საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


სსიპ 112

მთავარი

112 არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას. ცენტრის მიზანია, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ადგილობრივი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის შესაბამისი დახმარების ეფექტურად აღმოჩენა.


112 გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე სატელეფონო ნომრის 1-1-2 საშუალებით. 112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ ფიქსირებული/მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი.


112 საქართველოში მოქმედ სამ სხვადასხვა სამსახურთან, კერძოდ, საპატრულო პოლიციასთან, სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი უზრუნველყოფს მოქალაქეებისაგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და რეაგირების მიზნით აღნიშნული სამსახურებისათვის მიწოდებას. 112 ერთიანი, უნიკალური ნომერია, ნაცვლად საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სამი ნომრისა.


მომსახურება 112

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შეტყობინებები შემოდის გადაუდებელი შემთხვევების დროს. გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს, ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც მოითხოვს ინციდენტის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო-სამაშველო თუ საპატრულო პოლიციის ბრიგადის დაუყოვნებლივ გასვლას.

112-ის ოპერატორი ზარის შინაარსიდან გამომდინარე, გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, შეფასებას ახდენს და შემოდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს აწვდის. აღნიშნული სამსახურებია:

-

სახანძრო - სამაშველო სამსახური

-

სასწრაფო - სამედიცინო დახმარება

-

საპატრულო პოლიცია


112 ასევე, თბილისის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების მართვას უზრუნველყოფს.

საგზაო უსაფრთხოების მართვაგზაჯვარედინებზე დამონტაჟებული შუქნიშნების მონიტორინგის გზით ხორციელდება. 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი მართვის რეჟიმში კონტროლდება ავტომობილების მოძრაობა.საგზაო შემთხვევის დროს კი ხდება ოპერატიული რეაგირება და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ჯგუფის გაგზავნა.

როდის უნდა აკრიფოთ 112


ნომერი განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას. 112 აკრიფეთ, როდესაც:

-

ხანძარია;

-

თქვენ ან თქვენს ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს;

-

პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება;

-

პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება;

-

პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა;

-

გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი;

-

გახდით მკვლელობის თვითმხილველი;

-

გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი;

-

გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი;

-

გახდით ძარცვის თვითმხილველი;

-

გახდით ძალადობის თვითმხილველი;

-

შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება;

-

გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი;

-

შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი;

-

გახდით აფეთქების თვითმხილველი.


გახსოვდეთ!

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ ოპერატორის დასმულ ყველა კითხვას!

როდის არ უნდა აკრიფოთ 112


არ აკრიფოთ 112:

-

ცრუ განგაშის გამოწვევის მიზნით;

-

გართობის მიზნით;

-

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის შესამოწმებლად;

-

ოპერატორისათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად;

-

სატრანსპორტო საშუალებების განრიგის გასაგებად;

-

საკვების შესაკვეთად;

-

ამინდის პროგნოზის გასაგებად;

-

ვალუტის კურსის გასაგებად;

-

სასტუმროს დასაჯავშნად;

-

ტაქსის გამოსაძახებლად;

-

ინფორმაციის გასაგებად პიროვნების მისამართის ან ტელეფონის შესახებ;

-

არ დარეკოთ იმის სათქმელად, რომ არ გჭირდებათ დახმარება.


ყურადღება!

112-ზე გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში:

თქვენ ართმევთ დაკავშირების შანსს მათ, ვისაცნამდვილად სჭირდება დახმარება!


გახსოვდეთ!

ყოველი შემოსული ზარი იწერება!



დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი ბიჭაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორი

დაბადების თარიღი და ადგილი: 30 აგვისტო, ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წ. ქ. თბილისი

განათლება:

ორი ათასი – ორი ათას ხუთი წლებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. სამაგისტრო პროგრამა;

ორი ათას რვა წ. - ოქსფორდის კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი). სპეციალობა - ბიზნესი და მენეჯმენტი

ორი ათას თორმეტი წ. - ინტელექტცენტრი; მენეჯმენტი და ბიზნეს ადმინისტრირება


პროფესიული გამოცდილება:

ორი ათას ცამეტი წლის იანვრიდან - საქართველოს შინაგან სამინისტროს სსიპ 112-ის დირექტორი

ორი ათას თორმეტი წ. - საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი

ორი ათას თერთმეტი – ორი ათას თორმეტი წლებში. - ტურისტული სააგენტო; მთავარი მენეჯერი

ორი ათას რვა – ორი ათას თერთმეტი წლებში. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი; იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ორი ათას შვიდი – ორი ათას რვა წლებში. - სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს „ARBI“; დირექტორი

ორი ათას ექვსი – ორი ათას შვიდი წლებში. - სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს „DAGI“; იურისტი

ორი ათას ხუთი – ორი ათას ექვსი წლებში. - თბილისის საქალაქო სასამართლო; მთავარი სპეციალისტი

ორი ათას ოთხი – ორი ათას ხუთი წლებში. - უზენაესი სასამართლო; სტაჟიორი

ორი ათას ოთხი წ. - ქალაქის პროკურატურა; სტაჟიორი

ორი ათას სამი წ. - ისანი-სამგორის საგამოძიებო სამსახური; სტაჟიორი

ორი ათას სამი წ. - საადვოკატო ბიურო; სტაჟიორი

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი