საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ნარკოპოლიტიკა

დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კუთხით, რაც ნეგატიურად აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ათას თორმეტი წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აიღო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ვექტორი. შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ყველა ინიციატივა წარმოადგენს სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს, რომელიც კომპლექსური ანალიტიკური სამუშაოს შედეგად დაიგეგმა.

პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა. სახელმწიფომ, ამ კუთხით, სამი ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად მიიღო ზომები. პირველი და ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ქვეყნის წინაშე ნარკომოხმარების კუთხით იდგა, იყო კოდეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომელთაგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება - „დეზომორფინი“ („კრაკადილი“) მიიღებოდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული საშუალებები მილიონობით აბის სახით ლეგალურად შემოედინებოდა საქართველოში და თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი აფთიაქებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, პარლამენტში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც, კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ბრუნვა დაექვემდებარა სისხლის სამართლებრივ დევნას. აღნიშნულმა პროექტმა ძალაში შესვლისთანავე გამოიწვია „კრაკადილის“ მოხმარების 90პროცენტი-იანი კლება.

მეორე, ასევე, ძალიან მწვავე პრობლემას წარმოადგენდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ე.წ. „ბიოები“ და „სპაისები“, რომლებიც არავითარ სამართლებრივ რეგულაციას არ ექვემდებარებოდა და უკონტროლოდ შემოედინებოდა საქართველოში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ავტორობით, შემუშავდა ახალი კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციას. აღნიშნული კანონპროექტი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სამართალდამცავი უწყებები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამოღებას. კანონის საფუძველზე მოხდა ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული მონიტორინგის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო კომისიის სახით, რომელიც რელევანტურ უწყებებს აერთიანებს, იკრიბება ყოველთვიურად და ახდენს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას, ისევე როგორც რეკომენდაციების გაწევას საქართველოს მთავრობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ასევე, ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას, რომლის სამიზნე ჯგუფს საქართველოს მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, წარმოადგენს. ამ კამპანიამ საქართველოს მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე მიიტანა სახელმწიფოს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ეხება, როგორც ნარკოტიკების მოხმარების სამართლებრივ შედეგებს, ასევე ჯანმრთელობისათვის მავნე ზემოქმედებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ნარკოლოგების მონაცემებით, ძალიან იკლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელმა. ორი ათას თოთხმეტი წლის მაისი-აგვისტოს მონაცემებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოდინებამ, ორი ათას ცამეტი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 11-ჯერ იკლო.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - კლასიკური ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მიერ ამ პრობლემის ეფექტური გადაჭრისა და მისი მასშტაბების ნათლად წარმოდგენისათვის უნდა აღინიშნოს ორი ათას ცამეტი წლის ივნისში საზღვარზე 116 კგ. ჰეროინის და ორი ათას თოთხმეტი წლის ივლისში 2,8 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღება, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონი დოლარია. ორი ათას თოთხმეტი წლის ივლისში მოხდა დაახლოებით 5,3 ტონა კანაფის მცენარის ამოღება. სამივე შემთხვევა უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში და მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ეფექტურ მუშაობაზე.

მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება. სახელმწიფო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

მკურნალობა

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისაგან შედგება: პირველი არის მოსამზადებელი ეტაპი – პაციენტის მიერ მკურნალობის აუცილებლობის გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ უნდა მიიღოს აუცილებლად თვით წამალდამოკიდებულმა პირმა (მას უნდა გააჩნდეს მაღალი მოტივაცია მკურნალობისადმი) და არა მისი ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა. მას უნდა ქონდეს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ ჩაიტაროს ეს თუ ის მკურნალობა, რაიმე იძულება არანარი შედეგის მომტანი არ არის. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, შემდეგი ეტაპი არის ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა – დეტოქსიკაცია. ეს არის მკურნალობის ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ჩვეული ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტა. ამ ეტაპზე პაციენტი პასიურია – ასრულებს ექიმის მითითებებს, იღებს მედიკამენტებს და იმ პროცედურებს, რომლებითაც ხდება ორგანიზმის გაწმენდა ნარკოტიკისაგან. ამ დროს ხდება პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის აღდგენა. მესამე ეტაპი, ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ეტაპი. რეაბილიტაციის დროს პაციენტი თავისუფლდება ნარკოტიკზე ფსიქიკური დამოკიდებულებისაგან. რეაბილიტაცია – ეს არის დაკარგული უნარ-ჩვევების, სოციალური კავშირების, ადამიანებს შორის დანგრეული ურთიერთობების აღდგენის პროცესი.

ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში. მკურნალობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - პიროვნებაზეც. მკურნალობა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას: დეტოქსიკაციას, სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას. არსებობს აღკვეთის სინდრომის მკურნალობის (დეტოქსიკაციის) სხვადასხვა მეთოდი - როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. საქართველოში უნარკოტიკო მეთოდის გამოყენებისას ინიშნება პრეპარატების მთელი წყება. მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ნივთიერებას, როგორი ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული პირი. მკურნალობის კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს მეთადონით ჩაანაცვლებითი თერაპია, რომელსაც აქვს საკუთარი კრიტერიუმები და დანიშნულება.

დეტოქსიკაციის საშუალო ხანგრძლივობა ათი დღეა. პირველი 3-4 დღე კრიზისულია, მომდევნო დღეები კი - სამედიცინო რეაბილიტაციას ეთმობა. როდესაც მდგომარეობა შედარებით მსუბუქია ან ადამიანს ნარკოტიკისთვის თავი უკვე დანებებული აქვს და აწუხებს უძილობა, შფოთვა, დისკომფორტი, ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ თუ წამალდამოკიდებულება მძიმეა და ადამიანი დიდ დოზებს იღებს, მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს.

ანტინარკოტიკული კამპანია

ორი ათას თოთხმეტი წლის 24 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსდა დასაწყისი ფართო ანტინარკოტიკული კამპანიისა - „არა ბიონარკოტიკს”. კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კამპანიის მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მაქსიმალური ინფორმირებულობა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სხვადასხვა ნეგატიურ მხარეებთან დაკავშირებით. ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს თავის პირველად ფუნქციას - პრევენციას. საქართველოს პოლიცია, მართალია, თითოეულ ჩადენილ დანაშაულზე ახდენს ეფექტურ რეაგირებას. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პოლიციის ინტერვენირება მანამ, სანამ დანაშაული მომხდარა. სწორედ აღნიშნულის ყველაზე საუკეთესო გზაა საზოგადოების ინფორმირებულობა, რაც შეესაბამება დასავლურ სტანდარტებსა და იმ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის სურათს, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მთელი მოსახლეობის, საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანეს საქმეში. სწორედ ამიტომ კამპანიის სლოგანია - „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება”.

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ხვდებიან ახალგაზრდებს. ისინი მათ აცნობენ როგორც ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს, ასევე, ნარკოტიკების მოხმარების ნეგატიურ გავლენას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. კამპანიას შეუერთდნენ სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. მათ მიერ განხორციელდა სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი რეზონანსი, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელებში მოჰყვა. აღნიშნული აქტიურად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში, მიეძღვნა სხვადასხვა გადაცემები, მიმდინარეობს აქტიური განხილვა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-ბლოგებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდა მედია-კონკურსი, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში მედიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. აღნიშნულ კონკურსზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი საინტერესო ტელე თუ რადიო სიუჟეტი, გადაცემა, სტატია და სხვ.

საბოლოო ჯამში, ანტინარკოტიკული კამპანიის მთავარმა გზავნილებმა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე, განსაკუთრებით, ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე - ახალგაზრდობამდე მიაღწია, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების კლებასა და ნარკომოხმარების პრევენციას ქვეყანაში.