საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (დეპარტამენტი)


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (დეპარტამენტი) წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია - მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.



სააგენტოს დირექტორი

ზვიად ქაწაშვილი

დაბადების თარიღი: 11 სექტემბერი, ათას ცხრაას სამოცდარვა წ.

განათლება:
ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი -ორი ათას ორი წ. – ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნე.

პროფესიული გამოცდილება:

ორი ათას თხუთმეტი წლის იანვრიდან დღემდე – შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი;

ორი ათას თორმეტი -ორი ათას თოთხმეტი წლებში. – შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;

ორი ათას სამი -ორი ათას თერთმეტი წლებში. – შპს „მეტეხის“ დირექტორის მოადგილე;

ორი ათასი-ორი ათას სამი წლებში. – შპს „არაგვი XXI საუკუნის“ დირექტორის მოადგილე და იურიდიული სამსახურის უფროსი;

ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი -ორი ათასი წლებში. – შპს „კრეს აუტო" Volkswagen-ის ოფიციალური დილერი საქართველოში;

ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი -ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლებში. – შპს „საბას“ დირექტორის მოადგილე.

ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


საერთაშორისო თანამშრომლობა

ნატო–სთან თანამშრომლობა (NATO)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურებთან, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარების მთავარ კომიტეტთან და ასევე სხვა სტრუქტურებთან. იღებს მონაწილეობას ნატო-ს შემდეგი კომიტეტების შეხვედრებსა და სხდომებში: ,,სამოქალაქო ავიაციის დაგეგმარების კომიტეტი,’’ ,,სამოქალაქო კავშირგაბმულობის დაგეგმარების კომიტეტი’’, ,,სამოქალაქო დაცვის კომიტეტი’’, ,,კვებისა და სოფლის მეურნეობის დაგეგმარების კომიტეტი’’, მრეწველობის დაგეგმარების კომიტეტი’’, საერთო მედიცინის კომიტეტი’’, ,,მიწისზედა ტრანსპორტის დაგეგმარების კომიტეტი’’, ,,საოკეანო ნაოსნობის დაგეგმარების კომიტეტი.’’ სააგენტო პერმანენტულად მონაწილეობს ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ ფარგლებში ტრეინინგებსა და სასწავლო ვარჯიშებში. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსებსა და ვარჯიშებზე.
ორი ათას ხუთი წლის აპრილ-მაისში, ივნისსა და ოქტომბრის თვეებში საქართველოში მომხდარმა წყალდიდობებმა და მეწყერებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის მოსახლეობა, მოშალა ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოიყვანა კომუნიკაციის საშუალებები, დატბორა სახნავ-სათესი ფართობები. ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის ზარალი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დახმარების მოსაზიდად მიმართა ნატო-ს ,,კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს’’ (EADRCC). ნატო-ს მხრიდან განხორციელდა პირველი პრეცენდენტი და საკოორდინაციო ცენტრთან უშუალო თანამშრომლობით მოზიდული მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება მიწოდებულ იქნა საქართველოს დაზარალებული რაიონებისათვის. საგანგებო რეჟიმში მოხერხდა ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვა-მიღება და განაწილება. ჰუმანიტარული დახმარებები მიღებული იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: (საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, წყლის საქაჩი საშუალებები, სამაშველო აღჭურვილობები და სხვა. დაახლ. 1 მლნ. ლარის ოდენობით) ნორვეგია, იტალია, მოლდოვა, ლიტვა, გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 8 ოქტომბერს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 11 ოქტომბერს ნატო-ს ,,კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრიდან” (EADRCC) შემოვიდა წერილი, რომელშიც შესაძლებლობის ფარგლებში ითხოვდნენ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენას. საქართველოს მხრიდან შეთავაზებული იყო სამაშველო-სამედიცინო ჯგუფის გაგზავნა. (EADRCC)-ის ეგიდით გადაწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) აღნიშნული ჯგუფისა და მედიკამენტების დაზიანების კერაში გაგზავნა. ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC)

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს მთავრობასთან ორი ათას ერთი წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. კერძოდ, ურთიერთანამშრომლობის სფერო მოიცავს საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებს. ამ მხრივ მისი უმთავრესი მიმართულებაა სამაშველო ოპერაციების მართვისა და წარმატებულად ჩატარების უზრუნველყოფა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოიცავს სამ ეტაპს: პირველი ეტაპზე განხორციელდა სამაშველო ძალების განვითარებისა და მათი საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და იგი ითვალისწინებდა ცენტრალური სამაშველო ბაზის მშენებლობას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დასრულდა ორი ათას სამი წლის 18 ივლისს. მეორე ეტაპზე განხორციელებულ იქნა ცენტრალური სამაშველო ბაზის ტექნიკური აღჭურვა ევროპულ სტანდარტებზე, ხოლო მესამე, ბოლო ეტაპზე ხორციელდება ინსტრუქტორების (მაშველ-მეხანძრეების) გადამზადება თანამედროვე დონეზე, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობს წლის განმავლობაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინიციატივითა და ხელშეწყობით.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GTZ)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე GTZ-სთან IPAP-ის ვალდებულებების მიხედვით მომზადდა თემატიკა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთათვის. ორი ათას ხუთი წელს ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს” (GTZ) დახმარებით შემუშავდა სასწავლო პროგრამა ქვემო ქართლის მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით გასული წლის 8-9 დეკემბერს ჩატარდა სასწავლო კურსები მათი გადამზადებისათვის; მომზადდა პროგრამა, რომლის განხორციელება დაგეგმილია GTZ-თან ერთად საგანგებო სიტუაციებში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.


შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხავ რეგიონალურ ინიციატივებში მონაწილეობას. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სუამი-ს ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში, რაც ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს შორის თანმაშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ასევე თანამშრომლობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების საკითხებში. ურთიერთთანამშრომლობა BSEC-ის ფარგლებში ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონის სახელმწიფოებს შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მათი გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო-საგანგებო დაგეგმარების საკითხებში. ორი ათას ხუთი წლის ოქტომბერში, უკრაინაში ხელი მოეწერა ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC-ის) წევრ ქვეყნებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დამატებით ოქმს,’’ რომელიც რატიფიცირებულ იქნა ორი ათას ექვსი წლის მარტში.

ხელშეკრულებები და შეთანხმებები საგანგებო სიტუაციების სფეროში

საქართველოს მთავრობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადებული აქვს ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფებზე რეაგირებას

(შეთანხმება) საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი ლიკვიდაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის 3 თებერვალი);

(შეთანხმება) საქართველოსა და აშშ-ს შორის მასობრივი განადგურების იარაღების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის, თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის 17 ივლისი);

(შეთანხმება) საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის 18 თებერვალი);

(შეთანხმება) საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის 3 მაისი);

(შეთანხმება) BSEC–ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის, სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებაში თანამშრომლობის შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის 15 აპრილი);

(ხელშეკრულება) საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო–ჯეიჰანის მილსადენის ტრანსპორტირების შესახებ. (ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის 18 ნოემბერი);

(შეთანხმება) საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წელი);

(შეთანხმება) საქართველოსა და თურქმენეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წელი);

(შეთანხმება) საქართველოსა და ჩრდილო ოსეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის 26 მაისი);

(შეთანხმება) საქართველოსა და უკრაინას შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის 7 დეკემბერი);

(შეთანხმება) საქართველოსა და დსთ-ს შორის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევაში (ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის 22 იანვარი).

ფუნქციები

სააგენტოს (დეპარტამენტი) ქვედანაყოფების ფუნქციები


სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო

ორგანიზებასა და კოორდინირებას უწევს ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს. კერძოდ: აწარმოებს დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგს. ამზადებს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს;ახორციელებს რეგიონალურ და რაიონულ (საქალაქო) მართველობის დონეზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კოორდინაციას, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადებასა და მიწოდებას. საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღებას, გაგზავნასა და გადაგზავნას დანიშნულებისამებრ; ორგანიზებას უკეთებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას. ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით აწარმოებს ვითარებათა შეფასებას, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზებასა და განხორციელებას.


სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო

უზრუნველყოფს ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღებასა და დამუშავებას. ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სახანძრო დაცვისა და სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების ძალებისა და საშუალებების გაგზავნას. უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას და მის მიწოდებას სააგენტოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურებისათვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ; შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ზედამხედველობის განხორციელების სამმართლებრივი, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირებასა და მეთოდური დახმარებას. ასევე, სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაციას; ახორციელებს რთული, ფართომასშტაბიანი და ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებული ხანძრების მიზეზების კვლევასა და ანალიზს; მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავებას; ცეცხლსაქრობი საშუალებების, ნივთიერებების, მასალების, დანადგარების, კონსტრუქციების გამოცდას მათი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაზე

განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო

ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირებას; აწარმოებს დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24 საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; მონაწილეობს კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში; უზრუნველყოფს საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადებას; ახორციელებს სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავებას, სამაშველო ოპერაციებში გამოცდასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ამუშავებს პროფესიული მომზადების გეგმებს, სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს. ატარებს შესაბამის სწავლებებს მაშველ-მეხანძრეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორაგანიზებას უკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამაშველო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას. ასევე ხელს უწყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გადამზადებას; დადგენილი წესით ახორციელებს მაშველ-მეხანძრეთა ატესტაცია-სერტიფიცირებას.

რისკები და რეკომენდაციები

ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოიჩინეთ თავშეკავება და არ აჰყვეთ პანიკას!!!

რეკომენდაციები
• სასწრაფოდ დავიკავეთ ამაღლებული ადგილი;
• თუ იმყოფებით წყალში, ტალღის მოახლოებისას ჩაყვინთეთ მის ფუძესთან ღრმად და გარკვეული დაყოვნების შემდეგ ამოყვინთეთ;
• წყალში მოხვედრის შემთხვევაში, ეცადეთ თავიდან მოიშოროთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცურვით ან მცურავი საშუალებების გამოყენებით გამოდით მშრალ ადგილზე;
• ყურადღებით იყავით წყალზე მოტივტივე საგნების მიმართ რათა არ მოხდეს შეჯახება და თავიდან აიცილოთ ტრავმა;
• მაშველების მოსვლამდე ადით შენობის ზედა სართულებზე (სახურავზე, ხეებზე და სხვა შემაღლებულ ადგილებზე);
• განუწყვეტლივ გადაეცით სიგნალი უბედურების შესახებ: დღისით გამოფინეთ კარგად ხილვადი ქსოვილის ნაჭერი, ხოლო დაბნელებისას ისარგებლეთ შუქსიგნალით;

წყალდიდობა
როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს:
• შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე, დაუყონებლივ დატოვეთ შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონა და გადადით უსაფრთხო რაიონში;
• წაიღეთ რამოდენიმე დღის სამყოფი კვების პროდუქტები, წყლის, მედიკამენტების და საჭირო ნივთების მარაგები;
• გატარდით რეგისტრაციაში საევაკუაციო პუნქტში;
• ევაკუაციას ექვემდებარება შინაური ცხოველებიც;
• თუ გაქვთ საშუალება, ძვირფასი საოჯახო ნივთები გადაიტანეთ სახლის ზედა სართულებზე;
• პირველი სართულის ფანჯრები და კარებები ამოჭედეთ გარედან ფიცრებით;
დატბორვის მოულოდნელად განვითარების შემთხვევაში:

მეწყერი
როგორ მოვიქცეთ მეწყერის დროს:
მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას:
• გამორთეთ გაზი, ელ.ხელსაწყოები, წყალსადენი ქსელი;
• მოემზადეთ დაუყონებლივი ევაკუაციისათვის;
• თუ მეწყერის გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყონებლივ;
• ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები და საჭირო პირველადი მოხმარების საგნები (პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვ.);
ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოიჩინეთ თავშეკავება და არ აჰყვეთ პანიკას!!!

ღვარცოფი
როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის დროს:
• ღვარცოფის ნაკადის მოახლოების შესახებ გაფრთხილება-სიგნალის მიღების (სირენით, რადიოთი, ტელეფონით) ან სპეციფიკური ხმაურის გაგების შემთხვევაში (აქაფებული წყლის ხმა, ქვის ნამსხვრევების ჭახუნი, გრუხუნი და სხვ.) აუცილებელია დაუყონებლივ ახვიდეთ ველ-დაბლობიდან (წყლის ჩასადინარიდან) 50-100 მეტრით მაღლა.
• ეცადეთ სასწრაფოდ მოახდინოთ ევაკუირება უსაფრთხო ადგილზე, წინასწარ განსაზღვრული საევაკუაციო სქემის შესაბამისად.
• გახსოვდეთ, რომ ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.


მიწისძვრა
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
• თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ სადაც ხართ;
• უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს
თუ ხართ შენობაში:
- სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
- მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
- არ ისარგებლოთ ლიფტით;
- დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
- თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
- არ ისარგებლოთ ასანთით;
თუ ხართ ქუჩაში:
- გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
- არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ;


ზვავი
როგორ მოვიქცეთ ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას:
• ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას;
• მთაში წასვლისას, უნდა იცოდეთ თქვენი მგზავრობის რაიონში ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები;
• თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება;
• ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის ნათელი დღეა, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
როგორ ვიმოქმედოთ ზვავის ჩამოწოლის დროს:
• სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას ან მოეფაროთ კლდის შვერილს;
• თუ ზვავს ვერ გაექეცით, განთავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით;
• შეეცადეთ, მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე (მიიღოთ გუნდას ფორმა).

როგორ ვიმოქმედოთ ზვავში მოყოლის დროს:
• სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო;
• ეცადეთ დარჩეთ ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით გადაადგილდეთ ზვავის კიდისაკენ;
• ზვავის გაჩერების შემდეგ ეცადეთ სახისა და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას;
• შეეცადეთ გაარკვიოთ თუ სად არის მიწის ზედაპირი და იმოძრავეთ ზევით;
• გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს. ეცადეთ არ დაიძინოთ;
• არ იყვიროთ, თოვლი თქვენს ხმას მთლიანად ახშობს;
• გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ.

რჩევები მოყვარულ მთამსვლელებს

სანამ მთის დალაშქვრას შეუდგებით უნდა გაითვალისწინოთ მოსალოდნელი რისკისა და საფრთხის საშიშროება. ყურადღება უნდა გამახვილდეს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. არავის შეუძლია გარანტია მოგცეთ ამინდისა და სამთო ღონისძიებების უსაფრთხოებაზე. მთის დალაშქვრისას შესაძლოა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სერვისების ნაკლებობა. ჩვენ გირჩევთ წინასწარ მიმართოდ თქვენს ექიმს რათა დარწმუნდეთ თქვენს ჯანმრთელობაში. ექსპედიციის დაწყებამდე სასურველია თქვენი მარშრუტი შეათანხმოთ ჩვენთან რათა სიტუაციის გართულებისას ჩვენმა მაშველებმა დროული და პროფესიონალური დახმარება აღმოგიჩინონ. ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დარეკეთ “112”.

1. მთა ყაზბეგი (მყინვარმწვერი)
სირთულის ხარისხი: II UIAA (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე: 5033 მ.
ასვლის დრო: 8-9 სთ.
ყაზბეგის მეტეო-სადგური 3-4 სთ.

2. მთა ჭაუხი
სირთულის ხარისხი: II UIAA (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე: 3842 მ.

3. ხევსურეთის ლანდშაფტი (შატილი, არხოთი)
სირთულის ხარისხი: A (იოლი)
სიმაღლე: ორი ათას შვიდასი მ.
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

4. ხევსურეთის ლანდშაფტი (არხოთი)
სირთულის ხარისხი: C (გართულებული)
სიმაღლე: ორი ათას ცხრაას ოცდაათი მ.
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

5. გუდაური
სირთულის ხარისხი: A (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე 3000 მ.

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ
მისამართზე: ქ. თბილისი, გენ. გ. გულუას ქუჩა №10,

საკონტაქტო ტელეფონი: (032) 241-17-24;
ფაქსი: (032) 275-21-61