საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინსტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.

ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:

– სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

– დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა;

– საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

– წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;

– ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დამნაშავეთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;

– დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამარალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;

– კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტის უფროსი

ანზორ მარგიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტის უფროსი

დაბადების თარიღი: 11 თებერვალი, ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი წელი.

განათლება:

ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წ. – გორის ეკონომიკური ინსტიტუტი

ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი წ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემია

პროფესიული გამოცდილება:

ორი ათას ოთხი წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტის უფროსი

29.08.ორი ათასიწ. – ქვემო ქართლის შს სამხარეო შს საგზაო პოლიციის უფროსი ინსპექტორი–კოორდინატორი

22.01.ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი წ. – შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის სამხარეო რეგიონის სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების უფროსი

22.09.ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წ. – საქართველოს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს სარეგისტრაციო საკონტროლო განყოფილების, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იგივე სარეგისტრაციო საგამოცდო სამმართველოს უფროსი

18.08.ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წ. – საქართველოს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იგივე სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილების უფროსი

20.05.ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წ. – საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილების უფროსი, იგივე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

25.08.ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წ. – საქართველოს რესპუბლიკის ქვემო ქართლის შს რეგიონალური სამმართველოს საგზაო პოლიციის რეგიონალური სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილების უფროსი

26.08.ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წ. – საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს ქ. რუსთავის სარაიონთაშორისო სარეგისტრაციო საგამოცდო ქვეგანყოფილების უფროსი

15.01.ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წ. – საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებული ქ. რუსთავის სარაიონთაშორისო სარეგისტრაციო საგამოცდო ქვეგანყოფილების უფროსი

30.12.ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წ. – შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებული ქ. თბილისის #1 სარეგისტრაციო საგამოცდო ქვეგანყოფილების უფროსი

06.05.ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე

05.03.ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახავტოინსპექციის სამმართველოს საგზაო–საპატრულო სამსახურის ცალკეული ბატალიონის დუშეთის მოტორიზებული ოცეული, საგზაო–საპატრულო სამსახური, უფროსი ინსპექტორი

ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი –ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წლებში – საქართველოს რესპუბლიკის შს სამინისტროს საკარანტინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ცალკეული ასეულის პოლიციელი

ენების ცოდნა: ქართული, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილი

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი

თეონა კობიძე

ტელეფონი: 241 26 41

e-mail: afhazeti_kadrebi@mia.gov.ge

ქ. თბილისი, ცურტაველის ქუჩა N29