშავება

მსმენელთა/სტუდენტთა აკადემიის ტერიტორიაზე დაშვების გამარტივებისა და მათი აკადემიური დასწრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ელექტრონული სისტემის დანერგვა. ამასთანავე, საჭიროა მსმენელთა და სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაციის, შეფასების, რეიტინგების დათვლის და სასწავლო ცხრილების მიწოდების ელექტრონული სისტემის ამოქმედება.

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/გადამუშავება

მნიშვნელოვანია სპეციალურ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული სალექციო კურსების გადამუშავება და ახალი სალექციო კურსების დამატება „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონით დადგენილი რეგულაციების, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.
საჭიროა სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში სასწავლო პრაქტიკული კომპონენტის გაზრდა, რაც გამოიხატება ისეთი საკითხების დამატებით, როგორებიცაა: ავტომობილისა და მოტოციკლის ექსტრემალური ტარების სასწავლო კურსები, საგზაო შემთხვევის ადგილზე საქმიანობის პრაქტიკული ნაწილი, შენობა-ნაგებობების დათვალიერება და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების შესაბამისი კადრების მომზადება-გადამზადებისათვის მნიშვნელოვანია სპეციალურ სასწავლო ცენტრში არსებული პროგრამის ხანგრძლივობის გაზრდა და ახლადშემუშავებული პროგრამების მიხედვით სასწავლო პროცესის ორგანიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების საჭიროებებიდან გამომდინარე, შესამუშავებელია ახალი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადების ფექტიანობის გაზრდის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებზე, საჭიროა ვიდეოსცენარების გადაღება ვირტუალური ტირისათვის.

მეხანძრე-მაშველთა სერტიფიცირება

აუცილებელია „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების თანამშრომელთა (მეხანძრე-მაშველთა) სერტიფიცირებისათვის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

მობილური ტრენინგ ჯგუფების ჩამოყალიბება

რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების პირადი შემადგენლობის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, დროის, ფინანსური და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვის მიზნით, აუცილებელია მობილური ტრენინგ ჯგუფების ჩამოყალიბება და სათანადო სწავლების განხორციელება (მაგ.: ორგანიზებული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე და სხვა).

დისტანციური სწავლების დანერგვა

მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დისტანციური სწავლების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა, რაც რეგიონებში პოლიციელთათვის რიგი ტრენინგების დისტანციური მეთოდით განხორციელებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება პოლიციელთა სისტემატური გადამზადება მათი სამუშაო ადგილიდან მოწყვეტის გარეშე და ამავდროულად, ფინანსური და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვა.

სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

საჭიროა პოლიციელთა ფიზიკური მომზადებისათვის არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არსებული დაბრკოლებათა ზოლის განახლებას, სარბენი ბილიკის მოწყობას და სპორტული დარბაზების შეასაბამისი ინვენტარით აღჭურვას, აგრეთვე დამატებით მსმენელთასტუდენტთა სადღეღამისო განთავსებისათვის ფართის გაზრდას. ასევე, აუცილებელია არსებული სასწავლო კრიმინალისტიკური კაბინეტის განახლება და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა, მცირე სასწავლო- კრმინალისტიკური ლაბორატორიის და სპეციალური ოთახების მოწყობა საგამოძიებო მოქმედებების იმიტაციისათვის.

პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება

პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საჭიროა ინსტრუქტორთა გაცვლითი პროექტების განხორციელება დასავლეთის ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ასევე, მნიშვნელოვანია უცხოელი და ადგილობრივი პროფესორების მიერ საჯარო ლექციების ჩატარება, აკადემიის ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე საზღვარგარეთ მივლინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შესაძლებლობების განვითარება და საარქივო მასალის რეაბილიტაცია/დამუშავება/გამოყენება

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, საჭიროა დიგიტალიზაციის (ძირითადი ფონდების სკანირება და ციფრული ფონდების შექმნა) პროცესის გაგრძელება, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაცია, საარქივო ფონდების შევსება მოძიებული მასალებით (როგორც მოქალაქეებიდან, ასევე უცხოური არქივებიდან). აუცილებელია მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება რესტავრაცია- კონსერვაციის საკითხში (ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე), ინფორმაციის შეტანა მონაცემთა ბაზებში (სისხლის სამართლის საქმეები, დახვრეტილთა სიები, სამეულის სხდომის ოქმები და სხვა), ფონდების თემატური დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, გაგრძელდება ჟურნალ „საარქივო მოამბის“ პერიოდული გამოცემა, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების დამზადება, შემეცნებითი მოკლემეტრაჟიანი ფილმების მომზადება, სხვადასხვა პერიოდული გამოცემების დაგეგმვა-გამოცემა, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სამეცნიერო შინაარსის წიგნების გამოცემა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა - განხორციელება და წიგნების გამოცემა.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამშრომლობას წარმართავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ინტერესების შესაბამისად. თანამშრომლობის მთავარი მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში საერთაშორისო ურთერთობების დამყარება და შემდგომი განმტკიცება, რეფორმების პროცესის მხარდაჭერა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციის დანერგვით, რაც უშუალო კავშირშია სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებასთან.

სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ფორმებია: ოპერატიული და არაოპერატიული თანამშრომლობა.

ოპერატიული თანამშრომლობა მოიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას და სხვა მსგავს საკითხებს, რომლებიც ხორციელდება პოლიციის ატაშეების, ორმხრივი ხელშეკრულებების, ნაცვალგების პრინციპისა და საერთაშორისო, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით. 101არაოპერატიული თანამშრომლობა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება, დონორთა კოორდინაცია, ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგები, თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების განხორციელება, შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება და სხვა.
საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესრულებისას, აგრეთვე რეფორმების პროცესების მხარდაჭერისა და სტრუქტურული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებისას, სამინისტროს აქტიურ დახმარებას უწევენ შემდეგი სტრატეგიული პარტნიორები/დონორები: ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო–სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იაპონია, ისრაელი და თურქეთის რესპუბლიკა.
სამინისტრო თანამშრომლობს აშშ-სთან სამართალდამცავ სფეროში არსებული შეთანხმებების, მათზე დაფუძნებული პროექტებისა და ასევე საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში.

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ინსტრუმენტების მეშვეობით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, რომლის ინიცირება ორი ათას ცამეტი წლის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მოხდა, ძალას დაკარგავს „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ (PCA). ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება და ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ავა. მოცემული შეთანხმება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გარდა, მოიცავს უსაფრთხოების, ტრანსპორტის, განათლების და სხვა სფეროებს. აღსანიშნავია ასევე, ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ორი ათას ცამეტი წლის თებერვალში გადმოეცა და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ არაერთ საკითხს ეხება (საზღვრის მართვა, მიგრაცია, უსაფრთხოება და ა.შ.). ორი ათას თოთხმეტი წელს სამინისტროსთვის პრიორიტეტული იქნება მოცემული სამოქმედო გეგმითა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო პროგრამებით, „პარტნიორობა მობილურობისათვის“ პროგრამითა და რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივობები.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში, რომელიც ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს და განსაზღვრავს მასში მონაწილე უწყებების განვითარების მიმართულებებს. სამინისტრო ასევე ჩართულია დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP), რომელიც წარმოადგენს 102ნატო–სთან თავსებადობის ამაღლებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტს.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მომზადებასა და დადებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის უზრუნველყოფაც, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და მის ჰარმონიზაციას შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან.

საქართველო გაწევრიანებულია ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (GUAM). საქართველო დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამართალდამცავ ცენტრთან (SELEC). ამასთანავე, არსებობს გარკვეული სახის ურთიერთობები ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან, როგორებიცაა ევროკავშირის გარე საზღვრებზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საზღვრის დაცვის ღონისძიებათა კოორდინაციის სააგენტო (FRONTEX) და ევროპის პოლიციის კოლეჯი (CEPOL).

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მოძიება და ანალიზი, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნებთან, პოლიციის ატაშეებთან თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება და მათი საქმიანობის მონიტორინგი.

ორი ათას თოთხმეტი წლის პრიორიტეტები

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან შედეგზე ორიენტირებულ მჭიდრო თანამშრომლობას უდიდეს ყურადღებას უთმობს. ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი და მასთან ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღნიშნული პროცესის დაჩქარების მიზნით, მიმდინარე ვალდებულების ეფექტიანად შესრულება და თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მთავარი ორგანოს, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამ მიმართულებით დაგეგმილია:
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების შესრულება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ურთიერთობის გაღრმავებას;

ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებისა და მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. აგრეთვე, კოორდინაციას გაუწევს II სამუშაო ჯგუფის „სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება“ საქმიანობას. ორი ათას თოთხმეტი წელს იგეგმება „ასოცირების დღის წესრიგის“ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ჩაანაცვლებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს და ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმას;

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება

ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. გაგრძელდება ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია, საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება და მესამე სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმების დადება. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს შორის აღსანიშნავია სამართალდაცვით სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულება. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავდა შიდა მარეგულირებელი აქტი, რომელიც ეყრდნობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს „პოლიციის სფეროში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი წლის 17 სექტემბრის № R(87)15 რეკომენდაციით დადგენილ სტანდარტებს. მოცემული აქტის ძალაში შესვლით (ორი ათას თოთხმეტი წლის მარტი), პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი დარეგულირდება საერთაშორისო სტანდარტით და უზრუნველყოფილ იქნება ერთი მხრივ, ინფორმაციის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას შორის ბალანსის დაცვა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის „საგზაო რუკებით“ აღებული ვალდებულებების შესრულება

გაგრძელდება ორმხრივი და მრავალმხრივი „საგზაო რუკებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის; ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება ორი ათას თოთხმეტი წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს EUROPOL–თან თანამშრომლობის დამყარება, CEPOL და FRONTEX–თან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობა

ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პანელის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართულობა;

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს წლიური სამოქმედო პროგრამის (ANP) და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ეს ვალდებულებები მოიცავს: 1)ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობას, სხვადასხვა სპეციალურ პროგრამებში მონაწილეობას, ინფორმაციის გაცვლასა და მეკავშირე ოფიცრის მივლინებას; 2) საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, ეროვნული რეაგირების გეგმისა და სექტორული რეაგირების გეგმების დახვეწასა და განახლებას, რისკების მართვისა და კატასტროფების პრევენციის მექანიზმების დანერგვას; 3) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას; 4)სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებთან

აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამართალდამცავ სფეროში რეფორმების ხელშეწყობასა და განხორციელებაში. შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, აშშ-სთან თანამშრომლობა (ოპერატიულ და არაოპერატიულ დონეებზე) შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თანამშრომლობა ეფუძნება სამართალდამცავ სფეროში არსებულ შეთანხმებებსა და მათგან გამომდინარე პროექტებს. ამ მხრივ, ორი ათას თოთხმეტი წელს მნიშვნელოვანია: 105აშშ-სთან სამართალდამცავ სფეროში დადებული შეთანხმებების იმპლემენტაცია საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვას და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას. აგრეთვე, აღსანიშნავია „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ და მისი შესწორებების ყოველწლიური იმპლემენტაცია.

თანამშრომლობის გაგრძელება სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ–ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებს. ამ პროექტების მეშვეობით მოხდება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაცია, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბება, საზღვრის მართვის, ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროებში შესაძლებლობების გაძლიერება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის ზომების გაძლიერება და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება. თანამშრომლობის გაღრმავება ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან დიდი ყურადღება დაეთმობა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ძებნილებისა და საზღვარგარეთ მყოფი დამნაშავეების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას, და სხვა. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება ხორციელდება სამი მნიშვნელოვანი კუთხით: 1) საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება; 2) რეგიონული თანამშრომლობა; 3) ორმხრივი თანამშრომლობა. საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალმხრივ/ორმხრივ ფორმატში ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირი-საქართველოს რეადმისიის შეთანხმების განხორციელება, მისი საიმპლემენტაციო ოქმების ხელმოწერა და სხვა ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმებების გაფორმება.

საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება

საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისათვის გაგრძელდება ორმხრივი/მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება 106პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა, საგანგ