საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ხშირად დასმული კითხვები


დასაქმება და სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში


1. თანაბარი უფლებებით სარგებლობენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში მამაკაცები და ქალები?


პასუხი: დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მამაკაცები და ქალები თანაბარი უფლებებითსარგებლობენ.

2. მოქმედებს თუ არა შეღავათები პოლიციის თანამშრომლებისთვის?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისათვის მოქმედებს შემდეგი შეღავათები: სამინისტროს თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას; სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში, გაიცემა ერთჯერადი დახმარება; შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა მიმართ მოქმედებს პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) დაანგარიშების განსხვავებული წესი. შეღავათები არ ეხება კომუნალურ გადასახადებს.

3. შემიძლია თუ არა დავიწყო მუშაობა პოლიციაში და რა პროცედურების გავლა მომიწევს ამისათვის?


პასუხი: დიახ, თქვენ შეგიძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის დაწყება, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის, "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას თორმეტი წლის 31 დეკემბრის Nათას ოცდათორმეტი ბრძანებისა და "სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას თორმეტი წლის 17 დეკემბრის N987 ბრძანების შესაბამისად. პროცედურები დადგენილია აღნიშნული ნორმატიული აქტებით.

4. რა წოდებები არსებობს საქართველოს პოლიციაში და როგორ ხდება მათი დამსახურება?


პასუხი: საქართველოს პოლიციის წოდებებია: გენერალ-პოლკოვნიკი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი, პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი, უფროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უმცროსი ლეიტენანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, მთავარი სერჟანტი, ბრიგადის სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ზემდეგი, უფროსი სერჟანტი, სერჟანტი, უმცროსი სერჟანტი, კაპრალი, პოლიციის რიგითი. წოდება მატულობს სტაჟის მიხედვით და ასევე, პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. გამოიყენება წახალისების ერთ-ერთ ფორმად.

5. შემიძლია თუ არა, ვიმუშაო პოლიციაში მოხალისედ?


პასუხი: არა, აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.

6. მაქვს თუ არა უფლება, ვიმსახურო პოლიციაში, თუ მანამდე ვიყავი სისხლის სამართლის პასუხისგებაში?


პასუხი: დიახ, თუ არ ხართ განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი და თუ ნასამართლობა უკვე მოხსნილია.

7. შემიძლია თუ არა, გავიარო სტაჟირება შინაგან საქმეთა სამინისტროში?


პასუხი: დიახ

8. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ დავიწყო მუშაობა კრიმინალურ პოლიციაში?


პასუხი: პოლიციაში , მათ შორის, კრიმინალურ პოლიციაში სამუშაოდ, მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და ფლობენ სახელმწიფო ენას. 35 წელს გადაცილებული პირების პოლიციაში მიღება დასაშვებია, მინისტრის თანხმობით.

9. შეუძლია თუ არა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს იმუშაოს პოლიციაში?


პასუხი: პოლიციის ორგანოებში - არა, რადგანაც პოლიციაში მისაღები კანდიდატები გადიან სამედიცინო შემოწმებას, რა დროსაც, მოწმდება დაკავებულ თანამდებობასთან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობა. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება, შესაძლებელია, სამოქალაქო პირებად (ანუ სპეციალური ან სამხედრო წოდების არმქონე პირებად).

10. რა რეჟიმში მუშაობს პოლიცია?


პასუხი: პოლიცია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

11. შემიძლია თუ არა, ვიმსახურო შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ნასამართლეობა, ან მისი საქმე ძიებაშია?


პასუხი: დიახ. ამ გარემოების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ, იმსახუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

12. საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციის შევსება, სავალდებულოა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლისთვის?


პასუხი: არა, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის.

13. რა წოდებები არსებობს საქართველოს პოლიციაში და როგორ ხდება მათი დამსახურება?


პასუხი: საქართველოს პოლიციის წოდებებია: გენერალ-პოლკოვნიკი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი, პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი, უფროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უმცროსი ლეიტენანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, მთავარი სერჟანტი, ბრიგადის სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ზემდეგი, უფროსი სერჟანტი, სერჟანტი, უმცროსი სერჟანტი, კაპრალი, პოლიციის რიგითი. წოდება მატულობს სტაჟის მიხედვით და ასევე, პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. გამოიყენება წახალისების ერთ–ერთ ფორმად.

14. მე გახლავართ სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 4–ე კურსის სტუდენტი. მსურს გავიარო სტაჟირება შინაგან საქმეთა სამინისტრო–ში. მაინტერესებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟიორი და რა დოკუმენტაციის წარდგენაა ამისთვის საჭირო?


პასუხი: სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის გასასვლელად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად. სასწავლო პრაქტიკის გასავლელად პირის წარდგენა ხდება საგანმანათვებლო დაწესებულების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. რეკომენდაციას თან უნდა ახლდეს შს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოსთან წინასწარი შეთნხმებული სასწავლებლის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პრაქტიკის ამსახველ გაგმა (თემატიკა, ძირითადი მიმართულებები, სასწავლო პრაქტიკის გავლის პროგრამა და გრაფიკი).

15. ვარ 62 წლის. ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი -88 წლებში ვმუშაობდი შს ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მაქვს მაიორის წოდება.ათას ცხრაას სამოცდარვა წელს ამირჩიეს მოსამართლედ. ვმუშაობდი მეორე ინსტანციის სასამართლოებში ორი ათას ხუთი წლამდე. ამჟამად ვარ ადვოკატი. სურვილი მაქვს შს ორგანოებში აღდგენისა, რაც დაშვებულია არჩევითი წესით გადაყვანილ თანამშრომლებისათვის. რა შესაძლებლობები არსებობს საამისოდ?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ორი ათას თორმეტი წლის 31 დეკემბრის შს მინისტრის №ათას ოცდათორმეტი ბრძანებით საქართველოს შს სამინსტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები შეუძლიათ იმსახურონ სამინისტროში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:

უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები - 55 წელი;

უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები - 60 წელი;

უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები - 65 წელი;

16. კითხვა: ვარ 21 წლის. ორი ათას რვა წელის 14 ივნისს გამასამართლეს და გავთავისუფლდი ორი ათას თერთმეტი წლის 13 ივნისს. სასჯელს ვიხდიდი ქურდობისთვის. 2 წელიწადზე მეტი გავიდა და მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება ვიმსახურო ჯარში?


პასუხი: გაცნობებთ, რომ შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს იმ შემთხვევაში თუ არ ხართ განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი და თუ ნასამართლობა უკვე მოხსნილია.



ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და გადაცდომები


1. ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას უსაფუძვლოდ მივიჩნევ. როგორ შემიძლია გავასაჩივრო პოლიციის გადაწყვეტილება და დავამტკიცო საკუთარი უდანაშაულობა?


პასუხი: შეგიძლიათ, გაასაჩივროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის ორი ათას სამას ორმოცდაერთი მუხლით განსაზღვრული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ,შეიძლება გასაჩივრდეს - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

2. შემემთხვა ავტოავარია. ვალდებული ვარ, გამოვიძახო პოლიცია თუ შემიძლია, მოვრიგდე მძღოლთან?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქალაქე ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია.

3. რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მომიწევს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში?


პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით.

4. გადამიცდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა. მეკუთვნის თუ არა ამისთვის დამატებითი ჯარიმა?


პასუხი: ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ,ჯარიმის გადაუხდელობისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაგეკისრებათ საურავის გადახდა. საურავის გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, არ ათავისუფლებს პირს ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.

5. ტროტუარზე დაყენებული ავტომანქანები აფერხებს მოქალაქეთა გადაადგილებას. ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?


პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს საპატრულო პოლიციას, ან კომპანია „სითი პარკს“.

6. პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, შემიძლია თუ არა, გადავიხადო ჯარიმა მომენტალურად, ადგილზე, საკრედიტო ბარათის მეშვეობით?


პასუხი: არა, არ შეგიძლიათ. ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში (საბანკო დაწესებულებაში, სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან ინტერნეტით, საკრედიტო ბარათის გამოყენებით), ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებაში, მისამართზე - გულუას ქ. 8. დაკისრებული ჯარიმა აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში, რასაც ტექნიკური თვალსაზრისით, გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული პროცედურის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ჯარიმის მომენტალურად გადახდა.

7. თუ ვიმყოფები არაფხიზელ მდგომარეობაში და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭე დავუთმე მართვის მოწმობის არმქონე პირს, დავჯარიმდები თუ არა ამისთვის?


პასუხი: მართვის არმქონე პირისთვის, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ისჯება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით.

8. ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს, შეუძლია თუ არა პოლიციის თანამშრომელს, შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით?


პასუხი: დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

9. დავკარგე ჯარიმის ფურცელი. სად შეიძლება გავარკვიო გადახდის ბოლო ვადა?


პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებას მისამართზე - გულუას ქ. 8, სადაც თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.



ანაზღაურება, პენსია, დაზღვევა


1. პოლიციაში მუშაობის დროს, ანაზღაურებული იქნება თუ არა ზეგანაკვეთური დრო?


პასუხი: არა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს არანორმირებული სამუშაო დღე.

2. იმსახურე შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამსახურიდან დამითხოვეს. მეკუთვნის თუ არა ამ შემთხვევაში კომპენსაცია?


პასუხი: დათხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემის კონკრეტულ წესსა და პროცედურებს.

3. ეკუთვნის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თადარიგის ოფიცრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს პენსია?


პასუხი: წელთა ნამსახურობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თანამშრომელს ეკუთვნის სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია). წელთა ნამსახურობა შეადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ში ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში, სპეციალური და სამხედრო წოდებით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟს.

4. რა ოდენობისაა პოლიციელის საშუალო პენსია?


პასუხი: პოლიციელის პენსია (სახელმწიფო კომპენსაცია) გამოიანგარიშება დაკავებულ თანამდებობაზე, მისი ბოლო დანიშნული ხელფასის და სამინისტროს სისტემაში წელთა ნამსახურობის მაჩვენებლების მიხედვით. კომპენსაციის (პენსიის) კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება "სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით. პოლიციელს სახელმწიფო კომპენსაციას (პენსიას) უნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო.

5. უზრუნველყოფს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლების დაზღვევას?


პასუხი: დიახ, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,სამინისტროს თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელწიფო დაზღვევას. ასევე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი (12 000-მდე ადამიანი), ორი ათას ცამეტი წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტით მაინც იქნება დაზღვეული.

6. რა ოდენობის არის პოლიციელის საშუალო ანაზღაურება?


პასუხი: პოლიციელის ხელფასი განისაზღვრება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას თორმეტი წლის 25 დეკემბერის №ათას თექვსმეტი ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, პოლიციელების ხელფასი დიფერენცირებულია დანაყოფების მიხედვით.



დაცვის პოლიცია


1. შემიძლია თუ არა, უძრავი და მოძრავი კერძო საკუთრების დაცვის მიზნით, ვისარგებლო შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს დაცვის სამსახურის მომსახურებით?


პასუხი: დიახ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების დაცვის მიზნით, ისარგებლოთ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის მომსახურებით. ამისათვის, უნდა გააფორმოთ შესაბამისი ხელშეკრულება და გადაიხადოთ მომსახურების საფასური. დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ის ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, იურიდიული და ფიზიკური პირების ქონებისა და პირად დაცვას. დაცვის პოლიციის მიერ, დღეს, დაახლოებით, 10 000-ზე მეტი ობიექტია დაცული. 24 საათის განმავლობაში, 125-ზე დარეკვით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს დაცვის პოლიციას, განაცხადოს საკუთარი უძრავი ან მოძრავი (ავტომობილის) ქონების დაცვის მოთხოვნის შესახებ. დაცვის პოლიცია საქართველოში ერთადერთი დაცვის სამსახურია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღლპროფესიონალი პოლიციელებით და კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი.

2. არასამუშაო დროს ვრეკავ დაცვის პოლიციის ცხელ ხაზზე. არავინ მპასუხობს. როგორ მოვიქცე?


პასუხი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცხელი ხაზი -125 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ყველა ტიპის სატელეფონო და პროვაიდერი ოპერატორიდან, აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება უფასოა. თუ მოქალაქე ვერ მოახერხებს 125-თან დაკავშირებას, შეუძლია, ისარგებლოს დაცვის პოლიციის ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომრებით. (http://125.ge/portal/alias__SPD/lang__ka-GE/tabid__ორი ათას ას ოცი /default.aspx)

3. რა სახის დაცვას ახორციელებს დაცვის პოლიციის სამსახური?


პასუხი: დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს ობიექტის, როგორც ტექნიკური საშუალებებით, ასევე, ცოცხალი ძალით დაცვას. გარდა ამისა, ფიზიკურ პირთა პირად დაცვას და დაცვა-გაცილებას.

4. რამდენია დაცვის პოლიციის ყოველთვიური გადასახადი?


პასუხი: დაცვის პოლიციის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს კომერციულ ობიექტზე - 135 ლარს, ბინაზე კი - 60 ლარს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საინფორმაციო სამსახურ - 125-ს (ზარი უფასოა).

5. როგორ ვისარგებლო დაცვის პოლიციის მომსახურეობით?


პასუხი: დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მდებარეობს ბუდაპეშტის ქუჩა 6-ში. იქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მივიდეს და დაწეროს განცხადება, ობიექტის შემდგომში დაცვაში აყვანის მიზნით, ან დარეკოს 125-ზე და შეავსოს განაცხადი, სახლიდან გაუსვლელად. განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება, შესაძლებელია, დაცვის პოლიციის ვებ-გვერდზე - www.125.ge.



მოქალაქის უფლებები


1. თუ პოლიციელი თავად არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, სად შემიძლია ვიჩივლო მის წინააღმდეგ?


პასუხი: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე - პროკურატურას.

2. რა ვადით შეიძლება დამაკავონ პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის სტატუსით?


პასუხი: დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება.

3. პირველ რიგში, ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა?


პასუხი: დაზარალებულმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციას 112–ის საშუალებით.

4. უზრუნველყოფილი იქნებიან თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაკითხვის / ჩვენების მიცემის დროს, თარჯიმნის მომსახურებით?


პასუხი: დაკითხვისა და ჩვენების მიცემის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნით.

5. შემიძლია თუ არა, მივიღო უფასო იურიდიული დახმარება პოლიციაში?


პასუხი: უფასო იურიდიულ დახმარებას ახორციელებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და მერიის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურები, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.

6. შემიძლია თუ არა, ბრალდებულისაგან/დამნაშავისგან მოვითხოვო ზარალის კომპენსაცია და ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?


პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება.

7. დავიკითხე როგორც მოწმე, მაგრამ საქმე ჯერაც ძიებაშია. შემიძლია თუ არა, ამ შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლა?


პასუხი: შეგიძლიათ.

8. შემიძლია თუ არა, მოვითხოვო ჩემი მონაცემების შესწორება პოლიციის მონაცემთა ბაზაში?


პასუხი: დიახ.

9. მაქვს ეჭვმიტანილის სტატუსი და ამ ეტაპზე, სასამართლომ შემიფარდა გირაო. მაქვს თუ არა, ამ შემთხვევაში, უფლება ვიარო სამსახურში?


პასუხი: კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულ აკრძალვას.

10. შევიტანე ამა თუ იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირის წინააღმდეგ საჩივარი. თუმცა, მსურს გაუქმება. შემიძლია თუ არა, საჩივრის უკან გატანა?


პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საჩივარი შეიტანეთ. მაგალითად, თუ თქვენ კონკრეტულ პირს აბრალებთ დანაშაულის ჩადენას და ამის გამო, თქვენ ჩამოგერთვათ შესაბამისი ახსნა-განმარტება, შემდგომში შეცვალეთ ჩვენება, ცრუ დასმენის შემთხვევაში, თქვენს მიმართ შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუმცა, თქვენ არ გეკრძალებათ ბრალდებულთან შერიგება და მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე უარის თქმა, რაც არ გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ დგება, ასევე, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში განცხადების / საჩივრის უკან გამოთხოვის შემთხვევაში.

11. მეშინია ანგარიშსწორების. შემიძლია თუ არა, ჩვენება მივცე ანონიმურად?


პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ანონიმური ფორმით ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს, თუმცა, ჩვენების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

12. მეშინია ანგარიშსწორების. როგორ, რა სახით და რა ვადით იქნება დაცული მოწმის კონფიდეციალობა?


პასუხი: მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

13. რა უნდა ვქნა, იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მიერ ძებნილი პირი არის ჩემი მოგვარე და ამ გაუგებრობის გამო დამაკავეს?


პასუხი: პიროვნების იდენტიფიკაციის საშუალებად, გვარის გარდა, არსებობს სხვა მრავალი გარემოება, რაც პირის დაკავების შემთხვევაში, უსათუოდ იქნება დადგენილი.

14. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩემს ბავშვზე ძალადობენ სკოლაში. რა შემიძლია გავაკეთო?


პასუხი: მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას, საპატრულო პოლიციას ან რაიონულ პოლიციას.

15. მომპარეს ავტომანქანის ერთ-ერთი სანომრე ნიშანი. შემიძლია თუ არა ერთი ნომრით გადაადგილება?


პასუხი: არა, ერთი სანომრე ნიშნით გადაადგილების უფლება არა გაქვთ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის122-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, წინასწარი შეცნობით, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით,გამოიწვევს დაჯარიმებას.

16. გავყიდე ავტომანქანა, თუმცა, საბუთები დღემდე არ გადამიფორმებია მყიდველზე. არის თუ არა ეს ჩემი მხრიდან დარღვევა?


პასუხი: ავტომანქანის გაყიდვის შემთხვევაში, ვალდებული ხართ, მიმართოთ მომსახურების სააგენტოს და დადგენილი წესით გადააფორმოთ თქვენს სახელზე რიცხული მანქანა მყიდველზე. მესაკუთრე, ან მოსარგებლე ვალდებულია, განახორციელოსრეგისტრაციაში ცვლილებები, კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

17. გავყიდე ავტომანქანა მინდობილობის გაფორმების გარეშე. ამ მანქანით ჩაიდინეს ძარცვა/ ქურდობა/ყაჩაღობა. მაქვს ალიბი, თუმცა, არაფერი ვიცი მყიდველის შესახებ. დადგება თუ არა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი?


პასუხი: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ თქვენ არ მიგიძღვით ბრალი დანაშაულის ჩადენაში, მაშინ, თქვენ არ დაგეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

18. ვარ უცხოეთის მოქალაქე. შემიძლია თუ არა, ვმართო ავტომანქანა უცხოენოვანი მართვის მოწმობით?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს, საქართველოში მისი ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მართვის მომწობა უნდა იყოს ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული.

19. შემიძლია თუ არა, გავიგო, რა ოდენობის ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები მძღოლისთვის?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ალკოტესტის აპარატზე ყვითელი ან წითელი ინდიკატორის ანთება ადასტურებს მძღოლის ორგანიზმში 0.2პროცენტი პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობას, და შესაბამისად ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არ ექნებათ, მათ პიროვნების დადგენამდე, მაგრამ, არა უმეტეს, 3 დღისა; დაკავებულნი, შეიძლება, პირადად გაიჩხრიკონ, აგრეთვე, გაუსინჯონ ნივთები.

20. შევიტანე საჩივარი პოლიციაში, თუმცა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. რა უნდა გავაკეთო?


პასუხი: მიმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს პოლიციელის ქმედება პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

21. პოლიციამ დამაკავა ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის საფუძველზე. შემიძლია თუ არა, განვაცხადო უარი ნარკოლოგიურში გადაყვანაზე?


პასუხი: არა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპატრულო პოლიციის მოთხოვნა სავალდებულოა და უნდა გადამოწმდეს თქვენს მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდება, იწვევს 3 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

22. მაქვს თუ არა უფლება, არ მივცე ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ?


პასუხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

23. როგორ ისჯება კანონით პიროვნება, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს სმს–ის მეშვეობით?


პასუხი: გაცნობებთ, რომ sms-ით ლანძღვა ვერ იქნება მიჩნეული წვრილმან ხულიგნობად. აღნიშნულ საკითხზე უნდა დაუკავშირდეთ მობილურ ოპერატორს, რომელმაც შეიძლება მიიღოს შესაბამისი ზომები.

24. გავიგე, რომ ცოტა ხნის წინ გამოიცა ბრძანება გამოსახლებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თუ საქმეს სასამართლო განიხილავს, პოლიცია არ განახორციელებს ბინებიდან გამოსახლებას. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?


პასუხი: გაცნობებთ, რომ იპოთეკით დატვირთულ ბინებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავების დასრულებამდე და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, მესაკუთრის ბინიდან გამოსახლება არ მოხდება. შესაბამისი ცვლილება შს მინისტრმა "საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში განახორციელა.

25. გავყიდე ავტომანქანა მინდობილობის გაფორმების გარეშე. ამ მანქანით ჩაიდინეს ძარცვა / ქურდობა / ყაჩაღობა. მაქვს ალიბი, თუმცა, არაფერი ვიცი მყიდველის შესახებ. დადგება თუ არა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი?


პასუხი: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ თქვენ არ მიგიძღვით ბრალი დანაშაულის ჩადენაში, მაშინ, თქვენ არ დაგეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.



სერვისი


1. შეუძლია თუ არა კერძო პირს, ისარგებლოს პოლიციის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით (თითების ანაბეჭდების აღება და პირის იდენტიფიცირება)?


პასუხი: არა

2. არასამუშაო დროს ვრეკავ დაცვის პოლიციის ცხელ ხაზზე. არავინ მპასუხობს. როგორ მოვიქცე?


პასუხი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცხელი ხაზი - 125 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ყველა ტიპის სატელეფონო და პროვაიდერი ოპერატორიდან, აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება უფასოა. თუ მოქალაქე ვერ მოახერხებს 125-თან დაკავშირებას, შეუძლია, ისარგებლოს დაცვის პოლიციის ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომრებით. (http://125.ge/portal/alias__SPD/lang__ka-GE/tabid__ორი ათას ას ოცი /default.aspx)

3. უფასოა თუ არა, პოლიციასთან დაკავშირება მობილური ოპერატორის მეშვეობით?


პასუხი: საპატრულო პოლიციის დახმარების მისაღებად, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს,ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან, ყოველგვარი დამატებითი ინდექსის გარეშე. დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ ტელეფონი ცალმხრივად, ან ორმხრივად არის გათიშული, ან მობილურ ტელეფონში სიმ-ბარათი არ დევს. დაცვის პოლიციის საინფორმაციო სამსახურთან - 125-თან დაკავშირება, ყველა ტიპის და ოპერატორის ტელეფონიდან ასევე უფასოა.

4. რა რეჟიმში მუშაობს პოლიცია?


პასუხი: პოლიცია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

5. ავტომანქანის სალონში, საკეტში დამრჩა გასაღები. შემიძლია თუ არა, გამოვიძახო დახმარებისთვის პოლიცია?


პასუხი: ამ შემთხვევაში, არ უნდა გამოიძახოთ პოლიცია. თქვენ უნდა მიმართოთ დასახმარებლად რომელიმე კომპანიას, რომელსაც აქვს მსგავსი სახის მომსახურება.

6. ვის უნდა დავუკავშირდე ცხოველებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით?


პასუხი: ცხოველებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით, დაუკავშირდით 112-ს.

7. შემიძლია თუ არა, პოლიციის ცხელი ხაზიდან შევიტყო გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ?


პასუხი: არა. პოლიციაში, ანუ 112-ზე არ უნდა დარეკოთ გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

8. შეუძლია თუ არა კერძო პირს, ისარგებლოს პოლიციის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით (თითების ანაბეჭდების აღება და პირის იდენტიფიცირება)?


პასუხი: არა. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ექსპერტიზას ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით, მოქალაქე ვერ ისარგებლებს დამოუკიდებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს ამ სერვისით. თქვენ შეგიძლიათ დაქტილოსკოპიური (თითის ანაბეჭდები) ექსპერტიზისთვის მიმართოთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომელიც ახორციელებს დამოუკიდებელ საექსპერტო მომსახურებას (ჭავჭავაძის გამზირი 84, ტელ: 2 25 84 84, ელ–ფოსტა: info@forensics.ge, ვებ–გვერდი: http://www.forensics.ge)

9. მსურს მანქანის შეძენა, თუმცა მანამდე მაინტერესებს ერიცხება თუ არა მის მეპატრონეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე ჯარიმები, ავტოავარიები. როგორ გადავამოწმო? ინფორმაციისთვის მივმართო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თუ სხვა ორგანოს?


პასუხი: აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტრო–დან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ ან მისი მინდობილობის საფუძველზე. სხვაგვარად ინფორმაციის გაცემა არ ხდება.

10. 2 წლის უკან ავტოსკოლაში გადავიხადე სწავლის საფასური. ვიარე მხოლოდ 1 კვირა, შემდეგ ქვეყნიდან გავედი და სწავლა შევწყვიტე. როგორ გავიგო, ძალაშია თუ არა გადახდილი თანხა და შემიძლია თუ არა გავაგრძელო სწავლა?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია ავტოსკოლა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა მიმართოთ იმ ავტოსკოლას, მის ადმინისტრაციას, სადაც გადიოდით თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.

11. 14 წლის ბავშმა უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი; მშობლები ვიმყოფებით საზღვარგარეთ ოფიციალურად, არის თუ არა საკმარისი ერთი მშობლის მინდობილობა გაკეთებული ავტობუსის მძღოლზე?


პასუხი: გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა 14 წლის ბავშვი კვეთს საქართველოს საზღვარს, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა და მინდობილობა (ნოტარიული წესით დამოწმებული) იმ პირზე, ვისთან ერთადაც კვეთს საზღვარს ზემოაღნიშნული პირი.

12. ვარ 17 წლის, შემიძლია თუ არა საზღვრის გადაკვეთა ერთი მშობლის თანხმობით?


პასუხი: 16–დან 18 წლამდე ასაკის პირს შეუძლია გადაკვეთოს საზღვარი ID ბარათის (თურქეთის შემთხვევაში, რომელთანაც საქართველოს აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი), ხოლო სხვა ქვეყანაში გამგზავრების შემთხვევაში საერთაშორისო პასპორტის მეშვეობით. თუმცა აქვე უნდა გაცნობოთ, რომ საზღვრის კვეთისთვის 16–დან 18 წლამდე ახალგაზრდამ თან უნდა იქონიოს ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა და მინდობილობა იმ პირზე, ვისთან ერთადაც კვეთს საზღვარს. ეს აუცილებელი პირობაა. თანხმობა / მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებულია და, რა თქმა უნდა, სასურველია იყოს როგორც ქართულ, ისე იმ ენაზე, სადაც მიემგზავრებით, რათა შედმგომში დაზღვეული იყოთ გაუგებრობისაგან ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

13. ვარ საქართველოს მოქალაქე, პასპორტი გაიცა ორი ათას ოთხი წელს და მოქმედების ვადა ეწურება ორი ათას თოთხმეტი წელს. რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის ეს ქვეყანაში შემოსვლის დროს?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ე.წ. ბორჯღალოიანი, ანუ ძველი პასპორტით მოქალაქე ვერ შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვრის კვეთისთვის მას უნდა ქონდეს ახალი, ბიომეტრიული პასპორტი. გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საკონსულოს, ან საელჩოს იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფებით, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა საზღვარზე.

14. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ქუჩის კამერის ჩანაწერები რამდენი დღით ინახება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ჩანაწერების შენახვა ხდება საშუალოდ 30 დღის განმავლობაში.

15. რუსთავში მანქანის გადაფორმება რომელ საათამდეა შესაძლებელი და რამდენია გადაფორმების ღირებულება?


პასუხი: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებები მუშაობენ შაბათს 9:30 საათიდან 16:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. გადაფორმების საფასური შეადგენს 70 ლარს, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ მას ემატება 2 ლარი ბანკის მომსახურების საკომისიო.

16. რა ღირს ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის ა/მანქანის განბაჟება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდის ამ ბმულზე. რომელზეც მოგეცემათ შესაძლებლობა თავად დაიანგარიშოთ საფასური ნებისმიერი მანქანის მიხედვით.

17. მინდა მანქანის განბაჟება. არის ორი ათას ერთი წლიანი მანქანა toyota vitz. ძრავის მოცულობა 1,0. ასევე მინდა ავიღო ნომერი LIK-388. ზუსტად რა თანხა დამჭირდება განბაჟებისთვის?


პასუხი: ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება არის განუბაჟებელი, მას მინიჭებული ექნება ტრანზიტული სანომრე ნიშნები (მისი ღირებულება შეადგენს 1 დღეზე - 1 ლარს), ხოლო სასურველი სანომრე ნიშნის დაბეჭდვის საფასური (აღნიშნულ შემთხვევაში სანომრე ნიშანი LIK-388) - 250 ლარი (ნომრის ღირებულება) და 30 ლარი (ნომრის დაბეჭდვის ღირებულება), ტექ. პასპორტის ღირებულება - 35 ლარი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დოკუმენტაციაში მითითებული არის სხვა პირი, რეგისტრაცია ხორცილდება აღნიშნული პირის სახელზე და შემდგომ ხდება გადაფორმება შემძენზე (რეგისტრაციის ღირებულება 70 ლარი - 35 ლარი, სანომრე ნიშანი და 35 ლარი ტექ. პასპორტი). სატრანსპორტო საშუალების განბაჟებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ესტუმროთ შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდს. ამასთან, გაცნობებთ, რომ განბაჟების საფასურს ემატება სატრანსპორტო საშუალების პირველადი საექსპერტო შემოწმების ღირებულება 20 ლარი და საბაჟო დეკლარაციის შევსების ღირებულება - 30 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს.

18. ერთი წლის წინ ჩამომართვეს მართვის უფლება. როგორ შემიძლია გავიგო, აღმიდგინეს თუ არა ა/მანქანის მართვის უფლება?


პასუხი: თუ მართვის მოწმობა ჩამოგერთვათ ნასვამობის მიზეზით, მაშინ უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს მომსახურების სააგენტოს და ხელმეორედ ჩააბაროთ გამოცდა. თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მაშინ მიბრძანდით მისამართზე გულუას 8 და მართვის მოწმობის დაბრუნების თაობაზე დაწერეთ განცხადება.

19. მაინტერესებს კანონი დაბურულ მინებთან დაკავშირებით. იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანების უმეტესობას უკანა მინის დაბურვა აქვს 80-85პროცენტი, კანონის თანახმად კი დასაშვებია მაქსიმუმ 75პროცენტი. როგორ უნდა მოვიქცე მსგავს შემთხვევაში? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მინის შეცვლა შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს დაუბურავი შუშა ჩემი მანქანისთვის.


პასუხი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ათი წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანების თანახმად, ნებადართული არ არის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40პროცენტი-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75პროცენტი-ზე მეტი ოდენობით.’’ რაიმე სახის შეღავათი იაპონიიდან ჩამოყვანილ ავტომობილებთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს ფურგონის უკანა შუშები – მინების ასეთი დაბურვა დასაშვებია და არ დაჯარიმდებით, რადგან მინები განთავსებულია საბარგულის თავზე. ვინაიდან სედანს მსგავსი ტიპის საბარგული არ გააჩნია, გამონაკლისის სახით მინების ნორმაზე მეტად დაბურვა დასაშვებია მხოლოდ ფურგონისა და ჯიპის შემთხვევაში.

20. კითხვა: როგორ და სად შეიძლება ავიღო ა/მანქანაზე მინების დამუქების უფლება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სისტემური მართვის სამმართველოს მიერ მინების დაბურვაზე სპეციალური ნებართვა გაიცემა მხოლოდ სპეციალურ სამსახურებზე, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ა/მანქანის მინების დაბურვაზე არ ესაჭიროებათ შს სამინისტროს ნებართვა. თუმცა აქვე იმასაც გაცნობებთ და გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას ათი წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანების თანახმად, ნებადართული არ არის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40პროცენტი-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75პროცენტი-ზე მეტი ოდენობით.’’ გამონაკლისს წარმოადგენს ფურგონის უკანა შუშები – მინების ასეთი დაბურვა დასაშვებია და არ დაჯარიმდებით, რადგან მინები განთავსებულია საბარგულის თავზე. ვინაიდან სედანს მსგავსი ტიპის საბარგული არ გააჩნია, გამონაკლისის სახით მინების ნორმაზე მეტად დაბურვა დასაშვებია მხოლოდ ფურგონისა და ჯიპის შემთხვევაში.

21. კითხვა: როგორ შეიძლება ვიპოვო დაკარგული პირადობის მოწმობა (ID ბარათი), რომელიც დავკარგე საფულესთან ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტში?


პასუხი: თუ თქვენ დაკარგეთ საფულე, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე, ან მიმართოთ თქვენი რაიონის პოლიციის განყოფილებას, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გაატარებს გარკვეულ ღონისძიებებს. თავის მხრივ, ID ბარათზე დატანილია მხოლოდ თქვენი პერსონალური ინფორმაცია – სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი, რომელიც არ იძლევა მისი დაძებნის მექანიზმებს. გთხოვთ მიმართოთ თქვენი რაიონის პოლიციის განყოფილებას და აცნობოთ თანამშრომელს სად და რა ვითარებაში დაკარგეთ საფულე.



ინფორმაციის ხელმისაწვდომობა


1. როგორ შემიძლია, მივიღო პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმი?


პასუხი: პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმის მიღება შესაძლებელია შესაბამისი სამსახურის საშუალებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას, პატრულ-ინსპექტორის მიერ სამართალდარღვევის ადგილზეშედგენილი საჯარიმო ქვითარი ჩაგბარდებათ სამართალდარღვევის ადგილზე, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას.

2. ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს ჩხრეკის ოქმი?


პასუხი: ვალდებულია. ჩხრეკის ოქმის გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს საგზაო წესების დარღვევისთვის შედგენილი ოქმის ასლი?


პასუხი: პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, საგზაო წესების დარღვევისთვის, შეადგინოს ოქმი და გადმოგცეთ მისი ასლი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, შედგება ოქმი, საამისოდ, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ.ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დმინისტრაციული სამართალდაღვევისას, საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს ჩაბარდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ.

4. შემიძლია თუ არა, მივიღო ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში/რაიონში/უბანში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის შესახებ?


პასუხი: დიახ.

5. როგორ გამოვითხოვო პოლიციიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია?


პასუხი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს.

6. როგორ შემიძლია დავრწმუნდე, რომ პირი, რომლის წინააღმდეგაც მივეცი პოლიცია შიჩვენება, კანონის შესაბამისადდაისაჯა?


პასუხი: შესაბამისი ინფორმაციის დასადგენად, უნდა მიმართოთ, პოლიციის შესაბამის განყოფილებას, ან სასამართლოს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს, საბოლოოდ, სწორედ სასამართლო ადგენს.

7. შემიძლია თუ არა, მივიღო ცნობა ჩემი ნასამართლეობის შესახებ?


პასუხი: დიახ, ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად, მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულში, წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღეში არის უფასო.

8. შემიძლია თუ არა, მოვითხოვო პოლიციისაგან ინფორმაცია დასაქმებულის ნასამართლეობის შესახებ?


პასუხი: პირის ნასამართლეობის შესახებ ცნობას გასცემს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ცნობის მისაღებად, მომსახურების სააგენტოოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულში, წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლი და დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, პირზე ნასამართლეობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძვლზე. ამ შემთხვევაში, მისმა მარწმუნებელმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

9. როგორც დამსაქმებელმა, შემიძლია თუ არა, წინასწარ გადავამოწმო დასაქმებული შინაგან საქმეთა სამინინსტროს მონაცემთა ბაზაში?


პასუხი: თუ თქვენ გულისხმობთ პირის ნასამართლობას, მაშინ გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს, რომლის გაცემა ამ პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

10. როგორ მივიღო მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერსა თუ აუქციონში?


პასუხი: ტენდერების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვას, ქვეყნდება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერზე www.procurement.gov.ge, ხოლო სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია - ეკონომიკური განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge

11. ტროტუარზე დაყენებული ავტომანქანები აფერხებს მოქალაქეთა გადაადგილებას. ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?


პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს საპატრულო პოლიციას, ან კომპანია "სითი პარკს".

12. ჩემ სახლთან, რამდენიმე დღეა, დგას უცხო ავტომანქანა. შემიძლია თუ არა, ინტერნეტის მეშვეობით დავადგინო, ხომ არ არის ის გატაცებული?


პასუხი: ინტერნეტის მეშვეობით, ვერ დაადგენთ, გატაცებულია თუ არა ავტომანქანა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და მიაწოდოთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით.

13. შემიძლია თუ არა, გავიგო, სად დგას სათვალთვალო ვიდეო კამერები?


პასუხი: დიახ, ვიდეო კამერების დამონტაჟების ადგილზე განთავსებულია ვიდეო გადაღების წარმოების აღმნიშვნელი ნიშნები.

14. შემიძლია თუ არა, გავიგო, რა ოდენობის ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები მძღოლისთვის?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ალკოტესტის აპარატზე ყვითელი ან წითელი ინდიკატორის ანთება ადასტურებს მძღოლის ორგანიზმში 0.2პროცენტი პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობას, და შესაბამისად ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

15. ჩამიმსხვრიეს ავტომანქანის საქარე მინა. დანაშაულის თვითმხილველი არ არსებობს, თუმცა, დანაშაულის ადგილას განლაგებულია სათვალთვალო ვიდეო კამერები. შემიძლია თუ არა, პოლიციისაგან დამოუკიდებლად, მოვითხოვო ფირზე აღბეჭდილი კადრები?


პასუხი: აღნიშნულ მონაცემებს დამოუკიდებლად ვერ მოითხოვთ. სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერებს გამოითხოვს პოლიცია.

16. შემიძლია თუ არა, პოლიციის ცხელი ხაზიდან შევიტყო გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ?


პასუხი: არა. პოლიციაში, ანუ 112-ზე არ უნდა დარეკოთ გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

17. მაინტერესებს ნასამართლეობა მომეხსნა თუ არა და რამდენი აქვს ცნობას მოქმედების ვადა?


პასუხი: ნასამართლეობა იხსნება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ თქვენ გაქვთ ასეთი გადაწყვეტილება, უნდა წარადგინოთ ის სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემა მხოლოდ ცნობა ნასამართლეობის შესახებ. თუ მოქალაქეს უკვე წარმოდგენილი აქვს ან სასამართლოს მიერ არის გადაგზავნილი სამინისტროში ზემოხსენებული ინფორმაცია, მოქალაქეს შეუძლია აიღოს ცნობა (5 სამუაშაო დღეში გაიცემა უფასოდ). ნასამართლეობის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა არის 15 დღე.

18. რა ღირს ნასამართლეობის ცნობის (აპოსტილით დამოწმებულს) აღება და რა ვადებში ხდება მისი გაცემა?


პასუხი: ნასამართლეობის შესახებ ცნობა 5 დღეში გაიცემა უფასოდ, თუ დაჩქარებული მომსახურებით გნებავთ ისარგებლოთ არის შესაბამისი ტარიფები:

1. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 2 სამუშაო დღის განმავლობაში – 20 ლარი,

2. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში – 40 ლარი,

3. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში – 80 ლარი. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია და თარგმნა - 60 ლარი. დამოწმებული დოკუმენტის გაცემის ვადა არის 5 დღე.

19. შესაძლებელია თუ არა ონლაინ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესახებ?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ონლაინ რეჟიმში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.

20. რა დოკუმენტებია საჭირო პაკისტანელი მოქალაქისთვის საქართველოს ვიზის მისაღებად?


პასუხი: საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო იქნება:

მოწვევის წერილი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან.

ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის ასლი.

კომპანიის რეესტრიდან ამონაწერი.

მოწვეული პირის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.

ავიაბილეთების ჯავშანი.

სასტუმროს ჯავშანი.

ბანკის ამონაწერი.

სამგზავრო დაზღვევა.

21. ჩამიმსხვრიეს ავტომანქანის საქარე მინა. დანაშაულის თვითმხილველი არ არსებობს, თუმცა, დანაშაულის ადგილას განლაგებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. შემიძლია თუ არა, პოლიციისაგან დამოუკიდებლად, მოვითხოვო ფირზე აღბეჭდილი კადრები?


პასუხი: აღნიშნულ მონაცემებს დამოუკიდებლად ვერ მოითხოვთ. სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერებს გამოითხოვს პოლიცია.

22. მოქალაქის მოთხოვნიდან, რა ვადებშია ვალდებული საინფორმაციო ბიურო გასცეს საჯარო ინფორმაცია?


პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის თანახმად:

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

23. დავკარგე ჯარიმის ფურცელი. სად შეიძლება გავარკვიო გადახდის ბოლო ვადა?


პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებას მისამართზე - გულუას ქ. #8, სადაც თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

24. კითხვა: ვარ 18 წლის. შემიძლია თუ არა თან ვატარო ცივი იარაღი?


პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე–5 თავის, მე–12 მუხლის, მე–2 პუნქტის მეშვეობით „აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.“ ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 238(1) მიხედვით:

1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის

ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (საქართველოს ორი ათას ექვსი წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.ორი ათას შვიდი წ., მუხ.16).

25. კითხვა: ვარ 22 წლის. არ ვარ ნასამართლევი. თან ვატარებ 8 სმ. სიგრძის დანას. თუ პოლიციამ ჩხრეკისას ამომიღო აღნიშნული ნივთი, რა პასუხისმგებლობა დამეკისრება?


პასუხი: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.

26. კითხვა: ვაპირებ ავტომანქანის შეძენას. მესაკუთრის უძრავ ქონებას ყადაღა ადევს და მინდა გავიგო, ვრცელდება თუ არა ეს ყადაღა ზოგადად მის ქონებაზე, მათ შორის ავტომანქანაზე? ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ა/მანქანის ჩემ სახელზე გადაფორმება, ან გადაფორმების გარეშე ქალაქში გადაადგილება? ხომ არ დამაჯარიმებენ, ან საჯარიმოზე ხომ არ გადაიყვანენ ა/მანქანას?


პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული არის სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა, მისი რეგისტრაცია (გადაფორმება) სხვა პირზე ვერ განხორციელდება აღნიშნული შეზღუდვების გაუქმების გარეშე. სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ განყოფილებას და მოითხოვოთ ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ცნობა გაიცემა 5 სამუშაო დღეში და მისი ღირებულება შეადგენს 20 ლარს). ასევე, გაცნობებთ, რომ თუკი ა/მანქანას ერიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა / საურავი, აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტრო–დან მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ, ან მისი მინდობილობის საფუძველზე. სხვაგვარად ინფორმაციის გაცემა არ ხდება.



პოლიციის აკადემია


1. რა უპირატესობა გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს აკადემია არ სარგებლობს უპირატესობით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან მიმართებაში, რადგან არ გააჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი სტატუსია - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. როდის იწყება პოლიციის აკადემიაში საბუთების მიღება?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს აკადემიაში არ ხდება საბუთების მიღება. საბუთების მიღება ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული სტრუქტურული დანაყოფების კადრების განყოფილებების მიერ აკადემიის ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართებზე. კურსების დაწყების მოთხოვნას, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიას, დაინტერესებული შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს უწყება უგზავნის (მაგ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი). შესაბამისად აკადემია არ განსაზღვრავს კურსების დაწყების დროს http://policeacademy.ge/index.php?page=scont&id=120&mid=2

3. აქვს თუ არა პოლიციის აკადემიას საერთო საცხოვრებელი?


პასუხი: დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს პოლიციის აკადემიას გააჩნია საერთო საცხოვრებელი.

4. პოლიციის აკადემიაში სწავლება ფასიანია?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს აკადემიაში ყველა პოლიციური კურსი უფასოა.

5. რამდენი წელი გრძელდება სწავლება პოლიციის აკადემიაში?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს აკადემია არ იძლევა უმაღლეს განათლებას, იგი უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული სასწავლო კურსების ჩატარებას,რომელთაგან ჯერჯერობით არც ერთი არ არის ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის.

6. აქვს თუ არა პოლიციის აკადემიას გაცვლითი პროგრამები უცხო ქვეყნების პოლიციის აკადემიებთან?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს აკადემიას აქვს ორმხრივი თანამშრომლობა რიგ პოლიციის აკადემიებთან, რის ფარგლებშიც, ხორციელდება თანამედროვე მიღწევების, სამეცნიერონა შრომებისა და ინსტრუქტორთა ურთიერთ გაცვლა.



პოლიციის უფლება-მოვალეობები და კომპეტენცია


1. შემიძლია თუ არა, გამოვიძახო პოლიცია, როდესაც სახლის წინ ხმაურობენ და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს? ამ შემთხვევაში, რაუნდა მოიმოქმედოს პოლიციამ?


პასუხი: შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, როცა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას. საპატრულო პოლიციის მიერ,ჩატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი ღონისძიებები. თქვენ, უფლება გაქვთ, მიმართოთ პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის განყოფილება ვალდებულია, დააფიქსიროს თქვენი განცხადება და ნებისმიერი სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდინოს მასზე სათანადო ფორმით რეაგირება. თავისთავად, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი, თუ იმავდროულად, მას თან არ ახლავს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ან ადმინისტრაციულ გადაცდომად.

2. უნდა დავრეკო თუ არა პოლიციაში მაშინ, როდესაც ესა თუ ის სიტუაცია საეჭვოდ მეჩვენება? ვალდებულია თუ არა პოლიცია, დააფიქსიროს ჩემი განცხადება?


პასუხი: დიახ, საეჭვო ვითარების შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარემოებები, უნდა დარეკოთ პოლიციის ცხელ ხაზზე ტელ: 112. პოლიცია ვალდებულია, დააფიქსიროს ყველა შეტყობინება.

3. შეუძლია თუ არა პოლიციას, ჩაატაროს ჩხრეკა ჩემს სახლში, როცა მე შინ არ ვიმყოფები?


პასუხი: შესაძლებელია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ვინ უნდა ესწრებოდეს პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის აქტს მოწმის სახით?


პასუხი: იმ უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი, ან მისი წარმომადგენელი, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ასევე ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს.

5. რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას, გამოაცხადოს საგანგებო ვითარება?


პასუხი: პოლიცია არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს საგანგებო ვითარება. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

6. რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, მოითხოვოს ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პატრულ-ინსპექტორს უფლება აქვს შეამოწმოს მოაქალაქის პირადობის დამადსატურებელი საბუთები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ. აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

7. რა ვადით შეიძლება დამაკავონ პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის სტატუსით?


პასუხი: დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება.

8. რა ვადებში უნდა განაცხადოს დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა და აქვს თუ არა განცხადებას ხანდაზმულობა?


პასუხი: ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, არ უნდა აღემატებოდეს დანაშაულის ხანდაზმულობას, რომელიც დიფერენცირებულია დანაშაულის კატეგორიების მიხედვით.

9. წინასწარი გამოძიების ეტაპზე, რა პროცედურები ტარდება?


პასუხი: მოქმედი კანონმდებლობა წინასწარ გამოძიებას არ ითვალისწინებს. დანაშაულის დაფიქსირების შემთხვევაში, იწყება გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

10. ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს ჩხრეკის ოქმი?


პასუხი: ვალდებულია. ჩხრეკის ოქმის გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს საგზაო წესების დარღვევისთვის შედგენილი ოქმის ასლი?


პასუხი: პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, საგზაო წესების დარღვევისთვის, შეადგინოს ოქმი და გადმოგცეთ მისი ასლი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, შედგება ოქმი, საამისოდ, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ.ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ადმინისტრაციული სამართალდაღვევისას, საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს ჩაბარდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ.

12. შევიტანე საჩივარი პოლიციელის წინააღმდეგ. აქვს თუ არა უფლება პოლიციელს, იმსახუროს გამოძიების მიმდინარეობის დროს პოლიციაში?


პასუხი: დიახ, აქვს უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ასეთ შემთხვევაში, ხდება პოლიციის თანამშრომლის თანამდებობიდან გადაყენება.

13. ვიპოვნე დაკარგული ნივთი. ვის უნდა ვაცნობო ამის შესახებ?


პასუხი: ნაპოვნი ნივთის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ პოლიციას.

14. შემემთხვა ავტოავარია. მანქანა დაზღვეული მყავს და მისი გადაადგილება მეკრძალება მზღვეველის მიერ ნახაზის შედგენამდე. შეუძლია თუ არა, პოლიციას დამაჯარიმოს ამისთვის?


პასუხი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ საპატრულო პოლიციის მითითებებს.

15. შევიტანე საჩივარი პოლიციაში, თუმცა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. რა უნდა გავაკეთო?


პასუხი: მიმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს პოლიციელის ქმედება პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

16. პოლიციამ დამაკავა ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის საფუძველზე. შემიძლია თუ არა, განვაცხადო უარი ნარკოლოგიურში გადაყვანაზე?


პასუხი: არა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპატრულო პოლიციის მოთხოვნა სავალდებულოა და უნდა გადამოწმდეს თქვენს მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდება, იწვევს 3 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

17. რა სასჯელია გათვალისწინებული პატრულის შეურაცხყოფისთვის?


პასუხი: პატრულის სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით და ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ გარემოებათა გათვალიწინებით არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

18. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიჭრნენ მოქალაქეები, რომლებიც არბევენ და ხმაურობენ შენობაში. ვის უნდა მივმართოთ ამ საკითხზე?


პასუხი: აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ ქვეგანყოფილებას, ან შეგიძლიათ გამოიძახოთ პატრულ–ინსპექტორი.

19. შემემთხვა ავტოავარია. მანქანა დაზღვეული მყავს და მისი გადაადგილება მეკრძალება მზღვეველის მიერ ნახაზის შედგენამდე. შეუძლია თუ არა, პოლიციას დამაჯარიმოს ამისთვის?


პასუხი: საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევისას, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ საპატრულო პოლიციის მითითებებს.



მომსახურების სააგენტო


1. რა ასაკიდან შემიძლია ავიღო ავტომანქანის მართვის მოწმობა?


პასუხი: სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად, დადგენილია სხვადასხვა ასაკი (17, 18, 19 და ა.შ.). ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შინაგან საქმეთა მინისტრის ორი ათას თორმეტი წლის 1 აგვისტოს N598 ბრძანებას, რომელშიც დეტალურად არის დარეგულირებელი, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად რა ასაკია დადგენილი.

მართვის მოწმობის მიღებისთვის მინიმალური ასაკი, შესაბამისი კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებისავის:

"A" - 24 წელი

"A" - 21 წელი - პირს, რემელსაც "A1" ქვეკატეგორის სატრანსპორტო საშუალების მართის უფლება მინიჭებული აქვს 2 წლის განმავლობაში.

"B" - 17 წელი

"C" - 21 წელი

"D"- 24 წელი

"BE" - 18 წელი

"CE" - 21 წელი

"DE" - 24 წელი

"T" - 17 წელი

"S" - 18 წელი

"A1" - 17 წელი

"B1" - 16 წელი

"C1" - 18 წელი

"D1" - 21 წელი

"C1E" - 18 წელი

"D1E" - 21 წელი

შენიშვნა: საქართველოს კანონმდებლობით, დადგენილი "A", "B", "T" კატეგორიის და "A1", "B1" ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის, სავალდებულოა, მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა.

18 წლის ასაკს მიუღწეველ პირზე გაცემული "A", "B" კატეგორიისსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისდამადასტურებელი მართვის მოწმობა მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

პირს, რომელსაც "B", "T", "A1" ან/და "B1" კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

- მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

- შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.

პირს, რომელსაც "B", "T", "A1" ან/და "B1" კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, "B", "T", "A1" ან/და "B1" კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება, 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული, შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ ამ უფლების მიღების მოთხოვნის მომენტისათვის, არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული,მართვის უფლების მინიჭების შემზღუდავი გარემოება.

2. შემიძლია თუ არა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში ჩავაბარო მართვის მოწმობის გამოცდა?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას; მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება ონლაინ რეჟიმში არ მიმდინარეობს.

3. შემიძლია თუ არა, ქვეყნის შიგნით სატრანზიტო ნომრებით გადაადგილება?


პასუხი: დიახ. შიდა ტრანზიტის მოძრაობა შესაძლებელია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე. დაინტერესებულ პირს ეკრძალება, გამოიყენოს შიდა ტრანზიტი საგზაო მოძრაობაში მონაწილე იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც:

ა) რეგისტრირებულია საქართველოში და უკვე მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნიშნები;

ბ) არ არის მითითებული შიდა ტრანზიტის გაცემისათვის წარმოდგენილ განცხადებაში;

გ) არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

დ) სავალდებულო წესით არ დარეგისტრირებულა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში;

ე) საქართველოში შემოყვანილია დროებით, 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით.

4. შემიძლია თუ არა, გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა?


პასუხი: დიახ. მაგრამ სახელმწიფო სანომრე ნიშნის (როგორც გამოთავისუფლებული, ისე გაუცემელი) შენახვა ფასიანია, რომლის ღირებულება შეადგენს 1 დღეში 1,50 ლარს. ამასთან, ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც დაწესებულია საფასური, არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ინახება არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით,სააგენტო უზრუნველყოფს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემას.

5. რა სხვაობაა გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვასა და გაუცემელი სახელმწიფო სანომრები ნიშნის შენახვას შორის?


პასუხი: გამოთავისუფლებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვას, რომლის გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს, ხოლო გაუცემელი სახელმწიფო სანომრე ნიშნის - ისეთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვას, რომლის გაცემის საფასური შეადგენს, არანაკლებ, 100 ლარს.

6. ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და შესაბამისად, მაქვს სხვა ქვეყნის მართვის მოწმობა. მაქვს თუ არა უფლება, ვიმოძრაო ამ მართვის მოწმობით საქართველოში?


პასუხი: დიახ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს, მისი საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მართვის მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული;მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე, შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა, შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არა უგვიანეს, შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა;

დ) მართვის მოწმობის დასტური;

მართვის მოწმობის დასტურიწარმოადგენს სათანადოდ დამოწმებულ (აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული), უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვას ან ცნობას, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის(გაუქმების) არარსებობის ფაქტს;

ე) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის, პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას, ან მართვის მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან, ითვალისწინებს მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე;

დ) დაინტერესებული პირის მიერ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობასთან ერთად, უბრუნდება მფლობელს, ამასთან, შეცვლილი მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე კარგავს იურიდიულ ძალას.

7. შემიძლია თუ არა, სანომრე ნიშნად დავიყენო სახელი, ან სასურველი ნომერი და ფასიანია თუ არა ეს მომსახურება?


პასუხი: დიახ, ეს შესაძლებელია. თქვენთვის სასურველი სანომრე ნიშნის დამზადება არის ფასიანი, მისი ფასი დამოკიდებულია სანომრე ნიშნის ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე.

8. შემიძლია თუ არა, უცხო ქვეყნიდან შემოვიტანო ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი?


პასუხი: საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოტანოს ცეცხლსაროლი იარაღი, რაზეც შესაბამის ნებართვას გასცემს მომსახურების სააგენტო, ხოლო ცივი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთერთობები, მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება (ცივი იარაღის შემოტანისთვის ნებართვა არ არის საჭირო). "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია, ფიზიკურ პირთა მიერ, ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

9. ვფლობ ანტიკვარულ ცეცლხსასროლ იარაღს. აუცილებელია თუ არა მისი რეგისტრაცია?


პასუხი: დიახ, აუცილებელია. თუთქვენ ფლობთ იარაღს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება რეგისტრაციას, ასეთი იარაღი უნდა დაარეგისტრიროთ, იმის მიუხედავად, ანტიკვარულია თუ არა.

10. მსურს, საკუთარი ნებით ჩავაბარო ჩემ საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი. გავთავისუფლდები თუ არა, სისხლის სამართლის პასუხისგებისგან?


პასუხი: დიახ, ამ შემთხვევაში თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან.

11. მომპარეს ავტომანქანის ერთ-ერთი სანომრე ნიშანი. შემიძლია, აღვადგინო ძველი ნომერი თუ უნდა ავიღო ახალი სანომრე ნიშნები?


პასუხი: შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი სანომრე ნიშნები. სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტოში წარადგინეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანომრე ნიშნის აღდგენის საფასურია 35 ლარი).

12. მართვის მოწმობის ასაღებად ვის უნდა მივმართო?


პასუხი: მართვის მოწმობის მისაღებად, თქვენ უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, გარდა ქ. თბილისში, ქავთარაძის 5ა -ში მდებარე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულისა, სადაც შეგიძლიათ, აღადგინოთ დაკარგული მართვის მოწმობა ან შეცვალოთ მართვის მოწმობა.

13. დავკარგე მართვის მოწმობა. შემიძლია, აღვადგინო ძველი საბუთი თუ ხელახლა მომიწევს გამოცდების ჩაბარება?


პასუხი: დაკარგული მათვის მოწმობის აღსადგენად, კანონმდებლობა გამოცდის ჩაბარებას არ ითვალისწინებს. აღდგენისათვის, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოთ პირადობის დამდასტურებელი მოწმობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (მართვის მოწმობის საფასური 15 ლარი და დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის საფასური 20 ლარი).

14. გავყიდე ავტომანქანა, თუმცა, საბუთები დღემდე არ გადამიფორმებია მყიდველზე. არის თუ არა ეს ჩემი მხრიდან დარღვევა?


პასუხი: ავტომანქანის გაყიდვის შემთხვევაში, ვალდებული ხართ, მიმართოთ მომსახურების სააგენტოს და დადგენილი წესით გადააფორმოთ თქვენს სახელზე რიცხული მანქანა მყიდველზე. მესაკუთრე, ან მოსარგებლე ვალდებულია, განახორციელოსრეგისტრაციაში ცვლილებები, კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

15. სანადიროდ მივემგზავრები ჩემს სახელზე რეგისტრირებული იარაღით. მჭირდება თუ არა იარაღის გადატანის ნებართვა?


პასუხი: არა, ასეთ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის ნებართვა არ გჭირდებათ.

16. სად შემიძლია, გავიგო დეტალური ინფორმაცია იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს მომსახურების სააგენტოში, ან იხილეთ ბმული http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=29&Itemid=61 მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის კუთხით, აღნიშნულ საკითხზე, შეგიძლიათ, მიმართოთ სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფს, ან მოგვმართოთ ასეთივე ფორმით.

17. შეუძლია თუ არა 16 წლის ასაკის პირმა აიღოს მართვის მოწმობა?


პასუხი: 16 წლის პირს შეუძლია მიიღოს მხოლოდ „B1“ ქვეკატეგორიის (მოტორიზირებული ტრიციკლები და კვადროციკლები) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.

18. სარგებლობენ თუ არა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის დროს სტუდენტური ბარათების მქონე სტუდენტები ფასდაკლებით?


პასუხი: ეს შეღავათი სტუდენტს ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ID ბარათს წარმოადგენს, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სტუდენტია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ 6 მუხლი - "ბ1" ქვეპუნქტის თანახმად „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვება შეადგენს 15 ლარს (55 ლარის ნაცვლად). ხოლო ეს შეღავათი ვრცელდება მხოლოდ პირველადი გასვლის შემთხვევაში.

19. საქართველოს ეროვნული მართვის მოწმობით შემიძლია თუ არა საზღვარგარეთ მანქანის მართვა?

ეროვნული მართვის მოწმობა აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ სტანდარტებს, გაცნობებთ რომ მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის მისაღებად უნდა პირადად უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს.

20. რა კატეგორიის მართვის მოწმობა ესაჭიროება კვადროციკლის მძღოლს და სავალდებულოა თუ არა კვადროციკლისთვის სახელმწიფო ნომრების ქონა?


პასუხი: მოტორიზებული ტრიციკლის და კვადროციკლის მართვისთვის გაიცემა „B1“ ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა. ამასთან გაცნობებთ, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საჭიროებს რეგისტრაციას თუ ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 კუბურ სანტიმეტრს.

21. მსურს ავიღო მართვის მოწმობა B კატეგორიაში. მაინტერესებს, რამდენი ბილეთი შედის B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე?


პასუხი: „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა ტარდება ტესტირების მეთოდით, ტესტი შედგება ილუსტრირებული ან არაილუსტრირებული კითხვებისაგან (ბილეთებისაგან), აღნიშნული კატეგორიისთვის განკუთვნილი საგამოცდო საკითხები მოიცავს ათას თოთხმეტი ტესტს.

22. მაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ავიღო C კატეგორიის მართვის მოწმობა?


პასუხი: „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე; „D“ კატეგორიის ან „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე. ამასთან გაცნობებთ, რომ „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 21 წლიდან. გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, B კატეგორიის მქონე მართვის მოწმობა, მძღოლთა მომსამზადებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი სადაც გაიარეთ მომზადების შესაბამისი კურსი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამოცდაზე გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (40 ლარი გამოცდაზე გასვლის საფასური და 15 ლარი მართვის მოწმობის ღირებულება)

23. რომელ საათამდე მუშაობს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო და შეუძლია თუ არა ჩემს ნათესავს / მეგობარს ჩემი მართვის მოწმობის გამოტანა ჩემს მაგივრად?


პასუხი: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებები მუშაობენ 9:30 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ–კვირის გარდა. ამასთან, მესამე პირის მიერ თქვენი მართვის მოწმობის გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასზე ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.

24. ჩავიჭერი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე. რამდენ ხანში შემიძლია გავიდე გამოცდაზე ხელახლა?


პასუხი: თუ ვერ ჩააბარებთ თეორიულ გამოცდას, დამატებით გამოცდაზე დაიშვებით 7 დღის შემდეგ, ხოლო გამოცდაზე დაშვების საფასურს (40 ლარი) გადაიხდით ახლიდან. პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის საფასურს არ იხდით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს ორი ათას ოთხას ცხრამეტი 191

25. მაქვს ავტომობილის მართვის მოწმობა, თუმცა მსურს ვმართო მოტოციკლიც. როგორ უნდა მოვიპოვო ამის უფლება?


პასუხი: A კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოტოციკლი) მართვის უფლება პირს რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს „B“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან/და “A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას. ამასთან გაცნობებთ, რომ „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს ენიჭება:

ა) 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.

26. მაქვს თუ არა B კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირს უფლება ვმართო სამგზავრო მარშრუტი, რომლის მასა არ აღემატება 3.5ტ–ს, ხოლო ადგილების რაოდენობა, მძღოლის ჩათვლით, ხუთის ტოლია?


პასუხი: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

27. თუ მართვის მოწმობა ავიღე 17 წლის ასაკში, მომიწევს თუ არა გამოცდების გადაბარება 18 წლის რომ შევსრულდები?


პასუხი: 17 წლის პირებმა მართვის მოწმობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ:

პირადობის მოწმობა;

დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

იმ სასწავლებლის მიერ გაცემული მოწმობა, სადაც გაიარეთ გადამზადების შესაბამისი კურსი;

მშობელი ან ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველადი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს - 15 ლარს);

ამასთან გაცნობებთ, რომ 18 წლის შესრულებიდან 30 დღის განმავლობაში მართვის მოწმობას შეცვლით გამოცდების ჩაბარების გარეშე. მოწმობის შეცვლის საფასური შეადგენს 15 ლარს.

28. კვირის რომელ დღეებში ბარდება მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები?


პასუხი: სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს (გამოცდები არ ბარდება ქ. თბილისში, ქავთარაძის 5ა მისამართზე მდებარე ერთეულში) ყოველ დღე კვირის გარდა. ამასთან გაცნობებთ, რომ შაბათ დღეს წითელი ხიდის გზატიკეცილი 21 კმ-ზე მდებარე მომსახურების სააგენტოს სტურუქტურულ ერთეულში თეორიული გამოცდის ჩაბარება არ ხორციელდება, ბარდება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდა.

29. მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩავაბარე თბილისში, ხოლო ამჟამად ვიმყოფები ბათუმში. შემიძლია თუ არა აქ ავიღო მართვის მოწმობა?


პასუხი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის მოწმობა მოქალაქეზე გაიცემა იმ ადგილზე, სადაც მოქალაქემ ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა. შესაბამისად, თბილისში გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მართვის მოწმობას სხვა რეგიონში / ქალაქში ვერ აიღებთ.

30. საქართველოში აღებული B კატეგორიის მართვის მოწმობით უცხოეთში მანქანის ტარების უფლება თუ მაქვს?


პასუხი: თუ თქვენ გაქვთ საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომელსაც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს და მისი ღირებულება შეადგენს 110 ლარს, მას აქვს მოქმედების ვადა 3 წელი, მათ შორის აშშ–ს ტერიტორიაზე. თუმცა ასევე უნდა გაცნობოთ, რომ ყველა ქვეყანა თავად არეგულირებს ხოლმე იმ ვადას, რა ვადაზეც ნებადართულია მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობით ტრანსპორტის მართვა და გადაადგილება.

31. თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ რამდენ ხანში ავიღებ მართვის მოწმობას?


პასუხი: მართვის მოწმობის დამზადებას სჭირდება 5–7 დღე. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ მართვის მოწმობის ასაღებად შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდიდან 7 დღეში.

32. წარმატებით ჩავაბარე მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. შემიძლია თუ არა ვიარო ავტომობილით, სანამ მართვის მოწმობას ავიღებ?


პასუხი: ვინაიდან კომპიუტერულ ბაზაში არ ხდება მონაცემების ასახვა იქამდე, სანამ მოწმობა არ დაიბეჭდება, მძღოლობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება მართონ სატრანსპორტო საშუალებები მართვის მოწმობის დამზადებამდე.

33. რა წესით ხდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შეფასება?


პასუხი: პრაქტიკული გამოცდის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა. პრაქტიკული გამოცდა წარამტებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის ყველა საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.

34. აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას თუ რომელი ქვეყნის მართვის მოწმობა მაქვს ამჟამად? მოქმედებს თუ არა ამასთან დაკავშირებული შეზღუდვები საქართველოში?


პასუხი: გაცნობებთ, რომ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია თუ შეცვლისას წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაიას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

35. ვარ 15 წლის. ჯერ არ მქვს A და არც A1 კატეგორიის მართვის მოწმობა. მიუხედავად ამისა, შემიძლია თუ არა სწავლის მიზნით, დაბალ სიჩქარეზე ვმართო და ვიმოძრაო მოტოციკლით საკუთარ უბანში? ამასთან, A1 კატეგორიის აღების უფლება რა ასაკში მექნება?


პასუხი: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3 - ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე -11კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი) გაიცემა A1 ქვეკატეგორიის მქონე მართვის მოწმობა, რომელიც პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლის ასაკიდან. ამასთან გაცნობებთ, რომ Aკატეგორიის (მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა აღემატება 125 სმ3 - ს) მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს:

ა) 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპროტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე მინიჭებული აქვს A1 ქვეკატეგორიის მართვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს „ა“ პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

შესაბამისად, ამ ასაკს მიუღწეველი პირების მიერ ტრანსპორტის მართვა ან/და გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

36. მაქვს უსაბუთო, ხელნაკეთი ავტო–მისაბმელი და მსურს მისი დარეგისტრირება. რა ღირს ეს მომსახურება და ვის მივმართო?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ.

აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშნები (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.

ასეთი აკრედიტირებული ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის თაობაზე გთხოვთ მიმართოთ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი;

ვ) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

37. გავყიდე მანქანა თუმცა მსურს ნომრის შენახვა. ფასიანია თუ არა ეს სერვისი?


პასუხი: სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით. ამასთან, თუ თქვენი სანომრე ნიშანი არ არის ფასიანი სანომრე ნიშანი, შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს 2 თვის ვადით. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს ყოველ დღეზე 1.5 ლარს.

38. მივიღე საქართველოს მოქალაქეობა. არის თუ არა ეს საფუძველი იმისთვის, რომ შევიცვალო უცხოეთში აღებული მართვის მოწმობა?


პასუხი: საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;

გ) მართვის მოწმობის დასტური;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მოიცავდეს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას დადასტურებას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არ არსებობის ფაქტს.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა;

დ) მართვის მოწმობის დასტური;

ე) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან იგი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახული იქნეს:

ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ე.ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული სრულწლოვანი პირის რეგისტრაციის ადგილი).

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენოს ცხელ ხაზს ნომერზე 2 41 91 91

39. შეუძლიათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აიღონ მართვის მოწმობა და რა საბუთებია ამისათვის საჭირო?


პასუხი: გაცნობებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მართვის მოწმობა ენიჭება შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (ივსება ადგილზე);

ბ) პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან იგი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახული იქნეს:

გ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

გ.ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული სრულწლოვანი პირის რეგისტრაციის ადგილი).

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

40. მართვის მოწმობის ასაღებად ვის უნდა მივმართო?


პასუხი: მართვის მოწმობის მისაღებად, თქვენ უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, გარდა ქ. თბილისში, ქავთარაძის #5ა–ში მდებარე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულისა, სადაც შეგიძლიათ, აღადგინოთ დაკარგული მართვის მოწმობა ან შეცვალოთ მართვის მოწმობა.

41. გავყიდე ავტომანქანა, საბუთები არ გადამიფორმებია და მყიდველის საკონტაქტო მონაცემებიც არ მაქვს. შეიძლება თუ არა მის ძებნაში დამეხმაროს საპატრულო პოლიცია?


პასუხი: აღნიშნული პიროვნების მოძიება უნდა უზრუნველყოთ თავად, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გააჩნია საფუძველი ზემოთ ხსენებულ პირზე გამოაცხადოს ძებნა.

42. შემიძლია თუ არა შევიძინო და თან ვატარო ელექტროშოკი?


პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს პოლიციის შესახებ კანონის მე–9 მუხლის თანახმად, ,,პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს: დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს ნებართვა საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შეიძინონ, შეინახონ, გადაიტანონ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, აქტიური თავდაცვის საშუალებები და ნაკეთობანი, გაზის პისტოლეტები, გაზიანი ბალონები, ელექტროშოკური მოწყობილობები და სხვა.’’

43. საქართველოს კანონმდებლობით რა ასაკიდან არის დაშვებული იარაღის ტარება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის რეგსიტრაცია შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან, ამასთან გაცნობებთ, რომ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირდება:

ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღი, სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღი, სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღი;

თავდაცვის მოკლელულიან და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღი, რომლის მესაკუთრესაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის შენახვისა და ტარების უფლება;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ თავდაცვის მოკლელულიან ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

44. კითხვა: გიკავშირდებით მოქალაქის სახელით, რომელსაც "ამინისტიის შესახებ" ორი ათას თორმეტი წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აღუდგა "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამორთმეული სადტრასპორტო საშუალები მართვის უფლება. გვაინეტერესებს, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ორი ათას შვიდი წლის 23 აპრილს აღებული მართვის მოწმობა?


პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ თქვენს მიერ აღნიშნულ პირს მართვის მოწმობა ჩამოერთვა ნასვამობის ან ნარკოტიკული თრობის მიზეზით, მაშინ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტრო–ს მომსახურების სააგენტოს და ხელმეორედ ჩააბაროს გამოცდა. თუმცა გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს რიგი საბუთები, მათ შორის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც ახორციელებს დამოუკიდებელ საექსპერტო მომსახურებას (ჭავჭავაძის გამზირი 84, ტელ: 2 25 84 84) და ე.წ. ფსიქო. წარსადგენი დოკუმენტების სრული სიის დასადგენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე 241–91–91.

45. კითხვა: თუ მოქალაქემ, რომელიც იმყოფება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკარგა მართვის მოწმობა, შეუძლია თუ არა აღადგინოს მართვის მოწმობა ონლაინ რეჟიმში, ხოლო აიღოს იმ ქვეყანაში, სადაც იმ დროს იმყოფება?


პასუხი: ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ ხორციელდება; ასევე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას;

46. კითხვა: თუ მოქალაქეს გააჩნია საქართველოში ან უცხოეთში მიღებული ავტოსკოლის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი საბუთი (ე.წ. ძირი), ამის საფუძველზე შეუძლია თუ არა მართვის მოწმობის აღება?


პასუხი: ავტო სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი მოწმობის ქონა არ ნიშნავს ავტომატურად მართვის მოწმობის ფლობას, ამასთან B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად ავტო სკოლის მოწმობის ფლობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. გამოცდებზე გასასვლელად წარმოადგენთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

47. კითხვა: პრაქტიკულ გამოცდას რომელ სატრანსპორტო საშუალებაზე ვაბარებ, რამდენი დაბრკოლება უნდა გავიარო პრაქტიკულ გამოცდაზე და როგორ ხდება გამოცდის შეფასება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ „BE“, C, CE, D ან DE კატეგორიის, აგრეთვე C1, C1E, D1 ან D1E ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) „უკუსვლით პარკირება“;

ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“;

პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას დაცული უნდა იქნეს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:

ა) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი;

ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი;

გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;

დ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი;

ე) გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი;

ვ) მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს გამოცდით განსაზღვრული ყველა საგამოცდო ელემენტი;

ზ) საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს;

თ) მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).

ზემოთ აღნიშნული თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე საჯარიმო ქულა შეადგენს - 40 ქულას.

48. კითხვა: მაინტერესებს B კატეგორიით მაქვს თუ არა მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების რომლის დაუტვირთავი მასა არის ორი ათას ხუთასი კგ,ხოლო დასაშვები მაქსიმალური მასა (დატვირთული) 5100კგ. გთხოვთ მომწეროთ ზუსტი და დეტალური განმარტება.


პასუხი: გაცნობებთ, რომ „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

49. კითხვა: შემიძლია თუ არა საქართველოს ეროვნული მართის მოწმობით ვატარო ა/მანქანა საზღვარგარეთ?


პასუხი: ეროვნული მართვის მოწმობა აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ სტანდარტებს, გაცნობებთ რომ მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი. ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის მისაღებად უნდა პირადად უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს.

50. კითხვა: როგორ აღვადგინო ა/მანქანის დაკარგული მოწმობა?


პასუხი: ა/მანქანის მოწმობის აღდგენისთვის, იმ შემთხვევაში, თუ იგი ძველი ფორმის (ანუ ლურჯი ფერის) იყო, უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ოფისს რუსთავში და გაიაროთ მანქანის ხელახლა შემოწმება–დათვალიერება. მანქანის მოწმობის გაცემის საფასურია 35 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მოწმობა ახალი ფორმისაა (რამდენიმე თვის წინ მოხდა ცვლილება), შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების ნებისმიერ ფილიალს, ან დაუკავშირდეთ ტელეფონზე 241–91–91 და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.

51. კითხვა: ორი ათას ათი წელს გაცემული მართვის მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, ითვლება თუ არა საერთაშორისოდ და თუ არა, რა სახის პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ რუმინეთიდან დისტანციურად დავამზადო ზემოაღნიშნული მოწმობა? ამჯერად კი, შევძლებ თუ არა მოცემულ ქვეყანაში ვმართო სატრანსპორტო საშუალება, რომლის მართვის ლიცენზიაც (B კატეგორია) მაქვს?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ეროვნული მართვის მოწმობა არ არის საერთაშორისო მართვის მოწმობა. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები (თქვენს შემთხვევაში რუმინეთი) აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი. ამიტომ,თქვენი მართვის მოწმობით სარგებლობის ვადებისა და პირობების შესახებ მიმართეთ რუმინეთის შესაბამის სამსახურს, რომელიც არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესებს, ვინაიდან აუცილებლად გასათვალისწინებელია აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობა. რაც შეეხება მართვის მოწმობის შეცვლას ან საერთაშორისო მართვის მოწმობის აღებას, ამ ეტაპზე ელექტრონულ რეჟიმში აღნიშნული სერვისით სარგებლობა არ ხორციელდება.



24-საათიანი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112


1. პირველ რიგში, ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა?


პასუხი:დაზარალებულმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციას 112-ის საშუალებით.

2. რა ვადებში უნდა განაცხადოს დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა და აქვს თუ არა განცხადებას ხანდაზმულობა?


პასუხი: ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, არ უნდა აღემატებოდესდანაშაულის ხანდაზმულობას, რომელიც დიფერენცირებულია დანაშაულის კატეგორიების მიხედვით.

3. რა ნომერზე შემიძლია დავრეკო პოლიციაში, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ არის საგანგებო?


პასუხი: სასურველია, დააკონკრეტოთ, არასაგანგებო ვითარების ტიპი, ხოლო თუ თქვენ გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის დახმარება, ამ შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე.

4. შემიძლია თუ არა, განაცხადი გავაკეთო ტელეფონით?


პასუხი: დანაშაულის, ან სხვა სახის სამართალდარღვევის შესახებ, შეტყობინება შეგიძლიათ გააკეთოთ ტელეფონით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის, განაცხადების წერილობითი ფორმით წარდგენა - სავალდებულოა. თქვენ უნდა დააკონკრეტოთ, რა სახისა და შინაარსის განცხადებაზე საუბრობთ.

5. უფასოა თუ არა, პოლიციასთან დაკავშირება მობილური ოპერატორის მეშვეობით?


პასუხი: საპატრულო პოლიციის დახმარების მისაღებად, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს,ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან, ყოველგვარი დამატებითი ინდექსის გარეშე. დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ ტელეფონი ცალმხრივად, ან ორმხრივად არის გათიშული, ან მობილურ ტელეფონში სიმ-ბარათი არ დევს. დაცვის პოლიციის საინფორმაციო სამსახურთან - 125-თან დაკავშირება, ყველა ტიპის და ოპერატორის ტელეფონიდან ასევე უფასოა.

6. გაიტაცეს ჩემი ავტომანქანა. ვის უნდა ვაცნობო ამის შესახებ?


პასუხი: ავტომანქანის გატაცების შესახებ უნდა აცნობოთ 112-ს.

7. ვის უნდა მივმართო, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირზე მაქვს ეჭვი, რომ ის ნარკოტიკების რეალიზატორია?


პასუხი: თუკი თქვენ გაქვთ ეჭვი რომელიმე პიროვნებაზე, რომ ის არის ნარკოტიკების რეალიზატორი, უნდა დარეკოთ 112-ზე და მიაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

8. ვის უნდა დავუკავშირდე ცხოველებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით?


პასუხი: ცხოველებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით, დაუკავშირდით 112-ს.

9. დავკარგე მობილური ტელეფონი. შემიძლია, დახმარებისთვის მივმართო პოლიციას?


პასუხი: დიახ. თუ თქვენ დაკარგეთ მობილური ტელეფონი, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე, ან მიმართოთ თქვენი რაიონის პოლიციის განყოფილებას.



თანამშრომლობა პოლიციასთან


1. შემიძლია თუ არა, განაცხადი გავაკეთო ტელეფონით?


პასუხი: დანაშაულის, ან სხვა სახის სამართალდარღვევის შესახებ, შეტყობინება შეგიძლიათ გააკეთოთ ტელეფონით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის, განაცხადების წერილობითი ფორმით წარდგენა - სავალდებულოა. თქვენ უნდა დააკონკრეტოთ, რა სახისა და შინაარსის განცხადებაზე საუბრობთ.

2. რა ასაკიდან შეუძლია მოქალაქეს მისცეს გამოძიებას ჩვენება?


პასუხი: ამ შემთხვევაში, ჩვენების მიცემის ასაკი კანონით არ არის განსაზღვრული. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მქონე პირების მიერ ჩვენების მიცემის წესსა და პროცედურებს.

3. თანამშრმოლობს თუ არა პოლიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან დანაშაულის პრევენციის, ან ჩადენილის გამოვლენის საკითხებში და როგორ შემიძლია ჩავერთო ამ პროცესში?


პასუხი: დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებაში, მათ შორის, ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია ბმული - "გვითხარით, როგორ გემსახუროთ უკეთ", რომლის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებისა და რეკომენდაციების სტიმულირება, მათი შესწავლა და მათზე რეაგირება.

4. დავიკითხე როგორც მოწმე, მაგრამ საქმე ჯერაც ძიებაშია. შემიძლია თუ არა, ამ შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლა?


პასუხი: შეგიძლიათ.

5. მაქვს ეჭვმიტანილის სტატუსი და ამ ეტაპზე, სასამართლომ შემიფარდა გირაო. მაქვს თუ არა, ამ შემთხვევაში, უფლება ვიარო სამსახურში?


პასუხი: კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულ აკრძალვას.

6. მეშინია ანგარიშსწორების. შემიძლია თუ არა, ჩვენება მივცე ანონიმურად?


პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ანონიმური ფორმით ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს, თუმცა, ჩვენების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

7. მეშინია ანგარიშსწორების. როგორ, რა სახით და რა ვადით იქნება დაცული მოწმის კონფიდეციალობა?


პასუხი: მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

8. შემიძლია თუ არა, ინტერნეტით განვაცხადო დანაშაულისშესახებ, რომლის მოწმეც გავხდი?


პასუხი: დიახ, შეგიძლიათ.

9. უცხოეთში ყოფნის დროს, გავხდი დანაშაულის მოწმე. შემიძლია თუ არა, ვითანამშრომლო გამოძიებასთან?


პასუხი: დიახ, შეგიძლიათ.

10. ვიპოვნე დაკარგული ნივთი. ვის უნდა ვაცნობო ამის შესახებ?


პასუხი: ნაპოვნი ნივთის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ პოლიციას.

11. შემემთხვა ავტოავარია. ვალდებული ვარ, გამოვიძახო პოლიცია თუ შემიძლია, მოვრიგდე მძღოლთან?


პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქალაქე ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია.

12. ტელეფონით მემუქრებიან, თუმცა, ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არ გამაჩნია. რა შემიძლია მოვიმოქმედო?


პასუხი: მუქარის რეალურობის გათვალისწინებით, უნდა მიმართოთ პოლიციას და გაიაროთ დამატებითი კონსულტაცია.

13. ვის უნდა მივმართო, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირზე მაქვს ეჭვი, რომ ის ნარკოტიკების რეალიზატორია?


პასუხი: თუკი თქვენ გაქვთ ეჭვი რომელიმე პიროვნებაზე, რომ ის არის ნარკოტიკების რეალიზატორი, უნდა დარეკოთ 112-ზე და მიაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

14. ვფლობ ინფორმაციას ძებნილი პირის შესახებ. პოლიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მივიღებ თუ არა ფულად ჯილდოს?


პასუხი: ფულად ჯილდოს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის დაწესებულია ჯილდო.

15. მაქვს თუ არა უფლება, არ მივცე ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ?


პასუხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

16. კითხვა: მანქანის რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული დარღვევის ამსახველი მასალა როგორ გადავაგზავნო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში?


პასუხი: აღბეჭდილი დარღვევა შეგიძლიათ ჩაწეროთ დისკზე (DVD / CD) და შს სამინისტროს კანცელარიის მისაღებში განცხადებასთან ერთად შემოიტანოთ (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 38). მასალების მიღებისა და განხილვის სხვა მეთოდი ჯერ–ჯერობით არ არის. ასევე, უნდა êნობოთ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ფირზე დრო არის დაფიქსირებული, მასალას გააჩნია ხანდზმულობის ვადა და ჩანაწერის გაკეთებიდან არ უნდა იყოს გასული 2 თვე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახდელი ვერ დაედება დამრღვევს.

17. კითხვა: თუკი ჩემს მიერ იჯარით აღებულ (იჯარა გაფორმებულია წერილობითი ფორმით) სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებულ მოსავალს ჩემს დაუკითხავად კრეფს სხვა პიროვნება, შემიძლია თუ არა გამოვიძახო პატრული და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს ასეთ შემთხვევაში?


პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ქურდობა (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით). სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზ ნით –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.



ტერმინოლოგია და მათი განმარტებანი


1. რა ქმედება მიიჩნევა სექსუალურ ძალადობად და სად შემიძლია ამის შესახებ განვაცხადო?


პასუხი: სექსუალური ძალადობა არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება, ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; შეგიძლიათ განაცხადოთ პოლიციაში.

2. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან შიდა და გრძელვადიანი ტრანზიტი?


პასუხი: შიდა ტრანზიტი არის საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილის გადაადგილება, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშნით. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა უცხო ქვეყნის აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში, რეგისტრაციის მიზნით,დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს, 90 კალენდარული დღისა. ხოლო გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშანს, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით და მის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, მიანიჭოს იგითავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.

3. გააჩნია თუ არა დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა?


პასუხი: დიახ, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 2 წელს - იმ შემთხვევაში, როდესაცმუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;

ბ) 6 წელს - სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

გ) 10 წელს - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

დ) 15 წელს - სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე -3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;

ე) 25 წელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

4. რა მიიჩნევა ოჯახური ძალადობის ნიშნებად?


პასუხი: ოჯახში ძალადობა გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

5. რას ნიშნავს "კომენდანტის საათი" და როგორ მოქმედებს ის საქართველოში?


პასუხი: "კომენდანტის საათის" შემოღება ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. "კომენდანტის საათის" დროს, მოქალაქეებს ეკრძალებათ, ოფიციალურად გაცემული საშვებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ყოფნა.დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია, ან პატრული კომენდანტის საათის.