საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი



მთავარი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მთავარი ამოცანებია, დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა, იზოლატორში მოთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის,იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორების მუშაობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სხვა დაწესებულებებთან.


დეპარტამენტის დირექტორი


ალექსანდრე ბაძაღუა

დაბადების თარიღი: ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის14 თებერვალი.

განათლება:

ორი ათას შვიდი წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

ორი ათას ცამეტი წლიდან - დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი;

ორი ათას თორმეტი -ორი ათას ცამეტი წლებში. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ენების ცოდნა: თურქული, რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი


დეპარტამენტი


დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპიური დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 2

იზოლატორების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, იზოლატორების შინაგანაწესი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

თავი II

იზოლატორების საქმიანობის სფერო და ამოცანები

მუხლი 3

იზოლატორების ამოცანებია:

ა) ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის მოთავსების უზრუნველყოფა;

გ) მოსამართლის განჩინებით, პატიმრის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფა, თუკი სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირება გართულებულია (ამ შემთხვევაში მათზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი);

დ) იზოლატორებში მართლწესრიგისა და კანონიერების, დაკავებულთა, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) დაკავებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამომძიებლის ან პროკურორის საპროცესო საქმიანობაში ხელის შეწყობა;

ზ) ამ დებულებით, შინაგანაწესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;

თ) დაკავებულ პირის ბადრაგირება იზოლატორიდან სხვა დაწესებულებაში.

შენიშვნა: ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბადრაგირებას ახორციელებს მხოლოდ თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი.

მუხლი 4

1. იზოლატორში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და საერთო პირობები უზრუნველყოფს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს.

2. იზოლატორების ადმინისტრაციას ევალება:

ა) დაკავებულ პირთა საკნებში საძილე პირობების ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) საკნების ბუნებრივი და ხელოვნური განათების, გათბობის და ვენტილაციის უზრუნველყოფა;

გ) საკნებში სათანადო სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა;

დ) საკნებში ჰიგიენის სათანადო დონეზე დაცვის უზრუნველყოფა;

ე) დაკავებული პირის საკუთარი სახსრებით საკვების და ტანსაცმლის შეტანის უფლების უზრუნველყოფა;

ვ) ამანათის მიღების უფლების უზრუნველყოფა;

ზ) იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

თ) დაკავებული პირისათვის საკანში განცალკევებულად ყოფნის უფლების უზრუნველყოფა;

ი) დაკავებული პირის გასეირნების, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის და საჩივრების წარდგენის უფლების უზრუნველყოფა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას თერთმეტი წლის 28 დეკემბრის ბრძანება №ათას სამოცდათოთხმეტი - ვებგვერდი, 30.12.ორი ათას თერთმეტი წ.

მუხლი 5

იზოლატორის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობაა:

ა) უზრუნველყოს, რომ დაკავებულს დაკავების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცეს მისი იზოლატორში მიღებისთანავე;

ბ) დაკავებულის საჩივრები და შუამდგომლობანი გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა;

გ) დროულად მიიყვანოს დაკავებული გამომძიებლის, პროკურორისა ან სასამართლოს გამოძახებით დანიშნულების ადგილზე (იზოლატორის ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში);

დ) არ დაუშვას დაკავებულის ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია;

ე) ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულის რაიმე მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი შეხვედრა დამცველთან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ) დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება დაკავებულის გათავისუფლების შესახებ;

ზ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული პირი შესაბამის ორგანოს გადააყვანინოს ერთი იზოლატორიდან სხვა იზოლატორში, რომელიც მდებარეობს სხვა ტერიტორიაზე;

თ) დაკავებული, დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იზოლატორის უფროსის დადგენილებით;

ი) დაკავებულს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე მისცეს ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა გათავისუფლებული.

მუხლი 6

იზოლატორის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

თავი III

იზოლატორი, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი 7

თითოეული იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 8

1. იზოლატორის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11. იზოლატორის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ან/და თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს კურატორ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

2. იზოლატორის პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. იზოლატორის მოსამსახურეებს სამსახურში მიღების შემდეგ უტარდებათ სპეციალური თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები. ასეთი სახის ტრეინინგებს ისინი გადიან შემდგომშიც მათი თანამდებობრივი გადაადგილებისას.

4. იზოლატორში მოთავსებული მდედრობითი სქესის ნაწილს აკონტროლებს ქალთა სქესის მომსახურე პერსონალი. აღნიშნული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ქალი ექიმების მიერ.

5. იზოლატორის პერსონალი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს ძალა დაკავებულ პირებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახდენენ თავდასხმას, ცდილობენ გაქცევას ან/და აქტიურ (ან პასიურ) წინააღმდეგობას უწევენ კანონის აღსრულებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინციდენტის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იზოლატორის ხელმძღვანელობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 9

იზოლატორის უფროსი:

ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) ხელს აწერს ან ამტკიცებს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს იზოლატორის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) პერიოდულად ისმენს იზოლატორის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

თ) დაკავებულ პირებს იღებს თვითონ ან აძლევს მითითებას მოადგილეს ან პასუხისმგებელ მორიგეს დაკავებულ პირთა მიღების თაობაზე, უზრუნველყოფს იზოლატორში მათი ყოფნის წესებისა და დღის განრიგის მკაცრ დაცვას;

ი) აკონტროლებს დაკავებულ პირთა დაკავების ვადებს;

კ) თვეში ერთხელ ამოწმებს იარაღს, საბრძოლო მასალას, სამსახურებრივი გასაღებების (კლიტეების) რაოდენობას და მდგომარეობას;

ლ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და აცნობებს შესაბამის პროკურორს იზოლატორში მომხდარი საგანგებო შემთხვევის და ყველა იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება ან სპეციალური საშუალებები დაკავებული პირის მიმართ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, დანაყოფის შინაგანაწესითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. უზრუნველყოფს იზოლატორის სათავსების ტექნიკური და სანიტარული მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;

ნ) აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის შესახებ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებს და დეპარტამენტის მითითებებს;

ო) აწარმოებს სააღრიცხვო კარტოთეკას დაკავებულ პირებზე, უზრუნველყოფს დაკავებული პირების ერთიანი მონაცემთა კომპიუტერული ბაზის გამართულ მუშაობას, ასევე კონტროლს უწევს იზოლატორში კანცელარიის საქმისწარმოების განხორციელებას და არქივის მუშაობას;

პ) უზრუნველყოფს დაკავებული პირისაგან ამოღებული ნივთის დაცვას, რომლებიც შენახულია საწყობში;

ჟ) დადგენილ დროს წარუდგენს პატაკს ხელმძღვანელობას საჭირო რაოდენობის მოწყობილობებზე, ინვენტარზე, სურსათ-სანოვაგეზე;

რ) პერიოდულად ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მდგომარეობას, გამართულობასა და რაოდენობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 10

იზოლატორის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. იზოლატორის უფროსის არყოფნის დროს უფროსის მოადგილე ასრულებს იზოლატორის უფროსის უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 11

1. იზოლატორის თანამშრომლები, რომლებიც იზოლატორში დასაქმებულები არიან ცვლების მიხედვით, წარმოადგენენ მორიგეებს. ცვლის თანამშრომლებს (მორიგეებს) ხელმძღვანელობას უწევს იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე (ცვლის უფროსი).

2. იზოლატორის ინსპექტორი (პასუხისმგებელი მორიგე) ვალდებულია:

ა) განახორციელოს მუდმივი კონტროლი მის ცვლაში მყოფი თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებზე, მათი სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, უზრუნველყოს იზოლატორში დაკავებულ პირთა მიღება და განთავსება, იზოლატორში მათი ყოფნის წესებისა და დღის განრიგის დაცვა;

ბ) ჩაუტაროს მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას აღმზრდელობითი მეცადინეობა, სამხედრო მომზადება;

გ) იცოდეს თავისი ხელქვეითების საქმიანი და პირადი თვისებები;

დ) ყურადღება მიაქციოს თავისი ცვლის თანამშრომლების ჩაცმულობასა და გარეგნულ მდგომარეობას;

ე) უზრუნველყოს დაკავებულ პირთა საიმედო დაცვა, დაიცვას იზოლატორის შინაგანაწესი;

ვ) მოახსენოს იზოლატორის ხელმძღვანელობას თანამშრომლის მიერ დისციპლინის დარღვევის შესახებ;

ზ) უფროსის არყოფნის დროს განახორციელოს იზოლატორში დაკავებული პირის მიღება, მისი გარეგნული დათვალიერება, ყურადღებით შეამოწმოს ის საბუთები, რომლებიც წარმოადგენს პირის მიღებისა და დაკავების საფუძველს;

თ) შეასრულოს იზოლატორში საშვთა რეჟიმის განხორციელებაზე კონტროლი;

ი) შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ კანონით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები.

3. იზოლატორის ინსპექტორს ეკრძალება დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის ცვლაში მყოფი თანამშრომლები მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევის ან სხვა მიზეზების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, თუ არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობა.

მუხლი 12

1. იზოლატორის უმცროსი ინსპექტორი (მორიგე-გუშაგი) ვალდებულია:

ა) ფხიზლად დაიცვას საგუშაგო (იზოლატორის საკნებთან არსებული ტერიტორია), არ დაუშვას დაკავებულის გაქცევა ან სხვა საგანგებო შემთხვევა;

ბ) დაკავებულ პირებთან დამოკიდებულებაში იყოს ტაქტიანი და მომთხოვნი, თვალყური ადევნოს, რომ დაკავებულმა არ დააზიანოს იზოლატორში არსებული მოწყობილობანი და ინვენტარი;

გ) თვალყური ადევნოს, რომ დაკავებულმა არ მიიყენოს თვითდაზიანება და აღკვეთოს შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობები;

დ) საბადრაგო ჯგუფის უფროსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს დაკავებულის ბადრაგირებაში;

ე) დადგენილი წესით განახორციელოს იზოლატორში მიღებული ამანათების შემოწმება და მისი გადაცემა ადრესატისათვის, ხოლო კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს ხელმძღვანელს;

ვ) საკანში მოთავსებულ პირებს, დღეში სამჯერ (დილას, შუადღეს და საღამოს) შესთავაზოს დაკავებულ პირთათვის განკუთვნილი საკვების ულუფა დადგენილი რაოდენობით და რაციონით.

2. საგუშაგოზე იზოლატორის უმცროს ინსპექტორს ეკრძალება ძილი, ჯდომა, კითხვა, წერა, სტვენა, სიმღერა, საკვების მიღება და საგუშაგოს მიტოვება შეცვლის გარეშე, საუბარი დაკავებულ პირთან, რომელიც არ შეეხება სამსახურებრივ საქმიანობას, გადასცეს ან მიიღოს მისგან ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლის ძიებას, დატოვოს იზოლატორის შენობა მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევის გამო, ან სხვა მიზეზებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება, თუ არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობა.

მუხლი 13

1. საბადრაგო ჯგუფი ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის შემადგენლობაში.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირი) მოთხოვნის საფუძველზე, საბადრაგო ჯგუფის უფროსი (ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი) სათანადო მოთხოვნის შესაბამისად ვალდებულია უზრუნველყოს დაკავებული პირის ბადრაგირება:

ა) ერთი იზოლატორიდან სხვა იზოლატორში;

ბ) იზოლატორიდან სასამართლო დარბაზში;

გ) იზოლატორიდან შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მოსამართლის ბრძანება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. საბადრაგო ჯგუფი იქმნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომლებისგან (არანაკლებ ორი კაცისა), რომელთა ამოცანაში შედის დაკავებულთა ბადრაგირების უზრუნველყოფა განსაზღვრული მარშრუტით იზოლატორიდან სხვა დაწესებულებაში, ასევე მათი დაცვა დაკავებულთათვის გამოყოფილ საკნებსა და ოთახებში.

4. დაკავებულთა დანიშნულ ადგილზე გადაყვანა (ბადრაგირება) ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი ავტომობილებით, ამასთანავე გამოიყოფა არანაკლებ ორი მებადრაგისა, ბადრაგის უფროსის ხელმძღვანელობით.

5. ბადრაგის შემადგენლობა უნდა იყოს დაწესებული ფორმის ტანსაცმელში, შეიარაღებული გამართული საბრძოლო იარაღით ან/და სპეციალური საშუალებებით, რომლის სახეობასაც განსაზღვრავს იზოლატორის უფროსი.

6. დაკავებულთა ბადრაგირების განხორციელებაზე პასუხისმგებელია იზოლატორის უფროსი, ხოლო ბადრაგირების წინაშე დასახული ამოცანების ზუსტად, დროულად და უსაფრთხოდ შესრულებაზე – საბადრაგო ჯგუფის უფროსი.

მუხლი 14

1. ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების პროცესუალური უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

2. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი სხვა კანონმდებლობით.

3. განსასჯელ და მსჯავრდებულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულება და დაცვა ხორციელდება „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

შინაგანაწესი

დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი

მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია:

ა) ზუსტად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განაწესი;

ბ) დაემორჩილოს და შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები;

გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ;

დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობას და სხვა ქონებას;

ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები;

ვ) დაიცვას სისუფთავე საკანში;

ზ) დაწვეს და ადგეს დადგენილ დროს, ამასთან ადგომის დროს გაასწოროს კუთვნილი საწოლი;

თ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 2

1. დაკავებულ პირს ნებადართული აქვს საკანში თან იქონიოს და შეინახოს:

ა) ერთი კომპლექტი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქუდი სეზონის მიხედვით;

ბ) ერთი წყვილი ღამის ტანსაცმელი, წინდა, ხელთათმანი;

გ) ერთი წყვილი ოთახის ჩუსტები ან სპორტული ფეხსაცმელი;

დ) ერთი ცალი კბილის ფხვნილი, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის და სარეცხის საპონი, პლასტმასის საპნის ყუთი, სავარცხელი;

ე) საკვები პროდუქტი და სხვადასხვა საოჯახო საგნები მიღებული ამანათით;

ვ) საკვები, მათ შორის – ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, ბოსტნეული, ხილი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), წვნიანი, საწებელი;

ზ) სიგარეტი და ასანთი;

თ) სათვალე, პროთეზი, ყავარჯენი (შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის);

ი) მოსვლის დღიდან მიღებული წერილები და საბუთები, ქვითარი ფულის მიღებაზე და ძვირფასი ნივთების ჩაბარებაზე;

კ) იმ ავადმყოფთა კატეგორიის მქონე დაკავებულ პირებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტური მკურნალობა – ექიმის ნებართვით შესაბამისი მედიკამენტები;

ლ) წიგნები და ჟურნალები.

მ) სტანდარტული ჭიქა, კოვზი;

ნ) მისი დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე არსებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები კანონით დადგენილ ფარგლებში;

ო) მდედრობითი სქესის პირებს ჩამოთვლილის გარდა უფლება ეძლევათ ჰქონდეთ თან და შეინახონ საკანში: ორი თავსაფარი, რეიტუზი, ბინტი, ბამბა, კრემი, სხვა ჰიგიენური ნივთები, დანარჩენი ნივთები ინახება საწყობში და გადაეცემა მოთხოვნისამებრ.

2. დაკავებულ პირებზე საკნებში შესაბამისი ნებადართული საგნების, ნივთებისა და კვების პროდუქტების გადაცემაზე კონტროლს ახორციელებს უშუალოდ იზოლატორის უფროსი, რომელიც ასევე, თავის მხრივ, მისი შეხედულებისამებრ, ღებულობს გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევებში ამანათის გადაცემა-არგადაცემის შესახებ.

მუხლი 3

1. დაკავებულ პირს ეკრძალება:

ა) იზოლატორში ხმამაღალი საუბარი;

ბ) მიმოწერა, ლაპარაკი ან კედელზე კაკუნი, გვერდით მდებარე საკნებში მყოფ დაკავებულ პირებთან;

გ) სხვადასხვა საგნების დამზადება ან მისი დატოვება საკანში;

დ) რაიმე საგნის გადაგდება ფანჯრიდან, დადგომა ფანჯრის რაფაზე, მისვლა საკნის კარებთან სათვალთვალო ადგილზე, მისი დაკეტვა ან სხვა ამდაგვარის ჩადენა, რომელიც ხელს შეუშლის იზოლატორის თანამშრომლის საკანში შეხედვას ან შეღწევას;

ე) გააკეთოს წარწერა ან აღნიშვნა კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია ადმინისტრაციის მიერ, გააკრას კედელზე სურათები, ნახატები, ამონაჭერი წიგნებიდან, ჟურნალებიდან;

ვ) დაამზადოს ან ითამაშოს კარტი, ან გაერთოს რაიმე სხვა აზარტული თამაშებით;

ზ) სხეულის დაზიანება, საკუთარ სხეულზე ან სხვისთვის სვირინგის გაკეთება;

თ) პროდუქტის ან ნივთების ფანჯრის თაროზე დალაგება;

ი) მოწიოს სიგარეტი საკნის გარეთ იზოლატორის ტერიტორიაზე (გარდა გასასეირნებელი ადგილისა);

კ) წერილების, განცხადებების ან საჩივრების გაგზავნა დადგენილი წესის დარღვევით;

ლ) საკანში თან იქონიოს 50 სანტიმეტრზე მეტი ზომის ნებისმიერი სახის ნაჭრის ქსოვილი, ასევე თასმები და ზონრები.

2. იზოლატორში მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ იზოლატორში თან იქონიონ:

ა) სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

ბ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა;

გ) სატრანსპორტო საშუალებები;

დ) ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

ე) ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები;

ვ) ოპტიკური ხელსაწყოები;

ზ) საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას, საფუარი, შაქარი;

თ) ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი;

ი) სუნამოები, ოდეკოლონები და სპირტზე დამზადებული სხვა ნივთიერებები;

კ) გადასამრავლებელი აპარატები;

ლ) დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები;

მ) ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;

ნ) ბანქო;

ო) ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები;

პ) მობილური ტელეფონები;

ჟ) ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა);

რ) ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები;

ს) ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.

მუხლი 4

1. დაკავებული პირი ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას და სამართალ-სუბიექტობას.

2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებულ პირად ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.

3. დაკავებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

4. იზოლატორის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს.

5. იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები ზემდგომ ორგანოში, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, კონტაქტი დაამყაროს მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს არ გააჩნია არც დიპლომატიური და არც საკონსულო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ან ლტოლვილია, მაშინ ასეთ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოს, რომლის ამოცანაა ასეთი კატეგორიის პირების დაცვა.

ინსტრუქცია

დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია

მუხლი 1. დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღების საფუძველი და წესი

1. დაკავებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მიჰყავთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებს.

2. იზოლატორში მიღების საფუძველი შეიძლება იყოს დაკავებული პირის მიმართ გამოცემული:

ა) ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი;

ბ) ეჭვმიტანილად დაკავების ოქმი;

გ) ბრალდებულად დაკავების ოქმი;

დ) გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება;

ე) მოსამართლის ბრძანება (განჩინება).

3. დანაშაულში ეჭვმიტანილისა და/ან ბრალდებულის სახით დაკავებული პირები იზოლატორში მიიღებიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დანაშაულის ჩადენაში მხილებული დაკავებული პირის იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პროკურორის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ოქმი დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ. ოქმში მიეთითება დაკავების საფუძველი, მოტივები, დღე და საათი, წელი და თვე, დაკავების ადგილი, დაკავებულის ახსნა-განმარტება და ოქმის შედგენის დრო. დაკავების ოქმზე ხელს აწერს მისი შემდგენი პირი და დაკავებული. იზოლატორში მოსათავსებლად არ მიიღებიან პირები, რომელთა მიმართ დაკავების ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები გაფორმებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

4. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირის დაკავების ვადის გამოანგარიშება წარმოებს ამ პირის საგამოძიებო ორგანოში ან გამომძიებელთან წარმოდგენის მომენტიდან, ხოლო თუ მითითებული პირის დაკავება ხორციელდება გამომძიებლის მიერ დაკავების შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, მაშინ – ფაქტობრივად მისი დაკავების მომენტიდან.

5. ადმინისტრაციულად დაკავებული პირების იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პოლიციელის ან სხვა შესაბამისი ორგანოს თანამშრომლების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. იზოლატორში, დაკავებული პირის მომყვანი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ადმინისტრაციულად დაკავების ოქმები გააფორმოს კანონის შესაბამისად.

6. იზოლატორში არ მიიღებიან:

ა) ფსიქიკურად დაავადებული პირები (თუკი არსებობს შესაბამისი დოკუმენტი);

ბ) ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასხუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ცამეტი წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.ორი ათას ცამეტი წ.

მუხლი 2. დაკავებულ პირთა პირადი დათვალიერება

1. იზოლატორში წარმოდგენილი და საკნებში მოსათავსებელი პირები ექვემდებარებიან პირად დათვალიერებას, ხოლო მათი ნივთები დათვალიერებას იმ წესის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმებით. დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ დასათვალიერებლის სქესის პირმა იმავე სქესის პირის თანდასწრებით. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი.

2. დათვალიერებისას დაკავებულ პირს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის საკანსი შესანახად.

3. დაკავებულის დათვალიერებისას თანამოწმეები არ მოიწვევიან, მისი ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება იზოლატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

4. იზოლატორში მიღებულ პირებს საკნებში შესანახად უტოვებენ მხოლოდ იმ რაოდენობის და ასორტიმენტის საგნებს, ნივთებს და კვების პროდუქტებს, რაც განსაზღვრულია და ნებადართულია შესაბამისი შინაგანაწესით.

5. ფული, ფასეულობანი, მედლები და მათზე თანდართული დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც ჩამოერთვა დათვალიერების დროს დაკავ