საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინსტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.

ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:

- სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

- დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა;

- საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

- წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;

- ეჭვიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დამნაშავეთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;

- დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამარალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;

- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.

დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე ხვადაგიანი

დაბადების თარიღი: ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წლის 27 აგვისტო

დაბადების ადგილი: თბილისი

განათლება:

ორი ათას ორი -ორი ათას შვიდი წელი ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლმცოდნეობის სპეციალობა

კურსები: 13/12/ორი ათას ათი - 20/12/ორი ათას ათი პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსები

18/11/ორი ათას ცამეტი - 26/12/ორი ათას ცამეტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსები

სამუშაო გამოცდილება:

07.09.ორი ათას თექვსმეტი - დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

ორი ათას თექვსმეტი - გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

ორი ათას თექვსმეტი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ორი ათას თხუთმეტი -ორი ათას თექვსმეტი გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

ორი ათას თხუთმეტი - სსდ-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი

ორი ათას თოთხმეტი -ორი ათას თხუთმეტი თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების უფროსი

ორი ათას ცამეტი -ორი ათას თოთხმეტი ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიიციის I განყოფილების უფროსი

ორი ათას თორმეტი -ორი ათას ცამეტი ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიიციის I განყოფილების დეტექტივი-გამომძიებელი

ორი ათას ათი -ორი ათას თორმეტი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს I სამსახურის გამომძიებელი


უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი


კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი

ნინო გაბუნია

ტელეფონი: 241 80 34

e-mail: n.gabunia@mia.gov.ge

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა N15