საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას.

ფუნქციები

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ფუნქციები:


კომპეტენციის ფარგლებში სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამ მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება;

დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და შესაბამისი ოპერატიული მომსახურება;

დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვა სამსახურებთან კოორდინაციითა და ურთიერთთანამშრომლობით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სამართალდამრღვევ პირთა მიმართ;

კომპეტენციის ფარგლებში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება;

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა.


საკანონმდებლო ბაზა

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები:

კანონი პოლიციის შესახებ;

კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ;

შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულება;

პოლიციის ეთიკის კოდექსი.

კონტაქტი

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდი ლილო

საფოსტო ინდექსი: 0198

ტელეფონი: (+995 32) 2 41 45 52; 2 41 45 56

ელ.ფოსტა: sppd@mia.gov.ge