საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


სანომრე ნიშნები

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 2-14 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა - 35 ლარი;

2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით - 600 ლარი;

3. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 - 800 ლარი;

4. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 - 400 ლარი;

5. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით - 500 ლარი;

6. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინურიშრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 - 700 ლარი;

7. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 - 300 ლარი;

8. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 - 200 ლარი;

9. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 - 250 ლარი;

10. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 - 150 ლარი;

11. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან - 10 000 ლარი;

12. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან - 350 ლარი;

13. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან - 300 ლარი;

14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან - 250 ლარი;

15. სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა - 30 ლარი;

16. მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სანომრე ნიშნის გაცემა - 25 ლარი.

მექანიკური სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ.