საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ–პორტალის პოლის.ჯი-ს სპეციალური ხმოვანი ვერსიის მოხმარების ზოგადი წესები


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ხმოვან ვებ–პორტალზე ორიენტაციისათვის შესაძლებელია როგორც კლავიატურის, ასევე მაუსის გამოყენება. ამასთან, ვებ-გვერდებზე მოძრაობა რეკომენდირებულია ძირითადად კლავიატურის გამოყენებით. სხვადასხვა ელემენტზე გადასაადგილებად გამოიყენეთ ტაბულაციის (იგივე “ტაბ”) ღილაკი.

“ტაბ” ღილაკზე დაჭერისას მოინიშნება გვერდზე არსებული ტექსტი და სისტემა ავტომატურად მოამზადებს მონიშნული ტექსტის აუდიო ვერსიას, რომელსაც მოისმენთ თქვენს აუდიო მოწყობილობაში.

თითოეულ ახალ გვერდზე გადასვლისას, “ტაბ”-ით ჯერ გაივლით ზედა და მთავარ მენიუს, შემდეგ კი გადახვალთ უშუალოდ გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე. იმისთვის, რომ ძირითადი მენიუდან გადახვიდეთ ქვემენიუზე, საკმარისია იმყოფებოდეთ მენიუს რომელიმე ელემენტზე.

კლავიატურის ღილაკზე „ქვემოთ“ (ქვედა ისარი) დაჭერით იშლება დამატებითი ქვემენიუ. ქვემენიუში “ტაბ”-ით ისევე გადახვალთ შემდგომ ელემენტზე , როგორც დანარჩენ ვებ–პორტალზე.

თითოეული ქვემენიუს დამთავრებისას, იგი ავტომატურად დაიხურება და მოინიშნება მენიუს შემდეგი ელემენტი. აქაც, სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ჩამოშალოთ ან აკეცოთ მენიუს ელემენტის შესაბამისი ქვემენიუ. ქვემენიუს აკეცვა შესაძლებელია ღილაკზე „ზემოთ“ (ზედა ისარი) დაჭერით.

იმის გამო, რომ ტაბულაციის ღილაკს აქვს მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ მიმართულების ფუნქცია, ერთი და იგივე გვერდზე ინფორმაციის ხელახლა წასაკითხად გამოიყენეთ გვერდის განახლების (იგივე რეფრეშ ღილაკი) “ეფ 5”, რომელზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ გვერდის საწყის ზედა მენიუს პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ დამატებითი ფუნქციებისა, ვებ-პორტალზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრაუზერის მიერ მხარდაჭერილი ისეთი სტანდარტული ღილაკები, როგორიცაა დადასტურების ღილაკი “ენთერი” და წინა გვერდზე დაბრუნების ღილაკი “ბექსფეისი”. ჩვენს შემთხვევაში, დადასტურების ღილაკი ძირითადად გამოიყენება ნავიგაციისათვის. მონიშნული მენიუს ელემენტზე “ენთერ” ღილაკზე დაჭერით გადახვალთ ამ ელემენტის შესაბამის გვერდზე, ხოლო „ბექსფეისის“ ღილაკის გამოყენებით შეძლებთ წინა გვერდზე დაბრუნებას.