საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება ორი სამმართველოსგან: მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსგან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურისგან.


საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს მაღალკვალიფიციური კადრი, რომელსაც ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მედიამონიტორინგს და დროულად ავლენს მედიასა თუ საზოგადოებრივ ჯგუფებში არსებულ საინფორმაციო მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილების მიზნით ახორციელებს შესაბამის აქტივობებს, მათ შორის, პრესსრელიზის სახით ქმნის საინფორმაციო პროდუქტს, ატარებს პრესისხლის სამართლის კოგექსიონფერენციებს და, ამრიგად, ხელს უწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჟურნალისტებს შორის უწყვეტი კომუნიკაციის არსებობას.


მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს რეგიონების განყოფილება კრებს ინფორმაციას როგორც თბილისის სხვადასხვა რაიონებში მომხდარ ფაქტებზე, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში მომხდარ სხვადასხვა სახის დანაშაულზე, საგანგებო სიტუაციებსა და უბედურ შემთხვევებზე. რეგიონალური ჟურნალისტები ამზადებენ ტექსტურ მასალას სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით. ამავე სამმართველოს ოპერატორები და ფოტოგრაფები იღებენ ფოტო და ვიდეომასალებს. მათ კოორდინაციას უწევენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ამუშავებენ და ამზადებენ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვედზე, მასმედიასა და სოციალურ მედიაში გასავრცელებლად.


მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლები კოორდინირებას უწევენ რეგიონალურ მედიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაციას. თანამშრომლების ოპერატიული და მობილური მუშაობის შედეგია ის, რომ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა სიახლე, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.


საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებში შედის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ეფექტიანი უკუკავშირის აგება, სხვადასხვა სეგმენტთან და დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატური კომუნიკაციის განხორციელება და ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ.


საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური შეიმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და უზრუნველყოფს სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობას.




ფუნქციები

საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია:

1.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;

2.

სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

3.

სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

4.

სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

5.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

6.

სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

7.

საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

8.

ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

9.

მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე;

10.

საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

11.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

12.

სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა და განახლება.



კონტაქტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო

საქართველო, თბილისი, 0114
გ. გულუას ქ. 10

ტელ: (+9 9 5 3 2) 2 41 19 93

ელ.ფოსტა: miapr@mia.gov.ge