საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


გურიის პოლიციის დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინსტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.

ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:

- სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

- დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა;

- საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

- წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;

- ეჭვიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დამნაშავეთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;

- დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამარალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;

- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.

დეპარტამენტის დირექტორი

კახაბერ მურადაშვილი


წოდება:
პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკი

დაბადების თარიღი და ადგილი: 17 ოქტომბერი 1977 წელი, ქ. თბილისი.


განათლება:

1997-2002 წწ. - ქ თბილისის სამრეწველო ბიზნესის ინსტიტუტის იურდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით


პროფესიული გამოცდილება:

22.01.2016 წლიდან - დღემდე – შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

01.10.2015 – 15.01.2016წწ.– შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

10.12.2013 – 01.10.2015 წწ. – შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

20.02.2013 – 10.12.2013 წწ. – შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

13.12.2012 – 20.02.2013 წწ. - შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი;

13.11.2012 - 13.12.2012 წწ - შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

05.10.2011 – 13.11.2012 წწ - შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

03.06.2010 – 0510.2011 წწ - შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს I სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი;

27.04.2010 – 03.06.2010 წწ - შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს I სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი;

08.10.2009 – 03.06.2010 წწ. - შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებელი;

01.02.2008 – 01.10.2009 წწ - შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის X განყოფილების უფროსი (დეტექტივი-გამომძიებელი);


ენების ცოდნა:
ინგლისური, რუსული


ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი

გაგა ბაზაძე

27 53 42

ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქუჩა N3