საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამინისტროს ადმინისტრაცია

მთავარი

ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქარველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სამართლებივი აქტებით.

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები:

-

სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი;

-

საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება;

-

საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელება;

-

საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

-

დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა;

-

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

-

საზოგადოებასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა, ინფორმირება და ხელშეწყობა.

ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციები

ადმინისტრაციის უფროსი:

-

ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებს;

-

მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;

-

პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;

-

ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმას;

-

სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას;

-

მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;

-

აქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახოციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი. კახეთის გზატკეცილი 38 კმ.

ტელეფონი: (0 32) 2 41 84 44

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახოციელებს სხვა უფლებამოსილებებს.